განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/3518-18, 330310018002618952
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - ნ---------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ--------------
წარმომადგენელი- მ------------–-----
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 22 მარტის N--- განკარგულება „მიწის ნაკვეთზე დ--------------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ და დაევალოს მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დ--------------ს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
მოპასუხის პოზიცია - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ--------------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 22 მარტის N--- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე დ--------------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, ლ---–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1424 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე დ--------------ს მოთხოვნასთან დაკავშირებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 29 თებერვლის ვ-------–---ს, ე-–-----------ას და შ----------------ას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების თანახმად 1424 კვ.მეტრი ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ლ---–----------- მიმდებარე ტერიტორია, 2002 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს, დ---------------ი(დაბ.22.12.1936წ. პირადი №6----------, მისამართი: სოხუმი, ნ---------------ში) და რომ თანახმანი არიან დ-------------მა მოახდინოს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზაცია- რეგისტრაცია-დაკანონება (ს.ფ.14-15).
2016 წლის 29 თებერვალს, დ--------------მა №------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე(მისამართი: ქ.თბილისი, ლ---–---------- მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი-1424.00კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარება.
2017 წლის 18 იანვარს, დ-------------მა №---------------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მისი საქმის განხილვა, ვინაიდან მოხდა აღნიშნული ზონის ცვლილება.(ს.ფ.16, 23-24)
საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 მარტის N---------- წერილით დგინდება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს გადაეგზავნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სახელზე შემოსული მოქალაქე დ--------------ს №------- 15.03.16 (0-------13 15.03.16) განცხადება დასკვნის წარდგენისთვის. აღნიშნულთან დავაკშირებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ლ---–---------- მიმდებარედ 1424კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან (სსზ-2) და სატრანსპორტო (ტზ-1) ზონაში. ამასთან კვეთს 0---------------, 0--------------- და 0--------------- საკადასტრო ერთეულებს.
საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 იანვრის N--------- წერილით დგინდება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს გადაეგზავნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სახელზე შემოსული მოქალაქე დ--------------ს 2017წლის 18 იანვრის №---------------- (0----- -13 20.01.17) განცხადება დასკვნის წარდგენისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განმეორებით განიხილა ლ---–---------- მიმდებარედ 1424კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიულიგანვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან (სსზ-2) ზონაში. ამასთან კვეთს 0---------------, 0--------------- და 0--------------- საკადასტრო ერთეულებს (ს.ფ.25, 58).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12თებერვლის №--- საოქმო გადაწყვეტილებით(დღის წესრიგის 30-ე საკითხი) დგინდება, რომ უარი ეთქვა დ-------------ს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე(ქ.თბილისი, ლ---–---------- მიმდებარე ტერიტორია) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ‘’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი, ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და ასევე არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 თებერვლის №--- საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 22 მარტს მიღებული იქნა N--- განკარგულება, რომლითაც უარი ეთქვა დ-------------ს მიწის ნაკვეთზე(მისამართი: ქ.თბილისი, ლ---–---------- მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი-1424.00კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (ს.ფ. 18-19, 49).
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 26 ოქტომბრის №--------- დასკვნით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ლ---–---------- მიმდებარედ 1424 მ2 მიწის ნაკვეთზე არსებული სამშენებლო მასალების ცალკეულ ელემენტებს გააჩნიათ საცხოვრებელი სახლისთვის დამახასიათებელი ნიშნები, თუმცა ადგილზე დარჩენილი კონსტრუქციების რაოდენობა სრულყოფილად არ მიუთითებს ადრე არსებული საცხოვრებელი შენობის არსებობაზე.(ს.ფ.130-139)
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 22 მარტის N--- განკარგულების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება- მოვალეობებს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან(ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 29 თებერვალს, დ-------------მა №------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე(მისამართი: ქ.თბილისი, ლ---–---------- მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი-1424.00კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარება. ხოლო 2017 წლის 18 იანვარს კი, დ-------------მა №---------------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მისი საქმის განხილვა, ვინაიდან მოხდა აღნიშნული ზონის ცვლილება. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში სარეგისტრაციო წარმოება.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს- ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი(შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის– ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს(სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს(სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით(აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც,- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს(განსახილველ შემთხვევაში მერიის შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ--------------ს მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ.ვერსიით, საკადასტრო გეგმა, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მოქალაქეების- ვ-------–---ს, ე-–-----------ას და შ----------------ას 2016 წლის 29 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, სადაც აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ 1424 კვ.მეტრი ფართის არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ლ---–-----------ის მიმდებარე ტერიტორია, 2002წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს, დ--------------(დაბ.22.12.1936წ. პირადი №6----------, მისამართი: სოხუმი, ნ--------------- ში) და რომ თანახმანი არიან დ-------------მა მოახდინოს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზაცია-რეგისტრაცია-დაკანონება.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ- მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.
პირველი ინსტანციის სასამარლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი მიღებული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. კერძოდ,- ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა- ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს- ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მიწის ნაკვეთზე დ--------------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი დ-------------- სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ.თბილისში, ლ---–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1424კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით, რამეთუ აღნიშნულ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.
თავის მხრივ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასაჩივრებულ განკარგულებაში მიუთითა, რომ დ--------------ი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს ნანგრევის საფუძველზე, თუმცა წარდგენილი დოკუმენტაციით და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად ვერ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ნანგრევი და რომ ეს ნანგრევი არის საცხოვრებელი სახლის, რაც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნება მიჩნეული, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, ვინაიდან აღნიშნულ ფაქტს სადავოდ ხდის მოსარჩელე მხარე და მიუთითებს, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს დ-------------- განკარგავდა 2002წლიდან, მასზე განთავსებული იყო შენობა- ნაგებობა(საცხოვრებელი სახლი), რომელიც 2009 წელს დანგრეული იქნა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ და დ-------------- იძულებით გადევნეს მიწის ნაკვეთიდან, მიუხედავად ამისა მას არ მიუტოვებია მიწის ნაკვეთი და დღემდე ფლობს და განკარგავს მას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 26 ოქტომბრის №--------- დასკვნა, რომლის კვლევით ნაწილშიც აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, ლ---–---------- მიმდებარედ მდებარე 1424კვ.მეტრ ტერიტორიაზე ადგილზე არსებული კონსტრუქციების შემოწმებით და საძირკვლის ძირის გაშიშვლებით დადგინდა, რომ მოწყობილია ბეტონის წერტილოვანი საძირკვლები კვეთით 40X 40სმ ჩაღრმავებული მიწის ზედაპირიდან 20 სმ-ით თიხნარ გრუნტზე(ფოტო 7), საძირკვლის ზედა ნაწილში წვრილი ბეტონის ბლოკებით და აგურით შესრულებულ წყობაზე დაგებულია ხის კოჭები(ფოტო 8) და მათზე მოწყობილია ხის იატაკი. ვერ დადგინდა ნაგებობა შემოსაზღვრული იყო თუ არა ხის კედლებით და გადახურული ხის კონსტრუქციით, ვინაიდან არ ჩანს შესაბამისი კონსტრუქციული კვანძები. ამავე დასკვნაში, დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, ლ---–---------- მიმდებარედ 1424 მ2 მიწის ნაკვეთზე არსებული სამშენებლო მასალების ცალკეულ ელემენტებს გააჩნიათ საცხოვრებელი სახლისთვის დამახასიათებელი ნიშნები, თუმცა ადგილზე დარჩენილი კონსტრუქციების რაოდენობა სრულყოფილად არ მიუთითებს ადრე არსებული საცხოვრებელი შენობის არსებობაზე. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის წერილობითი სახის მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მტკიცება, რაც გასაჩივრებულ- 2018 წლის 22 მარტის N--- განკარგულებაშია მოყვანილი, ის რომ არ დასტურდება ქ.თბილისში, ლ---–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, - არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და კომისიას ამ ფაქტის გამოსაკვლევად საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ არის საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე დ--------------ს მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ქ.თბილისში, ლ---–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1424კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების შეფასებისას საკმარის საფუძვლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საკითხის ხელახალი განხილვისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე დ--------------ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 22 მარტის N--- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე დ--------------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’ და მოპასუხე მხარეს,– ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ლ---–---------- მიმდებარედ მდებარე 1424კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე დ--------------ს მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2016 წლის 29 თებერვალს N14/3821 განცხადებით მომართა დ-------------მა (პ/ნ: 6----------) მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ლ---–-----. მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი - 1424.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 22 მარტის N--- განკარგულებით, მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და ამავდროულად წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და ადგილზე დათვალიერების შედეგად ვერ დადგინდა, რომ ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ნანგრევი და ეს ნანგრევი არის საცხოვრებელი სახლის.
მიუხედავად ზემოხსენებულისა, სასამართლომ არ გაიზიარა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პოზიცია და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის N---------- დასკვნით დასტურდება ის გარემოება, რომ განცხადებით მოთხოვნილ ტერიტორიაზე არსებობს შენობის საძირკველი, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ნამდვილად იდგა შენობა-ნაგებობა. სასამართლო ასევე იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა განთავსებული იყო 2002 წლიდან, რომელიც შემდგომში დანგრეული იქნა 2009 წელს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვერ გაიზიარებს სასამართლოს ზემოხსენებულ განმარტებებს და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ორთოფოტოებზე (2005, 2010 და 2014 წლები), რომლითაც არ დგინდება განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, დიდი დიღომი) საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობის ფაქტი. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით მსჯელობს სასამართლო იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობა განთავსებული იყო 2002 -2009 წლებში, რადგანაც ასეთის არსებობის შემთხვევაში იგი აუცილებლად უნდა ფიქსირდებოდეს 2005 წლის აეროფოტოგადაღებაზე.
აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ თავად მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) დასტურდება ის ფაქტი, რომ განცხადების წარდგენის დროისთვის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა შენობა-ნაგებობა (დანგრეული), წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ასახული იქნებოდა საკადასტრო აზომვით ნახაზზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას სსიპ - ლევან სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის N---------- დასკვნასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დასკვნით ნაწილში ექსპერტს განამრტებული აქვს, რომ ქ. თბილისში, ლ---–---------- მიმდებარედ 1424 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებულ სამშენებლო მასალის ცალკეულ ელემენტებს გააჩნიათ საცხოვრებელი სახლისთვის დამახასიათებელი ნიშნები, თუმცა ადგილზე დარჩენილი კონსტრუქციების რაოდენობა სრულყოფილად არ მიუთითებს ადრე არსებული საცხოვრებელი შენობის არსებობაზე. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნით ექსპერტს ცალსხად აქვს განამრტებული, რომ იგი ვერ ადასტურებს ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის არსებობის ფაქტს.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) ან წარმოადგენს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. კანონის ზემოხსენებული დანაწესიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობაა, საცხოვრებელი სახლის ან საცხოვრებელი სახლის ნანგრევის არსებობა, რადგანაც არასაცხოვრებელი დანგრეული შენობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აღიარებას არ ექვემდებარება.
სსიპ - ლევან სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის N---------- დასკვნით არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნული ნანგრევი წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის ნანგრევს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კვლევით ნაწილში ექსპერტი მსჯელობს იმ გარემოებაზე, რომ ვერ დაადგინდა ნაგებობა შემოსაზღვრული იყო თუ არა ხის კედლებით და გადახურული ხის კონსტრუქციებით. ექსპერტის მსჯელობით დასტურდება ის გარემოება, რომ ერთის მხრივ შეუძლებელია იმის დადგენა შენობა-ნაგებობა დასრულებული სახის იყო თუ არა და მეორეს მხრივ რამდენად წარმოადგენდა იგი საცხოვრებელ სახლს. ზემოხსენებული ორივე გარემოების უტყუარად დადასტურების შემთხვევაშიც სახეზე გვექნებოდა ხის შენობა-ნაგებობა, რაც საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დამატებითი საფუძველი იქნებოდა, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობაა შენობის არსებობა, ხოლო ხის კონსტრუქცია არ წარმოადგენს კაპიტალურ შენობა-ნაგებობას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია სასამართლოს ყურადღებას გაამახვილებს "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" - საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების მე-3 მუხლის 78-ე პუნქტზე, რომლის თანახმადაც შენობა წარმოადგენს ნაგებობას, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით; ანუ იმისათვის, რომ ობიექტი მივიჩნიოთ შენობად აუცილებელია, რომ იგი იყოს კაპიტალური სახის.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ასევე გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განცხადებით მოთხოვნილი ტერიტორიის ნაწილი მდებარეობს სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1). "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.
"ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14-39 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის "პ" პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) წარმოადგენს სატრანსპორტო ქვეზონას, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია თვლის, რომ სატრანსპორტო ზონის სტატუსი თავისთავად გულისხმობს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" პუნქტის შემადგენლობის არსებობას, რაც გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია განმარტავს, რომ ანალოგიურ საქმეზე (საქმის N3/1929-16) სასამართლომ მიიჩნია, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სატრანსპორტო ზონაში განთავსების ფაქტი წარმოშობდა "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" პუნქტის შემადგენლობას (მოედანი, ქუჩა და სხვა), რაც გამორიცხავდა საკუთრების უფლების აღიარებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის N3ბ/629-17 განჩინებით.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი თუ სახეზე იქნებოდა საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობები, კომისია მაინც ვერ დააკმაყოფილებდა დ--------------ს მოთხოვნას, რადგანაც განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე გათვალისწინებულია ქონების განკარგვის შეზღუდვა.
აპელანტი მიუთითებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე N3ბ/1434-16), რომლის თანახმადაც საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო და არა თვითმმართველის საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ განცხადებით მოთხოვნილი ტერიტორია ზედდებაშია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებასთან (ს/კ 0---------------; 0---------------), რაც საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოებაა.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, მხოლოდ მოწმეთა წერილობითი ახსნა-განმარტებებით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ დ-------------- კანონის ამოქმედებამდე ფლობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის N2ბ/4510-16 განჩინებაში სასამართლო განმარტავს მოწმის ჩვენების, როგორც მტკიცებულების არსს და მნიშვნელობას, კერძოდ, "წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებისგან განსხვავებით, რომლებიც თავისი შინაარსით, ფორმით ან თვისებებით წარმოადგენენ მტკიცებულებას და ამ მხრივ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიღების ობიექტურ წყაროდ მიიჩნევიან, მოწმის ჩვენება უფრო კრიტიკულად უნდა იქნეს შეფასებული. თითოეული მოწმე ინდივიდია განსხვავებული პიროვნული თვისებებით, მეხსიერებით, აღქმისა და გადმოცემის უნარით, ემოციურობით თუ ინტერესებით. რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იმახსოვრებს პირი ამა თუ იმ მოვლენას და როგორ გადმოსცემს მას. გასათვალიწინებელია ასევე გარემო ფაქტორები და მოწმის პირადი ინტერესი განვითარებული მოვლენებისადმი. მართალია, მოწმე, როგორც წესი, არ არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაინტერესებული პირი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მას ჰქონდეს საქმის გადაწყვეტის შედეგით სხვაგვარი დაინტერესება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ერთ-ერთ მხარესთან მეგობრული, მტრული, ურთიერთობებით, სიმპათიითა და ანტიპათიით, სამსახურებრივი ურთიერთკავშირებით. ყოველივე აღნიშნული, ცხადია, თავისთავად არ განაპირობებს მოწმის ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობის დაკარგვას, მაგრამ იძლევა მისი კრიტიკული შეფასების საფუძველს."
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე.
სამართლებრივი დასაბუთება
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაცულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
მოსარჩელეს სადავოდ აქვს გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, რასაც მოსარჩელე მხარე უარყოფს და აღნიშნავს, რომ იგი სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე - 2007 წლამდე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს ფაქტობრივ გარემოებათა სწორად დადგენას, კერძოდ, უნდა დადასტურდეს მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტს ადგილი ჰქონდა თუ არა 2007 წლამდე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესს განსაზღვრავს 2007 წლის 11 ივლისს მიღებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. მოცემული ნორმატიული აქტის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტი განმარტავს თვითნებურად დაკავებული მიწის ცნებას, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამდენად, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად მოიაზრებს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობის ფაქტს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ დ-------------- ითხოვს ქ. თბილისში, ლ---–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ - 1424.00 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა აპელანტის ყურადღება მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 26 ოქტომბრის №--------- დასკვნაზე. დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ლ---–---------- მიმდებარედ მდებარე 1424 კვ.მეტრ ტერიტორიაზე ადგილზე არსებული კონსტრუქციების შემოწმებით და საძირკვლის ძირის გაშიშვლებით დადგინდა ბეტონის წერტილოვანი საძირკვლების მოწყობის ფაქტი კვეთით 40X 40სმ ჩაღრმავებული მიწის ზედაპირიდან 20 სმ-ით თიხნარ გრუნტზე (ფოტო 7), საძირკვლის ზედა ნაწილში წვრილი ბეტონის ბლოკებით და აგურით შესრულებულ წყობაზე დაგებულია ხის კოჭები (ფოტო 8) და მათზე მოწყობილია ხის იატაკი. ვერ დადგინდა ნაგებობა შემოსაზღვრული იყო თუ არა ხის კედლებით და გადახურული ხის კონსტრუქციით, ვინაიდან არ ჩანს შესაბამისი კონსტრუქციული კვანძები. ამავე დასკვნაში, დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, ლ---–---------- მიმდებარედ 1424 მ2 მიწის ნაკვეთზე არსებული სამშენებლო მასალების ცალკეულ ელემენტებს გააჩნიათ საცხოვრებელი სახლისთვის დამახასიათებელი ნიშნები, თუმცა ადგილზე დარჩენილი კონსტრუქციების რაოდენობა სრულყოფილად არ მიუთითებს ადრე არსებული საცხოვრებელი შენობის არსებობაზე.
საქმეში ასევე წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რომელიც გაცემულია მოსარჩელის მეზობლების: ვენერა ცაავას, ე-–-----------ას და შ----------------ას მიერ და დადგენილია, რომ სადაო 1424 კვ.მეტრი ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, 2002 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და მისით სარგებლობს დ-------------- (დაბ. 22.12.1936წ. პირადი №6----------, მისამართი: სოხუმი, ნ---------------ში) და რომ თანახმანი არიან დ-------------მა მოახდინოს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზაცია-რეგისტრაცია-დაკანონება.
სააპელაციო პალატა ასევე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს: ორთოფოტოებს, ფოტოსურათებს, სადაც აღბეჭდილია სადავო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობის ნანგრევები, ნარგავები, ასევე ღობე. წარმოდგენილი ფოტოსურათებით უდავოდ დასტურდება ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთს ყავს მოსარგებლე, თუმცა რა პერიოდიდან, აღნიშნული ფოტოსურათებით არ დგინდება. მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტზე მეტყველებს ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები, რაც მიუთითებს მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტზე სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტის მიღებამდე. ამდენად, პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, თითქოს არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი 2007 წლამდე პერიოდში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე
გელა ბადრიაშვილი