განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2019
საქმის ნომერი
330210117001888647
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001888647

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3103-18 12 მარტი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები - თამარ ალანია

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტები - 1. ე---------- კ----–------–---–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ხ----- კ--------ი

 

2. რ--------- მ-------ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ------- ძ-------–-–---–ი, შ----- გ--–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ტ-------- პ------–---- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ი-----–- ნ-----

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.03.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეებისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოძრავი ქონების ღირებულების - 30 000 აშშ დოლარის დაკისრება

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. 2---------წ. მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმდა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად გამყიდველმა (მოსარჩელე მხარემ) სრულად შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და შპს ,,აუდიტორული კომპანია - ე------------------------–--------- აუდიტორის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის აქტში მითითებული ქონების ჩამონათვალის მიხედვით სრულად გადასცა მყიდველს მის საკუთრებაში არსებული 30 000 აშშ დოლარის ღირებულების მოძრავი ქონება.

 

მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების წესი. მოსარჩელე მხარემ გამოხატა კეთილი ნება და ნივთების ღირებულების პირველი ტრანშის გადახდის თარიღად განსაზღვრა 2017 წლის 07 მარტი, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 07 თებერვლისა, მიუხედავად ამისა, გადახდა არ განხორციელებულა. ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოძრავი ქონება იმყოფებოდა და დღესაც იმყოფება იმ ობიექტზე, რომელიც მოპასუხე მხარის მიერ 2017 წლის 21 თებერვალს გაცემული იქნა იჯარით. მოძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს ღ----------------ი ცენტრის სრულფასოვან აღჭურვილობას და ინვენტარს, იჯარის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად გადაეცა შპს ,,მ-------- ს------–--” და წარმოადგენს იჯარის ობიექტის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილას ხუთი წლის განმავლობაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.03.2018წ. გადაწყვეტილებით ტ-------- პ------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ე---------- კ----–------–---–ს და რ--------- მ-------ძეს ტ-------- პ------–----ის სასარგებლოდ დაეკისრათ - 30 000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

3.1. 2----–-–----- იანვარს ტ-------- პ------–----სა და ე---------- კ----–------–---–ს, რ--------- მ-------ძეს შორის დაიდო განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება N01, რომელზეც მხარეთა ხელმოწერების სინამდვილე დამოწმდა სანოტარო წესით.

 

3.2. 2017 წლის 20 იანვარის ხელშეკრულების საგნის თანახმად გამყიდველმა - მოსარჩელე მხარემ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და შპს ,,აუდიტორული კომპანია - ე------------------------–--------- აუდიტორის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის აქტში მითითებული ქონების ჩამონათვალის მიხედვით სრულად გადასცა მყიდველს მის საკუთრებაში არსებული 30 000 აშშ დოლარის ღირებულების მოძრავი ქონება.

 

3.3. 2----–-–----- იანვარის ხელშეკრულების მეორე პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს ხელშკრულების 1.1. პუნქტით (16 კალენდარული თვის განმავლობაში) განსაზღვრული ვადის განმავლობაში 30 000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ, ყოველი მომდევნო თვის 7 რიცხვში 1875 აშშ დოლარის ოდენობით და პირველი ტრანშის გადახდა განხორციელდება 2017 წლის 07 თებერვალს.

 

3.4. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთების ღირებულების პირველი ტრანშის გადახდა განხორციელდებოდა მათ საკუთრებაში არსებული ობიექტის იჯარით გაცემის შემდეგ - 2017 წლის 07 მარტს, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 07 თებერვლისა.

 

3.5. 2017 წლის 21 თებერვალს, მოპასუხეების მიერ ობიექტის იჯარით გაცემის მიუხედავად, მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე არ შესრულებულა.

 

3.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად, ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა საქმის მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ 22000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნეს სრულად, რაც დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.03.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი აღნიშნავს, რომ:

4.1. სინამდვილეს არ შეესაბამება გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება მასზედ, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო. მოპასუხე მხარეს სარჩელი არ უცვნია.

 

4.2. სასამართლომ დაადგინა ისეთი გარემოება, რაც საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. მოსარჩელე მხარეს არ შეუსრულებია 2---------წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. 2---------წ. ერთის მხრივ, ტ-------- პ------–----ს („მოსარჩელე“/ „გამყიდველი“) და მეორეს მხრივ, ე---------- კ----–------–---–ს, რ--------- მ-------ძეს („მოპასუხე“/„მყიდველი“) შორის გაფორმდა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება N01. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ,,აუდიტორული კომპანია - ე------------------------–--------- აუდიტორის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის აქტში (დანართი N1) მითითებული მოძრავი ქონება. ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერები დადასტურებულია სანოტარო წესით (ტ.1, ს.ფ. 18-32).

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 16 კალენდარული თვის განმავლობაში სრულად გადაუხადოს გამყიდველს ნასყიდობის ღირებულება. 2.1. პუნქტით, მყიდველი ვალდებულია გამყიდველს 1.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადის განმავლობაში გადაუხადოს 30 000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ, ყოველი მომდევნო თვის 07 რიცხვში 1875 აშშ დოლარის ოდენობით. ნასყიდობის საგნის ღირებულების პირველი ტრანშის გადახდა განხორციელდება 2017 წლის 07 თებერვალს.

 

ხელშეკრულების 3.4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი ანგარიშსწორების განსაზღვრული წესის თაობაზე ვალდებულებისაგან თავისუფლდება საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N0---------------------- და N0----------------------) იჯარის ხელშეკრულების ვადაზე შეწყვეტის შემთხვევაში და ანგარიშსწორება გაგრძელდება ახალი საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის განახლებისთანავე, რაზედაც ორივე შემთხვევაში წერილობითი დასაბუთების სახით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

 

ხელშეკრულების 3.5 პუნქტით, გამყიდველი უფლებამოსილია მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების წესის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში შეწყვიტოს ხელშეკრულება და/ან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

7. საქმეში წარმოდგენილია ერთის მხრივ, მოპასუხეებს (მეიჯარე) და მეორეს მხრივ, შპს „მ-------- ს------–--“ (მოიჯარე) შორის 2---------წ. გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოიჯარეს 5 წლის ვადით დროებით სარგებლობაში გადაეცა მეიჯარის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, საკადასტრო კოდით: N0---------------------- და N0---------------------- (ტ.1, ს.ფ. 41-47).

 

8. მოსარჩელის განმარტებით, მან გამოხატა ნება მასზედ, რომ მოპასუხეებს ნივთების ღირებულების პირველი ტრანში გადაეხადათ უძრავი ქონების იჯარით გაცემის შემდეგ, 2017 წლის 07 მარტს, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 2017 წლის 07 თებერვლისა, თუმცა მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია არც 07 მარტს და არც 07 აპრილს. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ ნასყიდობის საგნის ღირებულების ანაზღაურება 30 000 აშშ დოლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 1-17).

 

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

 

მოპასუხეებმა სასამართლოში წარადგინეს შესაგებელი, თუმცა შესაგებელით მოპასუხეებმა განახორციელეს მხოლოდ აბსტრაქტული შედავება და ზოგადი მითითებით არ დაეთანხმნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაგებელი არ შეიცავს რაიმე სახის კონკრეტულ მსჯელობას სარჩელში მითითებულ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 97-105).

 

„დაუშვებელია მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული შედავება და იგი განხილულ უნდა იქნას, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება)“ (შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, გვ.17).

 

10. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება გარემოებას, რომ მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელი ცნეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამდენად, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა, გულისხმობს მხარის (უფლებამოსილი წარმომადგენლის) მიერ მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო-სამართლებრივი უფლებების განკარგვას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.03.2018წ. სასამართლო სხდომაზე რ--------- მ-------ძის და ე---------- კ----–------–---–ის წარმომადგენელმა რ----- თ------–---–მა, ასევე ე---------- კ----–------–---–ის წარმომადგენელმა ი---- კ----–------–---–მა ცნეს სარჩელი (იხ.: სხდომის ოქმი CD დისკზე, 13:56:49- 13:59:34, 14:01:44; 14:02:36-14:03:08). საქმეში წარმოდგენილია რ--------- მ-------ძის მიერ რ----- თ------–---–ის სახელზე გაცემული რწმუნებულება, რომლითაც რ----- თ------–---–ს მინიჭებული აქვს სარჩელის ცნობის სპეციალური უფლებამოსილება (ტ.I, ს.ფ.135,136). მეორე მოპასუხის - ე---------- კ----–------–---–ის მიერ რ----- თ------–---–ის სახელზე გაცემული მინდობილობა უშუალოდ სარჩელის ცნობის უფლებამოსილებაზე მითითებას არ შეიცავს. ამასთან, საქმეში ასევე წარმოდგენილია ე---------- კ----–------–---–ის მიერ ი---- კ----–------–---–ის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულება, რომლითაც რწმუნებულს მინიჭებული აქვს სასამართლოში წარმომადგენლობის და სარჩელის ცნობის სპეციალური უფლებამოსილება (ტ.1, ს.ფ. 107-110). ამდენად, უსაფუძვლოა აპელანტების მსჯელობა მასზედ, რომ მოპასუხეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ უცვნიათ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილია, რომ მოპასუხეების წარმომადგენლებმა განახორციელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, ცნეს სარჩელი, რაც მართებულად დაედო საფუძვლად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

11. პალატას მიაჩნია, რომ აპელნტების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ.24).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე---------- კ----–------–---–ის და რ--------- მ-------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.03.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი