განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 240100117002159507
საქმე №1/ბ-188-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - გ------- კ-------ს
ადვოკატის - გ------- დ---–-–---–ის
მსჯავრდებულის - ტ------– ქ-------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ------– ქ-------------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაუოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ლენტეხის რაიონი, სოფელი გ---–---ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით ტ------– ქ-------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 27 სექტემბერს, დილის საათებში, ტ------– ქ-------------ი და გ------- გ-------–---- ქ. სენაკში, ჭ-------ის ქ. N29-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ძალადობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლნენ რ----– ც------–---ის კუთვნილ 30 ლარად ღირებულ ლეპტოპის ჩანთას და მასში მოთავსებულ 400 ლარად ღირებულ პლანშეტურ კომპიუტერს, 20 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს, ფულად თანხას 5 ლარის ოდენობით, ბინისა და სახელოსნოს გასაღებებს, პირადობის მოწმობას და ბანკის პლასტიკურ ბარათს. აღნიშნული ძარცვის შედეგად რ----– ც------–---ს მიადგა 455 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით ტ------– ქ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 27 სექტემბრიდან.
ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება გ------- გ-------–---ს შორის, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,დ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 03 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 წელი ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებულ ტ------– ქ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ------- დ---–-–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ ტ------– ქ-------------ის სასარგებლოდ და საბოლოოდ განსაზღვრული მინიმალური სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის 1/3 ჩაეთვალოს პირობით.
დაცვის მხარე განაჩენის კანონიერებას და დასაბუთებულობას ეჭვქვეშ არ აყენებს, მხოლოდ დანიშნული სასჯელი მიაჩნია მკაცრად. ტ------– ქ-------------მა ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი არ ყოფილა წასწრებული და დაკავებული დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხასიათდება დადებითად, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- კ------- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ტ------– ქ-------------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გ------- დ---–-–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორს გ------- კ-------ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ტ------– ქ-------------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მსჯავრდებულ ტ------– ქ-------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 2017 წლის 27 სექტემბრის ამოღების ოქმით, 2017 წლის ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის ბრალდებულის დაკავების ოქმით, 2017 წლის 27 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით, 2017 წლის 27 სექტემბრის და 28 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, 2017 წლის 27 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებით, 2017 წლის 09 ოქტომბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 17 ნოემბრის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, 2017 წლის 28 ნოემბრის N--------- დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ტ------– ქ-------------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (მსჯავრდებული და მისი ადვოკატი) ითხოვენ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის 1/3 -ის პირობითად ჩათვლას.
მსჯავრდებულ ტ------– ქ-------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლომ ტ. ქ-------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 05 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სააპელაციო პალატას სასჯელის მიზნებიდან (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) გამომდინარე არ მიაჩნია მიზანშეწონილად მსჯავრდებულ ტ. ქ-------------ის მიმართ გამოყენებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ტ------– ქ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- დ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ტ------– ქ-------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ტ------– ქ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 სექტემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- რ----– ც------–---ისგან ამოღებული მაისური დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- თეა ოთხოზორიას ბინიდან ამოღებული პლანშეტური კომპიუტერი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- გ------- გ-------–----სგან ამოღებული ტყავის საფულე, 2 ცალი პლასტიკური ბარათი, სალაროს გასვლის ორდერი, სპორტული ქურთუკი და სპორტული ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ტ------– ქ-------------ისგან ამოღებული მოკლემკლავიანი მაისური, მოკლე შორტები და სპორტული ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;
- ექსპერიმენტის დროს ამოღებული პლასტიკური ბარათი, გასაღებები და ბოთლის თავსახურის გასახსნელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ფეხსაცმლის ლანჩის კვალი, ნერწყვის ნიმუშები, სუნის კვალი და სუნის ნიმუშები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- DVD დისკი დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე