განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2019
საქმის ნომერი
820100117001910205
ინსტანცია
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100117001910205

საქმე №1/ბ-490-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე

 

პროკურორის - რ----- ბ---–----ის,ადვოკატის - ვ--–---- კ-------–---ის,მსჯავრდებულის - ნ---- კ--–--ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნ---- კ--–--ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოუჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ქ-------------.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ---- კ--–--ემ ჩაიდინა - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 14 ნოემბერს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქ-------------ში, ნ---- კ--–--ემ ხელის სხეულზე რამოდენიმეჯერ დარტყმით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვიდი წლის ა---- ა-–-–----ეს მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რამაც გამოიწვია მისი სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით ნ---- კ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული ნ---- კ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და დადგენილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა---- ა-–-–----ემ მართალია განაცხადა, რომ მას თითქოს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა აღნიშნული ჩვენება ბავშვმა სასამართლოს მიაწოდა ბრალდების მხარის და მამის, დ----- ა-–-–----ის დარიგებით და მითითებით, ხოლო თავად დ----- ა-–-–----ის ჩვენება კი წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას. შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისთვის ბრალად შერაცხულ ცემის ფაქტს. სასამართლომ განაჩენი დააფუძნა ურთიერთშეუთავსებელ მტკიცებულებებს.

 

პროკურორს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ნ---- კ--–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, ვ--–---- კ-------–---ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორს რ----- ბ---–----ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება, ნ---- კ--–--ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ---- კ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ნ---- კ--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხულ არასრულწლოვან დაზარალებულ ა---- ა-–-–----ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს სკოლიდან ბრუნდებოდა, როდესაც მისი ბაღიდან გამოვიდა ნ---- კ--–--ე, რომელმაც დაიჭირა და დაუწყო ცემა, ურტყამდა თავში და ზურგში, რაც ტკიოდა. აშველებდა იქვე მ---------.

 

მოწმის სახით დაკითხული ი----ე ქ------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ა---- ა-–-–----ესთან ერთად მიდიოდა, როდესაც მივიდა ნ---- კ--–--ე და დაუწყო ცემა ა---- ა-–-–----ეს, ურტყამდა ხელებს სახეზე და გვერდებში, ა---- კი მას ეფარებოდა, ტიროდა და იყო შეშინებული.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ა---- ა-–-–----ის ბებიამ გ---–--ო ა-–-–----ემ განმარტა, რომ სახლში მისვლისას დახვდა ხალხი და პოლიცია, ა---- ტიროდა, იყო ნაცემი და ეტყობოდა სახეზე, სახელოზე აწყვეტილი ჰქონდა ღილები და კანკალებდა. იქ იყო ია ქ------ეც, რომელმაც განუმარტა, რომ ა----ს გზაზე დახვდა ნ---- კ--–--ე და სცემა.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ნ---- კ--–--ის ნათესავმა, ბიცოლამ, უ---- თ---------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იგი ბოსტანში მუშაობდა, როდესაც გზიდან შემოესმა კამათის და ჩხუბის ხმა, დაინახა ნ---- კ--–--ე, უყვიროდა ა---- ა-–-–----ეს, იქვე იყო ია ქ------ეც, ა---- ა-–-–----ე ტიროდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ა----ს და იას ჰკითხა, თუ რა მოხდა, რაზეც იამ განუმარტა, რომ ნ----მ დაარტყა ა----ს, რომელსაც ეტყობოდა სახეზე და მკლავზე კვალი. მას უშუალოდ დარტყმის მომენტი არ დაუნახავს.

 

დაზარალებულ ა---- ა-–-–----ის მამის, მოწმე დ----- ა-–-–----ის ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის დღეს დაახლოებით შუადღით ნახა მისი შვილი ა---- ა-–-–----ე, რომელიც ტიროდა და განუმარტა, რომ გზაზე დახვდა ნ---- კ--–--ე და სცემა იგი. ა---- ა-–-–----ეს ჰქონდა პერანგი შემოხეული და ღილები მოწყვეტილი, ემჩნეოდა ხელზე დარტყმის კვალი, ასევე კისერზე სიწითლე.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ზ---- შ-----–--ემ დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც შემოწმდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქ-------------ში მოწმის ი----ე ქ------ის ჩვენება, მოწმემ მიუთითა ა---- ა-–-–----ის სახლიდან 20-30 მეტრის მოშორებით ადგილი, სადაც ნ---- კ--–--ემ დაარტყა ხელი ა---- ა-–-–----ეს, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით.

 

ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ--------- ხ------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მან აწარმოა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება და ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაკითხა მოწმეები და ჩაატარა საგამოძიებო ქსპერიმენტი.

 

2016 წლის 14 ნოემბრის შეტყობინებით ირკვევა, რომ 112-ის ოპერატორს დაუკავშირდა ლ--–- კ----ე, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქ--------------ში ნ---- კ--–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვიდი წლის ა---- ა-–-–----ეს.

 

2016 წლის 14 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლითაც შემოწმდა მოწმის ი----ე ქ------ის ჩვენება, დადგინდა, რომ ი----ე ქ------ემ მიუთითა ადგილი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქ-------------ში ამირან ა-–-–----ის სახლიდან მარცხენა მხარეს 20-30 მეტრში არსებულ რკინის ჭიშკარი, სადაც ნ---- კ--–--ემ ცემა ა---- ა-–-–----ე.

 

2016 წლის 24 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს პირადი შემოწმებისას ა---- ა-–-–----ეს აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარჯვენა წინამხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში. დაზიანებები შეესაბამება ხანდაზმულობით დადგენილებაში მითითებულ თარიღს და მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდეომაზე მოწმის სხით დაკითხვისას ექსპერტმა მ------ მ---------–-ა.

 

შსს საინფორმაციო ბაზის მონაცემებით ა---- ა-–-–----ე, პირადი ნომრით 1--------- დაბადებულია 2----–-–------------.

 

ნ---- კ--–--ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე, კერძოდ, დაბეჟილობის, დალილავების ან მცირე სისხლნაჟღენთის სახით. ამ დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იგი შეიძლება ჩადენილ იქნას ხელით, ფეხით, რაიმე მკვირივი საგნით.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის (მსჯავრდებულ ნ. კ--–--ის) პოზიციას მისი უდანაშაულობის და გამართლების თაობაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მოსაზრება არსებით წინააღმდეგობაშია, ზემოაღნიშნულ, სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ, პალატას მხედველობაში აქვს დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ---- კ--–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 125-ე მუხლის მეორე ნაწილით; შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებივი შეფასება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

სააპელაციო პალატა სისხლის სამართლის საქმეში სამართალწარმოების ყველა ეტაპზე მონაწილე არასრულწლოვან დაზარალებულ ა. ა-–-–----ეს და მის კანონიერ წარმომადგენელს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნ. კ--–--ის მსჯავრდებას, აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგებს და საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზიანის ანაზღაურებისა და კომპესაციის მოთხოვნის უფლებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ნ---- კ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ნ---- კ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნ---- კ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

დაზარალებულ ა---- ა-–-–----ეს განემარტოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე