განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100117001868275
საქმე №1/ბ-529-2017წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის - მ--–-----------ის,ადვოკატის - ვ----–-------–-–---–ის,გამართლებულის - გ---- გ----------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---- რ-----ის ძე გ----------–---–ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №3----------, უმაღლესი განათლებით, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხ. ოზურგეთი, ჯ-----–---–--------–------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ---- გ----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 8 ან 9 თებერვალს, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ---- გ----------–---–მა ქალაქ ბათუმში, ტ----------------ში მდებარე სასტუმროში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს ნ--- ტ------–ს, რომელსაც ამ უკანასკნელის სამუშაო ოთახში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც გამოიჩინა ძალადობა და რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი და მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ, რა დროსაც ნ--- ტ------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედებისათვის გ---- გ----------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2 ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ---- გ----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ---- გ----------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელი მარკისა და მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და ამ იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა ოთხი ცალი ვაზნა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა პირადად და რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2017 წლის 12 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-------ს ტერიტორიაზე და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით ჩაიდინა გ-- კ--–-----ს განზრახ მკვლელობის მცდელობა; აღნიშნული ქმედებისათვის გ---- გ----------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
1.3 ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ---- გ----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 12 თებერვალს, დაალხოებით 15:00 საათზე გ---- გ----------–---–ი, განაწყენებული გ-- კ--–-----ზე, ოზურგეთის მუნიციპალიტის სოფელ დ-------ში შეხვდა ამ უკანასკნელს, რა დროსაც განზრახ მოკვლის მიზნით მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში - გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ქვედა მესამედში, მარცხენა წინამხრის შუა მესამედში, მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში, მარცხნივ თეძოს მიდამოში უკანა აქსელარულ ხაზზე, ღვიძლის, კუჭის, ნაწლავის, განივი კოლინჯის ჯორჯლის დაზიანებით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა დიაფიზის ზემო მესამედში ცდომით. გ---- გ----------–---–მა ჩათვალა რა თავისი განზრახვა სისრულეში მოყვანილი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მიღებული დაზიანების გამო გ-- კ--–----- გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება. აღნიშნული ქმედებისათვის გ---- გ----------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 -ე მუხლით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით გ---- გ----------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მ--–-----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი გ---- გ----------–---–ის მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი ბრალდების ყველა ეპოზოდში და განესაზღვროს ამ მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი გ---- გ----------–---–ის მიმართ დაუსაბუთებელია, სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის პოზიცია გ---- გ----------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ვინაიდან გ---- გ----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და სსკ-ის 19,108-ე მუხლით, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ნ--- ტ------–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტი დადასტურებულია თვით დაზარალებულის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების - ლ--–- ს---------ის და მ--- კ-–--ის ჩვენებებით; გ---- გ----------–---–ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ჩადენა დადასტურებულია ავადმყოფობის ისტორიით, გ-- კ--–-----ს სამედიცინო დოკუმენტაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმე ხ--------- დ-------–---–ის ჩვენებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, მოწმეების - ლ---–- გ-------ის, ნ--- გ-------ის, შ----- თ---–--------ას, ა---------– კ--–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ-- კ--–-----ს ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
გამართლებულ გ---- გ----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ----–-------–-–---–ი პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს აპელანტის მოთხოვნა და უცვლელი დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გ---- გ----------–---–ის მიმართ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილეს მ--–-----------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ გ---- გ----------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ვ----–-------–-–---–ს, რომლებიც არ დაეთანხმნენ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გ---- გ--------–---–ის მიმართ გამამართებელი განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდი:
მოწმე ნ--- ტ------–ის განმარტებით ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც გ---- გ----------–---–ი გაიცნო, 10 წელია გასული. გ---- გ----------–---–თან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. 2017 წლის თებერვლის დასაწყისში შეხვდა გ----ს და სიტყვიერად იკამათეს. არ სურდა შერიგება გ----სთან და არ გაუჩერდა სალაპარაკოდ. გ----ს კი ხელი ჩაჭიდებული ჰქონდა და სურდა საუბარი. დაუსხლტა გ----ს ხელიდან და დაეჯახა კარადას, შემდეგ კი ხალიჩას წამოკრა ფეხი და წაიქცა, რის გამოც მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები. გ---- გ----------–---–ის მხრიდან კი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონდა ადგილი. მისივე განმარტებით, გ---- გ----------–---–ის ცემის ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იცის, ტელეფონით მხოლოდ მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე საუბრობდნენ.
მოწმე ლ--–- ს---------ის განმარტებით ირკვევა, რომ არის ნ--- ტ------–ის და. ნ---ს აქვს სასტუმრო კომპლექსი ხელვაჩაურის რაიონში. იცოდა, რომ გ---- გ----------–---–ი იყო მისი მომავალი სიძე. გ----ს და ნ---ს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით არაფერი იცის. რაც შეეხება დაზიანებებს, რომლებიც ნ---ს აღენიშნებოდა, თავად ნ---მ უთხრა, რომ შემთხვევით წამოკრა ფეხი რაღაც საგანს და მიიღო დაზიანებები. მისივე განმარტებით ნ---ს არ უთქვამს მისთვის, რომ გ---- გ----------–---–მა დაარტყა ხელი.
მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ თ----- ჭ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ---- გ----------–---–ი და ნ--- ტ------–ი გაიცნო საქმის წარმოების პროცესში, აღნიშნულ საქმეზე მის მიერ დაკითხულ იქნა მოწმეები და დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ნ--- ტ------–ის მიმართ. ნ--- ტ------–მა დაკითხვისას განაცხადა, რომ გ---- გ----------–---–თან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, გ----------–---–ი ხშირად ეჭვიანობდა მასზე და ამის გამო ჰქონდათ უკმაყოფილება. შემთხვევის დღეს მათ შორის მოხდა კამათი, რა დროსაც გ----------–---–მა ხელი ჰკრა ნ--- ტ------–ს, იგი წაბორძიკდა, დაეცა და სახეზე მიიღო დაზიანება, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნითა და ექსპერტ მ------ მ---------–ის ჩვენების თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ნ--- ტ------–ს აღენიშნებოდა ფუფხაცილი ნაჭდევი მარცხენა ყვრიმალის არეში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით. დამწვრობის შემდგომი უბნები მარცხენა საფეთქლის, მარცხენა წინამხრის და მარჯვენა მუხლის სახსრის არეში, რაც განვითრებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში და შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს.
გ---- გ----------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან ნ--- ტ------–ის მიმართ ძლადობას ადგილი არ ჰქონდა და მათ შორის ხმამაღალი საუბარიც კი არ ყოფილა. მისივე ჩვენებით, ნ--- ტ------–ი ეწევა კერძო საქმიანობას და მიიღო ნედლი შეშა ხმელის ნაცვლად, რის გამოც ნ--- აღელვებული იყო, ხოლო თავად კი ამშვიდებდა მას. მისივე ჩვენებით ნ---ს ეუბნებოდა, რომ ოზურგეთში წაყოლოდა, ხოლო ნ--- ბევრი საქმის გამო უარს აცხადებდა ოზურგეთში წასვლაზე. ამ საუბრის დროს ხელი ჰქონდა ნ---სთვის მოკიდებული, ხოლო ნ--- გაუსხლტა ხელიდან, ფეხი წამოკრა რაღაც საგანს და დაეცა ღუმელთან, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები. მას ნ---სთვის ხელი არ უკრავს და არც ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი მათ შორის.
საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდი:
დაზარალებულ გ-- კ--–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ არ იცნობს გ---- გ----------–---–ს. ექიმმა უთხრა, რომ 20 დღე იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში და ღებულობს ისეთ პრეპარატებს, რომ არაფერი ახსოვს. ოჯახის წევრებიც კი ვერ გაიხსენა. მისივე განმარტებით არ იცნობს ნ--- ტ------–ს და ლ--–- ს---------ეს. შ----- თ---–--------ას (ბ----ს) იცნობს და არის მისი ნათესავი. შ----- არაერთხელ მივიდა მასთან და გაიხსენა მისი ვინაობა. მისთვის მიყენებული დაზიანებების შესახებ თვითონ არაფერი ახსოვს და მხოლოდ გადმოცემით იცის მომხდარის შესახებ.
მოწმე ლ---–- გ-------ის განმარტებით ირკვევა, რომ 2017 წლის 12 თებერვალს იმყოფებოდა სახლში. ხმაურზე გავიდა გარეთ და დაინახა შეკრებილი ხალხი, რომლებიც საუბრობდნენ დაჭრის ფაქტზე. თავად კი გასროლის მომენტი არ დაუნახავს და არ იცის ვინ გაისროლა.
მოწმე ნ---- გ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 12 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც შეიტყო ადამიანის დაჭრის შესახებ. აღნიშნულის გამო წავიდა სახლში რათა გადაემოწმებინა ვინმე ახლობელი ხომ არ იყო დაზარალებული. მისივე ჩვენებით, გასროლის მომენტი არ დაუნახავს, არ იცის ვინ გაისროლა და ვინ იყო დაზარალებული.
მოწმის სახით დაკითხვის დროს გ------- წ--–------მ აღნიშნა, რომ გ-- კ--–----- არის მისი სიძე. გ---- გ----------–---–ს იცნობს და არის მისი მეზობელი. გ-- კ--–-----ს და გ---- გ----------–---–ს არ ჰქონდათ ურთიერთობა და არ იცნობდნენ ერთმანეთს. გ-- კ--–-----ს დაჭრის შესახებ გაიგო ხ--------- დ-------–---–ისგან და წავიდა საავადმყოფოში. ხ--------- დ-------–---–მა არ იცოდა ვინ ესროლა გ-- კ--–-----ს და ნერვიულობისგან დაბნეული იყო. მისივე ჩვენებით, თბილისში ნახა გ-- კ--–-----, რომელმაც უთხრა, რომ მისთვის უცნობმა პირმა ესროლა.
მოწმე ხ--------- დ-------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ-- კ--–----- არის მისი ბიძაშვილის მეუღლე და მეგობარი. 2017 წლის 12 თებერვალს, თავისი ავტომანქანით, გ-- კ--–-----სთან ერთად მიდიოდა სოფელ დ-------ში. გზად მიმავალს მანქანამ სინათლე აუნთო და ჩაუქრო. მცირე ხნის შემდგომ, აღნიშნული მანქანა მიუახლოვდათ, დაუდგათ გვერდით, მძღოლმა თქვა, რომ საქმე ქონდა გ--სთან, ხოლო გ--მ უთხრა, რომ მანქანა გაეჩერებინა. გ--ს არ უთქვამს, რომ რამე საშიშროება ემუქრებოდა და გადავიდა მანქანიდან. ხ--------- დ-------–---–მა განმარტა, რომ მანქანიდან გადმოვიდა მისთვის უცნობი პირი და გაისროლა გ-- კ--–-----ს მიმართულებით. თავად როდესაც გადმოვიდა მანქანიდან, უცნობი პირი აღარ იყო იმ ადგილას. ნერვიულობისგან აღარ ახსოვდა როგორ შეძლო გ--ს მოთავსება მანქანაში და წაიყვანა საავადმყოფოში. ყველაფერი წამებში მოხდა, იყო ძალიან აღელვებული მომხდარის გამო. ხ--------- დ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არ იცნობდა იმ პიროვნებას, რომელმაც გაისროლა გ-- კ--–-----ს მიმართულებით. ხ--------- დ-------–---–მა ასევე განაცხადა, რომ პირველად ხედავდა გ---- გ----------–---–ს, მას არ იცნობდა და არც ის იცოდა აღნიშნულმა პიროვნებამ ესროლა თუ არა გ-- კ--–-----ს.
მოწმე მ--- ჯ-–მა განმარტა, რომ არის ხ--------- დ-------–---–ის მეუღლე. გ-- კ--–----- არის მისი ნათესავი. გ-- კ--–-----ს დაჭრის შესახებ შეიტყო მოგვიანებით და თვითონ შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა. მისივე განმარტებით არ იცის ვინ და რატომ დაჭრა გ-- კ--–-----. მ--- ჯ-–მა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მეუღლე ხ--------- დ-------–---–ი ვერ ახდენდა იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც ესროლა გ-- კ--–-----ს, რადგან არ დაუნახავს თავდამსხმელის სახე.
მოწმე ც---–- დ-------–---–ის ჩვენებით, ცხოვრობს სოფელ დ-------ში, შვილთან ხ--------- დ-------–---–თან და რძალთან მ--- ჯ-–თან ერთად. გ-- კ--–-----ს იცნობს და არის მისი სიძე. მეზობლებისგან შეიტყო მომხდარის შესახებ, ხოლო თავად ხ---------ს მისთვის არაფერი უთქვას, რადგან მომხდარმა ფაქტმა ძლიერ იმოქმედა მასზე.
მოწმე ა---------– კ--–--ემ განმარტა, რომ გ-- კ--–-----ს იცნობს და აპირებდნენ ბიზნესპარტნიორობას. ასევე იცნობს ხ--------- დ-------–---–ს, რომელიც არის მეუღლის მეზობელი. 2017 წლის 12 თებერვალს შუადღეს ბავშვი გახდა ცუდად და წაიყვანეს მ-----–---ს საავადმყოფოში. საავადმყოფოში შეხვდა ხ--------- დ-------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ მისთვის უცნობმა პირმა გააჩერებინა მანქანა და შემდგომ ესროლა გ-- კ--–-----ს. ხ--------- დ-------–---–ს მისთვის არ უთქვამს იმ პირის ვინაობა, ვინც გ-- კ--–-----ს ესროლა.
მოწმე ნ------ ც---–--ის ჩვენების თანახმად, იგი საავადმყოფოში შეხვდა გ-- კ--–-----ს, რომელმაც დეტალურად უამბო მომხდარის შესახებ, კერძოდ, შ----- თ---–--------ა არის გ-- კ--–-----ს მეგობარი, რომელმაც უთხრა, რომ მისი ახლობელი გოგონას დას, ნ--- ტ------–ს უსამართლოდ ეპყრობოდა მისი მეგობარი, ვინმე გ---- გ----------–---–ი, რომელიც იყო ოზურგეთელი და სთხოვა მის მოძებნაში დახმარებოდა, რის შემდეგაც ისინი ერთად შეხვდენენ გ---- გ----------–---–ს და შ----- თ---–--------ასთან ერთად სცემა იგი. ამის შემდეგ, 2017 წლის 12 თებერვალს გ-- კ--–----- და ხ--------- დ-------–---–ი მანქანით მოძრაობდნენ სოფელ დ-------ს მიმართულებით, რა დროსაც მათ მანქანით შუქები აუნთო გ---- გ----------–---–მა და ხ--------- დ-------–---–ი იძულებული გახდა მანქანა გაეჩერებინა, რა დროსაც გ---- გ----------–---–ი დაუყოვნებლივ გადმოვიდა მანქანიდან და გ-- კ--–-----ს მიმართულებით მოახდინა გასროლები პისტოლეტით, რის შედეგადაც გ-- კ--–----- წაიქცა, ხოლო გ. გ----------–----–ი კი თავისი ავტომანქანით მიიმალა. გ-- კ--–----ს გადმოცემით, მას ხ--------- დ-------–---–ი დაეხმარა მანქანაში ჩაჯდომაში და წაიყვანა ოზურგეთის საავადმყოფოში.
მოწმე უ-- ლ--------იას ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2017 წლის 12 თებერვალს, გ---- გ----------–---–მა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა გ-- კ--–-----ს, რის შემდეგაც გ---- გ----------–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 2017 წლის 13 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ გ---- გ------------ლი იმყოფებოდა ქ. თბილისში, აღნიშნული ინფორმაცია წერილობით მოახსენა შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, რატა დროულად მომხდარიყო დამნაშავის დაკავება.
მოწმე პოლიციელების - ა------ ჩ-----–--ის, დ----- გ-------–---–ის და მ-----– ჩ-----–---ის ჩვენებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 13 თებერვალს მათ მონაწილეობდნენ ქ. თბილისში, ა----–-----–-ს ხეივანზე გ---- გ----------–---–ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. ადგილზევე შედგა მისი პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი.
მოწმე გ--- ვ----–---ს ჩვენების თანახმად არის ექსპერტ-კრიმინალისტი, 2017 წლის 12 თებერვალს იგი იყო მორიგე, გ-- კ--–-----ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიიღო შეტყობინება, რის შემდეგაც გავიდა შემთხვევის ადგილზე, იქ იმყოფებოდნენ გამომძიებლები, დაასურათა შემთხვევის ადგილი, ასევე ამოიღეს ნივთმტკიცებები, კერძოდ, მასრები, სისხლის კვალი, მობილური ტელეფონი და ქუდი, აღნიშნული ნივთები დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს.
მოწმე მ--–---- შ-–---–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. გ-- კ--–-----ს შეხვდა ერთხელ, როცა უნდა დაეკითხა დაზარალებულის სახით, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვა ვერ მოხერხდა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოიღო დაზარალებულისა და ბრალდებულის სატელეფონო ზარების შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერი შპს ,,---------–-----’’ და შპს ,---------------ნ’’, საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ორგანიზაციების შესაბამისი წარმომადგენლების თანდასწრებით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №---------- დასკვნითა და ექსპერტ ღ-------- უ-----–---–ის ჩვენების თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით გ-- კ--–-----ს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები (გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ქვედა მესამედში, მარცხენა წინამხრის შუა მესამედში, მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში, მარცხნივ თეძოს მიდამოში უკანა აქსიალურ ხაზზე) ღვიძლის, კუჭის და მლივი ნაწლავის დაზიანებები, განივი კოლინჯის ჯორჯლის დაზიანება, მარცხენა ბარძაყის ძვლის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა დიაფიზის ზემო მესამედში ცდომით, ჰემოპერიტონიუმი, ტრამვულ-ჰემორაგიული შოკი. არსებული დაზიანებების განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის (ჭურვების) გასროლის შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგენა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ბიოლოგიურ (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნითა და ექსპერტ ნ--- ნ------–---–ის ჩვენებით ირკვევა შემდეგი: სეროლოგიური და გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ პაკეტში, შტრიხკოდით ,,---------- და წარწერით: ,, ...ავტომანქანა ჰონდა ს--------------ის წინა მარჯვენა სავარძლის ნაჭრის საჯდომიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა...”, პაკეტში, შტრიხკოდით ,,---------” და წარწერით: ,,...ოზურგეთის რ-ნი სოფ. დ-------ში ჭ------ გ-------ის საცხოვრებელი ეზოს წინა ჭიშკრის მარცხენა კუთხეში მიწის საფარიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა...” და პაკეტში შტრიხკოდით: ,,---------- და წარწერით: ,,...ოზურგეთის რ-ნი სოფ. დ-------ში ჭ------ გ-------ის საცხოვრებელი ეზოს წინა ჭიშკრის მარცხენა კუთხეში მიწის საფარიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა...” მოთავსებული სპეც დანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№1-3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება გ---- გ----------–---–ის (ობ. №16; პაკეტი, წარწერით: ”...გ---- გ----------–---–ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში...” გენეტიკური პროფილისაგან;
-პაკეტში, შტრიხკოდით: ,, F--------” და წარწერით: ,,4....ოზურგეთის რ-ნი სოფ. დ-------ში ჭ------ გ-------ის საცხოვრებელი ეზოს წინა ჭიშკრის მარცხენა კუთხეში მიწის საფარიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა...”, პაკეტში, შტრიხკოდით: ,,F--------” და წარწერით: ,,1....ოზურგეთის რ-ნი სოფ. დ-------ში ჭ------ გ-------ის საცხოვრებელი ეზოს წინა ჭიშკრის მარცხენა კუთხეში მიწის საფარიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა...” პაკეტში, შტრიხკოდით: ,,F--------” და წარწერით: ,,2....ოზურგეთის რ-ნი სოფ. დ-------ში ჭ------ გ-------ის საცხოვრებელი ეზოს წინა ჭიშკრის მარცხენა კუთხეში მიწის საფარიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა...” და პაკეტში, შტრიხკოდით: ,,F--------- და წარწერით: ,,3....ოზურგეთის რ-ნი სოფ. დ-------ში ჭ------ გ-------ის საცხოვრებელი ეზოს წინ ჭიშკრის მარცხენა კუთხეში მიწის საფარიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა...” მოთავსებულ ოთხ ცალ მასრაზე (ობ №4-7) და პაკეტში, წარწერით: ,,7... ოზურგეთის რ-ნი სოფ. დ-------ში ჭ------ გ-------ის საცხოვრებელი ეზოს წინ ჭიშკრის მარცხენა კუთხეში მიწის საფარიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი...” მოთავსებულ მობილურ ტელეფონზე (ობ. №8) იდენტიფიკაციისთვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
-პაკეტში, წარწერით: ,,....ოზურგეთის რ-ნი სოფ. დ-------ში ჭ------ გ-------ის საცხოვრებელი ეზოს წინ ჭიშკრის მარცხენა კუთხეში მიწის საფარიდან ამოღებული იქნა ნაჭრის კეპკიანი ქუდი...” მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. №9) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს, რომელიც იდენტურია ობ. №1-3-ის გენეტიკური პროფილის და განსხვავდება გ---- გ----------–---–ის (ობ. №16) გენეტიკური პროფილისგან;
-პაკეტში, წარწერით: ,,... გ-- კ--–-----ს ტანსაცმელი...” მოთავსებულ ორ ცალ ჯემპრზე (ობ. №10 და ობ.№12), შარვალზე (ობ.№11), ჟილეტზე (ობ. №13) და ორ ცალ ქსოვილის ფრაგმენტზე (ობ. №14,15) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს, რომელიც იდენტურია ობ. №1-3,9-ის გენეტიკური პროფილის და განსხვავდება გ---- გ----------–---–ის (ობ №16) ჰენეტიკური პროფილისგან.
ბალისტიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნითა და ექსპერტ ა-–-----------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გამოსაკვლევი, ერთი ტყვია და ოთხი მასრა, წარმოადგენენ- როგორც ,,მაკაროვის” კონსტრუქციის, ასევე ანალოგიური კონსტრუქციის და კალიბრის, სხვა რიგი ერთეული მოდელის და ნიმუშის (როგორც ნახევრად ავტომატური ასევე ავტომატური) ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ, სტანდარტულ, ქარხნული დამზადების 9მმ (9მმx18მმ) კალიბრის, 1951 წლის ნიმუშს, საბრძოლო ვაზნების, ერთერთ ძირითად შემადგენელ კომპონენტს- ტყვიას და მასრებს, რომლებიც (კომპონენტთა სახეობის მიხედვით-ცალკე მასრები და ცალკე ტყვია) ნასროლია (გასროლილია) კალიბრის და კონსტრუქციით შესაბამის იარაღიდან, რაც მონაცემების მიხედვით გარკვეუყლად შეესაბამება - 9მმ კალიბრის ,,მაკაროვის” კონსტრუქციის იარაღს.
არსებული მონაცემით კონკრეტულად განსაზრღვა იმისა-გასროლილია თუ არა წარმოდგენილი ტყვია და მასრები (ოთხივე) ერთი და იმავე ერთეული იარაღიდან (იარაღის უქონლობის გამო) - შეუძლებელია, მათზე სროლისას, ხსენებულ კომპონენტზე (ტყვიაზე და მასრებზე) იარაღის კვალწარმომშობ დეტალთა (კონსტრუქციულად) სვაობის გამო, ამასთან ხსენებულ ობიექტთა (მასრების და ტყვიის) - ერთი და იმავე ვაზნათა ნიმუშისადმი კუთვნილება, ასევე კვლევით განსაზღვრული თავისი შესატყვისი კალიბრის და კონსტრუქციის იარაღიდან მათი -გასროლის ფაქტი- ასეთს არ გამორიცხავს.
გ-- კ--–-----ს, წარმოდგენილ ტანსაცმელზე: მოლურჯო-მოშაო ფერის-ჯემპრზე (გარდა მარცხენა სახელოს უკანა ნაწილში); ღია ფერის-ჯემპრზე; უსახელო თეთრი ფერის მაისურზე; ბრეტელიან მაისურზე; მუქი ლურჯი ფერის სტანდარტული (ტიპიური) ფასონის -ჯინსზე, არსებული მეტნაკლებად გამოხატული ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნებისა და კვლებისა, გარკვეული გაჭუჭყიანებისა (სისხლის მსგავსი ნივთიერებათა ჩათვლით); მაისურებზე ჭრის და ხევის კვალთა არსებობის ფონზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მიდამოებში არსებული - გამჭოლი, ურთიერთ შესატყვისი დაზიანებები-ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, რომელთა მიხედვით, აღნიშნულ ვითარებით (მცირე საინფორმაციო მონაცემთა გამო) შეუძლებელია სროლის მანძილის განსაზღვრა, ამასთან არსებული გარემოება არ გამორიცხავს მათ შემავალ ხასიათს და (შუალედური წინაღობის არ არსებობის შემთხვევაში) არაახლო მანძილიდან განვითარების შესაძლებლობასაც.
მოლურჯო-მოშაო ფერის ჯემპრზე, მარცხენა სახელოს უკანა მხარეზე მეტალის განსხვავებული გამოვლენა (ტოპოგრაფიის დეტალური მონაცემი იხ. დასკვნის კვლევით ნაწილში) მიუთითებს მის - ახლო მანძილიდან სროლით განვითარებაზე, სავარაუდოთ სახელოს შიდა ნაკერთან გამოსასვლელი ხვრელით.
კონკრეტული განსაზღვრა-დაზიანებათა შემავალი და გამომავალი ხვრელების ზუსტი ლოკალიზაცია (ანუ ტყვიების მიმართულება) არსებული მონაცემით-ტანსაცმლის (ბალისტიკური) კვლევით-შეუძლებელია.
გ---- გ----------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 12 თებერვალს, სოფელ დ-------ში მანქანით არ გადაადგილდებოდა და არც ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა არ ჰქონია; გ-- კ--–-----ს ნომერი მისცეს თხილის ჩაბარების პუნქტში, რადგან სურდა სამეგრელოში, შედარებით მაღალ ფასად გაეყიდა თხილი. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დარეკა მითითებულ ნომერზე და ვის ესაუბრებოდა არ იცოდა. მისივე ჩვენებით არ იცნობს გ-- კ--–-----ს. ასევე არ იცნობს შ----- თ---–--------ას და მხოლოდ მეუღლესგან, ნ--- ტ------–ისგან იცის, რომ ნ---ს დაზე აპირებდა შ----- დაქორწინებას.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, გ---- გ----------–---–ის წარდგენილი ბრალდების ყველა ეპოზოდში (1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 19,108-ე მუხლით) დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ გ. გ----------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები არსებითად ეწინააღმდეგება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა, უპირველ ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან. ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლები და პოლიციის თანამშრომლები არ არიან ფაქტის თვითმხილველები, რის გამოც მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს. ისინი მხოლოდ გადმოცემენ იმ ფაქტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა საშუალებით მოიპოვეს, გარდა ამისა, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ არის თანხვედრაში სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მოწმე არ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ---- გ----------–---–მა ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ--- ტ------–ს, თავად ნ--- ტ------–მა სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას უარყო მის მიმართ გ---- გ----------–---–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის არსებობის ფაქტი და აღნიშნა, რომ დაზიანებები შემთხვევით მიიღო; ასევე, ბრალდების მხარის არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დგინდება, რომ გ---- გ----------–---–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა გ-- კ--–-----ს. მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ 2017 წლის 12 თებერვალს, შემთხვევის ადგილას არ დაუნახავთ გ---- გ----------–---–ი. მოწმე ხ--------- დ-------–---–მა განმარტა, რომ იგი გ---- გ----------–---–ს საერთოდ არ იცნობს და არც იცის, მან ესროლა თუ არა გ-- კ--–-----ს. აღნიშნულ გარემოებაზე ასევე არ უთითებს თვით დაზარალებული გ-- კ--–-----ც.
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან, დკავშირებით რომ გ---- გ----------–---–ის მიერ ნ--- ტ------–ის მიმართ ძალადობის განხორციელების, ასევე, გ-- კ--–-----ს მიმართ განზრახ მკვლეობის მცდელობის და გ---- გ----------–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვის და ტარების დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ყოველვე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ---- გ----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გ---- გ----------–---–ის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლბით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის მ--–-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი გ---- გ----------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
გ---- გ----------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
გ---- გ----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
გ---- გ----------–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:
- დათვალიერების დროს ამოღებული გ-- კ--–-----ს ტანსაცმელი (ორი მაისური, ნაცრისფერი პულოვერი, სპილოსძვლისფერი ზედა, ლურჯი პულოვერი, ჯინსის შარვალი), შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქუდი და მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დაუბრუნდეს დაზარალებულ გ-- კ--–-----ს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, 4 ცალი მასრა, დათვალიერების დროს ამოღებული ტყვიის გულა და გ---- გ----------–---–ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე, ავტომანქანიდან, ჰონდა CRV სახელმწიფო ნომერი V------, ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
- ავტომანქანა ჰონდა CRV, სახელმწიფო ნომერი V------, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ავტომანქანის მფლობელს, ხ--------- დ-------–---–ს;
- შპს ,,---------–-----" გამოთხოვილი CD დისკი, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები : მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე