განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 240100117002133225
საქმე №-1/ბ-192-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ლ---- ფ-----ს
ადვოკატის - დ----- გ------ს
მსჯავრდებულის - ე---–--- გ------ას მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე---–--- გ------ას მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: სენაკის რაიონი, სოფელი ზ---;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი არაერთგზის (გარდა სს კოდექსის 110-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა), რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 06 თებერვლის, სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,გ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) ნასამართლევი ე---–--- გ------ა, 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 23:10 საათზე, არაფხიზელ მდგო----ეობაში მყოფი მივიდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ---ში მცხოვრებ ფ--–--- ზ---------ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან და უხმო ამ უკანასკნელს მათ შორის არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით. ფ--–--- ზ--------- მივიდა თავისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის გარეთ მყოფ ე---–--- გ------ასთან, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რის გამოც ე---–--- გ------ამ შუბლ-საფეთქლის არეში განზრახ მოკვლის მიზნით დანა დაარტყა ფ--–--- ზ---------ს, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად ფ--–--- ზ--------- გარდაიცვალა 2017 წლის 15 ივლისს.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით ე---–--- გ------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 21 ივლისიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული ე---–--- გ------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი დ----- გ------ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გაუქმდეს ე---–--- გ------ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი და გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ე---–--- გ------ა ფ--–--- ზ---------ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა არა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით, არამედ იმის ასახსნელად, თუ რატომ გაუსწორდა მას ფიზიკურად, ფ--–--- ზ---------მ მას დაუწყო ცემა და ე---–--- გ------ამ იმისათვის, რომ გადაერჩინა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, თანქონებული დანა მოიქნია, რაც შესაძლოა შუბლის არეში მოხვდა ფ--–--- ზ---------ს. აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა აუცილებელ მოგერიებას, რაც გულისხმობს თავდამსხმელის დაზიანებას. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ბრალდების მოწმეთა ჩვენებები არ არის თანმიმდევრული, შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, აღნიშნული ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც ისინი საფუძვლად ვერ დაედება სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს.
პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ე---–--- გ------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- გ------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს ლ---- ფ-----ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ე---–--- გ------ას მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე---–--- გ------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ---–- ბ-----მ განმარტა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, აშენებდნენ საძროხეს, უნდა ჩაესხათ საძირკველი, მუშაობდნენ ოჯახის წევრები და მეზობლებიდან ეხმარებოდათ თ------ ბ--------. სადილის დროს მათთან მივიდა ე---–--- გ------ა, რომელიც დაეწვია მათ, ისადილეს, დალიეს და რომ მორჩნენ სუფრას, ე---–--- გ------ამ განაცხადა, რომ ქ.სენაკში აპირებდა წასვლას, მაგრამ რადგან მათთან შემოვიდა ისიც მიეხმარებოდა ამ მშენებლობაში და ითხოვა რომ მისთვის ძველი ტანსაცმელი მიეცათ, რათა ჩაეცვა მუშაობის დროს. ე---–--- გ------ას მისცეს ძველი ტანსაცმელი და დაიწყეს მუშაობა, სადილის შემდეგ. მუშაობის შემდეგ დაახლოებით 15:00 საათისთვის ისევ გაუშალა მათ სუფრა, სუფრის წევრებს შეუერთდნენ მეზობლები ბ----- გ------ა, ი-----–- ტ--------ა და გ------- ა------ე, ივახშმეს, ალკოჰოლიც მიიღეს და დაიშალნენ დაახლოებით 18:00 საათისთვის და წავიდნენ სოფელ ზ--ის ცენტრისკენ.
ღამის დაახლოებით 23:00 საათისთვის, მათ ჭიშკართან იდგა ე---–--- გ------ა, რომელიც იგინებოდა, ილანძღებოდა, აგინებდა როგორც ფ--–--- ზ---------ს, ასევე ბ----- გ------ას. მის მეუღლეს ეძინა, ნასვამი იყო. მათთან სახლში იმყოფებოდა ბ----- გ------აც. ხმაურზე პირველად გარეთ გავიდნენ ბ----- და ფ--–---ი, თვითონ უკან გამოყვა ამათ. ბ----- ამასობაში გაიქცა, რადგან იცოდა რომ ე---–--- გ------ას დანა ჰქონდა და შეეშინდა. ბ----- გ------ას ი-----–- ტ--------ამ უთხრა, რომ ე---–--- გ------ა წაიყვანა სიგარეტის საყიდლად და დაინახა რომ დანა ჰქონდა, ამის შესახებ ბ----- გ------ა გააფრთხილა, ეს ამბავი თავად ი-----–- ტ--------ამ მოუყვა. ფ--–---ი გამობრუნდა პატარა ჯოხი აიღო, მან უთხრა შვილო არ გამოხვიდე ე---–---ს წავიყვან თავის სახლშიო, მაგრამ არ დაუჯერა. მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ე---–--- გ------ამ მის შვილს დანა ჩაარტყა საფეთქელში, ამის შემდეგ ფ--–---მა ზურგში დაარტყა ჯოხი, რომელიც დარტყმის მომენტშივე გადატყდა, მეორედ მოიქნია დანა ე---–--- გ------ამ, როდესაც მან ხელი გადააფარა თავის შვილს და დანა ხელზე მოხვდა, თითი დაუზიანდა. ფ--–---ი კი ამ დროს სახლში გაბრუნდა. უნდოდა ისევ ფ--–--- დადევნებოდა, მაგრამ იქ მყოფმა მისმა შვილიშვილმა ნ---- ზ---------მ და მეზობელმა მ------ გ------ამ ქვები დაუშინეს ე---–--- გ------ას და დანა გაუვარდა ხელიდან, მან ისევ აიღო დანა. ამასობაში ხალხიც შეიკრიბა, ე---–--- გ------ა კი თავის სახლისკენ წავიდა გინებით, მთელი ღამე გინებაში იყო არ გაჩერებულა. მისმა შვილმა არ დაარეკვინა პოლიციისთვის, უთხრა, რომ ე---–--- გ------ა ყაჩაღი იყო და არ უნდოდა გადამტერებოდა.
მოწმე ჭ----- გ------ას განმარტებით ირკვევა, რომ 2017 წლის 28 ივნისს ის, მისი შვილიშვილი და კ----ს გოგო იყვნენ მასთან სახლში, როდესაც გაიგონა ლაპარაკი, დაინტერესდა ვინ მოდიოდა გინებით და გაიხედა, დაინახა ე---–--- გ------ა, რომელიც მის ჭიშკართან მოვიდა, ჩაეხუტა და ჰკითხა, რატომ იგინებოდა და სთხოვა ნასვამი არ მისულიყო, მაგრამ არ დაუჯერა და ეს უბედურებაც მოხდა. ე---–---ი მარტო იყო. ჩხუბის დროს ის იქ იყო და წაიქცა, შემდეგ აიყვანა მისმა შვილიშვილმა და სახლში შეიყვანა. მას არავინ დაუნახავს, ნახა ე---–---ი მირბოდა სახლში.
მოწმე ბ----- გ------ამ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, ფ--–--- ზ---------ს სახლში ბიჭები ეხმარებოდნენ, თავიდან ის იქ არ იყო, მერე დაუძახეს, სუფრასთან. იქ იყო გ------- ა------ე, თ---------- ბ--------, ფ--–--- ზ---------, კ---- ზ--------- და ე---–--- გ------ა. შემდეგ, რომ მორჩნენ დაიშალნენ, ამ დროს კამათი მოუვიდა ე---–--- გ------ასთან, რის გამოც ფ--–--- ზ---------მ ხელი დაარტყა ე---–--- გ------ას. შემდეგ დაიშალნენ და ის სოფელ ზ--ის ცენტრში მივიდა ბებიამისის სახლში. ფ--–---ისთან რომ შევიდა, ე---–---ი ფ--–---ის კარებთან იდგა, ფ--–---მა ჯოხი აიღო 1 მეტრი სიგრძის, რომლითაც კარებს კეტავდნენ. ჩხუბის შემსწრე არ ყოფილა და არც უნახავს, ის რომ მოვიდა დამთავრებული იყო ყველაფერი. ხოლო თვითონ შეეშინდა და გაიქცა, თავი აარიდა.
მოწმე გ------- ა------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, ფ--–--- ზ---------ს ეხმარებოდა საძროხის აშენებაში. დაახლოებით დილიდან 18:00 საათამდე იმყოფებოდა მის სახლში. იმ დღეს სვამდნენ, დათვრა და როგორც მას უთხრეს სახლში 18:00 საათზე დაბრუნდა. მეორე დღესაც უნდა მისულიყო მოსახმარებლად, მაშინ გაიგო, რომ დაცემისგან ჰქონდა დაზიანება, ხოლო მერე მისი მშობლებისგან გაიგო, რომ ე---–--- გ------ასთან მოსვლია ჩხუბი და ე---–--- გ------ამ დაჭრა ფ--–--- ზ---------ო. მან ფ--–---ი მეორე დილით ნახა წამოწოლილი, რომელსაც თვალთან ახლოს ჰქონდა პატარა სტაფი დაკრული. მეორე დღეს ე---–--- გ------აც ნახა, რომელსაც სახეზე ეტყობოდა რომ ნაცემი იყო, როდესაც ჰკითხა ე---–---მა უპასუხა, რომ ფ--–---ისთან მოუვიდა შეკამათება.
მოწმე ნ---- ზ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 ივნისს იყო ბებიასთან, ბაბუასთან და ბიძასთან სოფელ ზ---ში. ბაბუას სახლში ეხმარებოდნენ თ---------- ბ--------, შემდეგ მივიდა ე---–--- გ------ა და ბ----- გ------ა. სადილის დრო როცა მოვიდა, დასხდნენ და ალკოჰოლური სასმელი მიიღეს, მამამისის გარდა ყველა ღებულობდა ალკოჰოლურ სასმელს. დაახლოებით 18:00 საათი იქნებოდა სახლიდან რომ გავიდნენ. დაახლოებით ერთ საათში მამამისიც წავიდა სახლიდან. ღამის 23:00 საათი იქნებოდა ბიძამისი ფ--–--- ზ--------- და ბ----- გ------ა სახლში რომ დაბრუნდნენ. სახლში მ------ გ------ასთან ერთად იყო, ხოლო ბებიას ეძინა. შემდეგ გადავიდა ბ----- გ------ას სახლში, რომელიც მისი სახლის წინ, ოდნავ გვერდზე მდებარეობს და რამოდენიმე წუთში მარტო გადმოსვლა მოუწია სახლში, რა დროსაც ე---–--- გ------ამ დაუძახა რომელი ხარო, მან უპასუხა ნ---- ვარო, ე---–---მა კარგიო უთხრა და მეტი არაფერი უთქვამს მისთვის. შემდეგ ბ----- გ------ას მიმართ იძახდა უწმაწურ სიტყვებს. შემდეგ ბ----- გადმოვიდა სახლიდან და გადმოყვა ბიძამისი ფ--–--- ზ---------ც. ბ----- გაიქცა და არ დაუნახავს საით წავიდა, ხოლო ბიძამისი უკან გაბრუნდა და ჯოხი აიღო, დაახლოებით 40 სმ იქნებოდა, რომელსაც კარის ჩასაკეტად იყენებდნენ, ალბათ დაინახა ე---–---ს დანა რომ ჰქონდა ხელში. ბიძამისმა ეს ჯოხი დაარტყა ე---–---ს და ჯოხი ეგრევე გადატყდა. ხმაურზე ბებიაც გადმოვიდა და გადაეფარა, ე---–---ი იქნევდა დანას და ბებიას ნ---–- ბ-----ს ხელზე მოხვდა, მან და მ------ გ------ამ ქვების სროლა დაუწყეს ე---–---ს. მან დაინახა ე---–---მა როგორ ჩაარტყა დანა ბიძამისს, რა დროსაც ფ--–---ი უკან გამოიწია, შემდეგ ისევ იქნევდა დანას და ამ დროს ბებიას მოხვდა ეს დანა ხელზე, რის შემდეგაც თითს ვერ ამოძრავებს. რადგან ბიძამისი ფ--–--- ზ--------- უკან გაიწია და ბებია გადაეფარა მას, შეშინებულმა ისევ დაუწყო ქვების სროლა ე---–---ს და დანა გააგდებინეს ხელიდან, მაგრამ ე---–--- გ------ამ ისევ აიღო დანა ხელში და ბ----- გ------ას ეძებდა და ყვიროდა მის სახელს. მეზობლებმაც გაიგეს ყვირილი და გამოვიდნენ, რა დროსაც ე---–---ი გაიქცა. ე---–--- გ------ა ბიძამისზე საკმაოდ მაღალია და თავისუფლად შეეძლო დანა ჩაერტყა ზევიდან, დანა საფეთქელთან ჩაარტყა. ჩხუბი მათი სახლის წინ ეზოს გარეთ ხდებოდა. დაახლოებით 23:00 საათი იქნებოდა, მთვარიანი ღამე იყო, თან სახლებშიც აივანზე შუქები იყო ანთებული და კარგი მხედველობა იყო. დანა იყო დიდი, სახელო როგორი ჰქონდა არ ახსოვს.
მოწმე მ------ გ------ამ განაცხადა, რომ დაახლოებით 23:00 საათი იქნებოდა, ბებიასთან ერთად იმყოფებოდა სახლში, როდესაც მოესმა ყვირილის ხმა და გარეთ გავიდნენ, ნახეს ე---–--- გ------ა რომელიც ყვიროდა და ფ--–--- ზ---------ს ემუქრებოდა, შემდეგ გარეთ ფ--–--- ზ--------- გამოვიდა, რომელსაც დედა მოყვებოდა უკან და ძმიშვილი ნ---- ზ---------. მივიდნენ გასაშველებლად, რა დროსაც ბებიამისი მ---- გ------ა წაიქცა გაშველების დროს. მან გაიგო ჯოხის დაგდების ხმა, ხოლო ეს ჯოხი დაარტყა თუ არა ფ--–---მა ე---–---ს ეს არ დაუნახავს. შემდეგ მან და ნ---- ზ---------მ ქვები დაუშინეს ე---–---ს რათა შეეშინებინათ. შემდეგ ე---–---ი გაიქცა, ფ--–---ი თავისით დაუხმარებლად შევიდა სახლში, შემდეგ ნ---- ზ---------მ დაუძახა და უთხრა რომ ბიძა დაჭრილი არისო, ის შევიდა მათთან ნახა რომ ფ--–---ი წამოწოლილი იყო, ჭრილობა აშკარად დანით იყო მიყენებული საფეთქელთან, თვითონ გაუწმინდა ჭრილობა და შესთავაზა რომ სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოეძახებინათ, რაზედაც უარი უთხრეს, რადგან ამას პოლიციაც მოყვებოდა და არ უნდოდათ ე---–--- გ------ა გაეწირათ. ფ--–--- ზ---------ს დედასაც ხელი ჰქონდა გაჭრილი, თითზე და თქვა რომ გაშველების დროს დანა მოხვდა. მთვარიანი ღამე იყო და მის სახლში და ფ--–--- ზ---------ს სახლში იყო განათება. როდესაც მან ბებია წამოაყენა მაშინ ფ--–---ი სახლში შედიოდა.
მოწმე ჯ--- ხ-----მ განაცხადა, რომ ივნისის თვეში, ღამით მოესმა ფ--–---ის დედის, ნ---–-ს კივილის ხმა, მივიდა მასთან სახლში, ნ---–- ბ----- მოთქვამდა რომ ე---–---ი და ფ--–---ი წაჩხუბდნენ, მე ხელზე დამჭრაო დანითო. მარცხენა ხელზე ჰქონდა ჭრილობა, რომელიც მან გაუწმინდა და შეუხვია. იმ საღამოს უთხრა, რომ ფ--–---იც დაჭრა დანითო, მეორე ოთახში ისვენებსო. მასთან იყო ფ--–---ის ძმა კ---- ზ--------- და მამამისი ფ-------- ზ---------. ის აღნიშნულ ფაქტს არ შესწრებია.
მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–--- ა------ემ განმარტა, რომ ივნისის თვე იყო, თარიღი არ ახსოვს დაახლოებით ღამის 00:00 საათი იქნებოდა, კივილი შემოესმა, რომ გაიხედა დაინახა ნ---–- ბ----- აივანზე იდგა და კიოდა. ის მის მეზობელ ჯ--- ხ-----სთან ერთად მივიდა, ნ---–-ს საცხოვრებელ სახლში, ჰკითხეს რა ხდებოდა, ნ---–-ს ხელზე სისხლი მოსდიოდა და ხელი შეუხვიეს. ამბობდა, რომ ე---–--- გ------ამ დაჭრა, მათ მეტი არაფერი უკითხავთ ნ---–- ბ-----სთვის. მეორე დღეს გაიგეს, რომ შელაპარაკების დროს ე---–--- გ------ას დაუჭრია ფ--–---ი. ნ---–-ს სახლში მისი მეუღლე ფ-------- ზ--------- იყო, სხვა არავინ დაუნახავს.
მოწმის სახით დაკითხულმა კ---- ზ---------ს განმარტებით ირკვევა, რომ 2017 წლის 28 ივნისს ღამის 23:00 საათისთვის, დაურეკა დედამ ნ---–- ბ-----მ და უამბო, რომ ე---–---ი მოგვივარდა და ფ--–---ი დაჭრაო, მეც დამჭრა ხელზეო. იმ საღამოსვე სენაკიდან ჩავიდა სოფელ ზ---ში დედამისთან. სახლში მისულს დახვდა ძმა ფ--–--- ზ--------- რომელსაც საფეთქელთან ჰქონდა ჭრილობა და წამოწოლილი იყო. ხოლო დედა, ნ---–- ბ----- ხელზე იყო დაჭრილი. ბ----- გ------აც მისი ძმის სახლში იყო, ეშინოდა მეც დამჭრისო და იმ საღამოს მათთან სახლში ეძინა. ე---–--- გ------ას ბ----- გ------ასთვის დაურტყამს ხელი და ფ--–---ის უთქვამს რატო დაარტყი ამ ბავშვს ხელიო, მერე ფ--–---იზეც დაურტყამს ხელი, ამის გამო მოხდა მათ შორის კონფლიქტი. შემდეგ სახლში, ჭიშკართან მოსულა ე---–--- გ------ა გინებით და ლანძღვით, იძახდა თურმე გამოდით ბ----- და ფ--–---ი უნდა დაგჩეხოთო. გასულა გარეთ ფ--–---ი, მაგ დროს დაუჭრია ფ--–---ი, მერე ნ---–- გადაფარებია შვილს და ამ დროს ხელზე დაჭრილა ნ---–- ბ-----ც. მას ჰქონდა სურვილი სამედიცინო დახმარებისთვის მიემართა, მაგრამ ძმამ უთხრა რომ საქმეს გავიუარესებო, პოლიცია გაიგებსო და ამის გამო არ დაარეკვინა 112-ში. შემდგომ მეორე საღამოს გახდა ცუდად, 15 ივლისს კი გარდაიცვალა.
მოწმის სახით დაკითხულმა ექიმმა-ნეიროქირურგმა კ--- მ-------–---–მა განაცხადა, რომ შემოყვანილი იყო პაციენტი ემერჯენსის სამსახურში, გადმოცემით დაზიანდა სიმაღლიდან ვარდნის დროს, ჰქონდა პატარა ჭრილობა, ძვლის დაზიანებით, მარცხენა თხემის არეში 02 სმ ჭრილობით. ნეიროქირურგიული ოპერატიული ჩარევის ჩვენებები შემოყვანილ პაციენტს არ ჰქონდა, იყო სტაბილური. როდესაც დამძიმებისკენ წავიდა მდგო----ება, შემდგომ მოხდა ქირურგიული ჩარევა. იყო თავის ტვინის შეშუპება, ჩირქოვანი, თავის ტვინის ჩაჭედვა.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა განაცხადა, რომ გამომძიებლის გ-- კ-------ს მო----თვის საფუძველზე, შეყვანილი იყო მათთან ფ--–--- ზ---------ს გვამი, მის მიერ გამოკვლეული იქნა, რის შედეგაც დადგინდა ფ--–--- ზ---------ს სიკვდილის მიზეზი: მარცხენა შუბლ-საფეთქლის მიდამოში, ქალა ტვინის ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობა, ჭრილობის შედეგად გამოხატული თავის ტვინის შეშუპება, დარბილებით, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. რაც შეეხება გარემოებას 2017 წლის 30 ივნისს ღამის საათებში ე---–--- გ------ამ დანის გამოყენებით თავის არეში დაზიანება მიაყენა ფ--–--- ზ---------ს, რომელიც 2017 წლის 30 ივნისს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა ქ.სენაკის ა---------ს კლინიკაში, საიდანაც გაწერილი იქნა 2017 წლის 01 ივლისს და იმავე დღეს გადაყვანილ იქნა ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც 2017 წლის 15 ივლისს გარდაიცვალა.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ------- მ---–--ემ განაცხადა, რომ ე---–--- გ------ას ჯინსის შარვალზე აღმოჩენილი მოშავო ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და ფ--–--- ზ---------ს შორტის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება. ფ--–--- ზ---------ს შორტზე აღმოჩენილ ღია ლურჯი და მოცისფრო ფერის არათანაბრად შეღებილ ბამბის ბოჭკოებს და ე---–--- გ------ას ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
მოწმის სახით დაკითხულმა ექიმ-რეანიმატოლოგმა თ----–ა დ---–--ემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მორიგეობის დროს მიიღო პაციენტი, სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოჰყვნენ ახლობლები და აუხსნეს, რომ პაციენტი ნასვამ მდგო----ეობაში დაეცა და თავი დაარტყა ბეტონის ფილას. პაციენტი რამდენიმე დღის შემდეგ იყო მიყვანილი, მან გამოკვლევები ჩაუტარა. მას ჰქონდა საფეთქელზე დაკრული ლეიკოპლასტი, მას ჰქონდა გამოხატული ქალა შიდა ტვინის დაზიანების ნიშნები, რადგან ჭრილობიდან სისხლი არ მოდიოდა ამ ჭრილობით არ დაინტერესებულა და გადააგზავნა ქუთაისში ქალა-შიდა ტვინის დაზიანების გამო კომპიუტერულ კვლევაზე. პაციენტი იყო გაბრუებული, გულის ცემა შენელებული ჰქონდა და ძილიანობისკენ იყო მიდრეკილი. როცა ჰკითხავდი მაშინ გპასუხობდა. პაციენტის შემოყვანიდან დაახლოებით ორ საათში გააგზავნეს ქუთაისში.
მოწმის სახით დაკითხულმა ექიმ-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ნ-------- ბ---------–--ემ განაცხადა, რომ პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის დღეს არ უნახავს, ისტორიას რომ გადახედა ნახა, რომ პაციენტი 01 ივლისს შეუყვანიათ საავადმყოფოში. პაციენტი მას არ მიუღია, მისი მორიგეობის დღეს მოხდა პაციენტის გარდაცვალება 18:00 საათზე. ისტორიის მიხედვით დაწერა ფორმა 100.
მოწმის სახით დაკითხულმა ექიმ-რეანიმატოლოგმა მ----- მ–------ემ განაცხადა, რომ პაციენტი რეამინაციაში ყოფნის პერიოდში იმყოფებოდა სულ მართვით სუნთქვაზე. აღენიშნებოდა თავის დაზიანება, რომელსაც ის შეხვეულ ფორმაში ხედავდა, მის კომპეტენციაში არ შედიოდა ჭრილობის დამუშავება. პაციენტი კონტაქტური არ ყოფილა, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პაციენტს უკეთდებოდა ანტიბიოტიკი, სამკურნალო დაცვითი ნარკოზი, რომელიც აუცილებელია.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------ემ განაცხადა, რომ სეროლოგიური გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, პაკეტში წარწერით ე---–--- გ------ასგან ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ფ--–--- ზ---------ს. პაკეტში წარწერით: შორტი, ზეწარი, პლედი, მოთავსებულ მოკლე შარვალსა და გადასაფარებელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ფ--–--- ზ---------ს.
მოწმის სახით დაკითხულ ექიმ-ნერვოლოგმა ო---- ძ-----ამ განაცხადა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, როდესაც ის გამოიძახეს ა---------ს კლინიკაში, ავადმყოფი იყო მძიმედ, მას ჰქონდა ყველა ის მონაცემები, რასაც ჰქვია მენინგიალური სინდრომი, ნევროლოგიური გაგებით. გადაწყვიტეს, რომ გადაეყვანათ ქუთაისში, ქუთაისის საავადმყოფოში დადასტურდა ბაქტეროლოგიური მენინგიტი, ზუსტად არ იცის რა დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ იცის, რომ ჩირქოვანი პროცესი განუვითარდა. ჭრილობაში შეიჭრა ინფექცია, რომელმაც დაარღვია ჰემატოენცეფალური ბარიერი. ეს არის უმძიმესი დაზიანება.
მოწმე ზ---- ო-------------მ განაცხადა, რომ მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, გამომძიებელი იყო დ----- კ-----–-ა, გასულები იყვნენ იმ ადგილას სადაც ე---–--- გ------ამ მიუთითა დანის გადაგდების ადგილი, ეს იყო მისი საცხოვრებელი სახლის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუჩქებში. მოხდა ადგილის დათვალიერება, რის შედეგად ვერ იქნა ნაპოვნი დანა. ასევე მან მონაწილეობა მიიღო სისხლის ნიმუშის აღებაში ფ--–--- ზ---------სგან, ეს იყო 2017 წლის 06 ივლისი, ამოღებულ იქნა მედდის დახმარებით 10 მლ გრამიანი შპრიცით სისხლი, რომელიც დაილუქა პოლიეთილენის პარკში. ასევე მონაწილეობა მიიღო მესამე საგამოძიებო მოქმედებაში სადაც გამომძიებელმა დ----- კ-----–-ამ ამოიღო ფ--–--- ზ---------ს ავადმყოფობის ისტორია ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან. მან ე---–--- გ------ა ნახა როდესაც დააკავეს მაშინ, რა დროსაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება.
მოწმე გ-- კ-------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 4 ივლისს გამომძიებელმა დ----- კ-----–-ამ დაიწყო გამოძიება აღნიშნულ საქმეზე, მის მიერ დაკითხულ იქნა ა---------ს კლინიკის ექიმი, ასევე იმავე დღეს ჩატარებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი იქნა ჩატარებული. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე საგანი ან ნივთი არ ამოღებულა. ბრალდებული დაკავებულ იქნა თბილისში, ნ--–------ს ქუჩის ერთ-ერთ კორპუსში, შემდეგ წამოყვანილ იქნა სენაკში და მისგან ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის შარვალი.
მოწმე დ----- კ-----–-ამ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, მოწმის სახით დაკითხა ნ---–- ბ-----, ფ--------ი ზ---------, არასრულწლოვანი ნ---- ზ---------, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ადგილმდებარეობის დათვალიერება. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა ე---–--- გ------ას მონაწილეობით, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სენაკის რაიონის სოფელ ზ---ში. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ნივთი ან საგანი არ ამოღებულა. ე---–--- გ------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ორი ცალი დანა. აღნიშნული საგანი წარედგინა ჩხრეკაში მონაწილე პირებს და დაილუქა. ასევე მის მიერ ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან ამოღებულ იქნა ფ--–--- ზ---------ს სამედიცინო დოკუმენტაციის დედნები.
მოწმე გ-------– თ----------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში სენაკის რაიონული პროკურატურიდან, სამეგრელოს ზემო სვანეთი საოლქო პროკურატურის მეშვეობით შევიდა სისხლის სამართლის საქმე, ქ.სენაკი, სოფელ ზ---ში მცხოვრები ე---–--- გ------ას მიერ ფ--–--- ზ---------ს სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. მის მიერ ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება.
მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა - ვ------- კ--–--------–---–მა, დ----- ჩ--------მ და კ---ბერ ჭ----მ დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა.
მოწმე მამუკა სანაიამ განაცხადა, რომ 2017 წლის 05 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ რომ სენაკის რაიონ სოფელ ზ---ში მცხოვრებმა ე---–--- გ------ამ 2017 წლის 28 ივნისს ცივი იარაღით, დანით დაჭრა მეზობლად მცხოვრები ფ--–--- ზ---------. აღნიშნულზე პატაკით მიმართა სენაკის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელობას, რაზეც მოწმის სახით დაკითხულ იქნა გამომძიებელ გ-- კ-------ს მიერ. სანამ პატაკით მიმართავდა ხელმძღვანელობას მოცემულ საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო, მაგრამ თუ როდის დაიწყო დროს ვერ იხსენებს.
მოწმე დ----- ფაცაციამ განაცხადა, რომ 2017 წლის 4 ივლისს იყო მორიგე ჯგუფში, რა დროსაც ღამით დაახლოებით 21:00 საათზე შევიდა სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილიდან შეტყობინება, სენაკის რაიონის სოფელ ზ---ში ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. მივიდა შემთხვევის ადგილას, სადაც დახვდა გამომძიებელი და ერთი ქალბატონი, რომელიც გამომძიებლის განმარტებით იყო ზ---------ს დედა. ის უთითებდა რა ადგილას მოხდა მისი შვილის სხეულის დაზიანება. მის მიერ მოხდა ფოტოგრაფირება და შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
2017 წლის 04 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ნ.ბ-----მ მიუთითა შემთხვევის ადგილი, სადაც მისი განმარტებით, ე---–--- გ------ამ სხეულის დაზიანება მიაყენა მის შვილს ფ--–--- ზ---------ს. შემთხვევის ადგილი ფოტოილუსტრირებულია.
2017 წლის 21 ივლისის ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ე---–--- გ------ა.
2017 წლის 21 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ე---–--- გ------ამ მიუთითა ადგილი, სადაც მისი განმარტებით, 2017 წლის 28 ივნისს ფ--–--- ზ---------სთან დაპირისპირების დროს მას ჰქონდა დანა, რომელიც მან მას შემდეგ რაც აღნიშნული დანით დაზიანება მიაყენა ფ--–--- ზ---------ს, იმავე საღამოს გადააგდო მითითებულ ბუჩქნარში. ექსპერიმენტის ადგილი ფოტოილუსტრირებულია.
2017 წლის 21 ივლისის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, ე---–--- გ------ამ მიუთითა ადგილი, სადაც მისი განმარტებით, 2017 წლის 28 ივნისს ფ--–--- ზ---------სთან დაპირისპირების დროს, დანით დაზიანება მიაყენა ფ--–--- ზ---------ს, მან აღნიშნული დანა გადატეხა და გადააგდო მოცემულ ტერიტორიაზე. ასევე მიუთითა ის ადგილი სადაც იდგა დანის გადაგდების დროს. დათვალიერების ადგილი ფოტოილუსტრირებულია.
2017 წლის 26 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, შპს ,,ა---------ს კლინიკიდან’’ ამოღებული იქნა 2017 წლის 30 ივნისს ფ--–--- ზ---------ს მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ამსახველი სამედიცინო დოკუმენტები.
2017 წლის 28 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალიდან ამოღებული იქნა 2017 წლის 01 ივლისს შეყვანილი ფ--–--- ზ---------ს მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ამსახველი სამედიცინო დოკუმენტები.
2017 წლის 14 სექტემბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ე---–--- გ------ას ჯინსის შარვალზე აღმოჩენილ მოშავო ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და ფ--–--- ზ---------ს შორტის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება. ფ--–--- ზ---------ს შორტზე აღმოჩენილ ღია ლურჯი და მოცისფრო ფერის არათანაბრად შეღებილ ბამბის ბოჭკოებს და ე---–--- გ------ას ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
2017 წლის 19 სექტემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში, წარწერით ,,ე---–--- გ------ასგან ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი’’ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N1, 2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ფ--–--- ზ---------ს (ობ N7 პაკეტი, წარწერით ,,ფ--–--- ზ---------ს სისხლის ნიმუში). პაკეტში წარწერით ,,შორტი, ზეწარი, პლედი’’ მოთავსებულ მოკლე შარვალსა და გადასაფარებელზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები (ობ N3, 4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ფ--–--- ზ---------ს (ობ N7).
2017 წლის 28 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ფ--–--- ზ---------ს სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება-დარბილებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ს.ს ,,ს------–----------------–---------’’ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N----- ჯანმრთელობის მდგო----ეობის შესახებ (დათარიღებული 28.07.2017 წ)) - მონაცემების თანახმად ფ--–--- ზ---------ს ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებული იქნა 15.07.17 წ 18:00 საათზე. გვამი გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს. ფ--–--- ზ---------ს გვამზე აღენიშნებოდა შემდეგი სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: სისხლჩაქცევები შუბლ-თხემ-საფეთქლის მიდამოში მარცხნივ, ქალას რბილი საფარის ქსოვილში, მაგარ გარსზე, რბილ გარსებში და ნივთიერებაში, თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება- დარბილებით, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. სამედიცინო დოკუმენტაციით და ექიმ-ნეიროქირურგის დაკითხვის ოქმით: ჭრილობა მარცხენა შუბლ-საფეთქლის მიდამოში. თავის ქალის სარქველზე ფრაგმენტული მოტეხილობა და შემდგომ სარქველის ქვეშ თავის ტვინის მაგარი გარსის დაზიანება სწორი კიდეებით. დაზიანების კერა ტვინზე, რომელიც არის ტვინის დაზიანების არხის დასაწყისი. ქალა-სარქველის-მარცხენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტული იმპრესიული მოტეხილობა-განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ფ--–--- ზ---------ს გვამზე აღენიშნებოდა ქირურგიული ოპერაციების: მარცხენამხრივი დეკომპრესიული ტრეპანაციის, ინტრაცერებრული ჰემატომის ევაკუაციის, ძვლის მოტეხილი ფრაგმენტების ამოღების (12.07.17წ) და ტრაქეოსტომიის (11.07.17წ) შემდგომი მდგო----ეობები. სამედიცინო მანიპულაციების-მარჯვენამხრივი ლავიწქვეშა ვენების კათეტერიზაციის და ინექციების შემდგომი კვლები.
მსჯავრდებულმა ე---–--- გ------ამ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, ეხმარებოდა ფ--–--- ზ---------ს, შემდეგ დასხდნენ სუფრაზე, თ---------- ბ--------, ბ----- გ------ა, ი-----–- ტ--------ა, ფ--–---ი ზ---------, კ---- ზ---------. სუფრის შემდეგ წავიდნენ ზ--ის ცენტრში, მაღაზიაში ი-----–- ტ--------ას მანქანით. იქ აიღეს ლუდი, არაყი და წავიდნენ სოფელ ეწერში, გოდერძი ზ---------ს სახლის წინ დაიწყეს დალევა. მანდ მოუვიდა ბ----- გ------ასთან კამათი, ამ დროს დაურეკა ტელეფონმა და ბიჭებს უთხრა, რომ 5 წუთით ტელეფონზე ისაუბრებდა, გვერდზე გაიწია, ტელეფონზე საუბრობდა როდესაც ვიღაცა თავს დაესხა და სახეში რაღაც შეაყარა, ამ დროს წაიქცა, რომ წამოდგა დაინახა როგორ გარბოდა ფ--–--- ზ--------- ხიდზე, ის ვერ აკონტროლებდა თავს, გაბრაზდა და იქვე მყოფი ბიჭები აწყნარებდნენ და ამშვიდებდნენ. ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა ზ---ში, სანამ თავის სახლში მივიდოდა ფ--–---ის და ბ-----ს სახლის ჭიშკარი უნდა გაევლო. ბნელოდა და ხმამაღლა გაბრაზებული ლაპარაკობდა, გაიგონა ფ--–---მა როგორ უთხრა ბ-----ს ე---–---ი არისო, და დაახლოებით მეტრნახევარი იქნებოდა აკაციის ჯოხი წამოიღო, რომელსაც კარის ჩასარაზად იყენებდნენ. დაინახა როგორ მოდიოდნენ მისკენ ოჯახის წევრები, ფ--–---ი, დედამისი, მისი ძმიშვილი, მათგან 10 მეტრის მოშორებით იდგა ვიღაც. როცა მოუახლოვდა ფ--–---ი, მან უთხრა ფ--–---ს აეხსნა მისთვის, რატომ დაარტყა და უთხრა ვერ ხედავ სახე რას მიგავსო? ფ--–---მა უპასუხა, ხომ იცი რატომაც დაგარტყიო და ამ დროს გადავიდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ფ--–---მა მოიქნია ჯოხი და თავში ჩაარტყა. ის წაიქცა და პატარა დანა ჰქონდა რომელსაც თავის დასაცავად იქნევდა, თან უყვიროდა ფ--–---ის რას მიშვები მკლავო, ქალებმა კივილი მორთეს, ამ დროს ფ--–---მა მას თავი დაანება. ხოლო ის ი-----–- ტ--------ასთან ერთად გაეცალა იქაურობას, იქვე ახლოს დიდი ხე იდგა, მანამდე არ იყო მისული რომ წაიქცა, ი-----–-ს უთხრა ბეჟანა გ------აზე დამირეკე ცუდად ვარო. დაურეკავს, მოსულან, წყალი მოუტანიათ, მისთვის სისხლი ჩამოურეცხავთ სახეზე ამ დროს მოვიდა აზრზე, სახლში წაიყვანეს და უთხრეს სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებთო, მან უარი უთხრა. შემდეგ რაღაც წამლები მოუტანეს, გაუწმინდეს სახე.
მისი განმარტებით, მეორე დღეს გ------- ა------ე მივიდა მასთან, ასევე გარდაცვლილის ბიძა გ------- ზ---------ც და ნახეს რა დღეშიც იყო. მან არ იცოდა ფ--–---ის დანა თუ მოხვდა, თორემ იმ საღამოსვე გამოუძახებდა სასწრაფო დახმარებას. ის თავს იცავდა შემთხვევის ღამეს, რადგან ფ--–--- ზ---------ს დიდ ჯოხთან ერთად დანაც ეკავა ხელში და ორივეს ერთდროულად იქნევდა. შემდეგ რა უქნეს იმ დანას არ იცის. შემთხვევის დროს მ------ გ------ა და ჭ----- გ------ა არ იმყოფებოდნენ, მათზე ზეწოლა მოახდინეს, უთხრეს რომ თუ არ იტყოდნენ ბ----- გ------ას დააჭერინებდნენ პოლიციას. ის დაიბარეს როდესაც ფ--–---ი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კ--- ჭ----მ დაურეკა დასაკითხი მყავხარო და სენაკის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და დაკითხვის შემდეგ ნახევარი საათის მერე გაუშვეს სახლში და უთხრეს სახლში არ გაჩერდეო. ისიც ნათესავის სახლში წავიდა თბილისში, სადაც დააკავეს.
ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი პალატას უქმნის საფუძლიან რწმენას, რომ ე. გ------ამ ჩაიდინა სწორედ ბრალდებით გათვალისწინებული ქმედება - ფ--–--- ზ---------ს განზრახ მკვლელობა.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას ე---–--- გ------ას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რომ ე---–--- გ------ას არ ჰქონია ფ--–--- ზ---------ს სიცოცხლის ხელყოფის განზრახვა და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან დაცვის მხარის ეს პოზიცია არსებით წინააღმდეგობაშია სასამართლოში გამოკვლეულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, იგი აღიარებული და დაცულია არა მარტო ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და საქართველოს კონსტიტუციით, არამედ საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობით, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლი თანახმად: განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. განზრახი მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალიზაცია, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავის და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.
სასამართლოში გამოკვლეულ საკმარის მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერება და განსახილველი შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიურ ჯაჭვში შეფასება საფუძველია იმისა, რომ სასამართლოს დაედგინა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 23:10 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ე. გ------ა მივიდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ---ში მცხოვრებ ფ--–--- ზ---------ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან და უხმო ამ უკანასკნელს მათ შორის არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რის გამოც ე---–--- გ------ამ შუბლ-საფეთქლის არეში განზრახ მოკვლის მიზნით დანა დაარტყა ფ--–--- ზ---------ს, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად ფ--–--- ზ--------- გარდაიცვალა 2017 წლის 15 ივლისს.
საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ე---–--- გ------ამ მას შემდეგ, რაც შეურაცხმყოფელი სიტყვების ძახილით მივიდა ფ--–--- ზ---------ს ჭიშკართან, ეზოდან გადმოსულ ფ--–--- ზ---------ს დაუწყო ჩხუბი და დანა ჩაარტყა თავის არეში, რის შემდეგაც იგი კვლავ ცდილობდა დანის დარტყმას დაზარალებულისთვის და სწორედ ამ ქმედებაში ხელის შეშლისას დანა მოხვდა ფ--–--- ზ---------ს დედას. მოწმეთა ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ ე---–--- გ------ამ მხოლოდ მაშინ შეწყვიტა თავდასხმა, როცა მას ქვები დაუშინეს და აიძულეს გაქცეულიყო.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ფ--–---ს ზ---------ს ე---–--- გ------ასთან ჩხუბის დროს თან არ ჰქონდა დანა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ფ--–--- ზ---------მ ე---–--- გ------ას დაარტყა ხის ჯოხი ან ფიცარი, არ წარმოადგენს ე---–--- გ------ას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის მტკიცებულებას.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ფ--–--- ზ---------ს მხრიდან ე---–--- გ------ას რაიმე სამართლებრივი სიკეთის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას, რაც მას ჩააყენებდა აუცილებელი მოგერიების მდგო----ეობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ე---–--- გ------ას მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე---–--- გ------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- გ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ე---–--- გ------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ე---–--- გ------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ე---–--- გ------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 21 ივლისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ნ---–- ბ-----სგან ამოღებული შორტი, ზეწარი და ადიალა დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ე---–--- გ------ასგან ამოღებული შარვალი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ლ------ გ------ას საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ორი ცალი დანა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- სისხლის ნიმუშები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- სამედიცინო დოკუმენტაცია დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე