განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
330210016001360002
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001360002

საქმე №2ბ/1099-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ქ-------–----------–----–-------------ია

წარმომადგენელი - ბ---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-–----“

წარმომადგენელი - მ--------------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2013 წლის 20 მარტს, ქ------–----------ას და შპს ,,ე-–----ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1-----------, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ-------–--–--------------------------- რაიონში გზებისა და ქუჩების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტ(ებ)ის მისამართი, დეფექტური აქტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველის (წარმოდგენილი ქ-------–---------იის კ-----–---–----ის ს----–---------------ის სახით) მიერ ეტაპობრივად ეცნობებოდა მიმწოდებელს. მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა - ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბერი, მიწოდების ადგილი - ქ-------–--ი, დ--------------------ის რაიონში გზები და ქუჩები. ხელშეკრულებით განისაზღვრა შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში აპელანტის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. აგრეთვე ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის ატარებდა წერილობით ფორმას.

2. 20.03.2013 წლის საბანკო გარანტიის ხელშეკრულების თანახმად, ს-----------------------------იმ იკისრა ვალდებულება წარედგინა საბანკო გარანტია, რომლის საფუძველზეც სადაზღვევო კომპანია იქნებოდა პასუხისმგებელი ქ-------–---------იის წინაშე საერთო თანხაზე 13 500 ლარზე და იკისრა ვალდებულება აღნიშნული თანხის გადახდის თაობაზე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ქ-------–---------იის პირველივე მოთხოვნისთანავე.

3. მიღება-ჩაბარების აქტების და შესრულებული სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების თანახმად, შპს ,,ე-–----მ“ , დ-----–----–--ის ქუჩაზე საჭირო სამუშაოები დაასრულა 2013 წლის 05 ივლისს, ვ---- ქუჩაზე 2013 წლის 04 ივლისს, გ-----ს ქუჩაზე 2013 წლის 23 ივლისს, თ-----------------–ის ქუჩაზე 2013 წლის 04 ივლისს და 23 ივლისს, ჭ--------–ის ქუჩაზე 2013 წლის 23 ივლისს, ც----------ის ქუჩაზე 2013 წლის 19 აგვისტოს და 17 დეკემბერს, მ--------–---–ის ქუჩაზე 2013 წლის 21 დეკემბერს, ჩ------–---–ის ქუჩაზე 2013 წლის 13 დეკემბერს, ა--–--ის ქუჩაზე 2013 წლის 17 დეკემბერს, ფ-----ს ქუჩაზე 2013 წლის 23 ივლისს და 2013 წლის 13 დეკემბერს, ნ. ჩ----ის ქუჩაზე 2013 წლის 23 აგვისტოს, ს---–--–---–ის ქუჩაზე 2013 წლის 19 აგვისტოს, ბ------ის ქუჩაზე 2013 წლის 25 ივლისს, ე-----–---–ის ქუჩაზე 2013 წლის 23 ივლისს.

 

4. ქ-------–---------იამ 2013 წლის 16 აპრილს წერილით მიმართა მოპასუხეს შპს ,,ე-–----ს“ გენერალურ დირექტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქუჩების, კერძოდ, მ--------–---–ის, ჩ------–---–ის, მ------–---–ის, ჯ-----–---–ის, ც----------ის, მ--------–---–ის, ა-------ის, ნ-----------------------------------------------------------–----------------------------–---------–--, თ-----------------–ის, ვ----, ყ------ის, ბ-----------ის, დ-----–----–--ის, გ--------ის, ს---------იის, ა--–--ის, მ---–-------------ოს, ქ-------ის, ჭ--------–ის, გ-----ს და ც----ის ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების დროული, მიმდინარე წლის 15 მაისამდე შეკეთების თაობაზე.

 

5. ქ-------–---------იის 2013 წლის 14 ივნისის წერილის თანახმად, ქ-------–---------იამ წერილობით მიმართა შპს ,,ე-–----ს“, ქ---------–------------ასთან გაფორმებული 20.03.2013 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ჭ--------–ის, გ-----ს, ე-----–---–ის, მ--------–---–ის, ა-------ის, ხ--–--–---–ის, ს---–--–---–ის, ჩ----ის, ს--–--ს, თ-----------------–ის, ს---------იის, ა--–--ის, ქ--–----ის, ფ-----ს და ბ------ის ქუჩების დაუყოვნებლივ, 2013 წლის 24 ივნისამდე შეკეთების თაობაზე.

 

6. ქ-------–---------იის 2013 წლის 26 ივნისის წერილით, ქ-------–---------იამ მიმართა შპს ,,ე-–----ს“ ქ-------–---------იასთან გაფორმებული 20.03.2013 წლის ელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ჭ--------–ის, გ-----ს, ე-----–---–ის, მ--------–---–ის, ა-------ის, ხ--–--–---–ის, ს---–--–---–ის, ჩ----ის, ს--–--ს, ს---------იის, ა--–--ის, ქ--–----ის და ფ-----ს ქუჩების შეკეთების წარმოება 2013 წლის 09 ივლისის ჩათვლით.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ქ-------–----------–----–-------------იამ და მოპასუხე შპს „ე-–----ს“ მიმართ მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს 124 411. 98 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის მითითებით მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა 2013 წლის 20 მარტს, ქ-------–---------იას და შპს ,,ე-–----ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1----------- ხელშეკრულების ვადები, კერძოდ, 2013 წლის 16 აპრილის, 14 ივნისისა და 26 ივნისის მოსარჩელის წერილით განსაზღვრული ხელშეკრულების ვადები რაც გამოიხატა წერილებში გათვალისწინებული თითოეული ქუჩის სამუშაოების შესრულებათა ვადაგადაცილებაში და აღნიშნულ წერილებში მითითებული სამუშაოების ვადაგადაცილების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს - 124 411.98 ლარის - მოთხოვნის უფლების წარმოშობაში. ხოლო მოპასუხისადმი წერილობითი შეტყობინების მიუხედავად საჯარიმო თანხის გადახდა მოსარჩელისადმი არ მოხდა.

 

8. მოპასუხის შესაგებელი:

 

მოპასუხე შპს ,,ე-–----მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2013 წლის 20 მარტს, ქ-------–---------იას და შპს ,,ე-–----ს“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ეტაპობრივად უნდა შესრულებულიყო და დასრულებულიყო 2013 წლის 31 დეკემბერს. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტების მისამართი, დეფექტური აქტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველის მიერ ეტაპობრივად ეცნობებოდა მიმწოდებელს ამავე ხელშეკრულების 18.1 პუნქტის თანახმად. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული აქტის გაფორმებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენდნენ ხელშეკრულების მე-6 მუხლში მითითებული პირები.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული წერილები მოპასუხე შპს ,,ე-–----ს“ არ ჩაბარებია. ხელშეკრულების 18.1 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის, დეპეშის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტით ან ფაქსის გაგზავნით, იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ. საქმეში არ არსებობს მტკიცებულებანი, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების 18.1 პუნქტის თანახმად გაგზავნა- ჩაბარებას. წერილზე ხელი არ აქვს მოწერილი უფლებამოსილ პირს დ. ჩ------ეს, ვის აქვს ხელი მოწერილი მოპასუხისთვის უცნობია, ჩაბარებაზე ხელმომწერი პირი არ არის შპს ,,ე-–----ს“ თანამშრომელი და გენერალურ დირექტორს მისთვის არ მიუცია მინდობილობა, რომლის თანახმად, მას ექნებოდა უფლებამოსილება აღნიშნული წერილის ჩაბარებაზე. ფაქტია, რომ მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულების 4.1 პუნქტის, ასევე 18.1 პუნქტის შესრულება, შესაბამისად, მოპასუხისთვის ვერ დადგებოდა 18.2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების შესრულების ვადა. შპს ,,ე-–----ს“ არ დაურღვევია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი, მან იგი კეთილსინდისიერად შეასრულა სახეlშეკრულებო ვადებში 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

 

შპს ,,ე-–----ს“ დირექტორმა დ----- ჩ------ემ 2013 წლის 26 ნოემბერს წერილობით მიმართა ქ--------–---------------------–---–------------------ს, რომლის თანახმად მოითხოვა შესაკეთებელი ობიექტების მისამართებისა და გრაფიკის დროულად გადაცემა, ვინაიდან ხელშეკრულების ვადა გადიოდა 2013 წლის 31 დეკემბერს და არსებობდა დიდი რისკი მათი მხრიდან ხელშეკრულების ჯეროვნად შეუსრულებლობისა.

 

2015 წლის 23 მაისს შპს ,,ე-–----ს“ დირექტორმა წერილობით მიმართა ქ-------–---------იის მ----–----–----ი შ---------ის სამსახურის უფროსს, რომელშიც მიუთითებდა, რომ დაკისრებული ჯარიმა და პირგასამტეხლო იყო უკანონო, ვინაიდან მას არ ჩაბარებია ზემოაღნიშნული წერილები, რომლითაც განსაზღვრული იყო გრაფიკების შესრულების ვადა. შეტყობინება და კონკრეტული ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდებოდა მხარეების სატელეფონო კომუნიკაციის და ადგილზე გასვლის ფორმით. ყველა სამუშაო სრულდებოდა ვადაში და შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების რაიმე სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ქ-------–----------–----–-------------იის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (იხ გადაწყვეტილება ტომი 1 ს.ფ.168)

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება გასააჩივრა ქ-------–----------–----–-------------იამ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

10.1. აპელანტის მითითებით სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად შესრულების გეგმა-გრაფიკი ეტაპობრივად ეცნობებოდა მიმწოდებელს, ხოლო ვადაგადაცილების შემთხვევაში გათვალისწინებული იყო შესაბამისი პირგასამატეხლო. აპელანტის მითითებით, მიუხედავად მის მიერ გაგზავნილი შეტყობინებებისა, რომლებიც ითვალისწინებდნენ კონკრეტულ ქუჩებზე სამუშაოთა შესაბამის ვადებში შესრულებას, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ამ სამუშაოების შესრულება შეტყობინებებით დადგენილ ვადებში, რაც წარმოადგენს მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევას და ქმნის ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს დაკისრების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

10.2. აპელანტის მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ შეტყობინებების ჩაბარებასთან ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრასთან და ჩამბარებლის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, აპელანტი აღნიშნავს, რომ შეტყობინებების ჩაბარების და ამ შეტყობინებების შინაარსზე მოპასუხის დროულ წვდომას ადასტურებს წერილობითი დავალების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, საიდანაც იკვეთება, რომ სამუშაოები სწორედ შეტყობინებებში მითითებულ ქუჩებზე განხორციელდა, ამასთან, ზემოხსენებული აქტები იძლევა ვალდებულების შესრულების ვადის განსაზრვრის შესაძლებლობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

11. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

13. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამატეხლოს დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.)

 

14. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

14.1. 2013 წლის 20 მარტს, ქ-------–---------იას და შპს ,,ე-–----ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1-----------, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ-------–--–--------------------------- რაიონში გზებისა და ქუჩების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტ(ებ)ის მისამართი, დეფექტური აქტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველის (წარმოდგენილი ქ-------–---------იის კ-----–---–----ის ს----–---------------ის სახით) მიერ ეტაპობრივად ეცნობებოდა მიმწოდებელს. მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა - ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბერი, მიწოდების ადგილი - ქ-------–--ი, დ--------------------ის რაიონში გზები და ქუჩები. ხელშეკრულებით განისაზღვრა შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში აპელანტის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. აგრეთვე ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის ატარებდა წერილობით ფორმას.

14.2. 20.03.2013 წლის საბანკო გარანტიის ხელშეკრულების თანახმად, ს-----------------------------იმ იკისრა ვალდებულება წარედგინა საბანკო გარანტია, რომლის საფუძველზეც სადაზღვევო კომპანია იქნებოდა პასუხისმგებელი ქ-------–---------იის წინაშე საერთო თანხაზე 13 500 ლარზე და იკისრა ვალდებულება აღნიშნული თანხის გადახდის თაობაზე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ქ-------–---------იის პირველივე მოთხოვნისთანავე.

14.3. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების და შესრულებული სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების თანახმად, შპს ,,ე-–----მ“ , დ-----–----–--ის ქუჩაზე საჭირო სამუშაოები დაასრულა 2013 წლის 05 ივლისს, ვ---- ქუჩაზე 2013 წლის 04 ივლისს, გ-----ს ქუჩაზე 2013 წლის 23 ივლისს, თ-----------------–ის ქუჩაზე 2013 წლის 04 ივლისს და 23 ივლისს, ჭ--------–ის ქუჩაზე 2013 წლის 23 ივლისს, ც----------ის ქუჩაზე 2013 წლის 19 აგვისტოს და 17 დეკემბერს, მ--------–---–ის ქუჩაზე 2013 წლის 21 დეკემბერს, ჩ------–---–ის ქუჩაზე 2013 წლის 13 დეკემბერს, ა--–--ის ქუჩაზე 2013 წლის 17 დეკემბერს, ფ-----ს ქუჩაზე 2013 წლის 23 ივლისს და 2013 წლის 13 დეკემბერს, ნ. ჩ----ის ქუჩაზე 2013 წლის 23 აგვისტოს, ს---–--–---–ის ქუჩაზე 2013 წლის 19 აგვისტოს, ბ------ის ქუჩაზე 2013 წლის 25 ივლისს, ე-----–---–ის ქუჩაზე 2013 წლის 23 ივლისს.

 

14.4. საქმეში წარმოდგენილია ქ-------–---------იის 2013 წლის 16 აპრილის წერილი, რომლის საფუძველზეც ქ-------–---------იამ მიმართა შპს ,,ე-–----ს“ გენერალურ დირექტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქუჩების, კერძოდ, მ--------–---–ის, ჩ------–---–ის, მ------–---–ის, ჯ-----–---–ის, ც----------ის, მ--------–---–ის, ა-------ის, ნ-----------------------------------------------------------–----------------------------–---------–--, თ-----------------–ის, ვ----, ყ------ის, ბ-----------ის, დ-----–----–--ის, გ--------ის, ს---------იის, ა--–--ის, მ---–-------------ოს, ქ-------ის, ჭ--------–ის, გ-----ს და ც----ის ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების დროული, მიმდინარე წლის 15 მაისამდე შეკეთების თაობაზე.

 

14.5. ქ-------–---------იის 2013 წლის 14 ივნისის წერილის თანახმად, ქ-------–---------იამ წერილობით მიმართა შპს ,,ე-–----ს“, ქ------–-----------იასთან გაფორმებული 20.03.2013 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ჭ--------–ის, გ-----ს, ე-----–---–ის, მ--------–---–ის, ა-------ის, ხ--–--–---–ის, ს---–--–---–ის, ჩ----ის, ს--–--ს, თ-----------------–ის, ს---------იის, ა--–--ის, ქ--–----ის, ფ-----ს და ბ------ის ქუჩების დაუყოვნებლივ, 2013 წლის 24 ივნისამდე შეკეთების თაობაზე.

 

14.6. ქ-------–---------იის 2013 წლის 26 ივნისის წერილის თანახმად, ქ-------–---------იამ წერილობით მიმართა შპს ,,ე-–----ს“ ქ-------–---------იასთან გაფორმებული 20.03.2013 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ჭ--------–ის, გ-----ს, ე-----–---–ის, მ--------–---–ის, ა-------ის, ხ--–--–---–ის, ს---–--–---–ის, ჩ----ის, ს--–--ს, ს---------იის, ა--–--ის, ქ--–----ის და ფ-----ს ქუჩების შეკეთების წარმოება 2013 წლის 09 ივლისის ჩათვლით.

 

15. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ შპს „ე-–----მ“ ხელშეკრულებით ნაკსირი ვალდებულება ვადების დარღვევით განახორციელა. სადავო არ არის ის გარემოება რომ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხის მიერ შესრულებულ იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, 2013 წლის 31 დეკემბრამდე. სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი შეტყობინებების მიღების ფაქტს, რაც გახდებოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2013 წლის 20 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეტყობინებებში განსაზღვრულ ვადებში შესრულების საფუძველი და შესაბამის ვადებში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოშობდა აპელანტის მოთხოვნის უფლებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

 

17. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, მასზედ რომ შემკვეთის მიერ გაგზავნილი წერილები ვალდებულებების შესრულების კონკრეტული თარიღების განსაზღვრის შესახებ ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით მოსარჩელის 2013 წლის 16 აპრილის წერილი (ს.ფ.28) ჩაბარდა კ---------ეს, თუმცა რომელი ორგანიზაციას წარმომადგენელია იგი და რა პოზიცია აქვს ამ ორგანიზაციაში არ დასტურდება, არც მისი იდენტიფიკაციაა შესაძლებელი. 2013 წლის 14 ივნისის წერილით (ს.ფ. 54) არ დასტურდება მოპასუხისათვის ჩაბარება მასზე არ არის ჩაბარების დასტური. 2013 წლის 26 წერილი (ს.ფ.126) ასევე არ ჩაბარებია მოწინააღმდეგე მხარეს და მხოლოდ მისი გაგზავნა დასტურდება. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც რომ მოპასუხის იურიდიული მისამართია ქ-------–--ი ს-------ის რაიონი ს--------------–ი, ხოლო წარმოდგენილი წერილები გაგზავნილია ქ--------–-------–ის #72-ში. საქმის მასალებით არ დასტურდება რომ ამ მისამართზე მოპასუხეს აქვს სამუშაო ოფისი ან რაიმე სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც მოსარჩელე ჩვეულებისამებრ აგზავნიდა კორესპოდენციას. ამდენად, პალატა ასკვნის რომ შემკვეთის ოფერტი ვალდებულებების შესრულების კონკრეტული თარიღების განსაზღვრის შესახებ არ მისვლია მოპასუხეს და შესაბამისად იგი ვერ იქნებოდა ინფორმირებული მათ შესახებ. 2013 წლის 20 მარტის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1----------- ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულების შესრულების ვადა იყო 2013 წლის 31 დეკემბერი, ხოლო მოპასუხემ ვალდებულებები შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ამდენად პალატას მიაჩნია რომ არ არსებობს ვალდებულების დარვევისათვის სანქციების გამოყენების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

18. საპროცესო ხარჯები

აპელანტი გათავისუფლებულიაა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

ბესარიონ ტაბაღუა