განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2019
საქმის ნომერი
330310117001902231
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/3109-18, 330310117001902231

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გელა ბადრიაშვილი

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი- ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრი - გამგეობის თავმჯდომარე - კ---------------------–---

წარმომადგენელი - ვ-–-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

წარმომადგენლები - ე---------------------------------------

 

დავის საგანი - არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხის უკან დაბრუნება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრს დაევალა არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხის სულ 17 736,59 ლარის (2016 წლის 30 მაისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი 11760,71 ლარისა და 2016 წლის 03 აგვისტოს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი 5975,88 ლარის) უკან დაბრუნება. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სასარჩელო განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით 532,09 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის N- ოქმის (სხდომის ჩატარების თარიღი 25.04.2016 წელო) თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრმა მოიპოვა დაფინანსება (საშუალო შეფასება 80.60) დანართი N--ში მითითებული დამატებითი მოთხოვნების შესრულების პირობით. დანართი N--ის თანახმად I კატეგორიის სამიზნე ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლების მქონე პოლიტიკური პარტიების წრმომადგენლობით. კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად, სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ: სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პროექტის მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის შვიდი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე არანაკლებ ოთხი კვალიფიციური პარტიიდან მიღებული თანხმობის წერილი, ხელმოწერილი პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ.

 

პარტიებისთვის დაგზავნილი მოწვევის წერილი და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (წერილის წარმოდგენა უნდა მოხდეს ნაბეჭდი ელექტრონულ ფორმით (CD)). ზემოაღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ. თანაბარი პირობებისა და პროპორციულობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტში მონაწილეობის სურვილის მქონე თითოეულ პარტიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა სამიზნე ჯგუფში პარტიის წარმომადგენლები წარადგინოს შესაბამის რეგიონში მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების რაოდენობის გათვალისწინებით, კერძოდ: თბილისი (10 საოლქო საარჩევნო კომისია); კახეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია); ქვემო ქართლი (7 საოლქო საარჩევნო კომისია); შიდა ქართლი-მცხეთა -მთიანეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია); სამცხე-ჯავახეთი (6 საოლქო საარჩევნო კომისია); იმერეთი (თერჯოლა ტყიბულის გარდა) (10 საოლქო საარჩევნო კომისია); რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, თერჯოლა და ტყიბული (6 საოლქო საარჩევნო კომისია); სამეგრელო და ზემო სვანეთი (9 საოლქო საარჩევნო კომისია); გურია-აჭარა (9 საოლქო საარჩევნო კომისია);

 

II კატეგორიის სამიზნე ჯგუფი: კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ:

 

სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის თერთმეტი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე არანაკლებ ექვსი კვალიფიციური პარტიიდან მიღებული თანხმობის წერილი, ხელმოწერილი პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ; სწავლების ცენტრს ასევე უნდა წარუდგინოს, ბოლო ოთხი წლის მანძილზე გამართულ ერთ-ერთ საერთო არჩევნებში მონაწილე არაუმეტეს ექვსი არაკვალიფიციური პარტიისთვის პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული თანხმობის წერილი, ხელმოწერილი პარტიის ხელმძღვანელობაზე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ.

 

პარტიებისთვის დაგზავნილი მოწვევის წერილი და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (წერილების წარმოდგენა უნდა მოხდეს ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)); ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ. თანაბარი პირობებისა და პროპორციულობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტში მონაწილეობის სურვილის მქონე თითოეულ პარტიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა სამიზნე ჯგუფში პარტიის წარმომადგენლები წარადგინოს შესაბამის რეგიონში მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების რაოდენობის გათვალისწინებით, კერძოდ:

 

თბილისი (10 საოლქო საარჩევნო კომისია); კახეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია); ქვემო ქართლი (7 საოლქო საარჩევნო კომისია); შიდა ქართლი - მცხეთა-მთიანეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია); სამცხე-ჯავახეთი (6 საოლქო საარჩევნო კომისია); იმერეთი (თერჯოლისა და ტყიბულის გარდა) (10 საოლქო საარჩევნო კომისია); რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, თერჯოლა და ტყიბული (6 საოლქო საარჩევნო კომისია); სამეგრელო და ზემო სვანეთი (9 საოლქო საარჩევნო კომისია); გურია - აჭარა (9 საოლქო საარჩევნო კომისია).

 

თუ პარტიებიდან პროექტში მონაწილეობის შესახებ მიღებული თანხმობის წერილებიდან გამოიკვეთება, რომ შემცირდა პროექტით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებში მონაწილეთა რაოდენობა, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია სწავლების ცენტრს წარუდგინოს პროექტის კორექტირებული ბიუჯეტი გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მოთხოვნებით პროექტის დაფინანსებისთვის დადგენილი დაანგარიშების პრინციპის გათვალისწინებით. არასამთავრობო ორგანიზაციამ კორექტირებული ბიუჯეტი სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პარტიებისთვის დაგზავნილ მოწვევისა და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილებთან ერთად (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)). აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 16-29).

 

2016 წლის 15 მარტს, გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის 2016 წლის 18 მაისის N- სხდომის ოქმით დგინდება, რომ აღნიშნული ოქმის 2.1. პუნქტით ,,გრანტის გაცემის წესის’’ მე-13 მუხლის მე-19 პუნქტის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის მიმართ დადგინდა საგრანტო პროექტის ბიუჯეტში ქვემოთ მოყვანილი ცვლილებების განხორციელების მოთხოვნა: პროექტის ბიუჯეტის პირველი მუხლის 1.1. პუნქტით გათვალისწინებული სახელფასო ფონდი შემცირებული იქნა 3000 ლარის ოდენობით (პროექტის ბიუჯეტის პირველი მუხლის ქვეპუნქტებით 1.1.1; 1.1.2.; 1.1.3.; 1.1.4. გათვალისიწინებული ადამიანური რესურსების შენარჩუნებით); პროექტის ბიუჯეტის პირველი მუხლის ქვეპუნქტებში 1.2.1.; 1.2.2.; 1.2.3.; 1.2.4.; 1.2.5. (ტრენერების შრომის ანაზღაურება) შევიდა ცვლილება და ტრენერების ჰონორარი განისაზღვრა საათობრივ მომსახურებაზე არაუმეტეს 45 ლარის გაანგარიშებით (პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრენერების რესურსის შენარჩუნებით); პროექტის ბიუჯეტში ამოღებული იქნა მე-4 მუხლის 4.1. პუნქტი (პროექტორი); პროექტის ბიუჯეტის მე-4 მუხლის 4.2. პუნქტი ხარჯი (ნოუთბუქი) შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი ,,გრანტის გაცემის წესის’’ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები განხორციელდეს საგრანტო პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების, ღონისძიების ნაწილში. კენჭისყრის შედეგი: მომხრე - 4; წინააღმდეგი - 0 (ტომი 1, ს.ფ. 36-41).

 

2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის N- სხდომის ოქმით (სხდომის ჩატარების თარიღი 27.07.2016 წელი) დგინდება, რომ ,,გრანტის გაცემის წესის’’ მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ,,ქვეპუნქტი ,,დ’’’’ ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის’’ დაფინანსება განხორცილდეს მათ მიერ საგრანტო პროექტების ბიუჯეტებში დადგენილი მოთხოვნების შესრულების პირობით. პროექტის ბიუჯეტში დაკორექტირდა მე-4 მუხლი (ოფისის ხარჯი) ჯამი (ტომი 1, ს.ფ. 42-71 (63, 67).

 

2016 წლის 27 მაისის სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის N----- ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის’’ დაფინანსების შესახებ.

 

2016 წლის 03 აგვისტოს, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის N----- ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის’’ დაფინანსების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 72-73).

 

2016 წლის 30 მაისს, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრს’’ შორის დაიდო N- საგრანტო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - 1.1. გრანტის გამცემის მიერ გრანტის მიმღებისათვის გადაცემული მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში, გრანტის მიმღები იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა საგრანტო კონკურსის გრანტის გამცემისათვის წარდგენილი პროექტი დანართი N- შესაბამისად. 1.2. საგრანტო პროექტი უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. 1.3. მხარეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, წესით, საგრანტო კონკურსში გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილია.

 

ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემის მიერ საგრანტო პროექტის შესრულებისა და საგრანტო თანხის მიზნობრივად ხარჯვის კონტროლის განხორციელების მიზნით, გრანტის მიმღები ვალდებული იყო გრანტის გამცემისათვის წარედგინა შემაჯამებელი ანგარიში წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 2.3. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო გრანტის გამცემისათვის წარედგინა შუალედური ანგარიში წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არაუგვიანეს 2016 წლის 15 ივლისის. 2.4. პუნქტის თანახმად გრანტის მიმღები ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, შემდგომში არაუგვიანეს 25 ივნისისა და არაუგვიანეს 25 ივლისისა სწავლების ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე ,,grants@electionreforms.ge’’ მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია გრანტის გამცემს შესაბამისად ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეების განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიების გრაფიკის შესახებ, მათი შინაარსის, პასუხისმგებელი პირის მონაცემების განხორციელების ზუსტი ადგილისა და დროის მითითებით. 2.5. პუნქტის თანახმად წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ღონისძიებების გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებული იყო აღნიშნული ინფორმაცია ეცნობებინა გრანტის გამცემისათვის მანამდე წარდგენილ გრაფაში განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე. ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად გრანტის გამცემმა გრანტის მიმღებს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გადასცა 105068 ლარი, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. 3.2. პუნქტის თანახმად საგრანტო თანხა გადაირიცხა ორ ეტაპად: ა) ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში 50000 ლარის ოდენობით; ბ) თუ აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუალედური ანგარიშის საფუძველზე განხორციელებული შუალედური მონიტორინგის შედეგად არ გამოვლინდებოდა დარღვევები - 55068 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 74-76).

 

2016 წლის 03 აგვისტოს, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრს’’ შორის დაიდო საგრანტო ხელშეკრულება N--. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - 1.1. გრანტის გამცემის მიერ გრანტის მიმღებისათვის გადაცემული მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში, გრანტის მიმღები იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა საგრანტო კონკურსის გრანტის გამცემისათვის წარდგენილი პროექტი დანართი N- შესაბამისად. 1.2. საგრანტო პროექტი უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 7 აგვისტოდან 2016 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. 1.3. მხარეთა უფლება-მოვალეობანი დარეგულირდა საქართველოს კანონმდებლობით, საგრანტო კონკურსში გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილია.

 

ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემის მიერ საგრანტო პროექტის შესრულებისა და საგრანტო თანხის მიზნობრივად ხარჯვის კონტროლის განხორციელების მიზნით, გრანტის მიმღები ვალდებული იყო გრანტის გამცემისათვის წარედგინა შემაჯამებელი ანგარიში წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 2.3. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო გრანტის გამცემისათვის წარედგინა შუალედური ანგარიში წესის მე-16 მუხლის მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არაუგვიანეს 2016 წლის 7 სექტემბრისა. 2.4. პუნქტის თანახმად გრანტის მიმღები ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, შემდგომში არაუგვიანეს 7 სექტემბრისა სწავლების ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე ,,grants@electionreforms.ge მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია გრანტის გამცემს შესაბამისად აგვისტოს, სექტემბერ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიების გრაფიკის შესახებ, მათი შინაარსის, პასუხისმგებელი პირის მონაცემების განხორციელების ზუსტი ადგილისა და დროის მითითებით. 2.5. პუნქტის თანახმად წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ღონისძიებების გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებული იყო აღნიშნული ინფორმაცია ეცნობებინა გრანტის გამცემისათვის მანამდე წარდგენილ გრაფაში განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.

 

ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად გრანტის გამცემმა გრანტის მიმღებს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გადასცა 29975 ლარი, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. 3.2. პუნქტის თანახმად საგრანტო თანხა გადაირიცხა ორ ეტაპად: ა) ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში 14987 ლარის ოდენობით; ბ) თუ აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუალედური ანგარიშის საფუძველზე განხორციელებული შუალედური მონიტორინგის შედეგად არ გამოვლინდებოდა დარღვევები - 14987,50 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 90-92).

 

2017 წლის 13 მარტის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული N--------- დასკვნით დგინდება, რომ საგრანტო ხელშეკრულებების მიხედვით სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს მიერ გაცემული გრანტის სახით ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრს მიღებული 105 068 ლარიდან, პროექტის „პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდა კახეთის რეგიონში“ განხორციელებისათვის გახარჯულია სწორად 73501,12 ლარი, 11 480 ლარზე მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი, 276,71 ლარზე არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია, 4 ლარის 4.2 მუხლში/პუნქტში ხარჯვის გაზრდის თანხმობის შესახებ საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი წერილობითი დასტური. ხოლო ნაშთად ერიცხება 19806,17 ლარი, რომელიც 2016 წლის 30 აგვისტოს დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

 

საგრანტო ხელშეკრულება N- (30.05.2016) გრანტის ოდენობაა 105 068 ლარი. ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრი“ - საქმეში წარმოდგენილი დამატებითი მასალების მიხედვით, პროექტის დაგეგმილი ბიუჯეტის მე-4 მუხლის (ოფისის ხარჯი) 4.2 პუნქტით (პრინტერის შესყიდვა) გათვალისწინებული თანხის ოდენობა განსაზღვრულია 360 ლარით, ხოლო ფაქტიურად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 400 ლარი. აღნიშნული სხვაობა ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხაზე 10%-ით მეტია. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ 396 ლარის ოდენობით გახარჯულია სწორად, ხოლო დარჩენილ თანხაზე სულ 4 ლარზე აღნიშნულ მუხლში/პუნქტში ხარჯვის თანხმობის შესახებ საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი წერილობითი დასტური. ამასთან ერთად, საქმეში წარმოდგენილია კომუნიკაციის ხარჯის გადარიცხვის საგადახდო დავალებები, ხოლო ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის 445 ლარიდან 276,71 ლარზე.

 

რაც შეეხება, მე-2 მუხლში ასახულ მივლინების ხარჯებს (მგზავრობა, ცხოვრება, დღიური), ექსპერტიზაზე დამატებით წარმოდგენილია სამივლინებო ბრძანებები. თანხების გაცემის უწყისები, მივლინების მოწმობები, მივლინების ხარჯების ანგარიში და ტრენინგზე დასწრების ფურცლები, აღნიშნული დოკუმენტაციის კვლევის შედეგად დგინდება, რომ სულ 13275 ლარი ორგანიზაციის მიერ გაცემულია სამივლინებო ხარჯებისათვის. კერძოდ სატრანსპორტო ხარჯისთვის, ცხოვრების ხარჯისთვის და დღიური, აღნიშნული თანხები სრულად დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, რომელიც გადარიცხულია ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე. უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურეობრივი მივლინების დადგენილი სადღეღამისო დღიური ნორმა შეადგენს 15 ლარს, რომელიც არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნულ შემთხვევაში სამსახურეობრივი მივლინების დადგენილი სადღეღამისო დღიური ნორმა არ არის გამოწერილი მივლინებაში მყოფ პირებზე. ორგანიზაციის მიერ პროექტში დასაქმებულ თანამშრომლებზე ბრძანებით განსაზღვრულია ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით, ერთ დღიან პერიოდზე სამივლინებო ხარჯები არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით, ხოლო ერთზე მეტ დღიან პერიოდზე არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით. ვინაიდან ანგარიშვალდებულ პირებს არ აქვთ წარდგენილი მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია, გასაცემი თანხების გამოთვლას ორგანიზაცია ახორციელებს აღნიშნული ბრძანების შესაბამისად მივლინების ხარჯების ანგარიშის მიხედვით, რომლის შემდგომაც ხდება საშემოსავლო გადასახადის დაკავება და დაბეგრილი თანხა ერიცხება მიმღებ პირს შესაბამის საბანკო ანგარიშზე. კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული თანხები წარმოადგენს პირის მიერ მიღებულ სარგებელს.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სულ მივლინების დღეთა რაოდენობა შეადგენს 98 დღეს. აღნიშნულის და დადგენილი სადღეღამისო დღიურო ნორმის 15 ლარის გათვალისწინებით, სულ სადღეღამისო ხარჯი შეადგენს 1470 ლარს. 325 ლარი წარმოადგენს სასტუმროს ხარჯს, რომელზეც წარმოდგენილია მიზნობრივად ხარჯვის შესაბამისი დოკუმენტაცია. ამდენად, ექსპერტიზაზე არ არის წარმოდგენილი საერთო ჯამში 11480 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ - ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისას, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრება 15 ლარის ოდენობით, ხოლო მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

 

ამასთან ერთად. საგადასახადო კანონმდებლობით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ასევე, სარგებლად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ანაზღაურებული ხარჯები, ხოლო ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩარიცხული 105 068 ლარი, ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის“ მიერ პროექტის „პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდა კახეთის რეგიონში“ განხორციელებისათვის გახარჯულია სწორად 73501,12 ლარი, 11 480 ლარზე მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი, 276,71 ლარზე არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია, 4 ლარის 4.2 მუხლში/პუნქტში ხარჯვის გაზრდის თანხმობის შესახებ საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი წერილობითი დასტური, ხოლო ნაშთად ერიცხება 19806,17 ლარი, რომელიც 2016 წლის 30 აგვისტოს დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ტომი 3, ს.ფ. 158-164).

 

2017 წლის 16 მარტის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული N--------- დასკვნით დგინდება, რომ ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის“ მიერ, მიღებული 29 975 ლარიდან, პროექტის „ყრუ პირთა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში“ განხორციელებისათვის გახარჯულია სწორად 22 726,6 ლარი, 5825 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია ექსპერტიზაზე არ არის წარმოდგენილი, 150,88 ლარზე არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია, ხოლო ნაშთად რიცხული 1 272,52 ლარი 2016 წლის 07 ოქტომბერს დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. პუნქტი N-- - საგრანტო ხელშეკრულება N-- მიხედვით: 1.1. გრანტის გამცემის მიერ გრანტის მიმღებისათვის გადაცემული მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში, გრანტის მიმღები იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საგრანტო კონკურსში გრანტის გამცემის წარდგენილი პროექტი დანართი N- შესაბამისად. 1.2. საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს 2016 წლის -7 აგვისტოდან 07 ოქტომბრის ჩათვლით. 1.3. მხარეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება საქართვლოს კანონმდებლობით, წესით, საგრანტო კონკურსში გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

 

მე-3 მუხლით განსაზღვრულია გრანტის გაცემის წესი, რომლის მიხედვითაც: 3.1. გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გადაცემს 29 975 ლარს, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის’’ მიერ საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნობრივი 29 975 ლარის გრანტიდან გახარჯულია 28 702,48 ლარი, მათ შორის: 1. შრომის ანაზღაურება - 9 500 ლარი; 2. მგზავრობის ხარჯი - 8 000 ლარი; 3. კონფერენციების, სწავლებების, ღონისძიებების ორგანიზების ხარჯი - 10 784,87 ლარი; 4. ოფისის ხარჯი 400 ლარი; 5. სხვა ხარჯი 17,61 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, პროექტის დაგეგმილი ბიუჯეტის მუხლში/პუნქტში 10% ზემოთ ცვლილება მიმღების მიერ არ განხორციელებულა. რაც შეეხება, მე-2 მუხლში ასახულ მივლინების ხარჯებს, ექსპერტიზაზე წარდგენილია სამივლინებო ბრძანებები, მივლინების მოწმობები, მივლინების ხარჯების ანგარიში. აღნიშნული დოკუმენტაციის კვლევის შედეგად დგინდება, რომ ორგანიზაციის მიერ გაცემულია სამივლინებო ხარჯებისათვის 8 000 ლარი, საიდანაც 1590 წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების ანაზღაურების თანხას, ხოლო დარჩენილი თანხა, მათ შორის 585 ლარი (სამსახურებრივი მივლინების დადგენილ სადღეღამისო (დღიური 15 ლარი) ხარჯების ნორმა) დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. ამდენად ექსპერტიზაზე არ არის წარდგენილი 5825 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია. აღნიშნული თანხიდან საშემოსავლო გადასახადს წარმოადგენს 1282 ლარი. ამასთან ერთად, მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით (საკომუნიკაციო ხარჯი) განსაზღვრული 400 ლარიდან ხარჯვის დოკუმენტაცია წარდგენილია მხოლოდ 249.12 ლარზე.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის“ მიერ მიღებული 29 975 ლარიდან, პროექტის ,,ყრუ პირთა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში’’ განხორციელებისათვის გახარჯულია სწორად 22 726,6 ლარი, 5828 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია ექსპერტიზაზე არ არის წარდგენილი 150,88 ლარზე არ არის წარდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია, ხოლო ნაშთად რიცხული 1 272,52 ლარი 2016 წლის 7 ოქტომბერს დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ტომი 4, ს.ფ. 165-191).

 

2017 წლის 20 მარტს მომზადებული 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი N- დგინდება, რომლის დღის წესრიგს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის N7/2012 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების’’ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული ,,გრანტის გაცემის წესის’’ მე-17 მუხლის მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ საკონკურსო კომისიისთვის ინფორმაციის წარდგენა კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული პროექტის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ. ოქმის თანახმად ა(ა)იპ „--------–---------–------------------–-------- ცენტრს“ სწავლების ცენტრის მიერ ჩაერიცხა 105068 ლარი, რომლიდანაც გახარჯულია სწორედ 73501,12 ლარი. 11480 ლარზე (სამივლინებო ხარჯი) მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარდგენილი არ იყო. პროექტის ბიუჯეტის მე-4 მუხლის 4.2. პუნქტში (ოფისის ხარჯი) ხარჯვის 10% - ით ზრდაზე საგრანტო საკონკურსო კომისიის თანხმობის შესახებ საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი წერილობითი დასტური (შეადგინა 4 ლარი);

 

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შედეგად კომისიის სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრი“- ს მიმართ გამოეყენებინათ ,,გრანტის გაცემის წესის’’ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ჯამურ ოდენობად განისაზღვრა 15 845,5411 760,71 ლარი (მოიცავს: 276,71 ლარის, 4 ლარისა და 11480 ლარის ჯამს). კენჭისყრის შედეგები: მომხრე - 4, წინააღმდეგი - 0.

 

კენჭისყრის შედეგად კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის“ მიმართ გამოეყენებინათ ,,გრანტის გაცემის წესის’’ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ოდენობად განისაზღვრა 11760,71 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღად დადგინდა 2017 წლის არაუგვიანეს 29 მარტისა (ტომი 3, ს.ფ. 192-197).

 

2017 წლის 20 მარტს მომზადებული 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი N- დგინდება, დგინდება, რომლის დღის წესრიგს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის N7/2012 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების’’ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული ,,გრანტის გაცემის წესის’’ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ საკონკურსო კომისიისთვის ინფორმაციის წარდგენა კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული პროექტის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ. ოქმის თანახმად ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრს’’ - სწავლების ცენტრის მიერ ჩაერიცხა 29 975 ლარი, რომლიდანაც გახარჯულია სწორედ 22 726,6 ლარი. 5825 ლარზე (სამივლინებო ხარჯები) მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარდგენილი არ იყო. 150,88 (საკომუნიკაციო ხარჯი) არ იყო წარდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია.

 

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შედეგად კომისიის სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრს’’ მიმართ გამოეყენებინათ ,,გრანტის გაცემის წესის’’ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ოდენობად განისაზღვრა 5975,88 (მოიცავს 150,88 ლარისა და 5825 ლარის ჯამს) ლარი. კენჭისყრის შედეგები: მომხრე - 3, წინააღმდეგი - 0.

 

კენჭისყრის შედეგად კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის’’ მიმართ გამოეყენებინათ ,,გრანტის გაცემის წესის’’ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ოდენობად განისაზღვრა 5975,88 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღად დადგინდა 2017 წლის არაუგვიანეს 29 მარტისა (ტ. 3, ს.ფ. 198-205).

 

2017 წლის 20 მარტს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის N---- ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის’’ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 5975,88 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული თანხის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა.

 

2017 წლის 20 მარტს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის N---- ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის’’ ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის’’ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 11760,71 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული თანხის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა. (ტომი 3, ს.ფ. 206-207).

 

2017 წლის 27 მარტს ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრმა’’ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში და მოითხოვა 2017 წლის 20 მარტის სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის N---- ბრძანებისა და 2017 წლის 20 მარტის სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის N---- ბრძანების ბათილად ცნობა (ტომი 3, ს.ფ. 208-215).

 

2017 წლის 18 აპრილის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის N------- განკარგულებით ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის’’ ადმინისტრაციული საჩივარი (ცესკოში რეგისტრაციის N---) არ დაკმაყოფილდა სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობის გამო. ძალაში დარჩა ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის’’ მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე’’ სსიპ ,,სარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების სწავლების ცენტრის’’ დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები, როგორც მართლზომიერი გადაწყვეტილებები (ტომი 3, ს.ფ. 216-232).

 

დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულება, რომლის პირველი მუხლის თანახმად საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში – სწავლების ცენტრი) არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფოებრივ, საგანმანათლებლო და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საჯარო საქმიანობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სწავლების ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

 

ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სწავლების ცენტრის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და წინამდებარე დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს ცესკო. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სწავლების ცენტრის ფუნცქიებია ,, ვ.ა) პარტიებზე თანხის გაცემა კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებების, რეგიონული პროექტების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსების მიზნით; ვ. ბ) არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემა პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე’’. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად 3. სწავლების ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ. ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელებას ახდენს გრანტის გაცემის თანდართული წესის შესაბამისად.

 

გრანტის გაცემის წესის პირველი მუხლის თანახმად წინამდებარე წესი არეგულირებს პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო/საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსების მიზნით კონკურსის საფუძველზე გრანტის გაცემის წესსა და ამ კონკურსში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) განკარგულებით განსაზღვრავს გამოსაცხადებელი კონკურსის დაფინანსების მიმართულებებს. ცესკოს თანხმობით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში – სწავლების ცენტრი) დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს კონკურსის გამოცხადების თარიღს, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადებს, საკონკურსო თემატიკას, საკონკურსო მიმართულებისა და პროექტის დაფინანსების ფარგლებს, პროექტის ხანგრძლივობას, კონკურსის დამატებით მოთხოვნებს (საჭიროებისამებრ) და საკონკურსო კომისიის შემადგენლობას. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით. ხოლო მე-2 პუნქტის კონკურსს აცხადებს სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით. კონკურსის გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრმა’’ გაიმარჯვა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2016 წლის 15 მარტსა და 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და 2016 წლის 30 მაისს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და ა(ა)იპ ,,თ----------–---------------------------–----------–--- ასოციაციას’’ შორის დაიდო საგრანტო ხელშეკრულება N- და 2016 წლის 03 აგვისტოს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრს შორის დაიდო საგრანტო ხელშეკრულება N- და N--.

 

ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, სწავლების ცენტრი დებს ხელშეკრულებას არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლის შესაბამისად უზრუნველყოფს საგრანტო თანხის გადარიცხვას. იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ბიუჯეტი აღემატება 20 000 ლარს, საგრანტო თანხის გადარიცხვა ხორციელდება ეტაპობრივად, მომდევნო ეტაპის საგრანტო თანხის ჩარიცხვა სწავლების ცენტრის მიერ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია უზრუნველყოფს სწავლების ცენტრში შუალედური ანგარიშის წარდგენას ამ წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად და შუალედური მონიტორინგის შედეგად არ გამოვლინდება დარღვევები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად დაფინანსებული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ აუთვისებელი თანხა ბრუნდება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ამ წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენამდე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 30 მაისს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრს შორის N საგრანტო ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად გრანტის გამცემმა გრანტის მიმღებს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გადასცა 105 068 ლარი, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. 3.2. პუნქტის თანახმად საგრანტო თანხა გადაირიცხა ორ ეტაპად: ა) ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში 50 000 ლარის ოდენობით; ბ) თუ აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუალედური ანგარიშის საფუძველზე განხორციელებული შუალედური მონიტორინგის შედეგად არ გამოვლინდებოდა დარღვევები - 55 068 ლარის ოდენობით.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 03 აგვისტოს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და ა(ა)იპ ,,------------–------------------------------–-----------–--- ასოციაციას’’ შორის N-- საგრანტო ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად გრანტის გამცემმა გრანტის მიმღებს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გადასცა 29 975 ლარი, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. 3.2. პუნქტის თანახმად საგრანტო თანხა გადაირიცხა ორ ეტაპად: ა) ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში 14 987,50 ლარის ოდენობით; ბ) თუ აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუალედური ანგარიშის საფუძველზე განხორციელებული შუალედური მონიტორინგის შედეგად არ გამოვლინდებოდა დარღვევები - 14 987,50 ლარის ოდენობით.

ამავე წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების კონტროლს ახორციელებს სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი, ხოლო საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი უფლებამოსილი პირი/ორგანო. მე-2 პუნქტის თანახმად მონიტორინგი ხორციელდება შემაჯამებელი მონიტორინგის ფორმით. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს, აგრეთვე, შუალედური მონიტორინგის ფორმით საგრანტო თანხის ეტაპობრივი გაცემის შემთხვევაში. მე-3 პუნქტის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების კონტროლი ხორციელდება გასვლითი შემოწმებებისა ან/და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი შუალედური/შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე. მე-6 პუნქტის თანახმად შუალედური მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით სწავლების ცენტრს წარუდგინოს შუალედური ანგარიში (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)), რომელშიც გაწერილი უნდა იყოს: ა) შესაბამისი პერიოდისათვის განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებები, მათი ჩატარების კონკრეტული დროისა და ადგილის მითითებით, განხორციელებული სამუშაოები, გამოყენებული მასალები (ნაბეჭდი ან/და აუდიო-ვიდეო-ფოტომასალა); ბ) დარჩენილი პერიოდის საქმიანობის დეტალური გეგმა. მე-7 პუნქტის თანახმად შემაჯამებელი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია საგრანტო პროექტის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში სწავლების ცენტრს წარუდგინოს შემაჯამებელი ანგარიში (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს და მასში გაწერილი უნდა იყოს: ა) პროექტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების ანალიზი; ბ) პროექტის ეფექტი (მიღწეული შედეგები); გ) პროექტის სამიზნე ჯგუფი, ვინც მონაწილეობდა პროექტში; დ) პროექტის ფარგლებში განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებები; ე) ნაბეჭდი მასალა, აუდიო-ვიდეო-ფოტო ან სხვა მასალები, რომლებიც შეიქმნა პროექტის განხორციელების შედეგად (ასეთის არსებობისას); ვ) შემაფერხებელი გარემოებები (ასეთის არსებობისას) და გადაჭრის გზები; ზ) პროექტის განხორციელებისას მიღებული დახმარებები (ასეთის არსებობისას მიეთითება დახმარების ფორმა, ორგანიზაციების დასახელებები); თ) ფინანსური ანგარიში დანართი №3-ის შესაბამისად. მე-8 პუნქტის თანახმად ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ შემაჯამებელ ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა დაურთოს მისთვის გადაცემული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის ასლები 2 ეგზემპლარად. ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-4, მე-6-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციას ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 2 სამუშაო დღისა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ა(ა) იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრმა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს წარუდგინა შემაჯამებელი ანგარიში ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად შემაჯამებელი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. ზემოთ აღნიშნული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მეშვეობით. ექსპერტიზის ბიუროს N---------- დასკვნის თანახმად, 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან მიმართებაში მოპასუხის მხრიდან გამოვლინდა საგრანტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა სამივლინებო თანხების ნაწილში 13275 ლარის, კომუნიკაციის ხარჯის ნაწილში 276,71 ლარის ოდენობით. აგრეთვე არ იყო წარდგენილი თანხმობა ფინანსური ანგარიშის 4.2. პუნქტის გაზრდასთან დაკავშირებით (10%-ზე მეტი). სწავლების ცენტრმა მოპასუხე მხარეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე 20/02/2017 წელს აცნობა 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან მიმართებაში ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი გარემოებები და მისცა მას შესაძლებლობა წარედგინა მოსაზრებები და დამატებითი მასალები ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რისთვისაც განუსაზღვრა ვადა 22/02/2017 წლის 18 საათამდე. მოპასუხე მხარის მიერ 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დამატებით იქნა წარდგენილი წერილობითი პოზიცია 24/02/2017 წელს, რომელიც მოსარჩელის მიერ გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს 28/02/2017 წელს დამატებითი კვლევისთვის. დამატებითი დოკუმენტაცია კვლავ იქნა წარდგენილი 06/03/2017 წელს, რომელიც ასევე გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 09/03/2017 წელს. აღნიშნულის საფუძველზე დაკორექტირდა ექსპერტიზის დასკვნა.

 

ექსპერტიზის ბიუროს განმეორებითი N--------- დასკვნის დგინდება, რომ 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან მიმართებაში მოპასუხის მხრიდან საგრანტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა. კერძოდ: 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებით ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრმა“ არ წარადგინა ხარჯვის დოკუმენტაცია 276,71 ლარზე (კომუნიკაციის ხარჯი); მოპასუხემ ,,გრანტის გაცემის წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით, კერძოდ, საგრანტო საკონკურსო კომისიის თანხმობის გარეშე განახორციელა პროექტის ბიუჯეტის მე-4 მუხლის 4.2 პუნქტში (ოფისის ხარჯი) ხარჯვის 10%-ზე მეტი ოდენობით ზრდა (გადაჭარბებამ შეადგინა 4 ლარი); მოპასუხემ არ წარადგინა მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი 11 480 ლარზე (სამივლინებო ხარჯები).

 

ასევე დადგენილია, რომ ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრმა“ გაიმარჯვა სწავლების ცენტრის მიერ 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რის საფუძველზეც მასთან 2016 წლის 08 აგვისტოს დაიდო N-- საგრანტო ხელშეკრულება. გაცემული გრანტის ოდენობამ შეადგინა 29 975 პროექტის განხორციელების პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 7 აგვისტოდან 2016 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მოპასუხემ სწავლების ცენტრს წარუდგინა შემაჯამებელი ანგარიში ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად შემაჯამებელი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, ხელშეკრულების 2.6 პუნქტის შესაბამისად. გრანტის გაცემის წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი უფლებამოსილი პირი/ორგანო“. შესაბამისად, ექსპერტიზის ბიურომ, სწავლების ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ამ კონკურსების ფარგლებში უზრუნველყო ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარება მოპასუხის მიერ განხორციელებულ საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარის მიერ 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დამატებით იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია 13/03/2017 წელს, რომელიც მოსარჩელის მიერ გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს 13/03/2017 წელს.

 

ექსპერტიზის ბიუროს N---------- დასკვნის თანახმად, 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან მიმართებაში მოპასუხის მხრიდან გამოვლინდა საგრანტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტი. კერძოდ: სამივლინებო თანხების ნაწილში 5825 ლარის, კომუნიკაციის ხარჯის ნაწილში 150,88 ლარის ოდენობით.

 

,,გრანტის გაცემის წესის’’ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კომისია უფლებამოსილია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სახის პასუხისმგებლობის ზომები: ა) გაფრთხილება; ბ) მიმდინარე საგრანტო პროექტის შეწყვეტა ან/და საგრანტო თანხის ნაწილობრივ ან სრულად უკან გამოთხოვა; გ) საგრანტო თანხის ნაწილობრივ ან სრულად უკან გამოთხოვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კომისია უფლებამოსილია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კომისიის გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით დადგენილია, რომ კომისიამ 2017 წლის 20 მარტს სხდომაზე განიხილა ექსპერტიზის ბიუროს ზემოაღნიშნული დასკვნები, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წერილობით წარმოდგენილი პოზიცია საგრანტო თანხების ხარჯვის საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა არსებითი გარემოების გამოკვლევის, შედარებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე 2017 წლის 20 მარტს მიიღო N---- და N---- მიიღო ბრძანებები: 1. 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებით ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრი“-ს მიმართ გამოეყენებინა „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა და გამოსათხოვი თანხის ოდენობად განისაზღვრა 11 760,71 ლარი. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ თანხის ნებაყოფლობით დაბრუნების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა; 2. 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებით ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრი“-ს მიმართ გამოეყენებინა „გრანტის გაცემის წესის" მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ოდენობად განისაზღვრა 5975,88 ლარი. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ თანხის ნებაყოფლობით დაბრუნების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული ვადაში არ იქნა დაბრუნებული თანხები უკან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მხარეებს შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებების მონაწილე მხარეებს წარმოეშვათ ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, მოპასუხე მხარის ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის მიზნობრივად გამოყოფილი თანხის - 11 760,71 ლარისა და 5975,88 ლარის „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის დარღვევით ხარჯვა და მას უნდა დაეკისროს ზემოაღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხის ქმედებებმა გამოიწვია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის No7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებისა და N-, N-- საგრანტო ხელშეკრულებების პირობების დარღვევა, მოპასუხემ ასევე არ შეასრულა ამავე წესის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, მან არ დააბრუნა საგრანტო თანხა უკან.

 

ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან: ხარჯვის 10%-ზე მეტი ოდენობით ზრდის - 4 ლარის, კომუნიკაციის ხარჯის - 276,71 ლარისა და არამიზნობრივი სამივლინებო ხარჯების - 11 480 ლარის ჯამი (4+276,71+11480) 11760,71 ლარისა და 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან: არამიზნობრივი კომუნიკაციის ხარჯის 150,88 ლარის, არამიზნობრივი სამივლინებო ხარჯების - 5825 ლარის ჯამი (150,884582545975,88) 5975,88 ლარის „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის დარღვევით ხარჯვა, რაც წამოადგენს არამიზნობრივ ხარჯვას და მას დაეკისრა ზემოაღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

 

ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არარსებული ფაქტის "ფაქტად" აღიარება იწვევს სამართლებრივი დასაბუთების არარსებობას, რაც შესაბამისად სარჩელის უარყოფის საფუძველს წარმოადგენს. საქმეში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ფულადი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლო აპელირებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე, სადაც საუბარია ასეთზე და გამოცხადებული აქვს ფაქტად არადა სასამართლოში სწორედ ეს იყო დავის საგანი: ა) ადგილი ჰქონდა სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას, ბ) ადგილი ჰქონდა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობას, თუ გ) კონკრეტულად გარკვეული სახის დოკუმენტების არ არსებობას. სამივე ფაქტი სხვადასხვა შედეგს წარმოშობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი სწორედ ამიტომ ადგენს, რომ წინასწარ არცერთ მტკიცებულებას არა აქვს ძალა და ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და.ა.შ.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ უტყუარად დადგენილი ფაქტების საფუძველზე უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას და მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებული და დავა სამართლებრივად სწორად გადაწყვეტილი.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, გადაწყვეტილება რომ სამართლებრივად დასაბუთებულად იქნეს მიჩნეული, უნდა დგინდებოდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაკისრებული 17 736. 59 ლარიდან რამდენია არამიზნობრივად გახარჯული - რაშია ეს თანხები გახარჯული, არის თუ არა ნამდვილად გახარჯული იმ საქმისათვის რა საქმისთვისაც იყო გამიზნული საგრანტო ხელშეკრულებით, თუ არ არის მიზნობრივად გახარჯული რატომ ანუ რისთვის იყო გამოყოფილი და რისთვის დაიხარჯა. აპელანტის მითითებით, იმ დროს, როდესაც მხარე სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით მიმართავს, მან უნდა დაადასტუროს რატომ და როგორ დაირღვა მისი უფლება და წარმოეშვა თუ არა საერთოდ სასამართლოსთვის მიმართვის პროცესუალური პირობები. თუ ითხოვს არამიზნობრივად გახარჯული თანხის უკან დაბრუნებას მან უნდა დაასაბუთოს თუ რა მიზნით იყო თანხა ხელშეკრულებით და რატომ ფიქრობს რომ არ დაიხარჯა იმ მიზნებისთვის რა მიზნებსაც უნდა მომსახურებოდა. თუ ვერ საბუთდება მოთხოვნის მიზეზი, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 99% მოპასუხეს გახარჯული აქვს პერსონალის მივლინების უზრუნველსაყოფად.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, თანხები მივლინების ხარჯების ანაზღაურების მიზნით იქნა ათვისებული, შესაბამისად მოსარჩელის პრეტენზია არამიზნობრივ ხარჯვაზე უსაფუძვლოა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის დასაბუთებული. აპელანტის მითითებით, სხვისი თანხების არამიზნობრივად ხარჯვას სისხლის სამართლის კოდექსით მითვისება ან გაფლანგვა ეწოდება და რადგან ადმინისტრაციული დავის ფარგლებში პირის თავისუფლების აღკვეთის საკითხი არ წყდება, არ ნიშნავს რომ მტკიცების სტანდარტი უფრო დაბალი უნდა იყოს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატას მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ა(ა)იპ ს-------–----------–------------------–-------- ცენტრისათვის არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხის სულ 17 736,59 ლარის (2016 წლის 30 მაისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი 11760,71 ლარისა და 2016 წლის 03 აგვისტოს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი 5975,88 ლარის) უკან დაბრუნება.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა თავდაპირველად მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის თაობაზე ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

 

მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს გრანტის ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, ისე სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც სუბიექტის მონაწილეობა.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავაში მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა განმსაზღვრელი არ არის დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ასეთ შემთხვევაში მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს ხელშეკრულების მიზანი. ხელშეკრულების მიზანი განისაზღვრება მისი შინაარსიდან გამომდინარე. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საგრანტო ხელშეკრულების დადებისას მოქმედებდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში – სწავლების ცენტრი) არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფოებრივ, საგანმანათლებლო და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საჯარო საქმიანობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სწავლების ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, სწავლების ცენტრი სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

 

ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სწავლების ცენტრის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და წინამდებარე დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს ცესკო. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სწავლების ცენტრის ფუნქციებია ,,ვ.ა) პარტიებზე თანხის გაცემა კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებების, რეგიონული პროექტების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსების მიზნით; ვ.ბ) არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემა პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე’’. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად 3. სწავლების ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელებას ახდენს გრანტის გაცემის თანდართული წესის შესაბამისად.

 

„გრანტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე წესი არეგულირებს პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო/საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსების მიზნით კონკურსის საფუძველზე გრანტის გაცემის წესსა და ამ კონკურსში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) განკარგულებით განსაზღვრავს გამოსაცხადებელი კონკურსის დაფინანსების მიმართულებებს. ცესკოს თანხმობით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში – სწავლების ცენტრი) დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს კონკურსის გამოცხადების თარიღს, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადებს, საკონკურსო თემატიკას, საკონკურსო მიმართულებისა და პროექტის დაფინანსების ფარგლებს, პროექტის ხანგრძლივობას, კონკურსის დამატებით მოთხოვნებს (საჭიროებისამებრ) და საკონკურსო კომისიის შემადგენლობას. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით. ხოლო მე-2 პუნქტის კონკურსს აცხადებს სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით. კონკურსის გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე. ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, სწავლების ცენტრი დებს ხელშეკრულებას არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლის შესაბამისად უზრუნველყოფს საგრანტო თანხის გადარიცხვას.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე უდავოა, რომ სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ძირითადი ფუნქციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენდა გრანტის სახით მიღებული თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობით გამოყენება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან. სასარჩელო მოთხოვნა ეხება კერძო სამართლის სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებული საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც დავა განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

 

რაც შეეხება საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული თანხების ხარჯვით ნაწილს,სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მითითებულ დასკვნებზე დაყრდნობით, სადავოდ ხდის გადახდილი თანხების მიზნობრიობას, ვინაიდან ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ერთი პროექტის ფარგლებში 11760,71 ლარისა და მეორე პროექტის ფარგლებში 5975,88 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. გრანტს ახასიათებს მიზნობრიობა, რაც გულისხმობს იმას, რომ გრანტი გაიცემა განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის, სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით („გრანტების შესახებ“ კანონის 5.2 მუხ.).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრს შორის 2016 წლის 30 მაისსა და 2016 წლის 03 აგვისტოს საგრანტო ხელშეკრულებები დაიდო კახეთის რეგიონში საარჩევნო თემატიკაზე სასწავლო ტრენინგების ჩატარების მიზნით.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის მიერ ორივე საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილ იქნა პროექტის შესრულების განრიგი და პროექტის ბიუჯეტი რომელშიც კონკრეტულად და დეტალურად გაიწერა ტრენინგების ჩატარებისათვის გასაწევი ხარჯების ოდენობა და მათი მიზნობრიობა. მაგ: შრომის ანაზღაურება, ხელფასების სახით გადასახდელი თანხმები (გადასახადების ჩათვლით), პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის ხელძღვანელის ასისტენტის, მძღოლის, ფინანსური მენეჯერისათვის განსაზღვრული ოდენობით, ტრენერებისათვის ასანაზღაურებელი ჰონორარის თანხები (გადასახადების ჩათვლით), მგზავრობის ხარჯები, რაც მოიცავდა ადმინისტრაციის და ტრენერების სამივლინებო ხარჯების (მგზავრობა, ცხოვრება, დღიური, ტრენინგების ორგანიზება - ჩატარების ხარჯებს), ტრენინგის მონაწილეების მგზავრობის ხარჯებს, კონფერენციების, სწავლებების, სემინარებისა და სხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხარჯებს, ოფისის ხარჯებსა და სხვას (ტ.1. ს.ფ. 74-104)

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ პროექტის ბიუჯეტში მითითებული ოდენობების შესაბამისად, ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის მიერ, ცალკეულ პირებთან გაფორმებულ იქნა შრომითი ხელშეკრულებები. მაგალითად, ვ-–-----------------სთან 2016 წლის 10 ივნისის დადებული შრომითი ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 30 აგვისტომდე, ხელშეკრულების თანახმად, ცენტრი ვალდებულია, დასაქმებულს გადაუხადოს ჰონორარი ერთი ტრენინგ დღის (08 საათი) 300 ლარის ოდენობით (ერთი საათი 37. 5 ლარი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სულ 2400 ლარი, 8 ტრენინგ დღე - 64 ტრენინგ საათი). ნათია ლოხიშვილთან დადებული 2016 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების თანახმად, შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 01 ივნისიდან 2016 წლის 31 აგვისტომდე და წინამდებარე ხელშეკრულებით ცენტრი ვალდებულია დაქირავებულს გადაუხადოს ხელფასი თვეში 1250 ლარის ოდენობით, დაბეგვრის ჩათვლით სულ 3750 ლარი. მამუკა აბულაძესთან დადებული 2016 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 30 აგვისტომდე და წინამდებარე ხელშეკრულებით ცენტრი ვალდებულია დაქირავებულს გადაუხადოს ჰონორარი ერთი ტრენინგ დღის ( 08 რვა საათი) 300 ლარის ოდენობით (ერთი საათი 37,5 ლარი) საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სულ 2400 ლარი (08 ტრენინგ დღე) 64 ტრენინგ საათი). ლელა სისაურთან 2016 წლის 10 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 30 აგვისტომდე. წინამდებარე ხელშეკრულებით ცენტრი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ჰონორარი ერთი ტრენინგ დღის 08 საათი, 300 ლარის ოდენობით ერთი საათი 37.5 ლარი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სულ 2400 ლარი, 64 ტრენინგ საათი და ა.შ. კონსტანტინე კანდელაკთან დადებული 2016 წლის 10 ივნისის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით და ხელშეკრულების თანახმად, ცენტრი ვალდებულია დაქირავებულს გადაუხადოს ჰონორარი ერთი ტრენინგ დღის 08 საათი, 300 ლარის ოდენობით, ერთი საათი 37.5 ლარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. სულ ტრენინგ დღეების ოდენობა 32 (224 ტრენინგ საათი). მძღოლთან გიორგი ღვინიაშვილთან 2016 წლის 01 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 01 ივნისიდან 2016 წლის 31 აგვისტომდე და წინამდებარე ხელშეკრულებით ცენტრი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ხელფასი თვეში 900 ლარის ოდენობით. დაბეგვრის ჩათვლით სულ 2700 ლარი და ა.შ (ტ.1. ს.ფ. 338-355).

 

საქმეში წარმოდგენილია ქვითრები, რომლითაც დასტურდება, რომ ფინანსური ანგარიშით გათვალისწინებული თანხები (შრომის ხარჯები, ჰონორარები, სამივლინებო ხარჯები, მგზავრობის, დღიური, ცხოვრების ხარჯები და ა.შ.) ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის მიერ გადარიცხული იქნა შესაბამისი ადრესატებისათვის. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია სამივლინებო ბრძანებები, თანხების გაცემის უწყისები, მივლინების მოწმობები, მივლინების ხარჯების ანგარიში, ტრენინგებზე დასწრების ფურცლები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ ორგანიზაციის მიერ გაცემული თანხები, მათ შორის სატრანსპორტო ხარჯი, ცხოვრების ხარჯი და დღიური თანხები სრულად დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, რომელიც გადარიცხულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნული გარემოებები ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული 2017 წლის 13 მარტის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნებითაც (ტ.3. ს.ფ. 157-191).

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნებზე დაყრდნობით, ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის მიერ ერთი პროექტის ფარგლებში 11760,71 ლარისა და მეორე პროექტის ფარგლებში 5975,88 ლარის არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ, ვინაიდან დადგენილია, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაკვეთით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის N7/2012 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული ,,გრანტის გაცემის წესის’’ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყო საგრანტო თანხის, საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად, ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ დასკვნას მტკიცებულებითი ძალა შესაძლებელია მიენიჭოს საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე სასამართლო დავის ფარგლებში და არა განსახილველი დავის ფარგლებში, ვინაიდან პროქტში დასაქმებულ პირთა მიერ ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობა იმთავითვე არ გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული თანხები არ იქნა გაცემული ორგანიზაციის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესაბამისად.

 

საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიერ ხელმოწერილი მივლინების ხარჯების ანგარიშების თანახმად, მაგალითად ტრენერ კ---------------------–---ს 2016 წლის 03 აგვისტოს მივლინების ხარჯები 2016 წლის 29 ივლისის N--6 ბრძანებით, განისაზღვრა 800 ლარით, საიდანაც სატრანსპორტო ხარჯები განისაზღვრა 80 ლარით, ცხოვრების ხარჯები 540 ლარით, დღიური ხარჯები 180 ლარით. მამუკა აბულაძის 2016 წლის 30 ივლისის მივლინების ხარჯების ანგარიშის თანახმად, 2016 წლის 29 ივლისის N--6 ბრძანებით, მამუკა აბულაძის მივლინების ხარჯები განისაზღვრა სულ 80 ლარით, საიდანაც სატრანსპორტო ხარჯებმა შეადგინა 60 ლარი, ცხოვრების ხარჯებმა 00 ლარი, დღიურმა ხარჯებმა 20 ლარი. პროექტის დირექტორის ნათია ლოხიშვილის 2016 წლის 22 ივლისის მივლინების ხარჯების ანგარიშის თანახმად, 2016 წლის 22 ივლისის N--5 ბრძანებით მივლინების ხარჯებმა შეადგინა სულ 80 ლარი, საიდანაც სატრანსპორტო ხარჯებმა შეადგინა 00 ლარი, ცხოვრების ხარჯებმა 60 ლარი, დღიურმა ხარჯებმა 20 ლარი. ზურაბი აზნაურაშვილის 2016 წლის 25 ივლისის მივლინების ხარჯების ანგარიშის თანახმად, 2016 წლის 22 ივლისის N--5 ბრძანებით, ზურაბი აზნაურაშვილის მივლინების ხარჯებმა შეადგინა სულ 80 ლარი, საიდანაც სატრანსპორტო ხარჯები შეადგენს 60 ლარს, ცხოვრების ხარჯები 00 ლარს, დღიური ხარჯები 20 ლარს და ა.შ (ტ.3. ს.ფ. 1-61)

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N--- ბრძანების პირველი მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ – ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისას, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრა 15 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეების გამოურიცხავად, ხოლო ამავე მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებული პირების მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მოსარჩელე ორგანიზაციისათვის წარუდგენლობა შესაძლებელია გახდეს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო მიზნებისათვის ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრისათვის“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების გამოქვითვაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული ვერ გამოდგება აპელანტი ორგანიზაციის მიერ საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხების არამართლზომიერად, ანუ პროექტის მიზნის შეუსაბამოდ განკარგვის მტკიცებად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის ტრენინგებზე დასწრების აღრიცხვის უწყისითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დასტურდება ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის“ მიერ კახეთის რეგიონში ტრენინგების სრულყოფილად ჩატარებისა და პროექტში დასაქმებული პირებისათვის ჰონორარებისა თუ მივლინების ხარჯების, მათ შორის, დღიური, ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯების პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად, მიზნობრივად გადარიცხვის ფაქტი. სააპელაციო პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრი“ წლების განმავლობაში ახორციელებდა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საგრანტო პროექტებს და ორგანიზაციის მხრიდან გრანტის სახით მიღებული თანხების არამიზნობრივად გახარჯვის ფაქტს ადგილი არასოდეს ჰქონია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

პროცესის ხარჯები

 

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 384-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–-------- ცენტრის (ს/კ 2--------) ანგარიშს - G--------------------- და საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებულ ანგარიშებს 17 736,59 ლარის ფარგლებში;

 

5. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან ოცდაერთი დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი

 

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

 

მარიამ ცისკაძე