განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100117001838264
საქმე N1/ბ-113-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის - ვ------- ნ------ის
ადვოკატის - ფ------ ა---------ის
გამართლებულის - დ----- ნ--------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- თ-----ის ძე ნ--------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქ-------------.
აღწერილობითი ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით დ----- ნ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 13:15 საათზე, ქ.ზესტაფონში, კ-----–--ის ქუჩაზე, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი დ----- ნ--------ე ზურგის მხრიდან მიუახლოვდა ძმას ა---------– ნ--------ეს, ყელზე მოხვია ხელი და ძლიერად მოუჭირა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა გამოიწვია. ა---------– ნ--------ემ მოახერხა თავის დაღწევა და გაიქცა მდინარე აჯამურას სანაპირო მხარეს, თუმცა მას დაეწია დ----- ნ--------ე და კვლავ დაუწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რაც გამოიხატა დედის და ახლობლების მისამართით შეგინებაში, ასევე ხელებით წვდა ყელის არეში, ფეხების დარტყმით დაუწყო ცემა გვერდში და ფეხებში, ამასთან დამცირების მიზნით, ა---------– ნ--------ეს, დ----- ნ--------ემ რამდენჯერმე შეაფურთხა სახეში. ა---------– ნ--------ე ძმის მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან თავის დაღწევის მიზნით, შევიდა იქვე მაცხოვრებელ ნ--- ც---–---ესთან სახლში, საიდანაც გამოსვლის შემდეგ, დ-----ი ნ--------ე, მდინარე აჯამურაზე გადადებულ ხიდზე, დაეწია ა---------– ნ--------ეს და კვლავ დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ხელი მოკიდა ნიკაპში და თავი გადააწევინა უკან. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა. სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, დ----- ნ--------ის მიერ, ა---------– ნ--------ეზე მიყენებული დაზიანებები მიუკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 13:15 საათზე, ქ.ზესტაფონში კ-----–--ის ქუჩაზე, მდინარე აჯამურას სანაპიროზე და ამავე მდინარეზე გადასასვლელ ხიდზე, დ----- ნ--------ეს ა---------– ნ--------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით დ----- ნ--------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი და დადგენილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დ----- ნ--------ე ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი დ----- ნ--------ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მნიშვნელობა ენიჭება არა მტკიცებულებათა სიმრავლეს, არამედ მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას. ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ა.ნ--------ის მონაწილოებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის დამოუკიდებელი ხასიათის პირდაპირი მტკიცებულება და მიაჩნია, რომ ეს ორი მტკიცებულება უნდა შეფასდეს როგორც ცალკე მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ----- ნ--------ის ბრალეულობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ა-------– ნ--------ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის შედეგებთან და ამ პირობებში გაუგებარია სასამართლოს მოტივაცია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბრალდების მხარის მოსაზრებით, სასამართლომ შესაბამისი შეფასება არ მისცა მოწმეების ნ--- ც---–---ის და ნ-----–- ხ-----ის ჩვენებებს.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ დ----- ნ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, რის გამოც იგი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამართლებულ დ----- ნ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ფ------ ა---------ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის გამამართლებელი განაჩენი დ----- ნ--------ის მიმართ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ დ----- ნ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ფ------ ა---------ს, რომლებიც არ დაეთანხმნენ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და დ----- ნ--------ის მიმართ გამამართებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ა---------– ნ--------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სოფელ ც----–------ში. ის მუშაობდა მიწის ნაკვეთების ამზომველად და იმ დღეს იმყოფებოდა ბ----- მ-------–-–---–ისა და ო-–--- კ--------ის ოჯახებში. დაახლოებით 12:30 საათზე დაასრულა სამუშაოები და ფეხით წავიდა ქ.ზესტაფონში, კ-----–--ის ქუჩაზე. რკინის საამქროების მიმდებარე ტერიტორიაზე, შემოესმა მისი ძმის, დ----- ნ--------ის შეძახილი, რომელიც უკნიდან სწვდა კისერში, მოუჭირა ხელი და ცდილობდა მის დახრჩობას, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, სუნთქვა შეეკრა და თვალებში დაუბნელდა. ამის შემდეგ, ა.ნ--------ე შეეცადა გასცლოდა დ----- ნ--------ეს და წავიდა მდინარე აჯამურას სანაპიროს მიმართულებით, რადგან იფიქრა, რომ იქ არსებულ ბუჩქნარში და თოვლში დაიმალებოდა. ამ დროს, ის ცდილობდა 112-ში დარეკვას, თუმცა ოპერატორთან საუბარი ვერ დაასრულა, რადგან დ-----ი სწვდა ხელში და გადაუგრიხა ხელი. შემდეგ სწვდა კისერში, მიაწვინა ხეზე და ძლიერად მოუჭირა კისერში ხელი. ფეხების დარტყმით ცემა გვერდში და ფეხებში, ამასთან დამცირების მიზნით, რამდენჯერმე შეაფურთხა სახეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა მორალური ტანჯვა. თავის დაღწევის მიზნით, შევიდა კ-----–--ის ქუჩაზე მცხოვრები ნ--- ც---–---ის სახლში და თხოვა მას, მისი მეუღლისთვის დაეძახა და ეთხოვა დახმარება მის დასაცავად. ნ--- ც---–---ის ეზოში ელოდა დ----- ნ--------ე და ეძახდა ,,გამოდი გარეთ, აქ უნდა გაგისწორდეო.” ნ--- ც---–---ის ეზოდან გამოსვლის შემდეგ, მოახერხა 112-ში დარეკვა და ითხოვა დახმარება. წავიდა მდინარე აჯამურას მეორე მხარეს მდებარე რკინის საამქროებისკენ, რადგან შეეფარებინა თავი. ხიდზე გადასვლისას, დაეწია დ----- ნ--------ე, ცხვირზე მოუჭირა ხელი და ძლიერად მოქაჩა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ----- ნ--------ე ასევე ცდილობდა გადაეგდო ხიდიდან ა---------– ნ--------ე. ამის შემდეგ ის დაბრუნდა უკან და ნ--- ც---–---ის საცხოვრებელ სახლთან იყვნენ, როდესაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამომძიებელმა დაკითხა და ჩაუტარდა ექსპერტიზა.
მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ა-------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ზ---- ც------ესთან ერთად იყო მორიგე ჯგუფში. დაახლოებით შუა დღის საათებში, ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ა---------– ნ--------ე კ-----–--ის ქუჩაზე ითხოვდა დახმარებას. სამსახურებრივი მანქანით ის და ზ---- ც------ე წავიდნენ მითითებულ მისამართზე. მათ გზაში ჩართული ჰქონდათ ციმციმა და შემხვედრი მანქანების და მაცხოვრებლების გაფრთხილების მიზნით რთავდნენ ხმოვან სიგნალსაც. კ-----–--ის ქუჩაზე, მდინარე აჯამურაზე გადასასვლელ ხიდთან მათ შეამჩნიეს ორი მამაკაცი, თუმცა არ უფიქრიათ, რომ მათ ჭირდებოდათ დახმარება და გააგრძელეს გზა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, ერთერთმა მათგანმა დაუქნია ხელი და ისინი დაბრუნდნენ უკან. მოწმის განმარტებით, აღმოჩნდა რომ ეს მამაკაცი იყო ა---------– ნ--------ე და მისი ძმა დ----- ნ--------ე. ა---------– ნ--------ემ უთხრა მათ, რომ ძმამ დ-----ი ნ--------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა პირადად მოწმეს დ----- ნ--------ის მიერ ხელის მოქნევა ან ფიზიკური ძალადობის სხვა ნიშნები ა---------– ნ--------ის მიმართ არ დაუნახავს. დ----- და ა---------– ნ--------ეები ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. მოწმის განმარტებით, მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ა---------– ნ--------ემ ჩამოიწია სვიტერის საყელო და პოლიციელებს აჩვენა სიწითლე კისერზე.
მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ც------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში. სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ კ-----–--ის ქუჩაზე, ა---------– ნ--------ეს ესაჭიროებოდა დახმარება. ის და მისი მეწყვილე ზ---- ა-------ე სამსახურებრივი მანქანით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. მდინარე აჯამურაზე გადასასვლელ ხიდზე შეამჩნიეს ორი მამაკაცი, თუმცა იმის გამო, რომ მათ შორის რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია არ გაუჩერებია მანქანა და გასცდნენ მათ რამდენიმე მეტრით. შემდეგ ერთერთმა მამაკაცმა დაუქნია ხელი და აღმოჩნდა, რომ ის იყო ა---------– ნ--------ე, რომელმაც ითხოვა პოლიციის დახმარება. მან უთხრა პოლიციელებს, რომ ძმამ დ----- ნ--------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, მას ა---------– ნ--------ისთვის სახეზე რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია და ყელზე ან სხეულის სხვა ადგილებში ჰქონდა თუ არა დაზიანება ვერ დაინახავდა მისი ჩაცმულობის გამო. მან ასევე განმარტა, რომ მათი მისვლისას არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა ძმებს შორის არ ყოფილა. ამის შემდეგ, ა---------– და დ----- ნ--------ეები გადაიყვანეს ზესტაფონის პოლიციის განყოფილებაში. მოწმე გაესაუბრა ა---------– ნ--------ეს და შეადგინა გასაუბრების ოქმი, ამის შემდეგ რადგან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მან დაწერა პატაკი და მოახსენა ხელმძღვანელობას. მეორე დღეს გამომძიებელთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ც---–---ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, კ-----–--ის ქუჩა N47-ში. 2016 წლის 23 დეკემბერს მარტო იყო სახლში. დაახლოებით პირველ საათზე, მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკარში და შემდეგ სახლში შევიდა ერთი მამაკაცი, რომელიც სხვა დროსაც დაენახა იმ ქუჩაზე, თუმცა მისი სახელი და გვარი იმ მომენტში არ იცოდა. როგორც შემდეგ გაიგო, ეს მამაკაცი იყო ა---------– ნ--------ე და მას შეჰყვა მეორე მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად ჰგავდა მას. მეორე მამაკაცი სახლში არ შესულა, გარეთ ელოდებოდა და ეუბნებოდა ა---------– ნ--------ეს გარეთ გასულიყო. მოწმის განმარტებით, ა---------– ნ--------ეს მისთვის არანაირი დახმარება არ უთხოვია, ის იმ დღეს მარტო იყო სახლში და არ დაუნახავს, მისი სახლიდან დარეკა თუ არა ტელეფონზე ა---------– ნ--------ემ. მან ასევე განმარტა, რომ მის სახლში ყოფნისას დ----- და ა---------– ნ--------ეებს შორის არც ფიზიკურ და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–- ხ-----ემ განაცხადა, რომ დ----- ნ--------ე და ა---------– ნ--------ე არიან მისი შვილები და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ-------------ში 2013 წლამდე. ამჟამად, მისი შვილი, ა---------– ნ--------ე ცხოვრობს ქალაქ ზესტაფონში, ნაქირავებ ბინაში. მოწმის განმარტებით, ძმებს, თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ კონფლიქტი ერთმანეთთან შინაური ცხოველების გამო. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 23 დეკემბრის შემთხვევის თვითმხილველი არ ყოფილა და ამ დღეს მომხდარი მოვლენების შესახებ უამბო მისმა შვილმა დ----- ნ--------ემ. მან უთხრა, რომ მის ძმას ა---------– ნ--------ეს შეხვდა კ-----–--ის ქუჩაზე, მდინარე აჯამურაზე გადასასვლელ ხიდზე. მას კისერში მოკიდა ხელი და უთხრა დალაპარაკებოდა. დ----- ნ--------ემ მას უთხრა, რომ მასსა და ა---------– ნ--------ეს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მოწმის სახით დაკითხულმა ო-–--- კ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ც----–------ში. 2016 წლის 23 დეკემბერს, ა---------– ნ--------ე ასრულებდა მიწის აზომვით სამუშაოებს მასთან და მის მეზობელთან ბ----- მ-------–-–---–თან. დაახლოებით 12:30 საათზე ა---------– ნ--------ემ დაასრულა მიწის ნაკვეთების აზომვა, საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთებს გადაუღო ფოტოები და გადავიდა მის მეზობელთან ანალოგიური სამუშაოს შესასრულებლად.
მოწმის სახით დაკითხულმა ბ----- მ-------–-–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ც----–------ში. 2016 წლის 23 დეკემბერს ა---------– ნ--------ე ნახა პირველად და მას მანამდე არ იცნობდა. ა---------– ნ--------ემ მასთან შეასრულა მიწის აზომვითი სამუშაოები და დაახლოებით პირველ საათზე წავიდა მისი სახლიდან.
მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- ჯ-----–---–მა განაცხადა, რომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112”-ის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის მთავარი დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოდან მათ დეპარტამენტში შევიდა წერილი, რომლითაც ითხოვდნენ 2016 წლის 23 დეკემბრის ა---------– ნ--------ის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის აუდიო- ჩანაწერებს სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. მოთხოვნის შემდეგ მოხდა მონაცემების დამუშავება, გარკვევა იმისა, მოთხოვნილი ინფორმაცია ხომ არ შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს და ამის შემდეგ, 2017 წლის 23 იანვარს, ა---------– ნ--------ის სატელეფონო ზარის სრული აუდიო-ჩანაწერები გადაიგზავნა იმერეთის სამხარეო სამმართველოში. მოწმის განმარტებით, სსიპ ,,112”-ის დეპარტამენტში შემოსული ზარის ჩანაწერები ინახება 3 წლის განმავლობაში.
მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ა---------– ნ--------ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებისა, კერძოდ: დაზარალებულის სახით დაკითხა ა.ნ--------ე, დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები დ----- და ა---------– ნ--------ეების მიმართ, ნარკოლოგიური და ალკოჰოლური თრობის შემოწმების ექპერტიზა დ-----ი ნ--------ის მიმართ, დაკითხა მოწმეები, დაზარალებულის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაათვალიერა დაზარალებულის ა.ნ--------ის მიერ წარდგენილი ტანსაცმელი და ამოიღო მისივე თანხმობით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112”-ის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ა---------– ნ--------ის სატელეფონო ზარის აუდიო-ჩანაწერები, დაათვალიერა და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს, დ----- ნ--------ეს წარუდგინა ბრალი, დაკითხა ბრალდებულის სახით და გადასცა სისხლის სამართლის საქმის მასალები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 26 დეკემბერს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2----------–--–---------------------ე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ა---------– ნ--------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (კისრის უკანა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედში აღენიშნება განივად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე ზოლისებური ფორმის, მოწითალო-მოიისფრო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე ორი სისხლნაჟღენთი თითოეული ზომით: 10,0 -1,0 სმ და 9,0 -1,0 სმ. ცხვირის წვეროზე აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით - 1,5-1,0 სმ.) - განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 24 დეკემბერს გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, დ-----ი ნ--------ე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნო-ქიმიური სტრიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: მორფინი, ბუპრენორფინი, მეთადონი, მეთადონის მეტაბოლიტები, ტრამადოლი, ამფეტამინი, მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი- მიღებული იქნა უარყოფითი შედეგი. ტეტრაჰიდროკანაბინოლზე და ფსიქოტროპულ საშუალებებზე: ბენზოდიაზეპინების ჯგუფი - მიღებული იქნა დადებითი შედეგი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- ბ--------–---–მა.
2016 წლის 24 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, კ-----–--ის ქუჩაზე, მდინარე აჯამურაზე არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე გზა მიმართულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით. ხიდის დასავლეთ მხარეს 50 მეტრის შემდეგ იწყება აღმართი. აღმართის დასაწყისში გზის სამხრეთ მხარეს მდებარეობს რკინის საამქრო. ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოსავლეთ მხარეს მდინარე აჯამურას სანაპიროსთან არის ხეხილის ნარგავები. აღნიშნულ ნარგავებში მიწაზე არის თოვლი. რომელზედაც შეინიშნებოდა ფეხსაცმლის ნაკვალევი. ხეხილის ბაღის მოპირდაპირე მხარეს კ-----–--ის ქუჩა 47-ში მდებარეობს ნ--- ც---–---ის საცხოვრებელი სახლი. თოვლში არსებული ნაკვალევის გარდა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა.
2016 წლის 23 დეკემბრის ა---------– ნ--------ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმის თანახმად, ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში დაზარალებულმა ა---------– ნ--------ემ თანხმობა განაცხადა მისი ტანსაცმლის დათვალიერებაზე და ამოღებაზე, რაც ეცვა 2016 წლის 23 დეკემბერს. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და ერთი ცალი შავი ფერის ქურთუკი, საყელოზე ბეწვით და გვერდზე დიდი ფორმის ჯიბეებით. დაზარალებულის განმარტებით, მას ეს ტანსაცმელი ეცვა მის ძმასთან დ-----ი ნ--------ესთან ფიზიკური დაპირისპირების დროს.
2017 წლის 20 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ა---------– ნ--------ემ დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენება და გამომძიებელს მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც 2016 წლის 23 დეკემბერს დ----- ნ--------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და შეეცადა მის დახრჩობას.
2017 წლის 23 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა დაათვალიერა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112”-ის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი აუდიო-ჩანაწერები 7 ფაილად, სადაც ასახული იყო ა---------– ნ--------ის მიერ სატელეფონო ნომრით 5-------- სსიპ ,,112”-ის დეპარტამენტში განხორციელებული ყველა შემავალი ზარის ამსახველი აუდიო- ჩანაწერი.
დ----- ნ--------ემ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დ----- ნ--------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:
ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;
ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლო აქვე ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია, ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გააანალიზებისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ----- ნ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. სასამართლოს მიაჩნია და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის სსკ-ის 1261-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
დ----- ნ--------ის მიერ ა---------– ნ--------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთიეთებს მხოლოდ დაზარალებულ ა---------– ნ--------ის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ----- ნ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან არ დასტურდება, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს დ----- ნ--------ემ ძალადობა განახორციელა მისი ძმის, ა---------– ნ--------ის მიმართ.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ, მოწმის სახით დაკითხულ ნ--- ც---–---ის ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ 2016 წლლის 23 დეკემბერს დაახლოებით პირველ საათზე, მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკარში და შემდეგ სახლში შევიდა ერთი მამაკაცი და მას შეჰყვა მეორე მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად ჰგავდა მას. მოწმის განმარტებით, ა---------– ნ--------ეს მისთვის არანაირი დახმარება არ უთხოვია. ასევე განმარტა, რომ მის სახლში ყოფნისას დ----- და ა---------– ნ--------ეებს შორის არც ფიზიკურ და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მართალია მითითებულია ა. ნ--------ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს, აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება, გარდა თვით ა. ნ--------ის ჩვენებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტისა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების გაგრძელებას, საქმეში არ მოიპოვება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- ნ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენების) არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭმს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დ----- ნ--------ის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლებით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი დ----- ნ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
დ----- ნ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
დ----- ნ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია;
გამართლებულ დ----- ნ--------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- 2016 წლის 24 დეკემბერს, ბრალდებულ დ----- ნ--------ისგან აღებული ხელის ფრჩხილების ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 2016 წლის 23 დეკემბერს, დათვალიერების დროს ამოღებული ა---------– ნ--------ის ტანსაცმელი: ერთ ცალი მოლურჯო ჯინსის შარვალი და ერთი ცალი მოშავო ფერის გრძელი ქურთუკი, საყელოსთან ბეწვით, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა---------– ნ--------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 2016 წლის 25 დეკემბერს, დათვალიერების დროს ამოღებული დ----- ნ--------ის კუთვნილი ტანსაცმელი: ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი და ერთ ცალი მუქი ყავისფერი ტყავის ქურთუკი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დ----- ნ--------ეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 112-დან გადმოგზავნილი აუდიო-ჩანაწერი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე