განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
010100117002108930
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100117002108930

საქმე N1/ბ-199-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - ნ----- გ-------–--ის

ადვოკატის - ნ------ ბ-------–-ას

მსჯავრდებულის - ს----- დ------–--ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს----- ლეონიდის ძე დ------–--ის მიმართ (დაბადებული 1---------წ. პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.ქუთაისი, სუ-–----------------–------------------------- N61, ფაქტობრივად მცხოვრები: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ც-–--–-----ი.

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ს----- დ------–--მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ს----- დ------–--ი, 2017 წლის 29 ივლისს, ღამის დაახლოებით 11-დან 12 საათამდე დროის მონაკვეთში, მივიდა ქობულეთის რაიონის სოფელ ც-–--–-----ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელების შესაძენად, რა დროსაც მაღაზიაში მყოფ გ------ ს---------ესთან და ნ------ნ ა--–--ესთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. აღნიშნულის გამო განაწყენებული ს----- დ------–--ი წავიდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც აიღო დანა და გ------ ს---------ის მოკვლის მიზნით, რამდენიმე წუთის შემდეგ, 2017 წლის 30 ივლისს, თავის ძმასთან, ვ------ დ------–--თან ერთად დაბრუნდა სასურსათო მაღაზიაში, სადაც გ------ ს---------ე იმყოფებოდა. მაღაზიაში შესვლისთანავე, დანით შეიარაღებული ს----- დ------–--ი მივარდა გ------ ს---------ესთან და მუცლის მარჯვენა ფერდის არეში დანის დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა. დაჭრილმა გ------ ს---------ემ შეძლო მაღაზიიდან გაქცევა, დაედევნა ს----- დ------–--ი, თუმცა მასთან მიახლოება და განმეორებით დანის დარტყმა ვეღარ შეძლო. იმავდროულად, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გ------ ს---------ე გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 2017 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენით ს----- დ------–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2017 წლის 2 აგვისტოდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

2.1. აპელანტი - აჭარის ა/რ პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენში და ს----- დ------–--ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით განესაღვროს ამ მუხლის სანქციის უმკაცრესი ზომა, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ს----- დ------–--ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ს----- დ------–--ი არის სერიული მკვლელი და მისი თავისუფლებაში დაბრუნება თუნდაც 20 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ უკავშირდება მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენას და სხვათა ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხეს. ცხადია, რომ ციხეში გატარებულმა საკმაოდ ხანგრძლივმა დრომ და მკაცრმა სასჯელმა ვერ შეასრულა სასჯელის მიზნები, ვერ მოახდინა დამნაშავის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის პოზიცია და ს----- დ------–--ისათვის უნდა განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ამასთან, სასჯელის მიზნების რაელიზების ერთადერთი საშუალებაა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

2.2 აპელანტი - მსჯავრდებული ს----- დ------–--ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის ქმედებას მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები, ასევე არ გამოუკვლელია ის გარემოება, თუ რამ გამოიწვია მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა, რასაც ინანიებს და არ გაურბის სასჯელს, თუმცა ითხოვს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

 

პროკურორი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - აჭარის ა.რ პროკურატურის პროკურორ ნ----- გ-------–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ს----- დ------–--ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, ნ------ ბ-------–-ას, რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ვ’’ პუნქტით დაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

 

3.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს----- დ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ--–- ს---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მის მამას, გ------ ს---------ეს არასდროს ჰქონია უთანხმოება ს----- დ------–--თან. პირიქით, გადმოცემით იცის, რომ რამდენიმე წლის წინ, თურქეთში სამუშაოდ წასულ დ------–--ს, ს---------ე დაეხმარა და სამსახურში მოაწყო. 2017 წლის 29 ივლისს, ღამის 11 საათი იქნებოდა, როდესაც გ------ ს---------ე სახლიდან პროდუქტების შესაძენად წავიდა, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით მდებარე მაღაზიაში. მისი წასვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, გ--–- ს---------ემ და მისმა მეუღლემ მაღაზიის მხრიდან ხმაური გაიგონეს, გ--–-მ კარგად გაარჩია მამის ხმა. გავიდა გარეთ, უმცროსი ძმა დ----ც გაჰყვა. კორპუსიდან გასულმა ძმებმა დაინახეს სახლისკენ სირბილით მიმავალი მამა, რომელიც ხელს იკიდებდა წელის არეში და გაიძახოდა - ს----- დ------–--მა დამჭრა, სასწრაფო გამოიძახეთო. თან აფრთხილებდა ახლოს არ მისულიყვნენ, რადგან უკან დ------–--ები მოსდევდნენ. მართლაც, გ------ ს---------ეს კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ ს----- დ------–--ი, რომელსაც ცალ ხელში დიდი ხანჯალი, მეორეში მისი ქარქაში ეჭირა, მისი ძმა ვ------ა დ------–--ი და ზ----- ზ-----–---ი. დ------–--ები - სად გარბიხარო, გ------ს ეძახდნენ და ემუქრებოდნენ. გ--–- ს---------ემ და მისმა უმცროსმა ძმამ, დ----მ, ქვები ესროლეს მდევარს, ხმაურზე და ყვირილზე ს---------ეების მეზობლებიც გამოვარდნენ სახლებიდან, მათაც იგივე გააკეთეს, ქვის სროლით აიძულეს დ------–--ები თავი დაენებებინათ გ------ისთვის და გაქცეულიყვნენ. ამ უკანასკნელმა კი სირბილი ვეღარ შეძლო და წაიქცა. სასწრაფოს არ დაელოდნენ და მეზობლის მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, დაახლოებით რვა წუთში უკვე ადგილზე იყვნენ, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს და გარდაიცვალა.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დგინდება მოწმე დ---- ს---------ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

მოწმე ა------ ს---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გარდაცვლილი გ------ ს---------ე მისი ძმაა. 2017 წლის 29 ივლისს გვიან ღამით, სახლის აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც ხმაური და ხალხის ყვირილი შემოესმა იმ მხრიდან, სადაც მისი ძმის ოჯახი ცხოვრობს. წავიდა ხმაურის მიმართულებით, გზად მიმავალს ს----- დ------–--ი, ზ----- ზ-----–---ი და კიდევ ერთი უცნობი მამაკაცი შეხვდა. სამივე ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა, ს-----ს ერთ ხელში ხანჯალი, მეორეში ქარქაში ეჭირა. როდესაც ძმის საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა, გარეთ ხალხმრავლობა დახვდა, გ------ი დაჭრილი იყო და იძახდა ს----- დ------–--მა დამჭრა, მიშველეთ, გადამარჩინეთო. სასწრაფოს აღარ დაელოდნენ, მეზობლის მანქანაში ჩასვეს, საჭესთან გ--–- ს---------ე დაჯდა, მის გვერდით გ------ი დააჯინეს, უკან თავად ა------ ს---------ე მოთავსდა და ძალიან ჩქარა, რამდენიმე წუთში მოახერხეს დაჭრილის საავადმყოფოში მიყვანა. გზაში გ------ი ისევ იმეორებდა, რომ ს----- დ------–--მა სრულიად უმიზეზოდ დაჭრა. საავადმყოფოში მისვლისას, ის უკვე გონებას კარგავდა, უჭირდა საუბარი. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

მოწმე მ-----– დ---–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 29 ივლისს ცოლ- შვილთან ერთად სტუმრად მივიდა ქობულეთის რაიონის სოფ. ც-–--–-----ში მცხოვრებ ნათესავთან, რ---- ტ--------თან. სახლში დახვდნენ მასპინძლები: ტ--------ი და მისი მეუღლე ს-----, ს-----ს ძმა ვ------ა, ასევე სტუმრად მყოფი ცოლისძმა ზ----- ზ-----–---ი და სიდედრი. გაიშალა სუფრა, დალიეს არაყი, მაგრამ მალე შემოაკლდათ და ს-----მ მ-----–ს სთხოვა ახლოს მდებარე მაღაზიაში გაჰყოლოდა არყის და ლუდის საყიდლად. დაახლოებით 5-6 წუთში უკვე მაღაზიაში იყვნენ. მაღაზიაში მყოფი ტანსრული მამაკაცი და ს----- ერთმანეთს გამოელაპარაკნენ, საუბრობდნენ თურქეთში შეხვედრაზე. ამ დროს მაღაზიაში შევიდა ნასვამი მამაკაცი, რომელიც ჩაერთო მათ საუბარში და ს-----ს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა - შე ქათამოო, ხელიც დაარტყა. ს-----მაც დარტყმით უპასუხა. მსუქანი მამაკაცი, რომელსაც თავდაპირველად ესაუბრებოდა ს-----, როგორც შემდეგ შეიტყო, გ------ ს---------ე იყო. მან გააშველა მოჩხუბრები, ს-----ს ხელი მოჰკიდა და ხელის კვრით გარეთ გაიყვანა, იქ უკვე ს---------ესა და დ------–--ს შორის მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით და შეძახილებით დაშორდნენ. ანერვიულებული ს----- ჩქარი ნაბიჯით წინ მიდიოდა, დ---–--ე ჩამორჩა მას და ს-----ზე გვიან მივიდა სახლში, მასთან ერთად არც მაღაზიაში დაბრუნებულა, შვილს გაეთამაშა,შემდეგ კი დაიძინა. მომხდარი მკვლელობის შესახებ მხოლოდ მეორე დილით შეიტყო.

 

მოწმე ზ------ მ-------ის მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ც-–--–-----ში ფლობს სასურსათო მაღაზიას. 2017 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში მაღაზიაში იმყოფებოდა გ------ ს---------ესთან ერთად. მეორე დღეს სოფელი მიცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავდა და ხორცი დაჭრეს, სამწვადედ გაამზადეს. დაახლოებით ღამის 11 საათი იქნებოდა, როდესაც მაღაზიაში შევიდა ს----- დ------–--ი უცნობ მამაკაცთან ერთად. უთხრა, რომ სიგარეტის და არყის საყიდლად იყო მისული. ს-----მ და გ------ ს---------ემ საუბარი დაიწყეს თურქეთში ნაცნობობასთან დაკავშირებით, ს-----მ ლუდზე დაპატიჟება შესთავაზა ყველას. ამ დროს მაღაზიაში შევიდა ნ------ნ ა--–--ე, გ------ ს---------ე კი გარეთ გავიდა, რადგან მეზობლის - ა--–-- შ-----ის მანქანით ახლობელს ბათუმში აცილებდა. ნ------ნმა ს-----ს უხეშად მიმართა, წაკამათდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად შეეხნენ ერთმანეთს. ხმაურზე გ------ ს---------ე და ა--–-- შ-----ე შევიდნენ მაღაზიაში, შ-----ემ ნ------ნი შეაკავა და აღარ მიუშვა დ------–--თან, გ------მა კი ეს უკანასკნელი გაიყვანა გარეთ. თვითონ მ-------ე გარეთ არ გასულა და არ დაუნახავს რა მოხდა, თუმცა სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში მოგვიანებით ნახა, რომ მაღაზიიდან გასულ ს---------ესა და დ------–--ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ხელით შეეხნენ ერთმანეთს, უწმაწურად მიმართავდნენ და შეძახილებით დაშორდნენ, ს----- იძახდა - მე ამ ამბავს მოვიკითხავ, იცოდეო. ამის შემდეგ გ------ი მაღაზიაში შებრუნდა, ნ------ნი სახლში წავიდა. რამდენიმე წუთში მაღაზიაში ისევ გამოჩნდა ს----- დ------–--ი, ორ უცნობ პირთან ერთად. ამ დროს ს---------ე და მ-------ე დახლის შიგნით იდგნენ. შემოსვლისთანავე ს----- გ------ისკენ წავიდა, მასთან ერთად მოსულმა პირმა კი, როგორც შემდეგ შეიტყო მ-------ემ, ს-----ს ძმამ, ქვები ისროლა მ-------ის მიმართულებით, ქვა ვიტრინას მოხვდა და დაიმსხვრა. მ-------ემ ს----- დ------–--ისკენ გახედვისას კარგად დაინახა მის ხელში დიდი ზომის დანა, რომელიც ს---------ეს მოუქნია, ეს უკანასკნელი მაშინვე საპირისპირო მიმართულებით შებრუნდა, უკან გაურბინა მ-------ეს და გასასვლელისკენ გაიქცა, დ------–--ი შეეცადა გზა გადაეჭრა მისთვის. როგორც იხსენებს, კარებთან თითქოს მიუსწრო კიდეც ს-----მ გ------ს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ხელი ჰკრა და გარეთ გავარდა. ფეხდაფეხ გაეკიდა ვ------ა დ------–--ი, მას მიჰყვა ზ----- ზ-----–---ი, რომელიც მაღაზიაში ყოფნისას დ------–--ების დაშოშმინებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. თავად ს----- არ გაქცეულა, "დედას გიტირებთო", თუ რაღაც ამდაგვარი უთხრა მ-------ეს, დინჯად გავიდა მაღაზიიდან და იმავე მიმართულებით წავიდა, საითაც ს---------ე გარბოდა. ამ დროს ნ------ნ ა--–--ე მაღაზიაში არ იმყოფებოდა. მ-------ე დარწმუნებულია, რომ არა ა--–--ე, დ------–--სა და ს---------ეს შორის უთანხმოება არ მოხდებოდა და ტრაგედიაც თავიდან იქნებოდა აცილებული.

 

მოწმე ზ----- ზ-----–---ის მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 29 ივლისს სტუმრად იმყოფებოდა მამიდის - რ---- ტ--------ის ოჯახში, ქობულეთის რაიონის სოფ. ც-–--–-----ში. მამიდის ქმარი ს----- დ------–--ი, მისი ძმა ვ------ა, ასევე ზ-----–---ის დის ქმარი - მ-----– დ---–--ე მაგიდას შემოუსხდნენ და დალევა დაიწყეს, ზ-----–---ი არ სვამდა. სასმელი რომ შემოელიათ, ს----- დ------–--ი მ-----– დ---–--ესთან ერთად მაღაზიაში წავიდა არყის საყიდლად. დაახლოებით 20 წუთში უკან დაბრუნდნენ, ამ დროს ზ-----–---ი ეზოში ტელეფონზე საუბრობდა. ს----- მალევე გამოვიდა სახლიდან, თავისი ძმა ვ------აც გამოჰყვა. მამიდამ სთხოვა - მგონი საჩხუბრად მიდიან, რამე შარი არ ნახონ, შენც გაჰყევიო. ამიტომ თვითონაც დაედევნა წინ წასულ დ------–--ებს. ს----- გზაში იგინებოდა და იძახდა - მოვკლავ, არ ვაპატიებო. დაახლოებით 4-5 წუთში უკვე მაღაზიასთან იყვნენ. მაღაზიაში შესვლამდე ვ------ამ ქვები აიღო ხელში და შესვლისთანავე დახლისკენ ისროლა, ს-----მ კი მარჯვენა ჯიბიდან დანა ამოიღო, რომელიც 50 სმ. სიგრძის მაინც იქნებოდა, ცალპირლესული, შავი ქარქაშით და დახლის შიგნით მდგარი ს---------ისკენ წავიდა, მოუქნია მარჯვენა მხარეს მუცლის არეში და ჩაარტყა. ს---------ე მაშინვე საპირისპირო მხარეს მიტრიალდა, დახლს უკნიდან შემოურბინა და გარეთ გავარდა, თან ხელს ჭრილობაზე იკიდებდა და დაჭრილი ვარო, ყვიროდა. ს---------ეს გაეკიდა ვ------ა დ------–--ი, მას გაჰყვა ზ-----–---იც, რომ როგორმე შეეჩერებინა ეს უკანასკნელი, შემდეგ ს----- გავიდა მაღაზიიდან. დაჭრილი ს---------ე თავისი სახლისკენ ყვირილით გარბოდა, ხმაურზე ს---------ის ოჯახის წევრები და მეზობლები გამოვიდნენ გარეთ და ქვები ესროლეს ს---------ეზე დადევნებულებს. რომ არა ეს გარემოება, დ------–--ები აუცილებლად დაიჭერდნენ ს---------ეს, თუმცა მოცემულ სიტუაციაში ხალხს თავი აარიდეს, დევნას მოეშვნენ და სახლში წავიდნენ. შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალეს და სახლი დატოვეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნ------ნ ა--–--ეს იცნობს, თუმცა შემთხვევის დღეს ის საერთოდ არ უნახავს. მაღაზიაში იმყოფებოდნენ მხოლოდ მაღაზიის გამყიდველი და გ------ ს---------ე, რომლებსაც ხელში იარაღი ან რაიმე საგანი, რითიც დაემუქრებოდნენ დ------–--ებს, არ ჰქონიათ.

 

მოწმე ნ------ნ ა--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 29 ივლისს, ღამის დაახლოებით 11 საათზე, ნასვამი მივიდა ზ------ მ-------ის სასურსათო მაღაზიაში, სადაც გ------ ს---------ე და ს----- დ------–--ი ხმამაღლა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. იკითხა რა ხდებოდა, რაზეც დ------–--ისგან საკმაოდ უხეში პასუხი მიიღო - შენ არავინ გეკითხებაო. ამის გამო კამათი მოუვიდა ს-----სთან, რაც მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გ------ ს---------ემ და ა--–-- შ-----ემ გააშველეს. ა--–--ე შ-----ემ დაიჭირა და აღარ აძლევდა დ------–--თან ჩხუბის გაგრძელების საშუალებას, ს---------ემ კი დ------–--ი გაიყვანა გარეთ, სადაც უკვე ეს ორნი დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ერთმანეთს. როგორც კი შ-----ისგან თავი დაიხსნა, ა--–--ეც მათთან გავიდა. დ------–--ი იძახდა - ხომ გამლახეთ, დავბრუნდები და ნახავთ რასაც გიზამთო. ასეთი მუქარანარევი შეძახილებით დატოვა იქაურობა. დ------–--ის წასვლის შემდეგ, ა--–--ე თავადაც აღარ გაჩერებულა მაღაზიაში, სახლში წავიდა. სახლისკენ მიმავალმა სიბნელეში სამი ადამიანის სილუეტს მოჰკრა თვალი. მოესმა ძახილი - ერთი ეს იყო, ვინც გამლახაო. დაინახა ს----- დ------–--ი, რომელმაც დანა ამოიღო ჯიბიდან, მისმა ძმამ ვ------ამ ქვების სროლა დაუწყო. გაქცევით უშველა თავს და სახლში შეასწრო. ცოტა ხნის შემდეგ, მაღაზიის მხრიდან ხმაური შემოესმა, წავიდა მაღაზიის მიმართულებით და დაინახა როგორ მირბოდა თავისი სახლისკენ გ------ ს---------ე, ხელი წელის არეზე ეკიდა და იძახდა - ს-----მ დამჭრაო. მას ფეხდაფეხ მოსდევდნენ ძმები დ------–--ები და ზ----- ზ-----–---ი. ს-----ს ისევ დანა ეჭირა ხელში, ვ------ას კი ქვები. ა--–--ემ ქვები ისროლა მათი მიმართულებით, რომ როგორმე ჩამოეშორებინა ს---------ისთვის, შემდეგ კი მოერიდა დ------–--ებთან კვლავ დაპირისპირებას და სახლში გაიქცა. მოგვიანებით შეიტყო ს---------ის გარდაცვალების შესახებ.

 

მოწმე მ---- ხ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ------ ს---------ე მისი ნათესავი იყო. 2017 წლის ივლისის თვეში, ღამის 12 საათს გადაცილებული იქნებოდა, როდესაც ხმაურმა გამოაღვიძა. ქუჩაში გასულმა დაინახა დაჭრილი გ------ ს---------ე, მისი შვილები გ--–- და დ----, რომლებიც ყვიროდნენ - მამა დაჭრილია, სასწრაფოს გამოუძახეთო. ხ------------ემ მეზობელს მანქანის გასაღები გამოართვა და სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე ურჩია ს---------ის ოჯახის წევრებს მისი საავადმყოფოში წაყვანა. გადაიყვანეს კიდეც დაჭრილი გ------ი საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ა------ ხ------------ემ გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში, რომელიც მხარებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

მოწმე ა--–-- შ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ თავისუფალ დროს ტაქსაობს. 2017 წლის 29 ივლისს, გვიან ღამით, ზ------ მ-------ემ დაურეკა და სთხოვა მისი ახლობელი ბათუმში წაეყვანა. მივიდა მ-------ის მაღაზიაში, სადაც მ-------ესთან ერთად გ------ ს---------ე, ნ------ნ ა--–--ე და კიდევ ის უცნობი მამაკაცი დაუხვდა, რომელიც ბათუმში უნდა წაეყვანა. მამაკაცი მისი ბარგის მოსატანად წაიყვანა მანქანით, გზად კი ისევ შეიარეს მ-------ის მაღაზიაში მინერალური წყლის საყიდლად. მაღაზიასთან მისულმა გ------ ს---------ეს გასძახა მინერალური წყალი გამომაწოდეო, გ------მა თხოვნა შეუსრულა. ამ დროს ხმაური მოისმა მაღაზიიდან. გ------თან ერთად მაღაზიაში შევიდა და დაინახა ერთმანეთთან მოჩხუბარი ს----- დ------–--ი და ნ------ნ ა--–--ე. ნ------ნს ხელი მოჰკიდა და მოაცილა დ------–--ს, ს---------ემ კი ეს უკანასკნელი გაიყვანა გარეთ. შ-----ემ დაინახა გარეთ გასულმა ს---------ემ როგორ შემოარტყა რამდენჯერმე ხელი დ------–--ს და ფეხიც მოუქნია. მეორე დილით შეიტყო ს---------ის გარდაცვალების ამბავი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დათვალიერდა ზ------ მ-------ის სასურსათო მაღაზიდან გამოთხოვილი, მაღაზიის გარე ფასადზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, რომლებშიც კარგად ჩანს ს----- დ------–--ის და მისი თანმხლები მ-----– დ---–--ის მ-------ის მაღაზიაში მისვლის, მაცივრიდან სასმელის გამოღების ფაქტი, რასაც მოსდევს ნ------ნ ა--–--ის მაღაზიაში შესვლა. ამავე დროს მაღაზიის გარეთ ჩერდება ავტომანქანა, მაღაზიიდან გამოსული სრული აღნაგობის მამაკაცი - გ------ ს---------ე ესაუბრება მძღოლს, შემდეგ შედის მაღაზიაში, მაცივრიდან გამოქვს ბოთლი და აწოდებს მანქანაში მჯდომს. ამ დროს მაღაზიის შიგნით ფრაგმენტულად ჩანს, რომ მიმდინარეობს ჩხუბი. გ------ ს---------ეს მაღაზიიდან გარეთ გამოჰყავს დ------–--ი, მათ შორის ხდება ფიზიკური დაპისპირება, ს---------ე ხელებს და ფეხს ურტყამს დ------–--ს, შემდეგ სიტუაცია მშვიდდება. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ დ------–--ი ორ პირთან ერთად ბრუნდება მაღაზიაში, წელის უკანა მხრიდან იღებს დანის მსგავს საგანს და მიემართება დახლის შიგნით. შემდეგ კადრში ჩანს როგორ გამორბის მაღაზიიდან სრული აღნაგობის მამაკაცი - გ------ ს---------ე, რომელსაც მარჯვენა ხელი წელის მარჯვენა მხარეს უკიდია, ფეხდაფეხ მისდევს ორი პირი - ვ------ა დ------–--ი და ზ----- ზ-----–---ი, ს----- დ------–--ი კარში გასვლისას უკან, მაღაზიაში იხედება და რაღაცას ამბობს, შემდეგ კი დიდი ზომის დანის მსგავსი საგნით ხელში მიდის იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც გაიქცა დაჭრილი ს---------ე.

 

2017 წლის 30 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ც-–--–---ში, კერძოდ ქობულეთი - ც-–--–-----ის საავტომობილო გზის გასწვრივ სოფელ ც-–--–-----ის ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. გზიდან დაახლოებით შვიდ მეტრში განთავსებულია ბენზინგასამართი სადგური, სადაც ასევე განთავსებულია სასურსათო მაღაზია. მაღაზიის გარე ფასადი დამზადებულია „მეტალო პლასტმასისაგან“, რომელიც არის შემინული. შესასვლელის პირდაპირ დგას ხისაგან დამზადებული შემინული დახლი, დახლის უკან იატაკზე ყრია მინის ბოთლის ნამსხვრევები. იქვე ნამსხვრევებთან იატაკზე გდია რიყის ქვა. ერთ-ერთ დახლზე ჩამტვრეულია მინა და დახლის უკან იატაკზე ყრია ორცხობილები, საღეჭი რეზინები, გამაგრილებელი სასმელის ფხვნილის პაკეტები. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ და ასევე ამოღებული მინის ბოთლის მოყავისფრო ფერის ნამსხვრევები. რიყის ქვა და დაზიანებული დახლის მინის ნამსხვრევები დაილუქა. ასევე დათვალიერებული იქნა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც მაღაზიის შესასვლელიდან დაახლოებით ხუთ მეტრში ნაპოვნი და ამოღებული იქნა შავი ფერის ერთი ცალი საზაფხულო „ჩუსტი“, რომელიც ასევე დაილუქა. გარდა ამისა, მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, მაღაზიიდან დაახლოებით 30 (ოცდაათ) მეტრში ნაპოვნი იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიდანაც ექსპერტის მიერ აღებული იქნა ანაწმენდები სპეციალური დოლბანდის ჩხირით.

 

2017 წლის 30 ივლისის ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ქობულეთის სს სამედიცინო ცენტრის რეანიმაციული განყოფილებიდან, მთავარი ექთნის მ------ გ--------ისაგან ამოღებული იქნა გ------ ს---------ის ტანსაცმელი, კერძოდ, შავი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ცისფერი ჯინსის შარვალი შავ ქამართან ერთად და შავი ფერის საცვალი, რომლებსაც აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები.

 

2017 წლის 01 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე ზ------ მ-------ემ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიუთითა კონკრეტული ადგილები, სადაც ვითარდებოდა მოვლენები ღამით და აღწერა 2017 წლის 30 ივლისს მის სასურსათო მაღაზიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომდარი ფაქტები.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 სექტემბრის, სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გ------ ს---------ის სიკვდილის მიზეზი გახდა მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, გამოწვეული მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად ჯორჯლის სისხლძარღვების დაზიანებით. გ------ ს---------ის გვამზე აღინიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობა ჯორჯლის სისხლძარღვების და მსხვილი ნაწლავის განივი კოლინჯის დაზიანებით. მარჯვენამხრივი რეტროპერიტონეალური ჰემატომა. ჭრილობის არხის მიმართულებით მარჯვნიდან მარცხნივ და ოდნავ ქვემოდან ზემოთ. დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ - მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანება სიცოცხლისდროინდელია და პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 აგვისტოს, სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ს----- დ------–--ს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, ნაკვეთი ჭრილობების და სისხლნაჟღენთის სახით, რომლებიც ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, სრულად დაადასტურა მოწმედ დაკითხვისას ექსპერტმა მამუკა მეტრეველმა .

 

საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო -ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 სექტემბრის სასამართლო ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ს----- დ------–--ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ს----- დ------–--ი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო -ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ოქტომბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სოფ. ც-–--–-----ის სასურსათო მაღაზიის მიმდებარე ტრიტორიიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გ------ ს---------ეს. გ------ ს---------ის ტანსაცმელზე აღმოჩენილი მოწითალო-მოყავისფრო ლაქები ასევე წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გ------ ს---------ეს.

 

ზემოაღნიშნული სასამართლო ფსიქიატრიული და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ს----- დ------–--ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწლის ,,ვ’’ პუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე;

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, იგი აღიარებული და დაცულია არა მარტო ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და საქართველოს კონსტიტუციით, არამედ საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობით, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით.

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა ყველაზე უფრო საშიშ და მძიმე მკვლელობას წარმოადგენს. განზრახ მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, რომელიც დამთვარეებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში. მკვლელობა ჩადენილი არაერთგზის - მკვლელობის ეს სახე დამძიმებულია პერსონალური ნიშნით, კერძოდ, ამსრულებლის პიროვნებისათვის დამახასიათებელი ნასამართლობის ფაქტით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალაზაცია, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავის და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.

 

პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 29 ივლისს სოფელ ც-–--–-----ში ზ------ მ-------ის სასურსათო მაღაზიაში ს----- დ------–--მა რამდენიმე წუთით ადრე მომხდარი უთანხმოების გამო, სახლიდან სპეციალურად წამოღებული დანის დარტყმით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა გ------ ს---------ეს.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულის უფლებამონაცვლის გ. ს---------ის ჩვენებას, ასევე მოწმეების ზ. მ-------ის, ზ. ზ-----–---ის, დ. ს---------ის, ნ. ა--–--ის ჩვენებებს.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის გ. ს---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივლისს ღამით ხმაურზე გარეთ გამოსულმა დაინახა სახლისკენ სირბილით მიმავალი მამა, რომელიც ხელს იკიდებდა წელის არეში და გაიძახოდა, ს----- დ------–--მა დამჭრა, სასწრაფო გამოიძახეთო. გ.ს---------ეს კვალდაკვალ მიყვებოდა ს----- დ------–--ი, რომელსაც ცალ ხელში დიდი ხანჯალი, მეორეში კი მისი ქარქაში ეჭირა. გ. ს---------ემ, მისმა ძმამ და მეზობლებმა ქვები ესროლეს დ------–--ებს და ამით აიძულეს ისინი თავი დაენებებიათ გ. ს---------ისათვის და გაქცეულიყვნენ. ანალოგიურად აღწერენ 2018 წლის 29 ივლისს ღამით განვითარებულ მოვლენებს მოწმეები ზ. ზ-----–---ი, დ. ს---------ე, ნ. ა--–--ე, კერძოდ, მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ მაღაზიიდან გაქცევის შემდეგ, ს---------ემ სირბილით გააგძელა გზა ახლოს მდებარე თავისი საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით, თან ყვიროდა და შველას ითხოვდა. ხმაურზე გარეთ გამოსულმა მისმა შვილებმა და მეზობლებმა ქვების სროლით აიძულეს მასზე დადევნებულ დ------–--ებს თავი დაენებებია დაჭრილი ს---------ისათვის და გაქცეულიყვნენ. თვითმხილველი მოწმეები დეტალურად აღწერენ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ დანის დარტმისათანავე ს---------ე გაექცა დ------–--ს, შებრუნდა დ------–--ის საპირისპირო მიმართულებით, დახლს შინგიდან შემოუარა და გასასვლელისკენ გაიქცა. მოწმე ზ. მ-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ს. დ------–--ს სურდა მაღაზიის კართან გზა გადაეჭრა ს---------ისათვის, მაგრამ როგორც ახსოვს, ამ უკანასკნელმა ხელის კვრით მოიშორა და გაიქცა მაღაზიიდან. პალატა აქვე ყურადღებას მიაპყრობს ზ------ მ-------ის სასურთასო მაღაზიიდან გამოთხოვილ, მაღაზიის გარე ფასადზე დამონტაჟებულ კამერების ჩანაწერებს, სადაც კარგად ჩანს მაღაზიიდან სირბილით მიმავალი გ. ს---------ე, რომელიც მარჯვენა ხელს წელის მარჯვენა მხარეს ჭრილობაზე იკიდებს. მას კვალდაკვალ მისდევს ვ------ დ------–--ი, რაც შეეხება ს----- დ------–--ს, იგი გადის მაღაზიიდან და დანით ხელში იმავე მიმართილებით მიდის, საითაც გ. ს---------ე გარბოდა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ს. დ------–--ის მიერ გ. ს---------ისათვის დანის მხოლოდ ერთხელ დარტყმა განპირობებული იყო თვით გ. ს---------ის გაქცევით და ეს უკანასკნელი ხელმეორედ ანგარიშსწორებისაგან დაიცვა მხოლოდ მის ყვირილზე სახლებიდან გამოსულმა შვილებმა და მეზობლებმა, რომლებმაც მასზე დადევნებული დ------–--ების მოგერიება ქვების სროლით შეძლეს. შესაბამისად, პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ს. დ------–--ის მიერ დანის მხოლოდ ერთხელ დარტყმა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ გ. ს---------ის მოკვლა არ სურდა და რომ ს. დ------–--ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სხეულის მძიმე დაზიანების განზრახვით, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს, ვინაიდან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი სრულად გამორიცხავს ამ მოსაზრებების საფუძვლიანობას.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს, რომ მაღაზიაში მისვლის შემდეგ ს----- დ------–--ის ყოველი მოქმედება სწორედ მის დანაშაულებრივ განზრახვაზე მიუთითებს, კერძოდ იმაზე, რომ რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ჩხუბის გამო ანგარიში გაესწორებინა სწორედ გ. ს---------ისათვის და მოეკლა იგი (შემთხვევის ადგილზე დაბრუნება, რასაც თან ერთვის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დანის დარტყმა ადამიანისათვის, რომელიც არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა მას).

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გ, ს---------ის გარდაცვალება გამოიწვია ექიმების დაუდევრობამ, აღნიშნულს პალატა არ ეთანხმება და ყურადღებას მიაპყრობს მოწმეების გ. ს---------ის, ა. ს---------ის, დ. ს---------ის ჩვენებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ექიმ მ. ბ-------ის ჩვენებას, რომელიც დეტალურად აღწერს ოპერაციისას პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად მიღებულ ზომებს და ჩატარებულ სამედიცინო მანიპულაციებს. პალატა ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ს----- დ------–--ის ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ს----- დ------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პალატა არ იზიარებს და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართელოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ .

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ს----- დ------–--ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (იგი არაერთგზის ნასამართლევია მკვლელობისათვის), ასევე მისი ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ყოველივეს გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია, მსჯავრდებულის საზოგადოებისგან ხანგრძლივი დროით იზოლირება და შესაბამისად, მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომის 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ს----- დ------–--ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

აჭარის ა/რ პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ს----- დ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ს----- დ------–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ს----- დ------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 02 აგვისტოდან.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 2017 წლის 30 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ც-–--–-----იდან, ზ------ მ-------ის მაღაზიიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ბოთლის ნამსხვრევები, რიყის ქვა და მინის ნამსხვრევები, რაც ინახება გამომძიებელ ა-----– ს---------ესთან, ასევე ზემოთხსენებული ადგილიდან ამოღებული საზაფხულო ფეხსაცმელი (ე.წ. „ჩუსტი“) და სისხლის მაგვარი ლაქები, 2017 წლის 2 აგვისტოს, შპს რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღებული ვ------ დ------–--ის და ს----- დ------–--ის სისხლის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- 2017 წლის 30 ივლისს, ქალაქ ქობულეთის სამედიცინო ცენტრიდან ამოღებული გ------ ს---------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება გამოძიების ორგანოში - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; 2017 წლის 2 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ორი ცალი შარვალი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილს პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- 2017 წლის 1 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ც-–--–-----იდან, ზ------ მ-------ის მაღაზიიდან გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ვიდეო ფორები 2 ცალ კომპაქტ დისკზე, რომლებიც ინახება გამომძიებელ ა-----– ს---------ესთან - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე