განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100116001434491
საქმე №1/ბ-584-2017წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის - რ----- შ----ის,ადვოკატის - რ---- პ----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ა-------ს ძე ბ---–----ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხ. ქ. ბათუმი, ლ--------–------------
აღწერილობითი ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ------ ბ---–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 12 ივნისს, შპს ,,ა------–---–-------------სა” და ა------ ბ---–----ეს შორის გაფორმებული მიწითსარგებლობის შეწყვეტის მოთხოვნის ოფციის ხელშეკრულებით, შპს ,,ა------–---–------------” ა------ ბ---–----ეს კომპენსაციის სახით უხდიდა 12 500 ლარს, ხოლო ა------ ბ---–----ე ხსენებულ ფირმას საკუთრებაში გადასცემდა მის სარგებლობაში არსებულ, ხულოს რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე, 1628,79 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს.
2013 წლის 3-------------, ა------ ბ---–----ე გარდაიცვალა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შპს ,,ა------–---–------------მ”, 2013 წლის 18 ნოემბერს, №---- საგადასახადო დავალებით, სს ”ს----------–--------ში”, ა------ ბ---–----ის ანგარიშზე ჩარიცხა 12 500 ლარი.
2013 წლის დეკემბრის თვის დასაწყისში, ა------ ბ---–----ის შვილს - მ------ ბ---–----ეს გაუჩნდა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითობის გზით, შპს ”ა------–---–------------ს” კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის - 12 500 ლარის დაუფლების სურვილი. მ------ ბ---–----ემ, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მიმართა ხსენებული ფირმის წარმომადგენლებს მასზედ, რომ წარმოადგენდა ა------ ბ---–----ის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრეს, მამის სამკვიდრო მოწმობის მიღებას სჭირდებოდა გარკვეული დრო და ვერ ახერხებდა ა------ ბ---–----ის ანგარიშზე ჩარიცხული 12 500 ლარის მიღებას, რის გამოც ხსენებულ ფირმას მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხა 12 500 ლარი, ხოლო სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდეგ ღებულობდა პერსონალურ ვალდებულებას, 2014 წლის 15 მარტამდე, შპს ”ა------–---–------------სათვის” დაებრუნებინა ა------ ბ---–----ის ანგარიშზე ჩარიცხული 12 500 ლარი. შპს ”ა------–---–------------მ” გაითვალისწინა მ------ ბ---–----ის თხოვნა და 2013 წლის 4 დეკემბერს, №---- საგადასახადო დავალებით, სს ”თ----------ში”, ამ უკანასკნელის ანგარიშზე ჩარიცხა 12 500 ლარი. შპს ”ა------–---–------------ს” წარმომადგენლების მოტყუებისა და ნდობის მოსაპოვებლად, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2013 წლის 17 დეკემბერს, მ------ ბ---–----ემ, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი განცხადებით დაადასტურა შპს ,,ა------–---–------------ს” მიმართ არსებული ზემოხსენებული ვალდებულების შესახებ.
2013 წლის 6-------------ან 2014 წლის 2---------დე პერიოდში, სს,,თ----------იდან” მ------ ბ---–----ის მიერ სრულად იქნა მიღებული ამ უკანასკნელის ანგარიშზე შპს ,,ა------–---–------------ს” მიერ ჩარიცხული 12 500 ლარი.
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის ნასამართლევმა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ------ ბ---–----ემ, სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით, მოტყუებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური ვალდებულება გააჩნდა შპს ”ა------–---–------------ს” მიმართ, 2014 წლის 15 მარტამდე დაეფარა მამის - ა------ ბ---–----ის ანგარიშზე, შპს ,,ა------–---–------------ს” მიერ სს ”ს----------–--------ში”, 2013 წლის 18 ნოემბერს ჩარიცხული 12 500 ლარი, ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2014 წლის 25 მარტს, სს ”ს----------–-----------დან” გამოიტანა ა------ ბ---–----ის ანგარიშზე ჩარიცხული ხსენებული თანხა, რასაც თაღლითობის გზით დაეუფლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ------ ბ---–----ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენით მ------ ბ---–----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორი რ----- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი მ------ ბ---–----ის მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო სასჯელი განესაზღვროს დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი მ------ ბ---–----ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, მ------ ბ---–----ის ქმედების კვალიფიკაციის და მტკიცებულებების შეფასება მოხდა არაობიექტურად და ზერელედ. განაჩენი არ გამომდინარეობს საქმის რეალური, ფაქტობრივი გარემოებებიდან. მ------ ბ---–----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას ადასტურებს ბრალდების მხარეს მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე უდაოდ არის დადგენილი ის გარემოება, რომ მ------ ბ---–----ეს, როგორც ა------ ბ---–----ის კანონიერ მემკვიდრეს შპს ,,ა----–---–-----------ას’’ და ა------ ბ---–----ეს შორის 2012 წლის 12 ივნიის გაფორმებული მიწათსარგებლობის შეწყვეტის მოთხოვნის ოფციის ხელშეკრულების თანახმად, კომპენსაციის სახით უნდა მიეღო არა 25000, არამეს 12500 ლარი და 12500 ლარის სწორედ რომ მის მიერ თაღლითურად იქნა დაუფლებული.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად დასტურდება, რომ მ------ ბ---–----ე შპს ,,ა----–---–-----------ს’’ კუთვნილ 12500 ლარს დაეუფლა არა როგორც მართლზომიერ მფლობელობაში მყოფს, არამედ თაღლითურად, მოტყუებით. შესაბამისად, ბრალდების მხარე ვერ გაიზირებს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქმეზე არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა მ------ ბ---–----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული ერთმანეთთან შეთანმხებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა უდაოდ ადასტურებს მ------ ბ---–----ის მიერ, დანაშაულის რეციდივისას, თაღლითობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, დიდი ოდენობით შპს ,,ა------–---–------------ს’’ კუთვნილი სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტს, შესაბამისად, მ------ ბ---–----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
გამართლებულ მ------ ბ---–----ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციომ პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - აჭარის ა/რ პროკურატურის უფროს პროკურორს რ----- შ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ მ------ ბ---–----ის ინტერესების დამცველ ადვოკატ რ---- პ----ეს, რომელიც არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მ------ ბ---–----ის მიმართ გამამართებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულად ცნობილი შპს ,,ა------–---–------------ს” წარმომადგენლის თ-------- რ-–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ შპს ”ა------–---–------------” შუახევის და ხულოს რაიონებში ახორციელებდა ჰესების მშენებლობას. 2012 წლის ივნისში, შპს ”ა------–---–----------ასა” და მ------ ბ---–----ის მამას - ა------ ბ---–----ეს შორის გაფორმდა მიწათსარგებლობის თმობის ოფციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ”ა------–---–------------” ა------ ბ---–----ეს კომპენსაციის სახით გადაუხდიდა 12 500 ლარს, ხოლო ა------ ბ---–----ე ხსენებულ ფირმას საკუთრებაში გადასცემდა მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. 2013 წლის 17 ნოემბერს თანხა ჩაირიცხა ა------ ბ---–----ის ანგარიშზე, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ა------ ბ---–----ე 2013 წლის 3------------- გარდაიცვალა, რაც კომპანიისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2013 წლის 29 ნოემბერს მათ ოფისში გამოცხადდა ა------ ბ---–----ის შვილი მ------ ბ---–----ე. ამ უკანასკნელმა წარადგინა განცხადება და მოითხოვა ინფორმაცია საკომპენსაციო თანხის შესახებ, განცხადებას დაურთო სამკვიდროს მიღების თაობაზე მის მიერ შეტანილი განაცხადი, როგორც დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ იყო მამის ერთადერთი მემკვიდრე. მოითხოვა თანხის ჩარიცხვა მის ანგარიშზე, რადგან სამკვიდროს მიღებამდე მოკლებული იყო მისი განკარგვის შესაძლებლობას. სწორედ ამის შემდეგ გადამოწმდა თანხის ჩარიცხვის საკითხი და გახდა რ-–---ისთვის ცნობილი ა------ ბ---–----ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ფაქტი, რადგან ასეთი ინფორმაცია კონფიდენციალურია და ყველას არ აქვს მასზე წვდომა. ამიტომ იმავე, ან მეორე დღეს მ------ ბ---–----ესთან ერთად წავიდა "ს----------–---------ში" იმის გასარკვევად, თუ რამდენად იყო შესაძლებელი მ------ს მამის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა განეკარგა, ან რაიმე ფორმით თანხა მის სასარგებლოდ მიქცეულიყო. ბანკში განუცხადეს, რომ ეს შეუძლებელი იყო.
მოწმის განმარტებით, კომპანიამ გაითვალისწინა მ------ ბ---–----ის თხოვნა, მამის გარდაცვალების ფაქტი, ასევე საკითხის სენსიტიურობა და 2013 წლის 4 დეკემბერს მის ანგარიშზე ჩარიცხა 12 500 ლარი, მ------ ბ---–----ემ კი 2013 წლის 17 დეკემბერს სანოტარი წესით დამოწმებული განცხადებით იკისრა ვალდებულება სამკვიდროს მიღებისთანავე, კონკრეტულად კი - 2014 წლის 15 მარტამდე დაებრუნებინა კომპანიისთვის მამის ანგარიზე ჩარიცხული თანხა. დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, მ------ ბ---–----ესთან კონტაქტი გართულდა, თუმცა კომპანიის რეგიონულმა წარმომადგენლებმა შეძლეს მასთან დაკავშირება, შეახსენეს თანხის დაბრუნების ვალდებულის თაობაზე, რაზეც მან განმარტა, რომ თანხა დახარჯა და ვერ დააბრუნებდა. კომპანიამ შესთავაზა თანხა დაეფარა განაწილვადებით, თვეში 200-300 ლარის ოდენობით მაინც, მაგრამ ბ---–----ემ უარი თქვა. მისი მხრიდან თანხის განაწილვადების თხოვნას ადგილი არასოდეს ჰქონია. დღემდე მის მიერ არ დაბრუნებულა თანხა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა კომპანიას.
მოწმე თ------ ბ---–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ მ------ ბ---–----ის თანასოფლელი და ნათესავია. მისი ოჯახის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის შპს "ა------–---–----------ასთვის"დათმობის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა ამ კომპანიასა და თ------ ბ---–----ის მამას შორის. თანხის ჩარიცხვამდე - 2013 წლის 23 აპრილს მამა გარდაიცვალა, კომპანიაში კი განუცხადეს, რომ სამკვიდროს მოწმობის აღებამდე მათგან ვერანაირ თანხას ვერ მიიღებდა. მართლაც, საკომპენსაციო თანხა 12 500 ლარი მიიღო მხოლოდ სამკვიდროს მოწმობის აღების შემდეგ. მოგვიანებით, შეიტყო, რომ კომპანია დამატებით თანხებს რიცხავდა მიწის ნაკვეთზე არსებული ნარგავების საკომპენსაციოდ, აღნიშნულის გასარკვევად აპირებდა კომპანიაში მისვლას. სწორედ ამ პერიოდში შემთხვევით შეხვდა მ------ ბ---–----ეს, რომელთანაც ისაუბრა დამატებითი თანხების შესახებ. მ------მა სთხოვა კომპანიაში გაერკვია მასაც ეკუთვნოდა თუ არა ასეთი თანხა. კომპანიაში კი განუცხადეს, რომ მ------ს უკვე ჩარიცხული ჰქონდა თანხა, რომელთან დაკაშირებითაც რაღაც გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი.
საქმეში წარმოდგენილი, შპს ”ა------–---–------------სა” და მოქალაქე ა------ ბ---–----ეს შორის დადებული მიწით სარგებლობის შეწყვეტის მოთხოვნის ოფციის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, თუ 2013 წლის 31 დეკემბრამდე ნებისმიერ თარიღზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება უძრავ ქონებაზე კომპანიის უფლებრივად უნაკლო საკუთრების უფლება, მაშინ რეგისტრაციის თარიღიდან 60 სამუშაო დღის ვადაში კომპანია მიწით მოსარგებლეს გადაუხდის და გადაურიცხავს კომპენსაციას 12 500 ლარის ოდენობით.
2013 წლის 12 სექტემბრის გარდაცვალების №----------- მოწმობით დასტურდება, რომ ა------ ბ---–----ე გარდაიცვალა 2013 წლის 3-------------.
№---- ელექტრონული საგადასახადო დავალებით დასტურდება, რომ შპს ”ა------–---–------------ამ”, 2013 წლის 18 ნოემბერს სს ”ს----------–-----------ს” მეშვეობით გადარიცხა 12 500 ლარი მოქალაქე ა------ ბ---–----ის ანგარიშზე, ნომრით: G----------------------
მ------ ბ---–----ის განცხადებით, რომელიც თარიღდება 2013 წლის 29 ნოემბრით, დასტურდება, რომ ბ---–----ემ მიმართა შპს ”ა------–---–----------ას” თხოვნით, მამის - ა------ ბ---–----ის გარდაცვალების გამო, საკომპენსაციო თანხის – 12 500 ლარის დარიცხვა (და არა მამის ანგარიშიდან მის ანგარიშზე გადარიცხვა) მოხდეს მის პირად ანგარიშზე G----------------------
2013 წლის 28 ნოემბერს სანოტარო ბიუროში მ------ ბ---–----ის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე გაიცა მოწმობა, სარეგისტრაციო ნომრით - 1---------
№---- ელექტრონული საგადასახადო დავალებით დასტურდება, რომ 2013 წლის 4 დეკემბერს შპს ”ა------–---–------------ამ”, მოქალაქე მ------ ბ---–----ის ანგარიშის ნომერზე: G--------------------- ჩარიცხა 12 500 ლარი.
2013 წლის 17 დეკემბერს, ნოტარიუს ხ------- კ--–--------–---–ის მიერ №-------- სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით დამოწმებული მოქალაქე მ------ ბ---–----ის განცხადებით დასტურდება, წარმოადგენს 2013 წლის 3------------- გარდაცვლილი მამის - ა------ ბ---–----ის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრეს. 2013 წლის 18 ნოემბერს, სს ”ს----------–--------ში” არსებული მამკვიდრებლის პირად ანგარიშზე G--------------------- შპს ”ა------–---–------------ს” (ს/ნ: 4--------) მიერ ჩარიცხულია თანხა 12 500 ლარის ოდენობით. კისრულობს ვალდებულებას, რომ შესაბამისი სამკვიდრო მოწმობის მიღებისთანავე მოახდენს მამკვიდრებლის პირად ანგარიშზე განთავსებული კომპენსაციის მიღებასა და კომპანიისათვის დაბრუნებას შესაბამისი ფორმით, იქნება ეს ნაღდი ფულით თუ საბანკო გადარიცხვით. იმ შემთხვევაში თუ სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდეგ მ------ ბ---–----ის მიერ ნებისმიერი მიზეზით ვერ მოხდება მამკვიდრებლის პირად ანგარიშზე არსებული შესაბამისი კომპენსაციის მიღება, მ------ ბ---–----ე კისრულობს საკომპენსაციოს თანხის - 12 500 ლარის კომპანიისათვის 2014 წლის 15 მარტამდე დაბრუნების ვალდებულებას.
მოწმის სახით დაკითხულმა ნოტარიუსმა ხ------- კ--–--------–---–მა დაადასტურა მის მიერ ზემოთმითითებული სანოტარო მოქმედების შესრულების ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 25 მარტით დათარიღებული №------- გასავლის ორდერით დასტუდება მ------ ბ---–----ის მიერ სს ”ს----------–--------იდან”, მოქალაქე ა------ ბ---–----ის სახელზე დარიცხული თანხის - 12 500 ლარიდან 12,105 ლარის განაღდების ფაქტი.
სს "ს----------–--------ის" მოლარე-ოპერატორებმა ხ------- დ-------ემ და დ------ დ---–--ემ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დაადასტურეს მ------ ბ---–----ის მიერ, ა------ ბ---–----ის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის თანხის განაღდების ფაქტი.
მ------ ბ---–----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისმა მამამ ა------ ბ---–----ემ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე ხულოს რაიონში, დაუთმო შპს "ა------–---–----------ას", რასთან დაკავშირებითაც გაფორმდა ხელშეკრულება. მიწის ნაკვეთის დათმობის სანაცვლო საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 12 500 ლარს. 2013 წლის სექტემბერში, ისე, რომ თანხა მის ანგარიშზე არ ჩარიცხულა, ა------ ბ---–----ე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2013 წლის ოქტომბერში, კომპანიის ოფისში მისული მ------ ბ---–----ე კომპანიის იურისტმა თ-------- რ-–---ემ მიიღო. ბ---–----ემ მას შეატყობინა მამის გარდაცვალების შესახებ და სთხოვა ფული არ დაერიცხათ ა------ ბ---–----ისთვის. რ-–---ემ თაროდან საქაღალდე ჩამოიღო, გადაამოწმა რაღაც დოკუმენტები და განუცხადა, რომ ჯერ თანხა ა------ ბ---–----ის ანგარიშზე ჩარიცხული არ იყო, ამასთან, გადასცა საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც აუცილებელი იყო თანხის მის ანგარიშზე დასარიცხად, ესენი იყო - ა------ ბ---–----ის გარდაცვალების მოწმობა და განაცხადი სამკვიდროს მიღების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტების მომზადების შემდეგ, ნოემბრის ბოლოს ისევ მივიდა კომპანიის ოფისში და წარადგინა დოკუმენტები, თ-------- რ-–---ის კარნახით დაწერა განცხადება და ითხოვა მის სახელზე დარიცხულიყო საკომპენსაციო თანხა.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა რ-–---ე და სთხოვა ოფისში მისვლა. კომპანიაში მისულს კი განუმარტა, რომ შეცდომა მოუვიდა ბუღალტერს და თანხა დაურიცხა ანგარიშზე. ამიტომ საჭირო იყო ბანკში წასვლა და თანხის უკან დაბრუნება. რ-–---ემ თან წაიღო სამკვიდროს მიღების განაცხადი და მ------თან ერთად ბანკში წავიდა. ბანკის თანამშრომლის და რ-–---ის საუბარს არ დასწრებია, ამ უკანასკნელის მითითებით გარეთ დარჩა. ბანკიდან გამოსულმა რ-–---ემ აუწყა, რომ ბანკი ფულს ვერ დააბრუნებდა და მისი დაბრუნება შეიძლებოდა მხოლოდ მ------ის მიერ სამკვიდროს მიღების შემდეგ. სწორედ ამ დღეს გახდა მისთვის ცნობილი იმ გარემოების შესახებ, რომ თანხა იყო დარიცხული როგორც მის, ასევე მამისის ანგარიშზე. 2013 წლის 17 დეკემბერს რ-–---ის მოთხოვნით სანოტარო ბიუროში ხელი მოაწერა რ-–---ის მიერ წინასწარ მომზადებულ განცხადებას, რომ სამკვიდროს მიღების შემდეგ, 2014 წლის 15 მარტამდე, მამის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას კომპანიას დაუბრუნებდა.
რ-–---ის განმარტებით, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, დამატებითი გარანტი იყო მისთვის, რომ თანხის შეცდომით ჩარიცხვის გამო სამსახურში პრობლემები არ შექმნოდა. სამკვიდროს მიღების შემდეგ, 2014 წლის 25 მარტს მიიღო მამის ანგარიშზე ჩარიცხული 12 500 ლარი, მაგრამ გამოიყენა პირადი საჭიროებისთვის, დააბრუნა ვალები, მოახმარა ოჯახს და მისი კომპანიისთვის დაბრუნება ვეღარ შეძლო. თუმცა შესთავაზა რ-–---ეს ნაწილ-ნაწილ დაერთოთ თანხის დაფარვის ნება, მზად იყო ხელფასის გარკვეული ნაწილი, ასევე კერძო სამუშაოებისას აღებული თანხები გადაერიცხა კომპანიის ანგარიშზე ნაწილ-ნაწილ. კომპანიის იურისტი ჯერ დათანხმდა მის წინადადებას და ანგარიშის ნომერიც მისცა, თუმცა შემდეგ უარი განუცხადა და თანხის ერთბაშად გადახდა მოსთხოვა, რაც ვერ შეძლო. იცის, რომ თანხა კომპანიისთვის დასაბრუნებელია და მზადაა, კომპანიის თანხმობის შემთხვევაში, ვალი ნაწილ-ნაწილ დაფაროს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, მ------ ბ---–----ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, ცხადია, მოტყუება თავისთავადა არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშულის შემადგენლობის ერთერთი ნიშანი, ურმოლისოდაც ქმედებნის თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება, ასეთ შემთხვევაში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.
სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტებს მ------ ბ---–----ის თაღლითობაში უდანაშაულობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, თუ რაში გამოიხატა მ------ ბ---–----ის მხრიდან მოტყუება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2012 წლის 12 ივნისს, შპს ,,ა------–---–-------------სა” და ა------ ბ---–----ეს შორის გაფორმებული მიწითსარგებლობის შეწყვეტის მოთხოვნის ოფციის ხელშეკრულებით, შპს ,,ა------–---–------------” ა------ ბ---–----ეს კომპენსაციის სახით გადაუხდიდა 12 500 ლარს, ხოლო ა. ბ---–----ე საკუთრებაში გადასცემდა მის სარგებლობაში არსებულ, ხულოს რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე, 1628,79 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 3------------- ა------ ბ---–----ე გარდაიცვალა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა. ბ---–----ის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წლის 18 ნოემბერს თანხა ჩაირიცხა გარდაცვლილის ანგარიშზე. აღნიშნულ გარემოებას კონპანიის წარმომადგენელი თ. რ-–---ე იმ მიზეზით ხსნის, რომ უცნობი იყო ბ---–----ის გარდაცვალების ფაქტი მათთვის და მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2013 წლის 29 ნოემბერს მ------ ბ---–----ე გამოცხადდა კომპანიაში და წარადგინა მამის გარდაცვალების მოწმობა, სამკვიდროს მიღების განაცხადთან ერთად, გადამოწმდა ეს საკითხი და გაირკვა, რომ თანხა უკვე ჩარიცხული იყო ა------ ბ---–----ისათვის. ასევე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2013 წლის 29 ნოემბერს მ. ბ---–----ემ მიმართა შპს ,,ა------–---–-------------ს’’ და აუწყა მათ მამის გარდაცვალების თაობაზე და სთხოვა კომპანიას თანხა გადაერიცხა მის ანგარიშზე. აქვე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მ. ბ---–----ის განცხადებას (ტ. 1 ს.ფ. 24) განცხადებაში არსად არაა დაფიქსირებული მოთხოვნა ა------ ბ---–----ის ანგარიშზე ჩარიცხული 12500 ლარის მის ანგარიშზე გადარიცხვასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ კომპანიისთვის მიმართვის მომენტში მ------ ბ---–----ისათვის ცნობილი იყო მამის ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ, უფრო მეტიც, დაზარალებულ თ. რ-–---ის განმარტებით, ეს გარემოება არ იცოდნენ არც კომპანიის თანამშრომლებმა, სანამ არ გადაამოწმეს ინფორმაცია გამართლებულის განცხადების წარდგენის შემდეგ. ამდენად, მტკიცებულებებით ურტუარად დადგინდა, მას შემდეგ, რაც მ. ბ---–----ემ თავად შეატყობინა კომპანიას მამის გარდაცვალება და ითხოვა მის ანგარიშზე მომხდარიყო საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა, ნაცვლად იმისა, რომ კომპანიას უარი ეთქვა მისთვის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მოთხოვნაზე და განემარტა, რომ მხოლოდ მამის დანატოვარი სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილი წესით მიღების შემდეგ შეძლებდა ა------ ბ---–----ის ანგარიშზე უკვე ჩარიცხული თანხის განკარგვას, 2013 წლის 04 დეკემბერს თანხა ჩაურიცხა პირად ანგარიშზე, შესაბამისად, მისცა მ. ბ---–----ეს შესაძლებლობა კანონიერად მიეღო და განეკარგა მის ანგარიშზე ჩარიცხული საკომპენსაციო თანხა. შემდეგ კი მიხვდა რა შეცდომას, 2013 წლის 17 დეკემბერს, სანოტარი წესით დამოწმებული განცხადებით მ------ ბ---–----ეს აკისრებინა ვალდებულება სამკვიდრო მოწმობის მიღებისთანავე მოეხდინა მამკვიდრებლის პირად ანგარიშზე განთავსებული საკომპენსაციო თანხის მიღება და კომპანიისათვის დაბრუნება 2014 წლის 15 მარტამდე. ის, რომ მ. ბ---–----ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მოხდა კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომის და არა მ.ბ---–----ის მხრიდან წარმოშობილი მოტყუების მართლსაწინააღმდეგო განზრახვის საფუძველზე, დასტურდება მოწმე თ------ ბ---–----ის ჩვენებითაც, მოწმეს, რომელსაც მ------ ბ---–----ის მსგავსად გარდაეცვალა მამა, საკომპენსაციო თანხის მიღებამდე, მანაც მიმართა კომპანიას საკომპენსაცო თანხასთან დაკავშირებით და აცნობა მამის გარდაცვალების თაობაზე, კომპანიაში განუცხადეს, რომ სამკვიდროს მოწმობის აღებამდე მათგან ვერანაირ თანხას ვერ მიიღებდა და მხოლოდ მოწმობის აღების შემდეგ შეძლებდა მამის ანგარიშზე ჩარიცხული თანხით სარგებლობას.
პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ მ------ ბ---–----ის შემთხვევაში, კომპანიამ, რომლისთვისაც უკვე ცნობილი იყო თანხის მიღების უფლებამოსილი პირის გარდაცვალების ფაქტი, ცნობილი იყო ასევე მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული წესი, მიუხედავად ამისა, მ------ ბ---–----ეს პირად ანგარიშზე დაურიცხა თანხა, რითაც თავადვე მისცა შესაძლებლობა მიეღო და განეკარგა ის. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს, იგი იძლევა ცრუ ინფორმაციას კონკრეტული გარემოებების შესახებ და ასეთი ინფორმაციით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მეორე მხარე. მოცემულ შემთხვევაში მ------ ბ---–----ეს არც მოქმედებით, არც მიწოდებული ინფორმაციით შეუყვანია შეცდომაში კერძო კომპანია. პირიქით, ამ კომპანიის წარმომადგენლების მიერ ნაჩვენები მიმართულებით მოქმედებდა მ------ ბ---–----ე. პალატას მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ მ. ბ---–----ემ აიღო და თვისი შეხედულებისამებრ განკარგა მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული საკომპენსაციო თანხა, საკმვიდროს მიღების შემდეგ კი დაეუფლა და განკარგა მამის ანგარიშზე ჩარიცხული 12 5000 ლარი და არ დაუბრუნა კომპანიას, აღნიშნული არ მიუთითებს დასაწყისშივე მისი მხრიდან თაღლითობის განზარხვის არსებობაზე. თანხის მისაღებად მისი მოქმედებები არ იყო მიმართული მოტყუებით თანხის დაუფლებისკენ და მხოლოდ კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად მოხდა ისე, რომ მ. ბ---–----ეს ხელი მოუწვდებოდა ორივე ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორი შეფასება მისცა მ------ ბ---–----ის მოქმედებებს თანხის აღების შემდეგ, როდესაც მან მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თანხა მიითვისა მართლსაწინააღმდეგოდ და არ დაუბრუნა კომპანიას და რომ აღნიშნული ბრალდება უფრო მძიმე ბრალდებაა და ითვალისწინებს უფრო მკაცრ სასჯელს. თუმცა საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს დანაშაულის არასწორი კვალიფიკაციის შემთხვევაში მხოლოდ ბრალდებულის სასარგებლოდ გააჩნია ბრალდების შეცვლის შესაძლებლობა.
ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ------ ბ---–----ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მ------ ბ---–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება მ------ ბ---–----ის მხრიდან შპს ,,ა------–--–------------ს’’ მოტყუება და მისი ქონების მისაკუთრების მიზანი, რაც გამორიცხავს მ------ ბ---–----ისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლბით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორის რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენი მ------ ბ---–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ------ ბ---–----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
მ------ ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გირაოს სახით გადახდილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, რ----- ხ------------ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება - მ------ ბ---–----ის ხელწერის ექსპერიმენტალური ნიმუშის აღების ოქმი, თანდართულ ნიმუშების მიღების ოქმებთან ერთად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
გამართლებულ მ------ ბ---–----ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე