განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
050100117001840869
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე საქმე №1/ბ-493-2017 წელი

№050100117001840869

g a n a C e n i

/saqarTvelos saxeliT

4 ივლისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მაკა გორგოძე

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – მ--–---- ს-----ის,ადვოკატის – მ------- კ----------ის, რ---–---- ა----–---–ის,მსჯავრდებულის – ა-–---------- ხ--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ა-–---------- ხ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქ-მე.

ა-–---------- ხ--------ე, დაბადებული 1-----–-–----------------ს, საქართველოს მოქალა-ქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ო--------------------–-----–---------ში, მსჯავრდებულია ოზუ-რგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ა-–---------- ხ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელო-ბისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ო------------------–----–-----------------–----–---------ში, ა-–---------- ხ--------ეს შელაპარაკება მოუვიდა თანასოფლელ ზ------ ღ-–-----თან, რა დროსაც მათ შორის შელაპარაკება გადაიზარდა ჩხუბში და ჩხუბის დროს ა-–---------- ხ--------ეს რამოდენიმეჯერ მოხვდა სახის არეში ზ----- ღ-–-----ის მიერ მოქნეული ხელი, რაზეც განაწყენდა იგი და განზრახ მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული დანა გულმკერდის წინა მარცხენა ნახევარში დაარტყა ზ----- ღ-–-----ს, რომელ-საც განუვითარდა გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, პარიესული და ვისცერული პლევრის ფურცლების, ფილტვის ქსოვილის, პერიკარდის, აღმავალი აორტის წინა კედლის გამჭოლი დაზიანებით, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი. მიღებული დაზიანებით ზ----- ღ-–-----ი გარდაიცვალა, ხოლო ა-–---------- ხ--------ემ ჩათვალა რა თავის გან-ზრახვა სისრულეში მოყვანილი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა-–---------- ხ--------ის ინტერესების დამცველმა ადვო-კატებმა მ------- კ----------ემ და რ---–---- ა----–---–მა, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ა-–---------- ხ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მო-თხოვნას ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ მოსამართლემ განაჩენის დასასაბუთებლად წინ წამოწია ის ვერსია, რაც ჰქონდა პროკურატურას, რისთვისაც მან უარი თქვა პირდაპირ მტკიცებულებებზე და განაჩენის დასაბუთებას შეეცადა ირიბი მტკიცებულებებით, შეე-ცადა განაჩენი ისე დაესაბუთებინა, რომ თითქოს თავდამსხმელი იყო ხ--------ე და არა ღ-–-----ი, შეეცადა დაესაბუთებინა, რომ თითქოს დანა თან ჰქონდა ხ--------ეს და არა ღ-–-----ს და ამ უკანასკნელის ცემის გამო განაწყენებულმა ხ--------ემ განიზრახა ღ-–------ის მოკვლა. სასამართლომ გვერდი აუარა იმ ფაქტს, თუ როდის მიიღო დაზიანება დანით ღ-–-----მა სახის არეში, როდის დაიჭრა იგი – მანქანაში, თუ მანქანის გარეთ. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ თუ ხ--------ეს უნდოდა ღ-–-----ი მოეკლა, მაშინ რა-ტომ არ მიიყვანა განზრახვა ბოლომდე. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანა-ლიზი ცხადყოფს, რომ ღ-–-----ი თავს დაესხა ხ--------ეს, რა დროსაც ხ--------ე იმყო-ფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გარდაცვლილ ზ----- ღ-–-----ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რის გამოც ექსპერტი-ზის ჩასატარებლად მიმართეს შპს „რ---–---------ის“ დირექტორს – სასამართლო-სამედი-ცინო ექსპერტს მ--- ნ-----–--–---–ს.

2017 წლის 19 სექტემბერს გაცემული №------------- სასამართლო-სამედიცინო ექ-სპერტიზის დასკვნით ექსპერტმა მ--- ნ-----–--–---–მა დაადგინა, რომ გვამის სასა-მართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არ მოიპოვება მონაცემები ზ----- ღ-–------ის გულმკერდის მარცხანა ნახევარში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის არხის სიგრძის შესახებ, რის გამოც შეუძლებელია დაზიანების მიმყენებელი საგნის, როგორიც შესაძლოა იყოს დანა, გულმკერდის ღრუში ჩატვირთვის სიღრმე და შესაბამისად დანის პირის სიგრძეზე მსჯელობა. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით პირდაპირი მიზე-ზობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელია ზ----- ღ-–-----ის გვამის სასამართლო-სა-მედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობების, ანუ სა-კვლევი მასალების არასაკმარისობის გამო. ექსპერტმა დაასკვნა, რომ შეუძლებელია ერთ-დროულად აზიანებდეს აღმავალი აორტის შუა მესამედს და მარცხენა ფილტვის ქვედა წი-ლის ქვედა მესამედის ქსოვილს. ამასთანავე ექსპერტმა დასკვნაში შენიშვნის სახით განა-ცხადა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ზ----- ღ-–-----ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2,38% ეთილის სპირტი, ეს არის ძლიერი ხარისხის სიმთვრალე, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მედიკური თვალსაზრისით ალკოჰოლის ასეთი კონცენტრაცია შე-საძლებელია, დამოუკიდებლად გახდეს ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სიკვდილის მიზე-ზი.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა მ--–---- ს-----ემ, რომე-ლიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებული ა-–---------- ხ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ად-ვოკატს მ------- კ----------ეს, რომლებიც ითხოვენ ა-–---------- ხ--------ის მიმართ გამა-მართლებელი განაჩენის გამოტანას.

– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ მ--–---- ს-----ეს, რომელიც გასაჩივრებულ გა-ნაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლე-ლად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე შ--–-- ხ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ა-–---------- ხ--------ეს იც-ნობს, რადგან არის მისი მეზობელი. ასევე იცნობდა მეზობლად მცხოვრებ, გარდაცვლილ ზ----- ღ-–-----ს. 2016 წლის 27 დეკემბერს, საღამოს იმყოფებოდა მეგობართან. სახლში დაბრუნდა ფეხით და გზაზე დაინახა წაქცეული ადამიანი. როდესაც ახლოს მივიდა ნახა, რომ ზ------ ღ-–-----ი იწვა გ-- შ-----ეს ჭიშკართან, სახით ჭიშკრისკენ, ზ------ს ტანსაც-მელი და სახე სისხლიანი ქონდა და დაურეკა სასწრაფო დახმარებას. ასევე დაურეკა კ--------- ღ-–-----ს, უთხრა სად იმყოფებოდა და თხოვა, რომ მისულიყო. კ-------- ღ-–-----ი, მე-უღლესთან ერთად, 2 წუთში მივიდა მასთან. ასევე, დაუძახა მეზობლად მცხოვრებ ნ--- ჭ----–---–ს, რომელსაც წყლის მიტანა თხოვა. მისივე განმარტებით, თავდაპირველად მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ზ----- ღ-–-----ს ესაუბრებოდნენ, თუმ-ცა რაზე საუბრობდნენ არ გაუგონია, რადგან მოშორებით იდგა. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა. მისივე განმარტებით, ა-–---------- ხ---------ეს სახლიდან, იმ ადგილამდე სადაც იწვა ზ----- ღ-–-----ი დაახლოებით 60 მეტრი იყო მანძილი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე კ-------- ღ-–-----მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ცხოვრობს სოფელ მ--–----------ში მეუღლესთან ი--- ხ--–--ესთან ერთად. 2016 წლის 27 დეკემბერს, მეუღლესთან ერთად, ბრუნდებოდა ნათესავის დაბადების დღიდან სახლში. როდესაც ტელეფონზე შ--–--- ხ--------ემ დაურეკა, იმყოფებოდა სოფელ მ--–---------ის ცენტრში. შ--–--მ უთხრა, რომ ზ----- ღ-–-----ი იყო ცუდად, სისხლში იხრჩობოდა და თხოვა დახმარებოდა, სატელე-ფონო საუბრიდან დაახლოებით 1 წუთში მივიდა მითითებულ ადგილას, კერძოდ გ-- შარა-ძეს ჭიშკართან, სადაც ნახა სისხლიანი ზ------ ღ-–-----ი, რომელსაც სისხლი ქონდა სახე-ზე, მუცელზე და ტანსაცმელზე. მეუღლემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ხოლო თვი-თონ წავიდა მათ დასახვედრად. სასწრაფო დახმარება, დაახლოებით 10-15 წუთში მივიდა და წამოიყვანა ისინი შემთხვევის ადგილისკენ. როდესაც მივიდნენ იქ უკვე პოლიცია მი-სული დახვდათ. მისი მეუღლე და შ--–-- ხ--------ე კი შორიახლოს იდგნენ. მისივე გან-მარტებით იმ ადგილიდან, სადაც ზ----- ღ-–-----ი იწვა, ა-–---------- ხ--------ე ცხოვ-რობს დაახლოებით 100 მეტრში. კ-------- ღ-–-----მა დაადასტურა, რომ პოლიციელები ესა-უბრებოდნენ ზ----- ღ-–-----ს, თუმცა საუბრის შინაარსი არ ესმოდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი--- ხ--–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ცხოვრობს მეუღლესთან, კ-------- ღ-–-----თან ერთად, სოფელ მ--–---------ში. იცნობს ბრალდებულ ა-–---------- ხ---------ეს, რადგან მათი მეზობელია. 2016 წლის 27 დეკემბერს, მეუღლესთან ერთად, ბრუნდებო-და ნათესავის დაბადების დღიდან სახლში. როდესაც ტელეფონზე შ--–-- ხ--------ემ დაუ-რეკა კ-------- ღ-–-----ს, იმყოფებოდნენ სოფელ მ--–---------ის ცენტრში. შ--–--მ უთხრა კ--------ს, რომ ზ----- ღ-–-----ი იყო ცუდად, სისხლში იხრჩობოდა და თხოვა დახმარება. სატელეფონო საუბრიდან დაახლოებით 2 წუთში მივიდნენ მითითებულ ადგილას, კერ-ძოდ გ-- შ-----ეს ჭიშკართან. როცა მივიდნენ ნახა, რომ ზ----- ღ-–-----ი იყო დაჭრილი და იწვა ძირს. შ--–-- იქვე ახლოს იდგა. რადგან ზ------ ცუდად იყო და თავადაც დაურეკა სასწრაფო დახმარებას. მისივე განმარტებით, ზ------სთან ახლოს არ მისულა, თუმცა გაი-გონა, რომ ზ------ ითხოვდა წყალს და მობილური ტელეფონით რეკავდა სასწრაფო დახმა-რებაში. მეზობელმა ნ--- ჭ---–---–მა გადმოიტანა წყალი და მიიტანა დაჭრილთან. მისი მეუღლე, კ-------- ღ-–-----ი წავიდა სოფლის ცენტრში სასწრაფო დახმარების მანქანის და-სახვედრად. ი--- ხ--–--ემ აღნიშნა, რომ პირველად მათთან მივიდნენ პოლიციელები, რამ-დენიმე წუთის შემდგომ კი სასწრაფო დახმარება.

მოწმე ნ--- ჭ---–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ცხოვრობს სოფელ მ--–----------ში, მეუღლესთან, ი----- ღ-–-----თან ერთად. იცნობს ზ----- ღ-–-----ს, და ახასიათებს დადებით პიროვნებად. ასევე, იცნობს ა-–---------- ხ--------ეს, რომელიც არის მისი მე-ზობელი და მეტსახელად ა---ს ეძახიან. ა-–---------- ხ--------ე ცხოვრობს დედასთან და მეუღლესთან ერთად. 2016 წლის 27 დეკემბერს, სახლში იმყოფებოდა მარტო და ქონდა ბრონქების ანთება. დაახლოებით 12 საათი იქნებოდა დაწყებული როცა გაიგონა მის სახლ-თან ჩიხის მიმართულებით მანქანის ხმა. გაიგონა როგორ ეძახდა უცნობი ადამიანი ა---ს. ასევე გაიგონა, რომ აღნიშნული პირი ჩავიდა ა---ს სახლის ეზოში. რამდენიმე წუთში გაი-გონა, როგორ ეჩხუბებოდა ვიღაცას ა---, ხოლო ა---ს ცოლი ცდილობდა მის დამშვიდებას. კერძოდ, ა---ს მეუღლე ეუბნებოდა ა---ს გაჩერდი, დაანებე თავი, ნუ ცემო. ჩხუბის დროს გაიგონა ა---ს მეუღლის უცაბედი ხმამაღალი, ერთჯერადი კივილის ხმა. ასევე გაიგონა რო-გორ ეუბნებოდა ა--- უცნობს მოდი ახლაო, უცნობმა კი უთხრა წავალ ახლა და მერე მოვა-ლო, თუმცა ა---ს არ დამუქრებია რაიმეთი, მხოლოდ თქვა, რომ მოვალო. აღნიშნული საუბ-რის შემდგომ გაისმა მანქანის ხმა და იფიქრა, რომ ა---სთან მისული უცნობი ადამიანი წა-ვიდა. ნ--- ჭ---–---–ის განმარტებით, ჩიხის სიგრძე, რომელიც სოფლის გზიდან მიემარ-თება ა-–---------- ხ--------ეს (ა---ს) სახლამდე დაახლოებით 50 მეტრი იქნება. აღნიშნუ-ლი ჩხუბიდან დაახლოებით 20-30 წუთის შემდგომ გაიგონა ხმაურის და ჩოჩქოლის ხმა, რის გამოც გაიხედა გარეთ და დაინახა მეზობელი შ--–-- ხ--------ე, რომელმაც აცნობა, რომ ზ----- ღ-–-----ი იყო ცუდად და თხოვა წყალი მიეტანა. გავიდა გარეთ, დაინახა პოლი-ციის და სასწრაფო დახმარების მანქანები და წყალი მიიტანა ზ------სთან. ზ------ ძალიან ცუდად იყო, იწვა გულაღმა მიწაზე, გულთან იყო დაჭრილი, დაზიანებები და სისხლი ეტ-ყობოდა სახეზე. თითქმის გონს კარგავდა, დაალევინა წყალი და მერე კი შეასვენეს სას-წრაფოს მანქანაში. მისივე განმარტებით, ზ------ ღ-–-----ი ჩიხის ქვემოთ იწვა, ხოლო მანქანა ჩიხის თავში იდგა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე პ----- გ--------–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთის რაიონუ-ლი სამმართველოს უბნის უმცროს ინსპექტორად, იგი იცნობს ბრალდებულ ა-–---------- ხ--------ეს, რომელსაც ა---ს ეძახიან. 2016 წლის 27 დეკემბერს, კ------- ს--------–--ესთან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მიიღეს შეტყობინება, რომ სოფელ მელე-ქედურში, ზ----- ღ-–-----ი ითხოვდა დახმარებას. წავიდნენ სოფელ მ--–---------ისკენ. მო-რიგეს გამოართვა ინიციატორის ნომერი, დარეკა ტელეფონის ნომერზე და უპასუხა ზ----- ღ-–-----მა, რომელმაც აუხსნა სად უნდა მისულიყო და ზუსტად მიუთითა ადგილი. როდე-საც მივიდა შემთხვევის ადგილას, დაინახა მამაკაცი ჩაკეცილ მდგომარეობაში, გაუხსნა პე-რანგი და კითხა თუ რა დაემართა. ზ----- ღ-–-----მა უთხრა, რომ ა---იამ დაჭრა. კვლავ კი-თხა ვინ იყო ა---ია, რაზეც ზ------ ღ-–-----მა უთხრა, რომ ა-–---------- ხ--------ემ დაარ-ტყა დანა. ამ დროს მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და ზ----- ღ-–-----ი, რომელიც უკვე გონებას კარგავდა და ძალიან ცუდად იყო, ჩასვეს სასწრაფო დახმარების მანქანაში, თვითონ კი დარჩა შემთხვევის ადგილას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე კ------- ს--------–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთის რაიონუ-ლი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, ა-–---------- ხ--------ეს იცნობს, რადგან რამდენჯერმე იყო მიყვანილი პოლიციაში. 2016 წლის 27 დეკემბერს, პ----- გ---------–--ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებიც მოვალეობას. დაახლოებით 23 საათზე მორი-გემ დაურეკა და აცნობა, რომ ო------------------------------–----–---------ში მცხოვრები ზ------ ღ-–-----ი იყო დაჭრილი და ითხოვდა დახმარებას. სამსახურებრივი ავტომანქანის სა-ჭესთან თავად იჯდა და წავიდნენ სოფელ მ--–---------ში. პ----- გ--------–--ემ თავისი მო-ბილურიდან დაურეკა ტელეფონზე მორიგეს და გამოართვა ზ----- ღ-–-----ის ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ ნომერზე დარეკა პ-----მ და ესაუბრა ზ------ს, რომელმაც უთხრა ზუს-ტი ადგილი სადაც უნდა მისულიყვნენ. როდესაც მივიდნენ, ზ------ ღ-–-----ი ცოცხალი იყო და მუხლებთან ეგდო მობილური ტელეფონი. კითხა თუ რა მოუვიდა და ზ------ ღ-–-----მა, სუსტი ხმით უთხრა, რომ ა--- ხ--------ემ დაარტყა დანა და დაჭრა. მათი მისვ-ლიდან 2-3 წუთში მივიდა სასწრაფო დახმარება, სადაც მოათავსეს ზ------ ღ-–-----ი და წაიყვანეს. თვითონ კი პ----- გ--------–--ესთან ერთად დარჩა შემთხვევის ადგილას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ-–- ც---------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთის რაიონუ-ლი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. ა-–---------- ხ--------ეს წაუკითხა გამომძიებელმა ჩვენება, რაც დაადას-ტურა ბრალდებულმა და თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეო-ბაზე. ა-–---------- ხ--------ემ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აჩვენათ ადგილი, სა-დაც იდგა ზ----- ღ-–-----ის მანქანა, ასევე მიუთითა ადგილი სადაც მიაყენა დანით დაზი-ანება ზ----- ღ-–-----ს. მისივე მითითებით ამოიღეს ტანსაცმელი საცხოვრებელი სახლი-დან. ა-–---------- ხ--------ემ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აღნიშნა, რომ ზ----- ღ-–-----ის მანქანა მეუღლემ გადააყენა და ამ დროს დაინახა, როგორ მიბარბაცებდა ზ----- ღ-–-----ი გ-- შ-----ეს ჭიშკრისკენ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე შ--- თ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთის რაიონული სამ-მართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, მონაწილეობა მიიღო ა-–---------- ხ---------ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. ა-–---------- ხ--------ეს გააცნეს მისი ჩვენება, რასაც დაეთანხმა ბრალდებული და თანხმობა განაცხადა საგამო-ძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებაზე. ა-–---------- ხ--------ემ ზუსტად მიუ-თითა ადგილი სადაც მიაყენა დანით დაზიანებები ზ----- ღ-–-----ს. მისივე განმარტებით, ა-–---------- ხ--------ემ აღნიშნა, რომ უყურებდა როგორ მიბარბაცებდა ზ------ და რო-გორ დაეცა ძირს. ბრალდებულის მითითებით ასევე ამოიღეს ტანსაცმელი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც ეცვა შემთხვევის დღეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ე------- კ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, იცნობს ა-–---------- ხ--------ეს, რად-გან ხშირად იმყოფებოდა პოლიციაში, მამასთან კონფლიქტის გამო. მონაწილეობა მიიღო ა-–---------- ხ--------ეს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. ა-–----------- ხ--------ეს გააცნეს მისი ჩვენება, რასაც დაეთანხმა ბრალდებული და თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებაზე. ა-–----------მ მიუთითა ადგილი, სადაც დარტყა დანა ზ----- ღ-–-----ს, რომელიც დარტყმის შემდეგ წავიდა ბარბა-ცით და დაეცა ძირს. ბრალდებულის მითითებით ასევე ამოიღეს ტანსაცმელი საცხოვრე-ბელი სახლიდან, რომელიც ეცვა შემთხვევის დღეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ------ ც---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქ-მეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, ბრალდებულს იცნობს საქმიდან გამომდინარე. ა-–---------- ხ--------ე პოლიციაში გამოცხადდა ბრალის აღიარებით, დაიკითხა მოწმის სახით და შემ-დგომ ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. ნ------ ც---–--ემ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ჟ-------- ჩ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო ცენტრში და არის უბნის ექიმი. 2016 წლის 27 დეკემბერს, იმყოფებოდა მისა-მართზე და მიიღეს ახალი გამოძახება, კერძოდ, 112-ის ოპერატორიდან მიიღეს შეტყობი-ნება, სოფელ მ--–---------ში გამოძახების შესახებ. ოპერატორმა უთხრა, რომ ადრესატი ასა-ხელებდა სისხლს და თავის სახელს და გვარს - ზ------ ღ-–-----ი. წავიდნენ სწრაფად მ---–---------ისკენ, გზად იკითხეს სად ცხოვრობდა ზ------ ღ-–-----ი და მივიდნენ მის სახლ-ში. გამოვიდა ქალბატონი, რომელმაც უთხრა, რომ მათ არ გამოუძახებიათ სასწრაფო დახ-მარება, ხოლო ზ----- ღ-–-----ი სახლში არ იმყოფებოდა. მეორედ ისევ მივიდნენ ოჯახში და ისევ უთხრეს, რომ არ გამოუძახებიათ სასწრაფო დახმარება. ოპერატორის მითითების საფუძველზე დარჩა პერიმეტრზე. 10-15 წუთში დაურეკა ოპერატორმა და უთხრა სადაც უნდა მისულიყო. როდესაც მივიდნენ, პოლიცია მისული, ხოლო დაჭრილი პიროვნება გარდაცვლილი დახვდათ. ზ----- ღ-–-----ს არტერიაზე პულსაცია არ ქონდა, ნახა ჭრი-ლობა, რომელიც ქონდა მარცხენა მხარეს მკერდის არეში. პიროვნება იწვა სახით ჭიშკრის-კენ, გზის მარცხენა მხარეს და იწვა მარჯვენა მხარზე. მის ირგვლივ იყო სისხლი. გარდაცვ-ლილი მოათავსეს მანქანაში და წაიყვანეს მედალფას საავადმყოფოში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ--------- თ----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარ-ტა, რომ არის გარდაცვლილი ზ----- ღ-–-----ის მეუღლე, ხოლო ა-–---------- ხ--------ეს არ იცნობს. შემთხვევის დღეს, საღამოს იმყოფებოდა სახლში, როდესაც მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და უთხრეს, რომ ზ----- ღ-–-----ის ტელეფონიდან დაურეკეს. როდე-საც რეკავდა მეუღლეს ტელეფონზე არ პასუხობდნენ, შემდეგ კი უცნობმა ქალმა უპასუხა და უთხრა, რომ მისი მეუღლე მოკლეს. ზ----- ღ-–-----ს სახეზე ქონდა დაზიანება, გულში ქონდა დარტყმული დანა და ბევრი სხვა დაზიანებები აღენიშნებოდა. გადმოცემით იცის, რომ მისი ცოლად მოყვანამდე ზ------ ღ-–-----ს კონფლიქტი ქონდა ა-–---------- ხ---------ესთან, თუმცა რა იყო კონფლიქტის მიზეზი არ იცის. გადმოცემით, მეზობლებისგან იცის, რომ ა-–---------- ხ--------ე არის აგრესიული პიროვნება, ძალადობდა ოჯახის წევრებზე და ხშირად დადიოდა მასთან პოლიცია. მ--------- თ----–---–ის განმარტებით, ზ----- ღ-–-----ი იყო დიაბეტით დაავადებული და ინსულინს ღებულობდა. მანქანის შეძენის შემ-დეგ საერთოდ არ სვამდა ალკოჰოლს. შემთხვევის დღეს დალია ცოტა, როდესაც ნახა ნორ-მალურად აზროვნებდა და არ ჩანდა მთვრალი. ზ-----მა უთხრა, რომ ცოტა ხნით გავიდო-და მეზობელთან და მალე დაბრუნდებოდა. ზ------ ღ-–-----ი დანას ან სხვა სახის ცივ იარაღს არ ატარებდა, რადგან მტერი არ ყავდა. ა-–---------- ხ--------ემ დაუნგრია მას ოჯახი, რადგან მოუკლა ქმარი და შემდეგ ნერვიულობის შედეგად დედამთილიც გარდა-ეცვალა. გადმოცემით, თანასოფლელებისგან იცის, რომ ა-–---------- ხ--------ე ყოველ-თვის დანით დადიოდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გარდაცვლილი მოწმის ო-–-- ღ-–-----ის ჩვენებით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგენილი წესით) ირკვევა, რომ ო-–-- ღ-–-----მა მხოლოდ გად-მოცემით იცოდა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ---- ღ-–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ----- ღ-–-----ი იყო მისი ძმა. იცნობს ა-–---------- ხ--------ეს, რომელსაც ა---ს ეძახიან. გვიან ღამით დაურეკა რძალმა, მ---------- თ----–---–მა, რომელმაც უთხრა, რომ ზ------ დაჭრილი იყო. მოგვიანებით გაიგო, რომ ჭრილობა ქონდა გულმკერდის არეში და იყო ნაცემი. მისივე განმარტებით, ზ----- ღ-–-----ი იშვიათად ღებულობდა ალკოჰოლურ სასმელს, რადგან დიაბეტით იყო დაავადე-ბული. ზ----- ღ-–-----ს არ ქონდა და არ ატარებდა არც ერთი სახის იარაღს და არც მანქა-ნაში ქონდა ცივი იარაღი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ-- ღ-–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ----- ღ-–-----ი იყო მამის ბიძაშვილი. ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. ა-–---------- ხ--------ეს იცნობს როგორც მეზობელს. იმყოფე-ბოდა სახლში როცა მასთან მივიდნენ ნ--- ბ------ე და თ------ ღ-–-----ი, შემდეგ მივიდა - ზ------ ღ-–-----ი, რომელმა მიიტანა არაყი და ორ-ორი ჭიქა დალიეს. ზ-----მა თხოვა, რომ ახლობლის ნახვა უნდოდა და მანქანის გამოსაყვანად წაყოლოდა. მანქანა ზ------მ გამო-იყვანა, საჭესთან ზ------ დაჯდა და დ----- (რ-----) ხ--------ესთან მივიდნენ. 5 წუთი იყო ზ------, დ-----სთან ჩასული. როდესაც გამოვიდნენ თვითონაც ნახა დ----- ხ--------ე. რა საკითხზე საუბრობდნენ ზ------ და დ----- არ გაუგონია, რადგან მანქანაში იჯდა. წამოსვ-ლის დროს მანქანას კვლავ ზ------ მართავდა. დაბრუნდნენ სახლში, სადაც ნ--- და თ-------- იმყოფებოდნენ. ზ------მ ინსულინის ნემსი გაიკეთა და წავიდა. რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ კ-------- ღ-–-----მა დაურეკა და უთხრა, რომ ზ------ ღ-–-----ი ნახა, გ-- შ-----ეს ჭიშკართან დაჭრილი. მოგვიანებით ხალხისგან გაიგო, რომ ზ------ იყო დანის დარტყმით გარდაცვლილი და ა-–---------- ხ--------ეს დაურტყამს დანა მისთვის. მისი-ვე განმარტებით, ა-–---------- ხ--------ეს და გ-- შ-----ეს სახლებს შორის მანძილია 50 მეტრი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ--- ბ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობდა ზ----- ღ-–-----ს, რომელიც იყო მისი მეზობელი. ასევე იცნობს ა-–---------- ხ--------ეს. როდესაც გ-- ღ-–-----თან იყვნენ, მათთან მივიდა ზ----- ღ-–-----ი და მიიტანა არაყი. მოგვიანებით, ზ------ წავიდა გ--სთან ერთად, თუმცა მალევე დაბრუნდნენ სახლში. მეორე დღეს გაიგო, რომ გარდაიც-ვალა ზ----- ღ-–-----ი. როგორც ხალხი საუბრობდა ა---მ მოკლა ზ------.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე თ----- ჭ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივ-გამომძიე-ბელის თანამდებობაზე, ა-–---------- ხ--------ე გამოცხადდა ბრალის აღიარებით და აღიარა ზ----- ღ-–-----ის მკვლელობა. შეადგინა ოქმი ბრალის აღიარებით გამოცხადების შესახებ, რომელსაც გაეცნო ა-–---------- ხ--------ე და მოაწერა ხელი. თ----- ჭ--------ემ განმარტა, რომ ა-–---------- ხ--------ემ ყველა დოკუმენტს ნებაყოფლობით მოაწერა ხელი და ასევე ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც მიუთითა, მხოლოდ მისთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. მისივე განმარტებით, ა-–---------- ხ--------ეს ბრალდებულის სახით დაკითხვაში, რა დროსაც ის ადასტურებ-და მის მიერ ზ----- ღ-–-----ისათვის დანის დარტყმას, ასევე მონაწილეობდა მისი ადვოკა-ტი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე თ----- ყ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გა-მომძიებლად. ა-–---------- ხ--------ის მეუღლემ წარადგინა ნივთები, რომლებიც დალუ-ქა. დაადასტურა, რომ დაათვალიერა ტანსაცმელი, რადგან ნ-----–- გ---–--–---–მა თქვა, რომ ეს ტანსაცმელი ეცვა იმ დროს, როცა თავისმა მეუღლემ მიაყენა ჭრილობა დაზარალე-ბულს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე თ---------- კ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, უბნის ინსპექტორ-გა-მომძიებლად, გარდაცვლილის გვამის გარეგნული დათვალიერება ჩაატარა ექსპერტ ლ---- ფ----------ესთან ერთად. ექსპერტმა აიღო ნიმუში, ანაწმენდები და ამოიღო ტანსაცმელი. თ---------- კ-----ემ დაადასტურა გვამის დათვალიერების ოქმის სისწორე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ--------- ხ--------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, უბნის დეტექტივ-გამომძიებლად. მან დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ა-–---------- ხ---------ის მიმართ და შეადგინა მიმართვის წერილი შესაბამისი სამსახურის მიმართ. ასევე, და-ადასტურა, რომ გამოკითხა ნ--- ჭ---–---–ი და დეტალურად მიუთითა ოქმში მოწმის მიერ მიცემული ინფორმაცია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე დ----- ს--------–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლად. იგი მო-ნაწილეობდა ა-–---------- ხ--------ის მიმართ წარმოებული საქმის გამოძიებაში და ჩაატა-რა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე რ----- ხ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს მას-თან სახლში იყო მისული ზ----- ღ-–-----ი. ზ------ იყო ნასვამი და თხოვა სასაუბროდ გა-რეთ გასულიყო. ზ-----მა ორჯერ უთხრა, რომ მისი გამარჯობა არ მოწონდა. როდესაც კით-ხა ზ------ს თუ რა უნდოდა, ზ------მ კითხა, მისი ოჯახიდან თხილის დაკარგვას მას ხომ არ აბრალებდა. საუბარს მოყვა შეკამათება თუმცა მას არ უთქვამს, რომ ა-–---------- ხ---------ემ უთხრა აღნიშნულის შესახებ. მისთვის გაუგებარია რატომ ესაუბრა ზ------ თხი-ლის საკითხზე, რადგან აღნიშნულს ადგილი ჰქონდა დაახლოებით 16 წლის წინ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ-----–- გ---–--–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ცხოვრობს ო------------------------------–----–---------ში. ა-–---------- ხ--------ე არის მისი მეუღლე, რომელსაც შინაურულად ა---ს ეძახიან. გარდაცვლილ ზ----- ღ-–-----ს არ იცნობდა. 2016 წლის 27 დე-კემბერს ღამით იყო სახლში და ეძინა. ჩიხში შემოვარდა დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა და მათ ჭიშკართან გაჩერდა. ორი წუთის შემდეგ გაიგონა, რომ ა---ს ეძახდნენ. ა-–-----------მ თავი ვერ გაართვა ძილს, ხმაზეც ვერ იცნო სტუმარი და თქვა დილით მოვიდესო. ნ------–- გ---–--–---–ის განმარტებით, გაიგონა როგორ ჩავიდა ეზოში უცხო ადამიანი, რის გამოც ძაღლებმა დაიწყეს ყეფა და ა---ს კრა ხელი, რომ გასულიყო გარეთ, რათა ძაღლებს არ დაეკბინათ ვინმე. ა-–---------- გავიდა გარეთ. 2-3 წუთის გასვლის შემდეგ, თვითონაც გავიდა ეზოში და დაინახა, რომ მანქანაში, სადაც შუქი ენთო, იჯდა ორი კაცი, ერთი მძღო-ლი, მეორე გვერდით ა-–----------. მანქანის საჭესთან ვინც იჯდა ის ეჩხუბებოდა ა---ს, აგინებდა, ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ ფული ეკუთვნოდა. ა-–---------- ხ--------ე კი მშვიდად იჯდა და ელაპარაკებოდა და პასუხს არ უბრუნებდა. გაუკვირდა ა-–----------ს ასეთი საქციელი და არ მოეწონა როგორც ქალს, რადგან მისი მეუღლეს ეჩხუბებოდნენ და ის ჩუმად იყო, რითაც შეელახა თავმოყვარეობა. მივიდა მანქანასთან გააღო კარი მძღოლის მხრიდან და უთხრა, რომ სახლში შესულიყვნენ. მძღოლი მოტრიალდა მისკენ და ისე, რომ არაფერი უთქვამს შეტრიალდა ისევ ა---ს მიმართ და უთხრა, რომ ა-–---------- მისი ხელი-დან მკვდარი იყო და მას ვერ გადაურჩებოდა. როდესაც დააპირა მეუღლესთან მისვლა, ამ დროს დაიწყო ჩხუბი, ა-–---------- გამოსრიალდა მანქანიდან, რადგან ისე ვერ გადმოვი-დოდა, მაგრამ ის ბიჭი იჭერდა და ეუბნებოდა რომ ჯერ არ ქონდა საუბარი დამთავრე-ბული. ა-–----------მ ამ დროს გადმოიყვანა ეს ბიჭი მანქანიდან, რომელიც ძირს დავარდა. უცნობი მამაკაცი როდესაც ადგა ფეხზე, ორჯერ მოუქნია ხელი ა-–----------ს, საიდანაც ერთი ა---ს ხოლო მეორე მას მოხვდა სახეში. ამის შემდეგ იგი მოტრიალდა და წავიდა. ა-–----------ს და უცნობ მამაკაცს შორის სხვა არაფერი მომხდარა. უცნობი კი დაინახა, როგორ გავიდა ქუჩის ბოლომდე. ა---მ უთხრა, რომ ო-–--ს შვილი, ზ----- ღ-–-----ი იყო ეს უცნობი მამაკაცი. იმისათვის, რომ ზ----- არ დაბრუნებულიყო, ა---მ ზ------ს მანქანა გაი-ყვანა ქუჩის თავში, ხოლო როცა ეზოში ჩავიდნენ, მავთულით ჩაკეტა ეზოს ჭიშკარი. ა---მ თქვა, რომ ზ------ კიდევ მოვიდოდა და ამიტომ წავიდა სახლიდან. ნ-----–- გ---–--–---–მა მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებზე განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა მათ შინაარსს, არც ადასტურებდა და არც უარყოფდა, რომ ხელმოწერა დოკუმენტებზე მას ეკუთვნოდა. ნ------–- გ---–--–---–მა აღნიშნა, რომ ზ----- ღ-–-----ის სხეულზე დაზიანებები არ უნახავს, ა---ს მხრიდან დარტყმა კი არ დაუნახავს. მისთვის უცნობი იყო საიდან აღმოჩნდა ზ----- ღ-–------ის სისხლი მის ტანსაცმელზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მსჯავრდებულმა ა-–---------- ხ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენე-ბის მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს იყო სახლში და შეშას ჩეხავდა. საღამოს, როდესაც ეძინა, გააღვიძა მეუღლემ და უთხრა, რომ მათ ეზოში ვიღაც იყო ჩასუ-ლი. გავიდა გარეთ, მივიდა ჭიშკართან და დაინახა ზ----- ღ-–-----ი, რომელმაც მოთხოვა მანქანაში დაჯდომა, რადგან საქმე ქონდა. ზ-----მა უთხრა, რომ დ----- ხ--------ესგან გაიგო, რომ ა-–----------ს უთქვამს მისთვის, მის მიერ თხილის ქურდობის შესახებ და მოთხოვა პასუხი საიდან იცოდა აღნიშნულის შესახებ. საუბრისას მათ შორის დაიძაბა ვი-თარება და როდესაც ზ------მ მოუქნია ხელი დასარტყმელად, ამ დროს დაინახა, რომ ზ------ ღ-–-----ს დანა ქონდა ხელში. ზ------ ღ-–-----ს მარცხენა ხელით დაუკავა მარჯვენა ხელი და ზ------მ მარცხენა ხელით ამოიღო დანა. შემდეგ მეორე ხელიც მოკიდა დანიან ხელზე, ხოლო ზ------მ ფეხი დაარტყა სახეში. ა-–---------- ხ--------ემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ მას ხელი არ დაურტყამს ზ----- ღ-–-----ისთვის და არ იცოდა საიდან ქონდა სხვადასხვა სახის დაზიანებები გარდაცვლილს. პროკურორის შეკითხვაზე თუ საი-დან იყო სისხლის კვალი აღმოჩენილი ტანსაცმელზე, ა-–---------- ხ--------ემ განმარტა, რომ მანქანაში ჩხუბის დროს ერთხელ დაარტყა ხელი ზ----- ღ-–-----ს, რომელსაც ცხვირი-დან წამოუვიდა სისხლი. შემდეგ კვლავ დააზუსტა პოზიცია და აღნიშნა, რომ მანქანიდან გადმოყვანის დროს დაარტყა ხელი ზ----- ღ-–-----ს. კიდევ ერთხელ დააზუსტა პოზიცია ა-–---------- ხ--------ემ და აღნიშნა, რომ როცა გადმოგდებას უპირებდა მანქანიდან ზ----- ღ-–-----ს, მაშინ დაარტყა ხელი და შემდეგ აღარ დაურტყამს მისთვის. მისივე გან-მარტებით, საბოლოოდ ზ----- ღ-–-----ი გადმოაგდო მანქანიდან, როცა მანქანიდან გადმო-ვიდნენ, ზ----- ღ-–-----ს, დანა ეკავა მარცხენა ხელში. ბრალდების მხარის მიერ დამა-ტებით დასმულ შეკითხვაზე, ა-–---------- ხ--------ემ განმარტა, რომ ზ----- ღ-–-----ის მანქანიდან გადმოგდების დროს, თვითონ არ წაქცეულა, იყო მოხრილი და ხელი ეკიდა ზ----- ღ-–-----ის დანიან ხელზე, ხოლო როცა ძირს დააგდო, შემდეგ, გაუშვა ხელი. მისივე ჩვენებით, მანქანიდან ზ----- ღ-–-----ის გადმოგდების შემდეგ მათ შორის ჩადგა ნ-----–- გ---–--–---–ი, რომელმაც მოუწოდა ზ------ს, რომ წასულიყო სახლისკენ. თვითონ კი ხელი არ დაურტყამს ზ------სთვის. ნ-----–- გ---–--–---–ის მოწოდებაზე, ზ------ ღ-–------ი წავიდა ჩქარი ნაბიჯით. როდესაც მიდიოდა დანა ხელში ეკავა ზ------ს. ზ------ დაე-მუქრა მას და უთხრა, რომ დაბრუნდებოდა. იმისათვის, რომ ზ------ არ დაბრუნებულიყო მანქანა გადაიყვანა ჩიხის თავში და ჭიშკარი მავთულით ჩაკეტა. მისივე განმარტებით, ზ----- ღ-–-----ის მანქანა სადაც გააჩერა, იმ ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში დაინახა ზ------ ღ-–-----ი, რომელსაც მანქანის ფარები მიანათა და დაინახა, რომ ზ------ ხიდამდე იყო მისული. ა-–---------- ხ--------ემ, პროკურორის კითხვაზე, რომ მოწმე ნ--- ჭანიშ-ვილს, სხვა ხმაური გარდა ერთისა არ გაუგონია და როგორ აღმოჩნდა დაჭრილი ზ----- ღ-–-----ი გ-- შ-----ეს ჭიშკართან, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ზ----- ღ-–-----ი „ალბათ მოაგორეს“. მისივე ჩვენებით, ორი დღე იმყოფებოდა თავის ე.წ. სათხილეში. სახლში დაბ-რუნების შემდეგ გაიგო, რომ ზ----- ღ-–-----ი იყო გარდაცვლილი, რის გამოც მივიდა პოლიციაში. ა-–---------- ხ--------ემ მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებზე, განაცხადა, რომ მათზე არ იყო მისი ხელმოწერა და მისთვის უცნობ პირს ჰქონდა ხელი მოწერილი. მისივე განმარტებით, ადვოკატი არც ერთ დაკითხვას არ დასწრებია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ო------------------------------–----–---------ში, გ-- შ-----ეს საცხოვრე-ბელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. გ-- შ-----ეს საკარმიდამო ეზოს დიდი ჭიშკრის მარჯვენა ფრთის რკინის საყრდენ დამჭერებიან ბოძზე, ზედა ნაწილში, რომელიც მდება-რეოებს ქუჩის მხარეს აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, საიდა-ნაც ექსპერტის მიერ აღებულ იქნა ნიმუში. აღწერილი საყრდენი ბოძიდან 20 სანტიმეტრში, ეზოს გარეთ მიწაზე აღმოჩენილ იქნა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, შავი კორპუსით და შავი რეზინის ჩიხოლით. ტელეფონზე და ჩიხოლზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ტელეფონი დაილუქა. ასევე აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, საიდანაც აღებულ იქნა ნიმუში. აღნიშნული ლაქებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით სამ მეტრში, გზის სავალ შუა ნაწილზე აღმოჩე-ნილ იქნა მოწითალო ფერის, სისხლისმაგვარი ლაქები, საიდანაც ექსპერტის მიერ აღებულ იქნა ნიმუში. აღნიშნული ლაქებიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. შვიდ მეტრში, გზის სავალ შუა ნაწილში აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, საიდა-ნაც აღებულ იქნა ნიმუში. აღნიშნული ლაქებიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ერთ მეტრში, გზის სავალ შუა ნაწილზე, აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, საიდანაც აღებულ იქნა ნიმუში. აღნიშნული სისხლისმაგვარი ლაქებიდან ჩრდი-ლოეთის მიმართულებით 50 სანტიმეტრში, გზის სავალ შუა ნაწილზე აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. გ-- შ-----ეს საცხოვრებელი სახლის ეზოში შე-სასვლელი პატარა ჭიშკრიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთით ორმოც მეტრში, გ-- შ-----ეს საც-ხოვრებელი სახლის ეზოს საპირისპირო მხარეს, გზიდან შემავალ ჩიხთან, მდებარეობს გა-რე განათების საყრდენი ბოძი. აღნიშნულ ბოძთან სავალ გზაზე გაჩერებულია რუხი ფერის „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით U--------. ავტომანქანას წინა ნაწილი მიმართული აქვს სამხრეთით, სოფელ მ--–---------ის ცენტრალური გზის მხარეს, ავტომანქანის კარებები არის დახურული, ჩაუკეტავ მდგომარეობაში. ექსპერტის მიერ ავ-ტომანქანიდან აღებულ იქნა ანაწმენდები და ამოღებულ იქნა მიკრონაწილაკები.

ექსპერტმა თ------ ს--------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ა-–---------- ხ--------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ა-–---------- ხ--------ემ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს აჩვენა ო------------------------------–----–---------ში, ის ადგილი სადაც გაჩერებული იყო ზ----- ღ-–-----ის მანქანა, ასევე ადგილი სადაც დაარტყა დანა ზ----- ღ-–-----ს გულმკერდისა და სახის არეში და მიუთითა ადგილზე, რომელიც მდებარეობს აღნიშნული ჩიხის დასაწყისში და განმარტა, რომ მისმა მეუღლემ ნ-----–- გ---–--–---–მა, მის მიერ ზ----- ღ-–-----ისათ-ვის მიყენებული დაზიანების შემდეგ გადააყენა და დააყენა ზ----- ღ-–-----ის „ოპელის“ მარკის ავტომანქანა. ხოლო აღნიშნული ადგილიდან საავტომობილო გზის ხელმარცხნივ და მის საცხოვრებელ სახლში შესასვლელი ჩიხის მოპირდაპირედ, დაახლოებით 40 მეტრ-ში არსებული თეთრი ფერის ჭიშკარზე განაცხადა, რომ აღნიშნული ჭიშკარი ეკუთვნის მის მეზობელ გ-- შ-----ეს და სწორედ აღნიშნულ ადგილზე წაიქცა ზ----- ღ-–-----ი, მაშინ რო-დესაც მან ზ----- ღ-–-----ს გულმკერდისა და სახის არეში დანის გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენა და ბარბაცით წასვლის შემდეგ გააყოლა თვალი. საგამოძიებო ექსპე-რიმენტის დროს ა-–---------- ხ--------ეს მითითებით მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა მისი ტანსაცმელი, რომელიც ეცვა მაშინ როდესაც მან დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა ზ----- ღ-–-----ს გულმკერდის და სახის არეში.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია ა-–---------- ხ--------ე იმ დროს, როდესაც უთითებს ოქმში მითითებულ ადგილებზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების და თავად ა-–----------- ხ--------ეს მიერ.

ექსპერტმა გ--- ვ----–--მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხ-ვისას განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ა-–----------- ხ--------ემ მიუთითა ადგილი, სადაც დაარტყა დანა ზ----- ღ-–-----ს, სად დააყე-ნა ნ-----–- გ---–--–---–მა ავტომანქანა. ა-–---------- ხ--------ემ ასევე მიუთითა ტანსაც-მელზე, რომელიც ეცვა შემთხვევის დღეს. გ--- ვ----–--ის განმარტებით გარდა დასურა-თებისა, ამოიღო ნივთმტკიცებები, რომლებიც დალუქა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, №------- შეტყობინებით დადგენილია, რომ 112-ის ოპერატორს, 2016 წლის 27 დეკემბერს 11:02:35 PM დაუკავშირდა ზ----- ღ-–-----ი, თავისი ტელეფონის ნომ-რიდან 5----------- და გამოიძახა სასწრაფო დახმარება. შენიშვნის გრაფაში მითითებუ-ლია, რომ ინიციატორი საუბრობდა გაუგებრად და რადგან ოპერატორმა ვერ დააზუსტა ჭრილობის სახე, პრევენციის მიზნით გამოიძახა პოლიცია.

საქმეში არსებული, №------- შეტყობინებით დადგენილია, რომ 112-ის ოპერატორს, 2016 წლის 27 დეკემბერს 23:19:45 საათზე დაუკავშირდა კ-------- ღ-–-----ი, რომელმაც შეატყო-ბინა ზ----- ღ-–-----ის დაჭრის ფაქტი და აცნობა ოპერატორს, რომ ცენტრში დახვდებოდა სასწრაფო დახმარების მანქანას.

საქმეში არსებული, ანაწმენდის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, ექსპერტ კრიმინალის-ტის მიერ ზ----- ღ-–-----ის გვამიდან, კერძოდ, ხელის გულიდან, აღებულ იქნა ანაწმენდის ნიმუშები, რომლებიც მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში ნომრით №---------.

ექსპერტ-კრიმინალისტმა კ------- დ------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ანაწმენდის ნიმუშის აღების ოქმში მითითებული გარე-მოებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ, 2017 წლის 05 იან-ვარს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, პირადი შემოწმების მო-ნაცემებით ა-–---------- ხ--------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით სხეუ-ლის სხვადასხვა მიდამოში (ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში). დაზიანე-ბები მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა ეწინააღმ-დეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ექსპერტმა მ------ მ---------–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატე-ბით აღნიშნა, რომ დასკვნით ნაწილში ნაცვლად „დაზიანებათა ხანდაზმულობა ეწინააღმ-დეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“ უნდა ეწეროს „დაზიანებათა ხანდაზმუ-ლობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“. მ------ მ---------–მა გან-მარტა, რომ ა-–---------- ხ--------ეს დაზიანებები მიღებული ქონდა 2016 წლის 27 დეკემ-ბერს და დასკვნით ნაწილში დაშვებული იყო ტექნიკური უზუსტობა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ, 2017 წლის 02 მარტს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, გვამის სასამართ-ლო სამედიცინო გამოკვლევით, დამატებით გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით და დადგენილებაში ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების შესაბამისად მივდივარ შემ-დეგ დასკვნამდე:

1. ზ----- ღ-–-----ის გვამს გულმკერდის მარცხენა ნახევარში აღენიშნებოდა ნაკვეთ- ნაჩხვ-ლეტი, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, პარიესული და ვისცერული პლევრის ფურცლების, ფილტვის ქსოვილის, პერიკარდის, აღმავალი აორტის წინა კედლის გამჭოლი დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით თითქმის ჰორიზონტალურად - ქვემოდან ოდნავ ზემოთ, წინიდან - უკან, მარცხნიდან ოდნავ მარჯვნივ, შინაგანი და გარეგანი სისხ-ლდენა, სისხლჩაქცევებით მკერდის ძვლის უკან და ჭრილობის არხის გასწვრივ რბილ ქსო-ვილებში, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, მწვავე სისხლნაკლებობა, ნაკვეთი ჭრი-ლობა და სისხლნაჟღენთი მარცხენა ყვრიმალის არეში, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები ცხვირისა და ქვედა ტუჩის არეში. გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ნაკვეთ ნაჩხვლეტი გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, პარიესული და ვისცერული პლევ-რის ფურცლების, ფილტვის ქსოვილის, პერიკარდის, აღმავალი აორტის წინა კედლის გამ-ჭოლი დაზიანებით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, სიცოცხლისდროინდელია, პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალ პირებში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას.

ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ყვრიმალის არეში განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპი-რის მქონე საგნის/საგნების/ ზემოქმედებით, ხოლო სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები ცხვი-რისა და ქვედა ტუჩის არეში რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით. აღნიშნული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია გარდაცვალებამდე უახლოეს პერიოდში, არ იმყოფებიან კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოც-ხალ პირებში ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხა-რისხს.

2. ზ----- ღ-–-----ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა - გან-ვითარებული გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობიდან, და-ზიანებული აორტიდან, მარცხენა ფილტვის ქსოვილიდან, ნეკნთაშუა სისხლძარღვებიდან გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით, გარდაცვალებიდან გვამის გამოკვლევამდე გასუ-ლია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

ამავე დასკვნის მიხედვით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ზ------ ღ-–-----ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2.380/00 ეთილის სპირტი. სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული სა-შუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტა-დონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარ-მები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.

ამავე დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ზ----- ღ-–-----ის გვამიდან აღებულ კანის პრეპარატზე, გამოკვლევის მიხედვით დადგინდა, რომ მასზე არსებული და-ზიანება (ჭრილობა) თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი.

 

ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკი-თხვისას, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატე-ბით აღნიშნა, რომ ზ----- ღ-–-----ის გვამს აღენიშნებოდა ერთი ნაკვეთი ჭრილობა, მარცხე-ნა ყვრიმალის არეში, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგ-ნის (საგნების) ზემოქმედებით და მეორე გულმკერდის მარცხენა ნახევარში ნაკვეთ ნაჩხვ-ლეტი, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა ე.ი. საერთო ჯამში ორი ჭრილობა, ერთი სახეზე და მეორე გულმკერდის არეში. მისივე განმარტებით აორტის მდებარეობა არის ინ-დივიდუალური და აორტის დაზიანების შემთხვევაში სიცოცხლის შენარჩუნების ნაკლები შანსი არსებობდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

ექსპერტმა თ----- კ--–-----მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხ-ვისას, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ 2.38 პრომილე ეთილის სპირტი, როგორი ხარისხის სიმთვრალეს ნიშნავდა ეს საკითხი მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

ექსპერტმა გ------- ც--–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხ-ვისას, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ კანის პრეპარატზე ჩაატარა კვლევა. მისივე განმარტებით, ყუა და ლესილი პირი ნიშნავს, რომ საგნის ერთი პირი იყო გალესილი და მეორე კი არა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს 2017 წლის 05 ივნისს გაცემული, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგე-ნილი, აღნიშნული როგორც: „ავტომანქანა ოპელ ვექტრიდან სახ. ნომრით U---------დან ამოღებული მიკრო ნაწილაკები...“ წებოვან სპეც.ფირფიტებზე კერძოდ: 1) წარწერით: „მარ-ჯვენა სავარძლის საჯდომი“ - აღინიშნება მუქი მორუხო-მწვანე პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- ხ--------ის მოშავო ფერის სვიტერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესა-ბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მომწვანო-შავი ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ესპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- ხ---------ის შარვლის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვა-რობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ----- ღ-–-----ის ჯინსის შარვლის ქსოვილის მოლურჯო ფერის ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან; 2) წარწერით: მარჯვენა სავარძლის საზურგე“ - აღინიშნება მუქი მორუხო-მწვანე პოლიაკრილის ბოჭკოები, რომ-ლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–----------- ხ--------ის მოშავო ფერის სვიტერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან; 3) წარწერით: „მარცხენა სავარძლის საჯდომი“ - აღინიშნება მომწვანო-შავი ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ა-–----------- ხ--------ის შარვლის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მუქი მორუხო-მწვანე პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- ხ--------ის მოშავო ფერის სვი-ტერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო ფერის არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ----- ღ-–-----ის ჯინსის შარვ-ლის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან; 4) წარწერით: „მარცხენა სავარძლის საზურგე“ - აღინიშნება მომწვანო-რუხი, მოყავისფრო ფერში გადასვლითი ბამბის ბოჭკოე-ბი, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ----- ღ-–-----ის ქურთუკის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშ-ნება მკვეთრი მოლურჯო არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ----- ღ-–-----ის ჯინ-სის შარვლის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მუქი მორუხო-მწვანე პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- ხ--------ის მოშავო ფერის სვიტერის ტრიკო-ტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან; 5) წარწერით: „უკანა სავარძლის საჯდო-მი მარცხენა ნაწილიდან“ - აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდ-გენილი ზ----- ღ-–-----ის ჯინსის შარვლის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ----- ღ-–-----ის ქურთუკის ზედაპირზე აღინიშნება მუქი მორუხო-მწვანე პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვ-ნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- ხ--------ის მოშავო ფერის სვიტერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება ბაცი მოხაკის-ფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექს-პერტიზაზე წარმოდგენილი ნ-----–- გ---–--–---–ის პულოვერის მომწვანო-მოხაკისფრო ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ----- ღ-–-----ის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მუქი მორუხო-მწვანე პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვ-ნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- ხ--------ის მოშავო ფერის სვიტერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მომწვანო-შავი ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერ-ტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- ხ--------ის შარვლის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნ-----–- გ---–--–---–ის საღამური კაბის ზედაპირზე აღი-ნიშნება მუქი მორუხო-მწვანე პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვა-რობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- ხ--------ის მოშავო ფერის სვიტერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნე-ბა მომწვანო-შავი ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვ-ნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- ხ--------ის შარვლის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექს-პერტიზაზე წარმოდგენილი ზ----- ღ-–-----ის ჯინსის შარვლის ქსოვილში შემავალ შესაბა-მის ბოჭკოებთან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნ-----–- გ---–--–---–ის პულოვერის ზედაპირზე აღინიშ-ნება მუქი მორუხო-მწვანე პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობ-რივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- ხ--------ის მოშავო ფერის სვიტერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- ხ--------ის მოშავო ფერის სვიტერის ზედა-პირზე აღინიშნება მომწვანო-რუხი, მოყავისფრო ფერში გადასვლით ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ერქსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ----- ღ-–-----ის ქურთუკის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. მოშავო ფე-რის სვიტერის და შარვლის ზედაპირზე ასევე აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო ფერის არა-თანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნი-ლება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ----- ღ-–-----ის ჯინსის შარვლის ქსოვილში შემა-ვალ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

ექსპერტმა ნ---–- ა--–-----–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკი-თხვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ საერთო გვარობრივ ნიშნებში იგულისხმება - ფერი, ბუნება, ელფერი, შეღებ-ვის ხერხი, ქიმიური ბოჭკოების სახეობა, სისქე და ა. შ. მისივე განმარტებით, კვლევის დროს გამოყენებული არის მიკროსკოპი, რომელიც საკვლევ ობიექტს 400-ჯერ ადიდებს და იღებს სურათს. მისივე განმარტებით, ნ-----–- გ---–--–---–ის საღამურის ქსოვილი არის ძალიან სუსტი შეღებვის, ზედაპირი მოთეთრო-მოვარდისფრო, მოთეთრო ბოჭკოებს კი სა-ერთოდ არ იკვლევენ. ამდენად, ნ-----–- გ---–--–---–ი, თუ დაჯდებოდა მანქანის სავარ-ძელზე, შესაძლოა ბოჭკოები ვერ აღმოეჩინათ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს 2017 წლის 07 აპრილს გაცემული ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტი-კური) ექსპერტიზის №--------- დასკვნით, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

- პაკეტში, წარწერებით: „...გ-- შ-----ის ეზოს ჭიშკრის საყრდენი ბოძიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქა...“, „...გ-- შ-----ის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან ამოღებული სისხ-ლის მაგვარი ლაქა...“ „04...გ-- შ-----ის ეზოს გასწვრივ საავტომობილო გზიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქა...“, „05... გ-- შ-----ის ეზოს გასწვრივ საავტომობილო გზიდან ამო-ღებული სისხლის მაგვარი ლაქა ...“ და „06... გ-- შ-----ის ეზოს გასწვრივ საავტომობილო გზიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქა...“ მოთავსებულ ჩხირებზე არსებული მოწი-თალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №1-6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვ-ნის ზ----- ღ-–-----ს (ობ. N 38; პაკეტი, წარწერით:“...ზ----- ღ-–-----ის გვამიდან აღებული სისხლი...“).

- პაკეტში წარწერით: „...ავტომობილი ოპელ ვექტრიდან სახელ. ნომრით U-------- აღე-ბულ იქნა საჭის ანაწმენდი...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. №7) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ა-–---------- ხ--------ეს (ობ. №37; პაკეტი წარწერით: „...ბრალდებულ ა-–---------- ხ--------იდან აღებული ნერწყვის ნიმუში...“), მეორე წილი ეკუთვნის ზ----- ღ-–-----ს (ობ. №38);

- პაკეტში, წარწერით: „...ავტომობილ ოპელ ვექტრიდან სახელმწიფო ნომრით U-------- დან აღებული იქნა სიჩქარის გადაცემათა ბერკეტიდან ანაწმენდი...“ მოთავსებულ ანაწმენ-დზე არსებული ბიომასალის (ობ. N8) შერეულ პროფილში ვლინდება ზ----- ღ-–-----ისა (ობ. №38) და ა-–---------- ხ--------ის (ობ. N 37) გენეტიკური თანამონაწილეობა.

- პაკეტში წარწერით: „...ავტომობილი ოპელ ვექტრას სახ. ნომრით U-------- დან ამოღე-ბული იქნა წინა მარჯვენა კარების შიდა და გარეთა ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდ-ზე წინა მარჯვენა კარების შიდა სახელურიდან არსებული ბიომასალის (ობ. №10) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ა-–---------- ხ---------ეს (ობ. №37). ობ. №10-ის პროფილში, ზ----- ღ-–-----ის (ობ. №38) გენეტიკური თანამონა-წილეობა არ ვლინდება.

ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდზე წინა მარჯვენა მხარეს, კარების გარეთა სახელუ-რიდან (ობ. №9), გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმა-ლური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

- პაკეტში, წარწერით: „...ავტომანქანა ოპელ ვექტრას სახ. ნომრით U-------- დან აღებული იქნა წინა მარცხენა კარების შიდა და გარეტა ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდზე წინა მარცხენა კარების შიდა სახელურიდან (ობ. №12) არსებული ბიომასალის შერეულ პრო-ფილში ვლინდება ზ----- ღ-–-----ის (ობ. N 38) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ა-–---------- ხ--------ის (ობ. №37) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდზე წინა მარცხენა კარების გარეთა სახელურიდან (ობ. №11), გენოტიპირებისათვის, საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონ-ცენტრაცია არ აღმოჩნდა;

- პაკეტში, წარწერით:... „ავტომანქანაოპელ ვექტრა სახ. ნომრით U-------- დან აღებული იქნა უკანა მარჯვენა კარების შიდა და გარეთა ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდზე უკანა მარჯვენა კარების შიგა სახელურიდან არსებული ბიომასალის ( ობ. N 14) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ა-–---------- ხ--------ისა (ობ. №37) და ზ----- ღ-–-----ის (ობ. №38) გენე-ტიკური პროფილებისაგან, რომლებიც არ ვლინდებიან ობ. №14-ის პროფილის მინორულ წილშიც.

ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდზე უკანა მარჯვენა კარების გარეთა სახელურიდან (ობ. №13) და პაკეტში, წარწერით: „...ავტომანქანა ოპელ ვექტრა სახ. ნომრით U-------- დან აღებული იქნა უკანა მარცხენა კარების შიდა და გარეთა ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. №15,16) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

- პაკეტებში, წარწერებით:“...მარჯვენა ხელიდან აღებული მარლის ტამპონით ანაწმენდი ... ზ----- ღ-–-----ისაგან...“ და „...ხელიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები მარლის ტამპო-ნით მარცხენა ხელი... ზ----- ღ-–-----ისაგან...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №17,18) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ----- ღ-–-----ს (ობ. №38).

- პაკეტში, წარწერით: „...გ-- შ-----ის შესასვლელ ჭიშკართან ამოღებული (სამსუნგის) ფირ-მის მობილური ტელეფონი...“ მოთავსებულ SAMSUNG-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე არსებული მოწითალო-მოყავსიფრო ლაქები (ობ. №19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ----- ღ-–-----ს (ობ. №38).

- პაკეტში, წარწერით: ”ნ. გ---–--–---–ის მიერ წარმოდგენილი მეუღლის - ა-–---------- ხ---------ის ოთახის ჩუსტები...“ მოთავსებულ მარცხენა ჩუსტზე არსებული ბიომასალის (ობ. №20) გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ა-–---------- ხ--------ეს (ობ. №37), ხოლო მეორე წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. მარცხენა ჩუსტიდან ამოღებულ ადამიანის თმის ღერზე (ობ. №21), გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

– პაკეტში, წარწერით: „ნ-----–- გ---–--–---–ის მიერ წარმოდგენილი მისი კუთვნილი ჩუს-ტები...“ მოთავსებულ წყვილ ჩუსტზე სისხლსა და სხვა ბიომასალაზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

- პაკეტში, წარწერით: „... ა-–---------- ხ--------ის საცხოვრებელ სახლში ამოღებულ იქნა მის მიერ წარმოდგენილი მამაკაცის ორი ცალი სვიტერი და ერთი ცალი სპორტული შარ-ვალი...“ მოთავსებულ ღია მოყავისფრო, ყელიან ჯემპრზე არსებული მოწითალო მოყავის-ფრო ლაქები (ობ. №25, 26) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №26-ის გენეტიკური პრო-ფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და ობ. №20-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილის იდენტურია. ობ. №25-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ა-–----------- ხ--------ეს (ობ. №37), ხოლო მეორე წილი და ობ. №26-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

ამავე პაკეტში მოთავსებულ შარვალზე (ობ. №22, 23) და შავი ფერის ჯემპრზე (ობ. №27) არსებული მოყავისფრო დანაშრევები, სისხლი არ აღმოჩნდა. აღნიშნულ შარვალზე არსე-ბული თმის ღერების (ობ. №24) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–---------- ხ--------ეს (ობ. №37).

- პაკეტში, წარწერით:“...ნ-----–- გ---–--–---–ის მიერ წარმოდგენილი პერანგი და მაისუ-რი...“ მოთავსებულ საღამურკაბაზე არსებული ბიომასალის (ობ. №28) გენეტიკური პრო-ფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და ობ. N 26-ის პროფილის იდენტურია. ობ. №26,28-ის პროფილის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება ობ. №8,10,12,14-ის შერეულ პროფილებში.

ამავე პაკეტში მოთავსებულ ჯემპრზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. №29) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ----- ღ-–-----ს (ობ. №38).

– პაკეტში, წარწერით: „... ზ----- ღ-–-----ის გვამიდან აღებული ტანსაცმელი...“ მოთავსე-ბულ გრძელსახელოებიან მაისურზე (ობ. №30), ჯინსის შარვალზე (ობ. №31), ქურთუკზე (ობ. №32) მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ. №33), ჯემპრზე (ობ.№34), ქვედა საცვალზე (ობ. №35) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ.№36) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ----- ღ-–-----ს (ობ. №38). ამავე პაკეტში მოთავსებულ წყვილ წინდაზე, სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

- ზ----- ღ-–-----ის სისხლი (ობ. №38) მიეკუთვნება B(III) ჯგუფს.

 

ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ კვლევისათვის წარედგინა სეებ-ის ნივთმტკიცების შესაფუთი, პოლიეთილენის დალუქული პაკეტი, შტრიხკოდით: „0------“ და წარწერით: „საქართველოს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივე-ბის სამმართველო დეტექტივ-გამომძიებელი დ----- ს--------–--ე „ნ-----–- გ---–--–---–ის მიერ წარმოდგენილი პერანგი და მაისური...“ 0----------- ნ. ა--–-----–ი რეგისტრაციის №-----------“. პაკეტში აღმოჩნდა: 1) თეთრი ფერის მთლიანობადარღვეული პოლიეთი-ლენის პარკი, წითელი ფერის გამოსახულებითა და შავი ფერის წარწერით: „MODERN“. პარკი თავმოკრულია შავი ფერის ძაფით, რომლის ბოლოები გაყრილი და დატანებულია მუყაოს ქაღალდსა და „საქ. შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტი დასალუქად N---“ ლუქს შორის. ლუქზეა გაურკვეველი ხელმოწერა. მუყაოს ქაღალდზე მეორე მხარეზე იკითხება: „ნ-----–- გ---–--–---–ის მიერ წარმოდგენილი პერანგი და მაისური (გაურკვეველი ხელმო-წერა) ნ. გ---–--–---–ი“.

2) მოვარდისფრო, უმკლავებო, საღამური-კაბა, რომლის სიგრძეა - 99 სმ. წინა ზედაპირზე, მკერდის არეში, აღინიშნება მოვარდისფრო მაქმანების ჩადგმა და დაკერებულია მოვარ-დისფრო ორი ცალი ბაფთა. საკინძე იკვრება ორი ცალი მოვარდისფრო პლასტმასის ღი-ლით. უკანა კალთის ზედა კიდე რეზინოვანია. კაბაზეა წითელი ფერის ძაფით შესრულე-ბული ამოკემსილი უბანი, მარკირებული ამონაჭერი. დაბინძურებულია მოყვითალო-მონა-ცრისფრო ლაქებით. ვიზუალური, ლუპითა და სტერეომიკროსკოპული დათვალიერებით, სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება. ფრურესცენტული დათვალიერებით, ალაგ-ალაგ აღინიშნება ნათების მქონე უბნები. წინა ზედაპირზე, შუა მესამედში არსებული მსგავსი ლაქებიდან, ზომით ფართობზე = 8,0X9,0 სმ, გაკეთდა ფრაგმენტული ამონაჭრები და გაერ-თიანდა ერთ ობიექტად - ობ. №28.

3) რეზინოვანი ქსოვის ჯემპრი, რომლის ზედა ნაწილი თეთრი ფერისაა, ხოლო ქვედა ნაწი-ლი ფერისაა, შუა ნაწილში აღინიშნება სავი, თეთრი და მომწვანო ფერის ზოლები. მარცხე-ნა გვერდით ნაკერში, შიგნიდან, ჩაკერებულია ორი ცალი თეთრი ფერის ეტიკეტი. ჯემპრი დაბინძურებულია მოყვითალო-მონაცრისფრო ლაქებით, აღინიშნება მარკირებული ამო-ნაჭერი. მარჯვენა სახელოს შუა მესამედში აღინიშნება მოწითალო-მოყავისფრო, გამკვრი-ვებული ლაქა, ზომით = 0,3×0,5 სმ, საიდანაც გაკეთდა ამონაჭერი - ობ. №29. მიმდებარედ გაკეთდა საკონტროლო ამონაჭერი.

 

ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხ-ვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ ნივთმტკიცებისათვის განკუთვნილ პაკეტზე ეწერა „ნ-----–- გ---–--–---–ის მიერ წარმოდგენილი პერანგი და მაისური“, თუმცა მან მაისური აღიქვა როგორც საღა-მური კაბა, ხოლო პერანგი - ჯემპრად, რის გამოც ამ დასახელებით მოიხსენია ნივთმტკი-ცებები ექსპერტიზის დასკვნაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს 2017 წლის 13 ივლისს გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 11. ფუთაში წარწერით; „ზ----- ღ-–-----ის გვამიდან აღებული ტანსაც-მელი“ მოთავსებული ტანსაცმლიდან (ქურთუკი, პულოვერი, გრძელსახელოებიანი მაისუ-რი, მოკლესახელოებიანი მაისური, შარვალი, ქამარი, ტრუსი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) ქურთუკზე, პულოვერზე და ორივე მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში არსებული დაზიანებები განვითა-რებულია ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. შარ-ვალს, ქამარს, ტრუსს, ერთ წყვილ წინდას, ერთ წყვილ ფეხსაცმელს დაზიანება არ აღენიშ-ნება.

ფუთაში წარწერით: „ა-–---------- ხ--------ის ... მიერ წარმოდგენილი...“ მოთავსებულ სვიტერს და ჯემპრს დაზიანება არ აღენიშნება, ხოლო შარვალი ხასიათდება მხოლოდ ექს-პლუატაციური წარმოშობისათვის დამახასიათებელ კვალთა არსებობით, მასზე სხვა რაიმე მორფოლოგიით განსხვავებული დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა.

აღნიშნული ექსპერტიზის კვლევით ნაწილის მიხედვით, შემდგომი კვლევისას დგინდება, რომ მაისურს, რომელსაც უკანა შიგნითა მხარეს საყელოს გადანაკერში ჩაკერებული აქვს ეტიკეტი წარწერით: „M---------“, წინა მხარეს, შუა მიდამოდან ოდნავ მარცხნივ, გულმ-კერდის შესაბამის მიდამოში, საყელოს კიდიდან ქვევით 12.5 სმ-ზე და მარცხენა სახელოს მინაკერიდან მარჯვნივ 17.5 სმ-ზე აღენიშნება გამჭოლი დაზიანება სიგრძით: 2.4. სმ. მიკ-როსკოპული კვლევისას დგინდება, რომ აღნიშნული დაზიანება თავისი ხასიათიდან და პირა-პირების კონფიგურაციიდან გამომდინარე განვითარებულია ჭრით, ცალმხრივლე-სილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.

მაისურს, რომელსაც წინა მხარეს დატანილი აქვს ნახატი და წარწერა: „ქართული ოცნება“, წინა მხარეს შუა მიდამოდან ოდნავ მარცხნივ, გულმკერდის შესაბამის მიდამოში, საყელოს კიდიდან ქვევით 10 სმ-ზე და მარცხენა სახელოს მინაკერიდან მარჯვნივ 15.5 სმ-ზე აღენიშ-ნება გამჭოლი დაზიანება, სიგრძით 2.4 სმ; რომლის მარცხენა დაბოლოებასთან იკვეთება ქსოვილის დაუზიანებელი მცირე ხიდაკით გამოყოფილი 0.4 სმ სიგრძის დაზიანება, რომე-ლიც ურთიერთმდებარეობიდან, განლაგებიდან გამომდინარე უნდა იყოს ძირითად დაზი-ანებასთან ერთდროული წარმოშობის, ქსოვილის მონაკვეთის კეცვით მდგომარეობაში ყოფნისას. მიკროსკოპული კვლევისას დგინდება, რომ აღნიშნული დაზიანება თავისი ხა-სიათიდან და პირა-პირების კონფიგურაციიდან გამომდინარე განვითარებულია ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.

 

ექსპერტმა ნ---- ო---ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული დაცვის მახრის მიერ წარმოდგენილი ექსპერ-ტიზის დასკვნის მიხედვით:

2016 წლის 27 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად 2016 წლის 28 დეკემბრის სასა-მართლო-სამედიცინო ექსპერტიზით ზ----- ღ-–-----ის გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი და-ზიანებები:

ერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მკერდის ძვლის გვერდითა ხაზის გასწვრივ, მე-2 ნეკნთაშუა სივრცეში, ტერფის ძირიდან 135 სმ დაშო-რებით, განივი ოვალური ფორმის, ზომით 2,4×0,6 სმ., შემავალი გულმკერდის ღრუში მარცხნივ, პლევრის ორივე ფურცლის, მარცხენა ფილტვის ქვემო წილის ქვედა მესამედის ქსოვილის, პერიკარდის, მარცხენა პარკუჭის ქვედა მესამედის წინა ზედაპირის (ზომა და მორფოლოგიური სურათი მითითებული არ არის), აღმავალი აორტის შუა მესამედში აორ-ტის წინა კედლის გამჭოლი დაზიანებით, სადაც ბოლოვდება ყრუდ, 1,0×0,3 სმ. ჭრილო-ბით. ჭრილობის არხის მიმართულებით თითქმის ჰორიზონტალურად – ქვემოდან ოდნავ ზემოთ, წინიდან უკან, მარცხნიდან ოდნავ მარჯვნივ. მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქ-სი (სისხლი პლევრსი ღრუში) 350 მლ. ჰემოპერიკარდიუმი (სისხლი გულის პერანგში) 150 მლ-მდე მოცულობით. დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმე-დებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი და როგორიც შეიძლება იყოს დანა.

საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო წინამდებარე ექსპერტიზით ვერ დადგინდა ზ----- ღ-–-----ის სხეულზე და ტანსაცმელზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაციე-ბისა და მორფოლოგიური სურათის ურთიერთშესაბამისობა, კერძოდ 2017 წლის 23 აგვის-ტოს დროის პერიოდისათვის არ არის წარმოდგენილი ზ----- ღ-–-----ის ტანსაცმლის ტრა-სოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არ მოიპოვება მონაცემები ზ------ ღ-–-----ის გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის არხის სიგრძის შესახებ, რის გამოც შეუძლებელია დაზიანების მიმყენებელი საგნის, როგო-რიც შესაძლოა იყოს დანა, გულმკერდის ღრუში ჩატვირთვის სიღრმეზე და შესაბამისად დანის პირის სიგრძეზე მსჯელობა.

ზ----- ღ-–-----ის გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი დაზიანება შემავალია გულ-მკერდის ღრუში და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხ-ლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირშია ზ----- ღ-–-----ის სიკვდილთან, მაგრამ პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელია ზ----- ღ-–-----ის გვამის სასა-მართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობების, ანუ საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო, კერძოდ: გულმკერდის მარცხენა ნახევ-რის მიდამოში, მე-2 ნეკნთაშუა სივრცეში, მკერდის ძვლის ახლო ხაზზე მდებარე ჭრი-ლობის არხი, რომელიც გვამის გამოკვლევის მონაცემების მიხედვით მიემართება „თითქ-მის ჰორიზონტალურად – ქვემოდან ოდნავ ზემოთ, წინიდან უკან, მარცხნიდან ოდნავ მარ-ჯვნივ“ შეუძლებელია, რომ ერთდროულად აზიანებდეს აღმავალი აორტის შუა მესამედს და მარცხენა ფილტვის ქვედა წილის ქვედა მესამედის ქსოვილს, ვინაიდან აღმავალი აორ-ტა და მარცხენა ფილტვის ქვედა წილის ქვედა მესამედი მდებარეობენ სრულიად განსხვა-ვებულ ანატომიურ ნიშნულებზე, როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური პირო-ბითი ხაზების მიმართ (იხ. თანდართული სქემა). ამ შესაძლებლობას გამორიცხავს ასევე გულმკერდის ღრუს ანატომიური თავისებურება, რაც გამოიხატება ნეკნების მიერ შექმნი-ლი მყარი კარკასის არსებობით, სადაც შეუძლებელია ჩატვირთული დანის პირის მიმარ-თულების თავისუფალი შეცვლა და ტეხილხაზოვანი არხის წარმოქმნა. გვამის სასამარლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ანატომიური შეუსაბამობის ახსნა ექსპერ-ტიზას არ შეუძლია.

2016 წლის 27 დეკემბერს მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ზ----- ღ-–-----ს სხეულზე ასევე აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა და სისხლნაჟღენთი მარცხენა ყვრიმალის არეში, ნაჭდე-ვები და სისხლნაჟღენთები ცხვირისა და ქვედა ტუჩის არეში. სისხლნაჟღენთები და ნაჭდე-ვები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნების მოქმედებით, ზოგიერთი მათგანი შე-საძლებელია წარმოქმნილიყო გრუნტზე დაცემის დროსაც. დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში, ცოცხალ პირებზე შეფასდებიან, როგორც მსუბუქი ხარის-ხის, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ნაკევეთი ჭრილობა მარცხენა ყვრიმალის არეში განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედა-პირის მქონე საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცალკე აღებული, ცოცხალ პირებზე შეფას-დება, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

მარცხენა ყვრიმალის მიდამოში ჭრილობის ზომები და მორფოლოგიური სურათი განსხ-ვავდება გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ჭრილობის ზომებისგან და მორფო-ლოგიური სურათისგან, მაგრამ საქმის მასალებში არსებული მონაცემები არასაკმარისია, რომ დადგინდეს, ერთი და იგივე საგნითაა ეს ორივე დაზიანება მიყენებული, თუ სხვა საგნით.

დაცვის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და შემთხვევის ადგილის დათვალიე-რების ოქმის მონაცემების გათვალსიწინებით (სისხლის კვლების მდებარეობა) მკვეთავ-მჩხვლეტი საგნის აღმავალი აორტის კედლის მთლიანობის დაზიანების შემდეგ ზ----- ღ-–-----ი ვერ შეძლებდა ასეთი აქტიური, მიზანმიმართული მოქმედებების დამოუკიდებ-ლად შესრულებას, როგორიცაა 80 მეტრზე გადაადგილება, ანუ დაახლოებით 100 ნაბიჯის დამოუკიდებლად გავლა, ტელეფონზე დარეკვა და ადექვატური საუბარი, დახმარების თხოვნა, დაზიანების მიღებიდან 20 წუთის გავლის შემდეგ ადექვატური საუბარი და დახ-მარების თხოვნა. აღნიშნული მოქმედებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აორტის დაზიანების მიმყენებელი საგანი რჩება ჭრილობის არხში და ამის გამო არ ხდება აორტიდან სისხლდენა და შესაბამისად, წნევის მკვეთრი ვარდნა, მაგ-რამ კონკრეტულ შემთხვევაში დაზიანების მიმყენებელი საგანი, სავარაუდოდ დანა, ჭრი-ლობის არხში არ ყოფილა. კონკრეტულ შემთხვევაში, აღმავალი აორტის 1 სმ სიგრძის და 0,3 სმ პირღიაობის ჭრილობის არსებობის დროს, აორტაში არსებული მაღალი წნევის გამო (100-120 მმ ვწყ. სვ.) დროის უმცირეს მონაკვეთში (წამებში) ვითარდება ძალიან მაღალი ინ-ტენსივობის სისხლდენა აორტიდან გულმკერდის ღრუში, გონების დაკარგვა, მარცხენა პარკუჭისათვის სისხლის შესაბამისი წნევით მიწოდებისა და კუნთის სისხლის მომარა-გების დარღვევა და მისი გაჩერება.

შენიშვნა: ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზით ზ----- ღ-–-----ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2,38 პრომილე ეთილის სპირტი, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილის დად-გომამდე ზ----- ღ-–-----ი იმყოფებოდა ძლიერი ალკორჰოლური სიმთვრალის მდგომარე-ობაში და სასამართლო-მედიკური თვალსაზრისით, ალკოჰოლის ასეთი კონცენტრაცია შე-საძლებელია, დამოუკიდებლად გახდეს ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სიკვდილის მიზე-ზი.

 

ექსპერტმა მ--- ნ-----–--–---–მა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მი-ერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა შემდეგი:

ექსპერტიზა ჩაატარა ადვოკატთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ექსპერ-ტიზა დაიწყო 8 ივნისს და დასრულდა 23 აგვისტოს, თუმცა გაცემულია (წაღებულია) 19 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მხარის მიერ მოხდა ანაზღაურება.

საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო წინამდებარე ექსპერტიზით ვერ დადგინდა ზ----- ღ-–-----ის სხეულზე და ტანსაცმელზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაციე-ბისა და მორფოლოგიური სურათის ურთიერთშესაბამისობა, კერძოდ 2017 წლის 23 აგვის-ტოს დროის პერიოდისათვის არ არის წარმოდგენილი ზ----- ღ-–-----ის ტანსაცმლის ტრა-სოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არ მოიპოვება მონაცემები ზ------ ღ-–-----ის გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის არხის სიგრძის შესახებ, რის გამოც შეუძლებელია დაზიანების მიმყენებელი საგნის, როგო-რიც შესაძლოა იყოს დანა, გულმკერდის ღრუში ჩატვირთვის სიღრმეზე და შესაბამისად დანის პირის სიგრძეზე მსჯელობა.

ზ----- ღ-–-----ის გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი დაზიანება შემავალია გულ-მკერდის ღრუში და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სი-ცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირშია ზ----- ღ-–-----ის სიკვდილთან, მაგრამ პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელია ზ----- ღ-–-----ის გვა-მის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბა-მობების, ანუ საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო, კერძოდ: გულმკერდის მარცხენა ნახევრის მიდამოში, მე-2 ნეკნთაშუა სივრცეში, მკერდის ძვლის ახლო ხაზზე მდებარე ჭრილობის არხი, რომელიც გვამის გამოკვლევის მონაცემების მიხედვით მიემართება „თითქმის ჰორიზონტალურად – ქვემოდან ოდნავ ზემოთ, წინიდან უკან, მარცხნიდან ოდნავ მარჯვნივ“ შეუძლებელია, რომ ერთდროულად აზიანებდეს აღმავალი აორტის შუა მესამედს და მარცხენა ფილტვის ქვედა წილის ქვედა მესამედის ქსოვილს, ვინაიდან აღმავალი აორტა და მარცხენა ფილტვის ქვედა წილის ქვედა მესამედი მდებარეობენ სრულიად განსხვავებულ ანატომიურ ნიშნულებზე, როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური პირობითი ხაზების მიმართ (იხ. თანდართული სქემა). ამ შესაძლებლობას გამორიცხავს ასევე გულმკერდის ღრუს ანატომიური თავისებურება, რაც გამოიხატება ნეკნების მიერ შექმნილი მყარი კარკასის არსებობით, სადაც შეუძლებელია ჩატვირთული დანის პირის მიმართულების თავისუფალი შეცვლა და ტეხილხაზოვანი არხის წარმოქმნა. გვამის სასამარლოსამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ანატომიური შეუსა-ბამობის ახსნა ექსპერტიზას არ შეუძლია.

მარცხენა ყვრიმალის მიდამოში ჭრილობის ზომები და მორფოლოგიური სურათი განსხ-ვავდება გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ჭრილობის ზომებისგან და მორფო-ლოგიური სურათისგან, მაგრამ საქმის მასალებში არსებული მონაცემები არასაკმარისია, რომ დადგინდეს, ერთი და იგივე საგნითაა ეს ორივე დაზიანება მიყენებული, თუ სხვა საგნით.

მის მიერ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ პირდაპირი მიზეზობრივი კავში-რის დადგენა შეუძლებელია ზ----- ღ-–-----ის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერ-ტიზის დასკვნაში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობის, ანუ საკვლევი მასალების არა-საკმარისობის გამო.

საკვლევი მასალის არასაკმარისობაში იგულისხმება ის გარემოება, რომ გამომძიებლის მი-ერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ზ----- ღ-–-----ის გვამს აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევრის მიდამოში მე-2 ნეკნთაშუა სივრცეში, მკერდის ძვლის ახლო მდებარე ხაზზე მდებარე ჭრილობის არხი, რომელიც გვამის გამოკვლევის მიხედვით მიემართება თითქმის ჰორიზონტალურად – ქვემოდან ოდნავ ზემოთ, წინიდან უკან, მარც-ხნიდან მარჯვნივ. აღმავალი აორტა და მარცხენა ფილტვის ქვედა წილი იმდენად სხვადას-ხვა ანატომიურ ნიშნულზე მდებარეობენ, რომ მე-2 ნეკნთაშუა სივრცეში მიყენებული ჭრი-ლობით შეუძლებელია მათი ერთდროულად დაზიანება. სხვა საქმე იქნებოდა ჭრილობა რომ მიყენებული იყოს მე-7, მე-8 და მე-9 ნეკნთაშუა სივრცეში და ქვემოდან ზემოთ მიემართებოდეს.

მის მიერ დასკვნაში მითითებულია, რომ ზ----- ღ-–-----ი აორტის დაზიანების შემთხვევა-ში ვერ შეძლებდა მიზანმიმართული მოქმედებების დამოუკიდებლად შესრულებას, რად-გან აორტაში არსებული მაღალი წნევის გამო ვითარდება მაღალი ინტენსივობის სისხლდე-ნა გულმკერდის ღრუში და ადამიანი კარგავს გონებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭრი-ლობის მიმყენებელი საგანი იქნებოდა ჭრილობაში, სისხლდენა არ იქნებოდა ძლიერი.

დაცვის მხარის შეკითხვებზე განმარტა, რომ თუ როგორ პოზაში იყვნენ ერთმანეთის მი-მართ დაზარალებული და მსჯავრდებული, ამის განსაზღვრა არ შედის ექსპერტის კომპე-ტენციაში. თუ ჭრილობის არხი ჰორიზონტალურია და ეს მხარეთათვის სარწმუნოა, მაშინ შესაძლოა ისინი ერთმანეთის პირისპირ მდგარიყვნენ. მაგრამ ჭრილობის არხის მიმართუ-ლების შეფასება, ამ შემთხვევაში მას, როგორც ექსპერტს არ შეუძლია დაზიანებული ორგა-ნოების ანატომიური მდებარეობის გათვალისწინებით თუ ზ. ღ-–-----ი დახრილ მდგომა-რეობაში იქნებოდა, თავისუფლად შეეძლო მიეღო ამგვარი დაზიანება. მაგრამ ეს სასამართ-ლოს გადასაწყვეტია.

თვითჩამოცმას დანაზე ვერც გამორიცხავს და ვერც დაადასტურებს, თუმცა თეორიულად თვითჩამოცმის დროს შესაძლოა მიეღო ამგვარი დაზიანება.

ექსპერტიზის დასკვნაში მის მიერ მითითებულ ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასთან დაკავში-რებით განმარტავს, რომ რა თქმა უნდა ალკოჰოლური ინტოქსიკაცია თავისთავად შეიძლე-ბა გახდეს სიკვდილის მიზეზი, თუმცა ამ შემთხვევში რადგან არსებობს ტრავმის შედეგად გამოწვეული სისხლნაკლებობა, ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ვერ დააყენებს მწვავე სის-ხლნაკლებობაზე წინ.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

გააანალიზა საქმეში არსებული, როგორც პირველი ინსტანციის ასევე სააპელაციო სასა-მართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაც-ვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ ალ. ხ--------ე იმ-ყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდ-გენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულად გამორიცხავს შემთხვევის განვითარებას იმგვარად, როგორც ამას ბრალდების მხარე წარმოადგენს. ზ------ ღ-–-----ი ინერციით დაეცა მიწაზე და წამოეცვა თავისივე ხელში არსებულ დანაზე.

 

პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარის პო-ზიცია ერთგვარად გაურკვეველია. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ზ----- ღ-–-----ი იმყო-ფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მოქმედებდა აუცილებელი მოგე-რიების ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ ანვითარებს ვერსიას, რომ ზ----- ღ-–-----მა და-ზიანება მიიღო თავის ხელში არსებულ დანაზე ჩამოგებით (თვითჩამოცმით). ეს ორი ვერ-სია ურთიერთგამომრიცხავია, რადგან თუ თავისივე ხელში არსებულ დანაზე დაეცა ზ. ღ-–-----ი ალ. ხ--------ის მიერ მანქანიდან გადმოყვანისას, მაშინ როგორ შეიძლება ვიმ-სჯელოთ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაზე, თუკი არ არსებობდა აუ-ცილებელი მოგერიების მდგომარეობა.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსა-მართლის მსჯელობას ა-–---------- ხ--------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირებისა და მის ქმედებაში განზრახვის დასა-ბუთების ნაწილში.

 

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეულ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ მ. ნ-----–--–---–ის ჩვენე-ბას, არ წარმოადგენს ალ. ხ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის სა-ფუძველს.

 

არც დაცვის მხარის ექსპერტიზას გამოურიცხავს და ექსპერტმა მ--- ნ-----–--–---–მაც დაა-დასტურა ის გარემოება, რომ ზ----- ღ-–-----ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლე-ბობა, რომ ზ----- ღ-–-----ს მიყენებული ჰქონდა ერთი შემავალი ჭრილობა გულმკერდის ღრუში, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცო-ცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირშია ზ----- ღ-–-----ის სიკვდილთან.

 

დაცვა ცდილობს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, გააბათი-ლოს ბრალდების მხარის ვერსია და განმარტავს, რომ ჭრილობის არხის მიმართულების გათვალისწინებით შეუძლებელია მე-2 ნეკნთაშუა სივრცეში შემავალი ჭრილობა ერთდრო-ულად აზიანებდეს აღმავალი აორტის შუა მესამედს და მარცხენა ფილტვის ქვედა წილის ქვედა მესამედის ქსოვილს.

თუმცა ექსპერტმა მ--- ნ-----–--–---–მა დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ გად-მოხრის შემთხვევაში ზ----- ღ-–-----ს თავისუფლად მიეღო ასეთი დაზიანება, თუმცა რო-გორ პოზაში იყვნენ ერთმანეთის მიმართ აწ გარდაცვლილი და მსჯავრდებული, ეს სა-სამართლოში დასადგენია და არ შედის ექსპერტის კომპეტენციაში.

 

ამდენად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ზ. ღ-–-----ისათვის მიყენებული დაზიანების, ჭრილობათა რაოდენობის, სიკვდილის მიზეზთან დაკავში-რებით იდენტურია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა.

 

დაცვის მხარე განმარტავს, რომ ზ. ღ-–-----ის სისხლში აღმორჩენილი იქნა ალკოჰოლის შე-მცველობა - 2,38 პრომილე ეთილის სპირტი. მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დას-კვნის შემდეგ, საეჭვოა ზ. ღ-–-----ის სიკვდილის მიზეზი, რადგან ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ზ----- ღ-–-----ი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეოაბში. სასამართლო-მედიკური თვალსაზრისით, ალკოჰოლის ასეთი კონცენ-ტრაცია შესაძლებელია, დამოუკიდებლად გახდეს ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სიკვდი-ლის მიზეზი.

 

სააპელაციო სასამართლო დაცვის მხარის ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:

ექსპერტი მ. ნ-----–--–---–ი თავის დასკვნაში მიუთითებს, რომ ზ. ღ-–-----ის სისხლში აღ-მოჩენილი ალკოჰოლური კონცენტრაცია (2,38 პრომილე ეთილის სპირტი) შესაძლოა და-მოუკიდებლად გახდეს ალკოჰოლის ინტოქსიკაციით სიკვდილის მიზეზი. თუმცა არც ექს-პერტიზის დასკვნაში არსად არის მითითებული და არც ექსპერტ მ--- ნ-----–--–---–ს არ მიუთითებია ჩვენების მიცემისას, რომ ზ. ღ-–-----ის სიკვდილის მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაცია.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ალ. ხ--------ე იმყო-ფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აღ-ნიშნულს შემდეგ გარემოებათა გამო:

– მოწმე ნ-----–- გ---–--–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მის მეუღლეს – ალ. ხ---------ესა და ზ----- ღ-–-----ს შორის მოხდა დაპირისპირება. ის ბიჭი ეჩხუბებოდა ა---ს, აგი-ნებდა, ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ ფული ეკუთვნოდა.

– მოწმე ნ--- ჭ---–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს, დაახლოე-ბით ღამის 12 საათზე გაიგონა როგორ ეჩხუბებოდა ვიღაცას ა---. ა---ს ცოლი ცდილობდა მის დამშვიდებას და ეუბნებოდა ა---ს „გაჩერდი, ნუ ცემო“.

– ზ----- ღ-–-----თან ურთიერთშეკამათებას ადასტურებს თავის ჩვენებაში ალ. ხ---------ეც.

 

ამდენად, ამ ჩვენებებით უდაოდაა დადასტურებული, ალ. ხ--------ესა და ზ----- ღ-–-----ს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების არსებობა.

აღნიშნულით, სააპელაციო პაატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ.ხ--------ეს, ზ. ღ-–-----თან მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით განაწყენებულს, გა-უჩნდა შურისძიების გრძნობა, რის გამოც ორჯერ დაარტყა დანა ზ----- ღ-–-----ს.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერ-ტიზის დასკვნას (როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილს) რომ-ლის მიხედვითაც ზ----- ღ-–-----ს სხეულზე, გარდა გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრი-ლობისა, აღენიშნებოდა აგრეთვე ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ყვრიმალის არეში.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ალ. ხ--------ის ჩვენებას იმის შესახებ, რომ დანა არ დაურტყამს ზ----- ღ-–-----ისათვის, მანქანაში ჩხუბის დროს მხოლოდ ხელი დაარტყა ცხვირში; რომ ზ. ღ-–-----ი, რომელსაც დანა ეკავა ხელში, თვითონ კი მას დანიან ხელზე ეკიდა ხელი, მანქანიდან გადააგდო და მას შემდეგ გაუშვა ხელი, როცა ზ----- ღ-–-----ი ძირს დააგდო. როცა ზ----- ღ-–-----ი მიდიოდა, მას ხელში ეჭირა დანა (ზ. ღ-–-----ს) და დაემუქრა, რომ დაბრუნდებოდა.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ამ ვერსიას, რადგან თუ ზ----- ღ-–-----ის დანიან ხელზე მას (ალ. ხ--------ეს) ეკიდა ხელი, როგორ უნდა მომხდარიყო, როგორც დაცვა აღნიშნავს, დანაზე ჩამოცმა, პალატისთვის გაუგებარია.

 

დაცვის მხარემ, მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, ყურა-დღება გაამახვილა, რომ აღმავალი აორტის კედლის მთლიანობის დაზიანების შემდეგ ზ----- ღ-–-----ი ვერ შეძლებდა მიზანმიმართული მოქმედებების დამოუკიდებლად შეს-რულებას, როგორიცაა 80 მეტრზე გადაადგილება, ტელეფონზე დარეკვა და სხვა.

 

თუმცა სააპელაციო პალატა ყურადღბას მიაქცევს საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებუ-ლებებს:

 

- მოწმე ი--- ხ--–--ის ჩვენებას, რომლშიც ის განმარტავს, რომ ... ზ-----თან ახლოს არ მისულა, თუმცა გაიგონა, რომ ზ------ ითხოვდა წყალს და მობილური ტელეფონით რე-კავდა სასწრაფო დახმარებაში.

 

- მოწმე პ----- გ--------–--ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც სამსახურებრივი მოვალეობის სესრულებისას მიირეს შეტყობინება, რო სოფელ მ--–---------შიზ----- ღ-–-----ი ითხოვდა დახმარებას. მორიგეს გამოართვა მობილური ტელეფონის ნომერი და დარეკა. უპასუხა ზ----- ღ-–-----ამა და აუხსნა სად უნდა მისულიყვნენ. როდესაც მივიდნენ, ადგილზე ნახეს მამაკაცინჩაკეცილ მდგომარეობაში. შეკითხვაზე მამაკაცმა უპასუხა, რომ ალ.ხ--------ემ დაჭრა.

 

- იმ გარემოებას, რომ ოპერატიული მორიგის მიერ მიცემულ ტელეფონის ნომერზე დარე-კვის შემდეგ უპასუხა ზ----- ღ-–-----მა და მიუთითა პოლიციის თანამლებს ზუსტად რა ადგილას მისულიყვნენ, ადასტურებს თავის ჩვენებაში მოწმე კ------- ს--------–--ეც.

 

- მოწმის სახით დაკითხული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმის ჟ-------- ჩ-------–----–ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, მორიგეობის დროს, 122-დან მიიღეს შეტყობინება სოფელ მ--–---------ში გამოძახების შესახებ. ოპერატორის მითითებით, ადრესატი ასახე-ლებდა სისხლს და თავის სახელსა და გვარს - ზ----- ღ-–-----ი.

 

- საქმეში არსებული №------- შეტობინებით, რომლითაც დადგენილია, რომ 112-ის ოპე-რატორს, 2016 წლის 27 დეკემბერს 11:02:35 PM დაუკავშირდა ზ----- ღ-–-----ი ტელეფონის ნომრიდან 5----------- და ითხოვა დახმარება ინიციატორი საუბრობდა გაუგებრად.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაჭრილმა ზ----- ღ-–-----მა გაიარა გარკვეული მანძილი ალ.ხ--------ის სახლიდან მეზობლის - შ-----ის ჭიშკრამდე, თვითონვე მოახერხა დაერეკა 112-ზე და სთხოვა დახმარების აღმოჩენა.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაი-ზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ა-–---------- ხ--------ის გამართლების თაო-ბაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ა-–---------- ხ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–---------- ხ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალა-ტა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა-–---------- ხ--------ისათვის სასჯელის დანიშვნისას ამომწურავად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, ხარისხი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი პიროვნება, ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრ-თხე, მის მის მიერ დანაშაულის აღიარება და თანამშრომლობა გამოძიებასთან და ამ გარე-მოებების გათვალისწინებით დაუნიშნა მას სასჯელი იმ ზომით, რასაც სააპელაციო პალა-ტაც ეთანხმება, სამართლიანად მიაჩნია და მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივ-რის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძვე-ლი.

 

ამდენად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენი ა-–----------- ხ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

sarezolucio nawili:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

d a a d g i n a :

 

ა-–---------- ხ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ა-–---------- ხ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა-–---------- ხ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

ა-–---------- ხ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღი-დან – 2016 წლის 29 დეკემბრიდან.

 

ნივთმტკიცებები – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლის-მაგვარი ლაქები, ავტომანქანის სახელურის ანაწმენდები, ავტომანქანის სავარძლებიდან აღებული მიკრონაწილები, ზ----- ღ-–-----ის გვამიდან აღებული თმის ნიმუში, ზ----- ღ-–-----ის გვამიდან აღებული ხელის დაქტილოსკოპიური ნიმუშები, ზ----- ღ-–-----ის გვამიდან აღებული ხელის ანაწმენდის ნიმუშები, ა-–---------- ხ--------ეს ხელის თითისა და ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო-ში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომანქანა, რომელიც ხელწერილით დაუბრუნდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დარჩეს მის მფლობელობაში.

 

ნივთმტკიცებები – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ორი სიმბარათით, რომელიც ინახება გურიის პოლიციის დეპარტამენტში, ზ------ ღ-–-----ის გვამიდან აღებული ტანსაცმელი და ავტომანქანა „ოპელის“ დათვალიერების დროს ამოღებული წინა სავარძლის შალითები, რომლებიც ინახება სასამართლო ექსპერტი-ზის ეროვნულ ბიუროში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ნივთმტკიცებები – ნ-----–- გ---–--–---–ის ტანსაცმელი: საღამური, მაისური, ჩუსტები, რომლებიც ინახება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დაუბრუნდეს ნ-----–- გ---–--–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ნივთმტკიცებები – საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ა-–---------- ხ---------ეს ტანსაცმელი: შავი ფერის სვიტრი, შავი ფერის შარვალი, მონაცრისფრო სვიტრი და ა-–---------- ხ--------ის ჩუსტები, რომლებიც ინახება სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნულ ბიუროში დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ა-–---------- ხ--------ის ოჯახის სრულ-წლოვან წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

თავმჯდომარე: marine imerliSvili

 

მოსამართლეები: vera doliZe

 

maka gorgoZe