განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2018
საქმის ნომერი
010211416700020836
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010211416700020836

საქმე №2ბ/3515-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტები - მ------------ე, შ------–--–---------------“

წარმომადგენელი - მ------------ე (შ------–--–---------------ს“ დირექტორი)

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს------------–--ი“

წარმომადგენელი - მ-----–--–-------ე

 

მესამე პირი - ს-------------------------------–------------

წარმომადგენელი - თ---------------–---–-

 

მესამე პირი - ს------------------–---------------–--------–--------–----------------

წარმომადგენელი - ნ----------–---------------

 

დავის საგანი - გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 31.07.2012 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტების მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 31.07.2012 წლის გადაწყვეტილებით:

 

1.ს-----------–---ს” სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. ბათილად იქნა ცნობილი შ-----–--–---------------ს” დამფუძნებელ ე------------ესა და მ------------ეს შორის 2005 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის #1-----) შემდეგი მოძრავი ნივთების დაგირავების ნაწილში:

2.1. მეტალის კარადა (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 6);

2.2. კონდიციონერი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 7);

2.3. სავარძელი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 8);

2.4. ჯოჯგინა ამწე (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 12);

2.5.ბეტონის ამრევი(ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 14);

2.6.მეტალის ფორმა რიგელის (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 16);

2.7.მეტალის ფორმა რიგელის გვერდული ქვის - 3 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 21-22-23);

2.8.მეტალის ფორმა რიგელის გვერდული ქვის ორმაგი -3 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 25-26-27);

2.9.მეტალის ფორმა გადახურვის ფილის - 3 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 30-31-32);

2.10. მეტალის ფორმა გვერდული ქვის ერთმაგი - 10 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 33-34-35-36-37-38-39-40-41-42);

2.11.მეტალის ფორმა კოლონის 14 მმ - 2 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 43-44);

2.12. მეტალის ფორმა საკედლე ბლოკის - 4 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 48-49-50-51);

2.13. მეტალის ფორმა ფუნდამენტის ბლოკის - 6 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 52-53-54-55-56-57);

2.14. ლითონის კარადა - 2 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 62-63);

2.15. საბეჭდი მანქანა იანტარი - 2 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 64-65);

2.16. მაგიდა მისადგმელით (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 68);

2.17.კომპრესორი პკს5 (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 80);

2.18. ბეტონის ბაიოკი 7,5 ტ. (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 105);

2.19. ცემენტის სილოსი 30 ტ. (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 108);

2.20. ჩარხი ელპ 25-1 – 2 ცალი ((ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 124-125).

 

3. გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად დადგინდა ცვლილების შეტანა საჯარო რეესტრში შ-----–--–-------------იის” მოძრავ ნივთებზე 2005 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების რეგისტრაციაში.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებმა სადავოდ გახადეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1997 წლის 25 ნოემბერს დამტკიცდა ს-----------–---ს” ქონების ღირებულების შეფასების აქტი 1997 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით (მტკიცებულება -ს.ფ. 61).

 

ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის ღირებულების შეფასების აქტი შეიცავს ს-----------–---ს” საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ჩამონათვალს, მათ შორის არის სარჩელით სადავოდ გამხდარი მოძრავი ქონება:

1. მეტალის კარადა (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 6; აქტში მითითებული ნომერი - 6);

2. კონდიციონერი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 7; აქტში მითითებული ნომერი - 7);

3. სავარძელი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 8; ); აქტში მითითებული ნომერი - 8)

4. ჯოჯგინა ამწე (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 12; აქტში მითითებული ნომერი - 12);

5. ბეტონის ამრევი(ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 14; აქტში მითითებული ნომერი - 14);

6. მეტალის ფორმა რიგელის (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 16; აქტში მითითებული ნომერი - 16);

7. მეტალის ფორმა რიგელის გვერდული ქვის - 3 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 21-22-23; აქტში მითითებული ნომერი - 21-22-23);

8. მეტალის ფორმა რიგელის გვერდული ქვის ორმაგი -3 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 25-26-27; აქტში მითითებული ნომერი - 25-26-27);

9. მეტალის ფორმა გადახურვის ფილის - 3 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 30-31-32; აქტში მითითებული ნომერი - 30-31-32);

10. მეტალის ფორმა გვერდული ქვის ერთმაგი - 10 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 33-34-35-36-37-38-39-40-41-42; ) აქტში მითითებული ნომერი - 33-34-35-36-37-38-39-40-41-42;)

11. მეტალის ფორმა კოლონის 14 მმ - 2 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 43-44; აქტში მითითებული ნომერი - 43-44);

12. მეტალის ფორმა საკედლე ბლოკის - 4 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 48-49-50-51; აქტში მითითებული ნომერი - 48-49-50-51);

13. მეტალის ფორმა ფუნდამენტის ბლოკის - 6 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 52-53-54-55-56-57; აქტში მითითებული ნომერი - 52-53-54-55-56-57);

14. ლითონის კარადა - 2 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 62-63; აქტში მითითებული ნომერი - 62-63);

15. საბეჭდი მანქანა იანტარი - 2 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 64-65; აქტში მითითებული ნომერი - 64-65);

16. მაგიდა მისადგმელით (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 68; აქტში მითითებული ნომერი -68);

17. კომპრესორი პკს5 (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 80; აქტში მითითებული ნომერი - 80);

18. ბეტონის ბაიოკი 7,5 ტ. (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 105; აქტში მითითებული ნომერი 105);

19. ცემენტის სილოსი 30 ტ. 3.9 ტ. (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 108; აქტში მითითებული ნომერი- 108);

20. ჩარხი ელპ 25-1 – 2 ცალი ((ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 124-125; აქტში მითითებული ნომერი - 124-125).

მტკიცებულება: ს.ფ.75-78

 

აღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოძრავი ნივთები 1997 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით წარმოდგენდა ს-----------–---ს” საკუთრებას.

 

2000 წლის 15 თებერვალს ს----------სა” და შ-----–--–---------------ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება #იურ 0----, რომლის თანახმად ს----------მა” შ-----–--–---------------ს” გადასცა ს----------ის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო საწარმოო ბაზა, ფართით 1,9 ჰექტარი.

 

აღნიშნული ხელშეკრულება დამტკიცებული იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 24 თებერვლის განჩინებით.

მტკიცებულება: ს.ფ. 236-238

 

2000 წლის 8 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით ს----------მა” შ-----–--–---------------ს” 2000 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულების თანახმად გადასცა ქ. ფ-------------------------------------------------------------------------------------------------------–-ს მშენებლობისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოწყობილობა დანადგარების სამშენებლო-სამონტაჟი სამუშაოების, ფულადი დანახარჯების, როგორც ერთობლივი საწარმოს საწესდებო კაპიტალში საქმიანი მონაწილეობისათვის უფლება-მოვალეობების მიუღებელი მთლიანი წილი და მასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია. იმ ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც მოცემული იყო მიღება-ჩაბარების აქტის #1 და #2 დანართში და ს----------ის” მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო საწარმოო ბაზა ფართით 1,9 ჰა და მასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაცია.

 

აქტში მითითებულია სამშენებლო საწარმოო ბაზის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ნუსხა - ადმინისტრაციული შენობა, რკინა-ბეტონის ღობე, საგუშაგო, ელექტროქვესადგური, სახანძრო რეზერვუარი, დაუმთავრებელი საამქრო (მხოლოდ ფუნდამენტი და კოლონები), ერთ სართულიანი ორი საამქრო რკ/ბეტონის კონსტრუქციებით დახურული, სარკინიგზო ჩიხისათვის განკუთვნილი რკ/ბეტონის შპალი - 8 ცალი, ინერტული მასალების საწყობი, ცემენტის სასილოსე, დახრილი მეტალის გალერეა, ბეტონის შემრევი კვანძი მეტალის კონსტრუქციაში, რკ/ბეტონის საწყობი ცემენტისათვის, გაზისა და ჟანგბადის საწყობი.

მტკიცებულება: ს.ფ. 239-240.

 

რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსა და სამგერელო ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროებს დაევალათ აწარმოონ იძულებითი აღსრულება და მორიგების აქტში მითითებული ქონებები - ქ-----------–- 1,9 ჰა მიწის ფართზე განთავსებული სამეშენებლო საწარმოო ბაზა და ფ----------------------------------------–ი 1,2 ჰა მიწის ფართზე გათვასებული მიწისზედა #1 და #2 ნ----------------------------------ი ტერმინალი ნატურით გადასცენ ან შეასახლონ შ------–--–---------------”.

მტკიცებულება: ს.ფ. 262-263.

 

ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი #2----, რომლის საფუძველზეც 2004 წლის 08 ივნისს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი იქნა ოქმი იმის შესახებ, რომ შ-----–--–---------------ს” გადაეცა იგივე უძრავ-მოძრავი ქონება, რაც მითითებული იქნა 2003 წლის 23 ივნისის აქტში.

მტკიცებულება: ს.ფ. 24-25.

 

ს.ფ. 25-ზე წარმოდგენილია სააღსრულებო ფურცელი #2------ #2-----04 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

 

შ-----–--–---------------ს” დირექტორი მ------------ე შესაგებელში აღნიშნავს, რომ 2000 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებით მან ს----------ისაგან” შეიძინა სადავოდ გამხდარი მოძრავი ქონება და ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს, ასევე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის #45-04 საქმეზე მიღებული განჩინების შესაბამისად, რომლითაც სასამართლომ განმარტა გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ობიექტი ს----------ისგან” უნდა გადაეცეს შ-----–--–---------------ს” იმ ტექნიკური პასპორტის მიხედვით, რომლითაც ს----------ს” ჰქონდა ბალანსზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დოკუმენტი იმის შესახებ, რომ სადავოდ გამხდარი და დაგირავებული ნივთები შედიოდა მის საწესდებო კაპიტალში და წარმოადგენდა მის საკუთრებას, მოპასუხეების მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული ნივთები კანონიერი გარიგების შესაბამისად გახდა მისი საკუთრება, თუმცა, მოსარჩელეს აღნიშნულის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შ-----–--–---------------ს” დირექტორი და მოპასუხე მ------------ე იმის დასტურად, რომ სადავო ნივთები მოპასუხე ორგანიზაციას ეკუთვნოდა მიუთითებს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, მაშინ, როდესაც მითითებული გადაწყვეტილებებით მოპასუხეს გადაეცა მხოლოდ უძრავი ქონება. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილებები გამოტანილია ს----------სა” და შ-----–--–---------------ს” შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ს----------ის” მიერ მართლზომიერი გზით ვერ მოხდებოდა ს-----------–---ს” კუთვნილი ქონების სხვა პირისათვის გადაცემა. ს-----------–---ს” ქონების გადაცემა, ასევე, არ უნდა მომხდარიყო სააღსრულებო ბიუროს მიერ, რამაც გამოიწვია არაერთი სარჩელის აღძვრა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-----–--–---------------ს” დამფუძნებელ ე------------ესა და მ------------ეს შორის 2005 წლის 1 ნოემბერს დადებული იქნა გირავნობის ხელშეკრულება, მითითებულ მხარეებს შორის არსებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით და შ-----–--–---------------მ” მ------------ის სასარგებლოდ დააგირავა მოძრავი ნივთები, მათ შორის სარჩელით სადავოდ გამხდარი ქონება.

 

აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.

 

სესხის ხელშეკრულებით გასესხებული თანხა შეადგენს 11000 ლარს, სარგებლის გარეშე და თანხის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 18 აპრილი. დაგირავებული იქნა ქ-----------–- სამეშენებლო საწარმოო ბაზაზე არსებული მოძრავი ქონების 20 პროცენტი - სულ 132 ერთეული მოძრავი ქონება.

 

მ------------ის განმარტებით, სესხი შ-----–--–---------------ს” ჯერ არ დაუბრუნებია და არც დაგირავებული ქონების რეალიზაცია განხორციელებულა, რადგან ქონება თითქმის აღარ არსებობს, სამშენებლო საწარმოო ბაზა გაიძარცვა, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

ამონაწერში საჯარო რეეტრიდან მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ს----------სა” და შ-----–--–---------------ს” შორის 2000 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე, 2000 წლის 24 თებერვლის #1-15-00 განჩინება, 2000 წლის 8 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი და 2004 წლის 18 ოქტომბრის #45-04 განჩინება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

ამავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ნივთები წარმოდგენს ს-----------–---ს” საკუთრებას, შესაბამისად შ-----–--–-------------იის” მიერ მათ გამოყენებას მ------------ის მოთხოვნის უზრუნველოყოფის საშუალებად, ესაჭიროებოდა ს-----------–---ს” ნების გამოვლენა, რაც გამოხატული უნდა ყოფილიყო იმით, რომ მოსარჩელეც უნდა ყოფილიყო გირავნობის ხელშეკრულების მხარე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია ს----------სა” და შ-----–--–---------------ს” შორის 2000 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე, 2000 წლის 24 თებერვლის #1-15-00 განჩინება, 2000 წლის 8 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი და 2004 წლის 18 ოქტომბრის #45-04 განჩინება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ს----------სა” და შ-----–--–---------------ს” შორის დავა წარმოიშვა 2000 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქონება უნდა გადასცემოდა შ-----–--–---------------ს”. აღნიშნული დავა გადაწყდა 2004 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით, სადაც აღნიშნულია, რომ მოპასუხეს ს----------ისგან” უნდა გადასცემოდა ქ-----------–- 1.9 ჰა. მიწის ფართზე განთავსებული სამშენებლო საწარმოო ბაზა და არა მოძრავი ნივთები. აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტება მოხდა 2004 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, სადაც ასევე არ არის საუბარი მოძრავი ნივთების შესახებ და აღნიშნულია, რომ ობიექტი შ-----–--–---------------ს” უნდა გადასცემოდა იმ ტექნიკური პასპორტის მიხედვით, რომლიც ს----------ს” ჰქონდა ბალანსზე.

 

გარდა აღნიშნულისა სადავოდ გამხდარი მოძრავი ნივთები არ წარმოადგენდა ს----------ის” საკუთრებას და შესაბამისად მათი გადაცემაც არ უნდა ყოფილიყო მხარეთა შორის მოლაპარაკების საგანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომლიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან შ-----–--–---------------” არ წარმოადგენდა გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს, შ-----–--–---------------სა” და მ------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლითაც დაგირავებული იქნა მოსარჩელის კუთვნილი ნივთები, ეწინააღმდეგება კანონს და წარმოადგენს ბათილ გარიგებას. შესაბამისად, სრული საფუძველი არსებობს დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა და ნაწილობროვ ბათილად იქნეს ცნობილი გირავნობის ხელშეკრულება და ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრის ჩანაწერში.

 

სასამართლომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა მ------------ის კეთილსინდისიერების საკითხზე და მიუთითა, რომ გირავნობის ხელშეკრულების დადების დროს მ------------ე იყო თუ არა შ-----–--–-------------იის” დირექტორი, სასამართლოსათვის უცნობია, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, მაგრამ მ------------ე მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორს წარმოადგენდა სწორედ იმ პერიოდში, რა დროსაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილებები ს----------ისაგან” შ-----–--–-------------იისათვის” ქონების გადაცემის შესახებ, ასევე, 2000 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულების გაფორმების დროს, შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ სადავო ნივთები არ წარმოადგენდა შ-----–--–-------------იის” საკუთრებას და მათი დაგირავება იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო.

 

მ------------ესა და შ------–--–---------------ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტების განმარტებით, 23.03.2004 წელს ის იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის ს-----------ის“ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე. 05.05.2004 წლის რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ------–--–---------------ს“ სარჩელი. 18.10.2004 წელს რუსთავის სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე N45-04, რომლითაც დაკმაყოფილდა შ------–--–---------------ს“ მოთხოვნა, ყველა ამ პროცესში მონაწილეობდა ს-----------თან“ ერთად ს------------–--ი“. 2004 და 2005 წლებში ს-----------მა“ და ს------------–--მა“ სარჩელებით მიმართეს სასამართლოს სააღსრულებო ფურცელების - N1------------------ და N45-04 აღსრულების უზრუნველსაყოფად. 12.08.2008 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ს-----------ისა“ და ს------------–--ის“ სარჩელები 08.06.2004 წლის აქტიდან ქონების ამორიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შეწყდა საქმის წარმოება. 17.11.2008 წელს რუსთავის საქალაქო სასამართლო მიიღო განჩინება საქმეზე N3-13-08, 08.08.2005 აქტის გაუქმებაზე, რაზედაც შეწყდა საქმის წარმოება.

 

აპელანტების მოსაზრებით, 2000 წლის 15 თებერვალს შ------–--–---------------მ“ ს-----------ისაგან“ მთლიანად შეიძინა 1.9 ჰა მიწაზე განთავსებული სამშენებლო საწარმოო ბაზა. 2000 წლის 08 ივნისს ს-----------მა“ დაიწყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით სამშენებლო საწარმოო ბაზის 14 დასახელების 23 დამთავრებული და დაუმთავრებელი უძრავი ქონების შენობების გადაცემა, ასევე, 132 ერთეული მოძრავი ქონების გადაცემა, მათ შორის, N12 ჯოჯგინა კრანი კკც-10. 2000 წლის 15 ნოემბერს შ------–--–---------------მ“ რუსთავის მუნიციპალიტეტებში ტეხ-ბიუროში ტექ რეგისტრაციაში გაატარა და მისი ზომები აღწერა დამთავრებულ და დაუმთავრებელ უძრავ შენობებზე. 2002 წლის 25 მარტს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ დააყადაღა სამშენებლო საწარმოო ბაზის უძრავ-მოძრავი ქონება, რაზედაც შედგა ოქმი და სადაც უძრავ ქონებაში N2 შევიდა ბეტონის პოლიგონი, ხოლო, მოძრავ ქონებაში N12 შევიდა ჯოჯგინა კრანი კკც-10. 2007 წლის 25 ივლისს განმეორებით დაყადაღდა უძრავ-მოძრავი ქონება. 2003 წელს კი შ------–--–-------------იის“ ბაზიდან დაიწყეს მოპარვა ს-----------ის“ გაკოტრების მმართველის მითითებით. ნაწილი მოწყობილობა დანადგარები შეტანილი იქნა ს-----------ის“ შხამქიმიკატების საწყობში. 2003 წლის 23 ივნიის ს/ფ. 1------ უზრუნველყოფისათვის აპელანტს გადაეცა 23 შენობა-ნაგებობა, მათ შორის, რიგით N2 რკინა-ბეტონის პოლიგონი და კრანი კკც-10, აღნიშნული გარემოება კი დადასტურებული იქნა სასამართლოს მიერ.

 

აპელანტების მოსაზრებით, ს------------–--ის“ მიერ წარმოდგენილი საქმის მასალები არის ყალბი. მას ხელს არ აწერს მეორე მხარე - ს-----------ი“ და არ არის დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით ს-----------ის“ მიერ. წარდგენილი საბუთების სიყალბეს ადასტურებს 06.06.2005 წლის ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ შედგენილი აქტი, რომლითაც ს-----------ის“ ტერიტორიაზე დაყადაღებული იქნა 132 მოძრავი ქონება, ასევე, ს-----------ის“ 2005 წლის 27 ივლისის წერილი N1-------------. ამდენად, 1997 წლის 01 ოქტომბერს ს-----------ს“ ვერანაირი ფორმით ვერ გადასცემდა 132 მოძრავ ქონებას და რკინა-ბეტონის პოლიგონს ს------------–--ს“, რომელსაც 1999 წლის 01 იანვრის მდგომარეობით ბალანსზე ჰქონდა ბუღალტერიაში და 1994, 1995, 1997 და 1999 წლებში სხვადასხვა კოეფიციენტის მიყენებით ათვისებული იყო ს-----------ის“ ბუღალტერიაში ბალანსზე.

(სააპელაციო საჩივრის საფუძვლები იხ. სააპელაციო საჩივარში ტ. IV, ს/ფ. 375-411 და ს/ფ. 413-449).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1997 წლის 25 ნოემბერს დამტკიცდა ს-----------–---ს” ქონების ღირებულების შეფასების აქტი 1997 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით.

 

ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის ღირებულების შეფასების აქტი შეიცავს ს-----------–---ს” საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ჩამონათვალს, მათ შორის არის სარჩელით სადავოდ გამხდარი შემდეგი მოძრავი ქონება:

1. მეტალის კარადა (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 6; აქტში მითითებული ნომერი - 6);

2. კონდიციონერი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 7; აქტში მითითებული ნომერი - 7);

3. სავარძელი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 8; ); აქტში მითითებული ნომერი - 8)

4. ჯოჯგინა ამწე (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 12; აქტში მითითებული ნომერი - 12);

5. ბეტონის ამრევი(ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 14; აქტში მითითებული ნომერი - 14);

6. მეტალის ფორმა რიგელის (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 16; აქტში მითითებული ნომერი - 16);

7. მეტალის ფორმა რიგელის გვერდული ქვის - 3 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 21-22-23; აქტში მითითებული ნომერი - 21-22-23);

8. მეტალის ფორმა რიგელის გვერდული ქვის ორმაგი -3 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 25-26-27; აქტში მითითებული ნომერი - 25-26-27);

9. მეტალის ფორმა გადახურვის ფილის - 3 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 30-31-32; აქტში მითითებული ნომერი - 30-31-32);

10. მეტალის ფორმა გვერდული ქვის ერთმაგი - 10 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 33-34-35-36-37-38-39-40-41-42; ) აქტში მითითებული ნომერი - 33-34-35-36-37-38-39-40-41-42;)

11. მეტალის ფორმა კოლონის 14 მმ - 2 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 43-44; აქტში მითითებული ნომერი - 43-44);

12. მეტალის ფორმა საკედლე ბლოკის - 4 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 48-49-50-51; აქტში მითითებული ნომერი - 48-49-50-51);

13. მეტალის ფორმა ფუნდამენტის ბლოკის - 6 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 52-53-54-55-56-57; აქტში მითითებული ნომერი - 52-53-54-55-56-57);

14. ლითონის კარადა - 2 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 62-63; აქტში მითითებული ნომერი - 62-63);

15. საბეჭდი მანქანა იანტარი - 2 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 64-65; აქტში მითითებული ნომერი - 64-65);

16. მაგიდა მისადგმელით (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 68; აქტში მითითებული ნომერი -68);

17. კომპრესორი პკს5 (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 80; აქტში მითითებული ნომერი - 80);

18. ბეტონის ბაიოკი 7,5 ტ. (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 105; აქტში მითითებული ნომერი 105);

19. ცემენტის სილოსი 30 ტ. 3.9 ტ. (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 108; აქტში მითითებული ნომერი- 108);

20. ჩარხი ელპ 25-1 – 2 ცალი ((ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 124-125; აქტში მითითებული ნომერი - 124-125).

მტკიცებულება: ს.ფ.75-78

 

შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ზემოხსენებული ნივთები 1997 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით წარმოდგენდა ს-----------–---ს” საკუთრებას.

 

2000 წლის 15 თებერვალს ს----------სა” და შ-----–--–---------------ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება #იურ 0----, რომლის თანახმად ს----------მა” შ-----–--–---------------ს” გადასცა ს----------ის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო საწარმოო ბაზა, ფართით 1,9 ჰექტარი.

 

აღნიშნული ხელშეკრულება დამტკიცებული იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 24 თებერვლის განჩინებით.

 

2000 წლის 8 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით ს----------მა” შ-----–--–---------------ს” 2000 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულების თანახმად გადასცა ქ. ფ-------------------------------------------------------------------------------------------------------–-ს მშენებლობისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოწყობილობა დანადგარების სამშენებლო-სამონტაჟი სამუშაოების, ფულადი დანახარჯების, როგორც ერთობლივი საწარმოს საწესდებო კაპიტალში საქმიანი მონაწილეობისათვის უფლება-მოვალეობების მიუღებელი მთლიანი წილი და მასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია. ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც მოცემული იყო მიღება-ჩაბარების აქტის #1 და #2 დანართში და ს----------ის” მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო საწარმოო ბაზა ფართით 1,9 ჰა და მასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაცია.

 

აქტში მითითებულია სამშენებლო საწარმოო ბაზის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ნუსხა - ადმინისტრაციული შენობა, რკინა-ბეტონის ღობე, საგუშაგო, ელექტროქვესადგური, სახანძრო რეზერვუარი, დაუმთავრებელი საამქრო (მხოლოდ ფუნდამენტი და კოლონები), ერთ სართულიანი ორი საამქრო რკ/ბეტონის კონსტრუქციებით დახურული, სარკინიგზო ჩიხისათვის განკუთვნილი რკ/ბეტონის შპალი - 8 ცალი, ინერტული მასალების საწყობი, ცემენტის სასილოსე, დახრილი მეტალის გალერეა, ბეტონის შემრევი კვანძი მეტალის კონსტრუქციაში, რკ/ბეტონის საწყობი ცემენტისათვის, გაზისა და ჟანგბადის საწყობი.

 

რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსა და სამგერელო ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროებს დაევალათ აწარმოონ იძულებითი აღსრულება და მორიგების აქტში მითითებული ქონებები - ქ-----------–- 1,9 ჰა მიწის ფართზე განთავსებული სამეშენებლო საწარმოო ბაზა და ფ----------------------------------------–ი 1,2 ჰა მიწის ფართზე გათვასებული მიწისზედა #1 და #2 ნ----------------------------------ი ტერმინალი ნატურით გადასცენ ან შეასახლონ შ------–--–---------------”.

 

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი #2----, რომლის საფუძველზეც 2004 წლის 08 ივნისს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი იქნა ოქმი იმის შესახებ, რომ შ-----–--–---------------ს” გადაეცა იგივე უძრავ-მოძრავი ქონება, რაც მითითებული იქნა 2003 წლის 23 ივნისის აქტში.

 

ს.ფ. 25-ზე წარმოდგენილია სააღსრულებო ფურცელი #2------ #2-----04 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

 

შ-----–--–---------------ს” დირექტორის მ------------ის განმარტებით, 2000 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებით მან ს----------ისაგან” შეიძინა სადავოდ გამხდარი მოძრავი ქონება და ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს, ასევე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის #45-04 საქმეზე მიღებული განჩინების შესაბამისად, რომლითაც სასამართლომ განმარტა გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ობიექტი ს----------ისგან” უნდა გადაეცეს შ-----–--–---------------ს” იმ ტექნიკური პასპორტის მიხედვით, რომლითაც ს----------ს” ჰქონდა ბალანსზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ს------------–--ის“ მიერ წარმოდგენილია დოკუმენტი იმის შესახებ, რომ სადავოდ გამხდარი და დაგირავებული ნივთები შედიოდა მის საწესდებო კაპიტალში და წარმოადგენდა მის საკუთრებას, აპელანტების მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული ნივთები კანონიერი გარიგების შესაბამისად გახდა მისი საკუთრება, მათ აღნიშნულის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. შ-----–--–---------------ს” დირექტორი და მ------------ე იმის დასტურად, რომ სადავო ნივთები შ------–--–---------------ს“ ეკუთვნოდა მიუთითებს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, მაშინ, როდესაც მითითებული გადაწყვეტილებებით კომპანიას გადაეცა მხოლოდ უძრავი ქონება. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილებები გამოტანილია ს----------სა” და შ-----–--–---------------ს” შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ს----------ის” მიერ მართლზომიერი გზით ვერ მოხდებოდა ს-----------–---ს” კუთვნილი ქონების სხვა პირისათვის გადაცემა. ს-----------–---ს” ქონების გადაცემა, ასევე, არ უნდა მომხდარიყო სააღსრულებო ბიუროს მიერ, რამაც გამოიწვია არაერთი სარჩელის აღძვრა.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შ-----–--–---------------ს” დამფუძნებელ ე------------ესა და მ------------ეს შორის 2005 წლის 1 ნოემბერს დადებული იქნა გირავნობის ხელშეკრულება, მითითებულ მხარეებს შორის არსებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით და შ-----–--–---------------მ” მ------------ის სასარგებლოდ დააგირავა მოძრავი ნივთები, მათ შორის სარჩელით სადავოდ გამხდარი ქონება. აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.

 

სესხის ხელშეკრულებით გასესხებული თანხა შეადგენს 11000 ლარს, სარგებლის გარეშე და თანხის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 18 აპრილი. დაგირავებული იქნა ქ-----------–- სამეშენებლო საწარმოო ბაზაზე არსებული მოძრავი ქონების 20 პროცენტი - სულ 132 ერთეული მოძრავი ქონება.

 

მ------------ის განმარტებით, სესხი შ-----–--–---------------ს” ჯერ არ დაუბრუნებია და არც დაგირავებული ქონების რეალიზაცია განხორციელებულა, რადგან ქონება თითქმის აღარ არსებობს, სამშენებლო საწარმოო ბაზა გაიძარცვა, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

ამონაწერში საჯარო რეეტრიდან მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ს----------სა” და შ-----–--–---------------ს” შორის 2000 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე, 2000 წლის 24 თებერვლის #1-15-00 განჩინება, 2000 წლის 8 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი და 2004 წლის 18 ოქტომბრის #45-04 განჩინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

ამავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული ნივთები წარმოდგენს ს-----------–---ს” საკუთრებას, შესაბამისად შ-----–--–-------------იის” მიერ მათ გამოყენებას მ------------ის მოთხოვნის უზრუნველოყოფის საშუალებად, ესაჭიროებოდა ს-----------–---ს” ნების გამოვლენა, რაც გამოხატული უნდა ყოფილიყო იმით, რომ ეს უკანასკნელი უნდა ყოფილიყო გირავნობის ხელშეკრულების მხარე.

 

განსახილეველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებად მასზედ, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია ს----------სა” და შ-----–--–---------------ს” შორის 2000 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე, 2000 წლის 24 თებერვლის #1-15-00 განჩინება, 2000 წლის 8 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი და 2004 წლის 18 ოქტომბრის #45-04 განჩინება. ს----------სა” და შ-----–--–---------------ს” შორის დავა წარმოიშვა 2000 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქონება უნდა გადასცემოდა შ-----–--–---------------ს”. აღნიშნული დავა გადაწყდა 2004 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით, სადაც აღნიშნულია, რომ შ------–--–--------------ს“ ს----------ისგან” უნდა გადასცემოდა ქ-----------–- 1.9 ჰა. მიწის ფართზე განთავსებული სამშენებლო საწარმოო ბაზა და არა მოძრავი ნივთები. აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტება მოხდა 2004 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, სადაც, ასევე, არ არის საუბარი მოძრავი ნივთების შესახებ და აღნიშნულია, რომ ობიექტი შ-----–--–---------------ს” უნდა გადასცემოდა იმ ტექნიკური პასპორტის მიხედვით, რომელიც ს----------ს” ჰქონდა ბალანსზე.

 

ამასთან, სადავოდ გამხდარი მოძრავი ნივთები არ წარმოადგენდა ს----------ის” საკუთრებას და შესაბამისად მათი გადაცემაც არ უნდა ყოფილიყო მხარეთა შორის მოლაპარაკების საგანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომლიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლის ფარგლებში დადგენილ იქნა სადავო ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების ფაქტი, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით წარმოადგენს მოცემული საქმისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად. კერძოდ, დადგენილია, რომ დავაში, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეს წარმოადგენდა ს------------–--ი“, ხოლო, მოპასუხეს - შ------–--–---------------“. აღნიშნული პირები კვლავ წარმოადგენენ განსახილველი დავის მხარეებს. შესაბამისად, მოცემულ საქმეში პრეიუდიციული მნიშვნელობისაა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრეს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობა განვითარებულია მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 06 ნოემბერს მიღებულ განჩინებაში (ტ. V, ს.ფ. 391-403).

 

შესაბამისად, ვინაიდან შ-----–--–---------------” არ წარმოადგენდა გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს, შ-----–--–---------------სა” და მ------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლითაც დაგირავებული იქნა ს------------–--ის“ კუთვნილი ნივთები, ეწინააღმდეგება კანონს და წარმოადგენს ბათილ გარიგებას. რის გამოც, ნაწილობროვ ბათილად იქნეს ცნობილი გირავნობის ხელშეკრულება და ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრის ჩანაწერში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და მსჯელობას და მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------------ის და შ------–--–---------------ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 31.07.2012 წლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი