განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210015001106974
საქმე №2ბ/7890-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ინდ. მეწარმე მ----------–-----ი
წარმომადგენელი - ნ----–-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ--------–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა. ი/მ მ----------–-----ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 6967.46 ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 21.05.2014 წელს, ქ. თბილისის მერიას და ინდ. მეწარმე მ----------–-----ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ვ----------ის მიმდებარედ მიწისქვეშა კომპლექსის (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ჭ-------ის გამზირზე ტ----ის ძეგლის მიმდებარედ მიწისქვეშა გადასასვლელის, ლ------ის ქუჩის და ტ----ის ქუჩების დამაკავშირებელი (ახალი საპირფარეშოების) მოწყობა, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 45676.47 ლარს. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 21.05.2014წ.-დან 40 დღე.
ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან უზრუნველყოფდა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური.
ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, ხოლო ამავე 9.5 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ: ბ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 20 კალენდარულ დღეზე ვადით გადაცილების შემთხვევაში (ტ. І, ს.ფ. 14-18);
2.2. 2014 წლის 30 ივნისს, ქ. თბილისის მერიას და ინდ. მეწარმე მ----------–-----ს შორის შედგა №1 მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ 2014 წლის 21 მაისის №------------- ხელშეკრულების საფუძველზე, 21.05.2014 წლიდან 30.06.2014 წლის ჩათვლით შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოები: ქ. თბილისში, ვ----------ის მიმდებარედ მიწისქვეშა კომპლექსის (ახალი საპირფარეშოების მოწყობა), ჭ-------ისა და ა-----ს ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელის, ვ--------ს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის, ლ------ის ქუჩისა და ტ----ის ქუჩების დამაკავშირებელი (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ვ-–----–----–ას გამზირის და ა-------ის ქუჩების კვეთაზე (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ვ-–----–----–ას გამზირის და ა-------ის ქუჩების კვეთაზე (ახალი საპირფარეშოს მოწყობა) მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოები, შემსყიდველის მიერ მოწოდებულ მისამართებზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 11586.09 ლარი (ტ. І, ს.ფ. 24, 27-29);
2.3. 2014 წლის 22 ივლისს, ქ. თბილისის მერიას და ინდ. მეწარმე მ----------–-----ს შორის შედგა №1 მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ 2014 წლის 21 მაისის №------------- ხელშეკრულების საფუძველზე, 30.06.2014 წლიდან 22.07.2014 წლის ჩათვლით შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოები: ქ.თბილისში, ვ----------ის მიმდებარედ მიწისქვეშა კომპლექსის (ახალი საპირფარეშოების მოწყობა), ჭ-------ისა და ა-----ს ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელის, ვ--------ს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის, ლ------ის ქუჩისა და ტ----ის ქუჩების დამაკავშირებელი (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ვ-–----–----–ას გამზირის და ა-------ის ქუჩების კვეთაზე (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ვ-–----–----–ას გამზირის და ა-------ის ქუჩების კვეთაზე (ახალი საპირფარეშოს მოწყობა) მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოები, შემსყიდველის მიერ მოწოდებულ მისამართებზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 3950.94 ლარი (ტ. І, ს.ფ. 25, 27-29);
2.4. 2014 წლის 30 ივლისს, ქ. თბილისის მერიას და ინდ. მეწარმე მ----------–-----ს შორის შედგა №1 მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ 2014 წლის 21 მაისის №------------- ხელშეკრულების საფუძველზე, 22.07.2014 წლიდან 30.07.2014 წლის ჩათვლით შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოები: ქ. თბილისში, ვ----------ის მიმდებარედ მიწისქვეშა კომპლექსის (ახალი საპირფარეშოების მოწყობა), ჭ-------ისა და ა-----ს ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელის, ვ--------ს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის, ლ------ის ქუჩისა და ტ----ის ქუჩების დამაკავშირებელი (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ვ-–----–----–ას გამზირის და ა-------ის ქუჩების კვეთაზე (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ვ-–----–----–ას გამზირის და ა-------ის ქუჩების კვეთაზე (ახალი საპირფარეშოს მოწყობა) მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოები, შემსყიდველის მიერ მოწოდებულ მისამართებზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 7294.44 ლარი (ტ. І, ს.ფ. 26, 27-29);
2.5. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ იქნა შესრულებული დადგენილ ვადაში და არსებული მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 6967.46 ლარს. მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია აღნიშნული თანხის გამოთვლის და მისი ოდენობის საკითხი, მითითება გაკეთდა მის შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე (ტ. І, ს.ფ. 30);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 21.05.2014 წელს, ქ. თბილისის მერიას და ინდ. მეწარმე მ----------–-----ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ვ----------ის მიმდებარედ მიწისქვეშა კომპლექსის (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ჭ-------ის გამზირზე ტ----ის ძეგლის მიმდებარედ მიწისქვეშა გადასასვლელის, ლ------ის ქუჩის და ტ----ის ქუჩების დამაკავშირებელი (ახალი საპირფარეშოების) მოწყობა, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 45 676.47 ლარს. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 21.05.2014წ.-დან 40 დღე.
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
21.05.2014 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ხოლო თუკი ადგილი ექნებოდა ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენდა ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო –მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ინდ. მეწარმე მ----------–-----მა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, სამუშაოები შეასრულა ვადის დარღვევით, რამაც განაპირობა მოსარჩელე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და მოპასუხისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრება. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულობის შეფასებისას, აუცილებელია მხარის მირ შემოთავაზებული იქნას ის არსებითი ფაქტორები რაც კონკრეტული პირგასამტხლოს, კონკრეტული გარემოებებისა თუ ვითარების გათვალისწინებით არაგონივრულად შეფასებისათვის არის მნიშვნელოვანი. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას. სასამართლოს მიხედულებით დარიცხვა არ განხორციელებულა კრედიტორის მიერ ხელოვნურად გაზრდილ პერიოდზე, არ აღემატება ძირითადი/შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, მოპასუხე არის მეწარმე და მისთვის ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, ვადები, შესასრულებელი სამუშაოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და შესაძლო სანქციების თაობაზე ნათელი და აღქმადი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, არსებული მომენტისათვის პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ, არაგონივრულად დიდი ოდენობა უნდა იყოს გარკვეულ ფაქტორებთან დაკავშირებული, რომლის მითითება და დასაბუთება მოპასუხე მხარეს ეკისრება და აღნიშნული წარმოდგენილ შემთხვევაში მისი მხრიდან არ მომხდარა სათანადოდ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო საფუძვლიანი, დასაბუთებული და დააკმაყოფილა სრულად.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დამთავრება ვერ შეძლო სხვადასხვა ობიექტური, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. თუმცა ის სამუშაოები, რომლებიც მან განახორციელა, მხოლოდ ნაწილობრივ იქნა ანაზღაურებული მერიის მიერ, კერძოდ: მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა სულ - 22 831.47 ლარი, საიდანაც აუნაზღაურებელია 11 586.09 ლარის შესრულებული სამუშაოები.
3.3. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, ვინაიდან მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები კეთილსინდისიერად შესრულდა. წყლის მილების შეერთება კანალიზაციის სისტემასთან ვერ მოხერხდა აღნიშნულ ობიექტებზე მათი არარსებობის გამო, რაც აპელანტის მტკიცებით მის ბრალს გამორიცხავს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართ დელებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.7. პუნქტები).
4.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აპელანტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
4.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით, სეხელდობრ, კანალიზაციის სიტემის მოუწყობლობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას, თუ პრეტენზიას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მითითებული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, აპელანტის მხარეზეა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა მოსარჩელის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ, რაც მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები არ არსებობს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდ. მეწარმე მ----------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა