განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015001191088 (საქმე №3ბ/1135-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - კა------- ვ-----–---ი;
წარმომადგენელი - დ-----------–--–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო;
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი;
მესამე პირები - შ------- ხ-------–---–ი, კერძო აღმასრულებელი ნ----------ა, გ-------–- ვ-----–---ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. კა------- ვ-----–---ი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, კა------- ვ-----–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2014 წლის 24 ოქტომბერს შ------- ხ-------–---–სა და გ-------–- ვ-----–---ის შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. შ------- ხ-------–---–მა (იპოთეკარი) გ-------–- ვ-----–---ს (მსესხებელი) ასესხა ერთი თვის ვადით 8500 აშშ დოლარი. იპოთეკით დაიტვირთა კა------- ვ-----–---ის (მესაკუთრე) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი ქ-----–----ი, ზონა მარნეული - 83, სექტორი - ქ-----–----ი
- 07, კვარტალი N03, ნაკვეთი N5---
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 171-175);
კრედიტორმა - შ------- ხ-------–---–მა 2014 წლის 24 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. 2014 წლის 15 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია, რომელსაც წარმოადგენდა კა------- ვ-----–---ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი ქ-----–----ი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ. 166-167);
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 163-165);
2014 წლის 17 დეკემბერს კერძო აღმასრულებლის - ნ----------ას მიერ მიღებულ იქნა კრედიტორის - შ------- ხ-------–---–ის განცხადება, რომელმაც მოითხოვა, მოვალის, კა------- ვ-----–---ის კუთვნილი იპოთეკის საგნის (საკ.კოდი: 8-----------) რეალიზაცია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (159-160);
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 161-162)
2014 წლის 19 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან, მოვალეს - გ-------–- ვ-----–---ს (პ/ნ 2----------) და მესაკუთრეს - კა------- ვ-----–---ს (პ/ნ 2----------) გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოვალეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. აღნიშნული წინადადება გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით.
საქმეში წარმოდგენილია საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურები, კერძოდ გ-------–- ვ-----–---ის შემთხვევაში, მისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია ჩაბარებული აქვს ნ------- ვ-----–---ას (მეუღლეს) პ/ნ 2----------, ასევე ამ პირის მიერ არის ჩაბარებული კა------- ვ-----–---ისათვის განკუთვნილი გზავნილიც, ამ შემთხვევაში როგორც ადრესატის დედის მიერ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ჩაბარების დასტურები (ს.ფ.
188-193);
კერძო აღმასრულებელმა 2014 წლის 19 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი ქ-----–----ი, საკადასტრო კოდი: 8-----------.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის N1------------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოთხოვნა და დარეგისტრირდა ყადაღა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ. 194);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის N1------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 197);
კერძო აღმასრულებლის მიერ 2015 წლის 21 იანვარსა და 9 თებერვალს შედგა ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტები (ს.ფ. 198-205);
2015 წლის 22 იანვრის № A1--------------- მიმართვის შესაბამისად, შპს „დ--------------–-–----------–-------------------------------------------------“ ეთხოვა სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად კა------- ვ-----–---ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი ქ-----–----ი, ს/კ 8----------- შეფასება. აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, შესაფასებელი ქონების საერთო საბაზრო ღირებულება 2015 წლის 23 იანვრის მდგომარეობით განისაზღვრა 17 000 ლარით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მიმართა (ს.ფ. 206);
- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 208-222);
კერძო აღმასრულებლის მიერ 2015 წლის 11 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაკეთდა განაცხადი სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ. კა------- ვ-----–---ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისების მიზნით იძულებითი აღსრულების პროცედურა 2015 წლის 5 მარტს დაიწყო და 2015 წლის 31 მარტს დასრულდა. ქონება მეორე განმეორებით აუქციონზე გასხვისდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- განაცხადი (ს.ფ. 272-273);
- აუქციონის შედეგები ( ს.ფ. 276-283);
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 3 აპრილს გამოიცა №A1--------------- განკარგულება, რომლის თანახმად, მოვალე კა------- ვ-----–---ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე: მარნეულის რაიონი, სოფელი ქ-----–----ი, მიწის ნაკვეთი ფართით 2310 კვ.მ. და შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 განაშენიანების ფართით 191 კვ.მ. N2 განაშენიანების ფართით 64 კვ.მ. ს/კ 8-----------) შემძენი 2015 წლის 31 მარტს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შ------- ხ-------–---–ი (პ/ნ 2----------), რომელმაც ქონება შეიძინა 20 625 ლარად. თანხა გადაიხადა სრულად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 აპრილის №A1--------------- განკარგულება (ს.ფ. 286).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 19 დეკემბერს მოვალეს - გ-------–- ვ-----–---ს (პ/ნ 2----------) და მესაკუთრეს - კა------- ვ-----–---ს (პ/ნ 2----------) გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად მოვალეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. აღნიშნული წინადადება გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით. საქმეში წარდგენილია ჩაბარების დასტურები, კერძოდ გ-------–- ვ-----–---ის შემთხვევაში, მისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია ჩაბარებული აქვს ნ------- ვ-----–---ას (მეუღლე) პ/ნ 2----------, მის მიერ არის ჩაბარებული კა------- ვ-----–---ისათვის განკუთვნილი გზავნილიც, ამ შემთხვევაში როგორც ადრესატის დედის მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოვალის და ქონების მესაკუთრის მიმართ გამოცემული წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეესაბამება ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებს, მოვალეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. ასევე მოვალე გაფრთხილებულ იქნა, რომ მის მიმართ განხორციელდებოდა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - შეფასდებოდა აღწერილი და დაყადაღებული აღსრულების საგანი, სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის საქმის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, იმ შემთხვევაში თუ პირველ აუქციონზე არ მოხდებოდა ნივთის რეალიზაცია, პირველი აუქციონის დასრულებისთანავე დაინიშნებოდა განმეორებითი აუქციონი, თუ ქონების რეალიზაცია არ მოხდებოდა განმეორებით აუქციონზე, აღნიშნული ქონება გათავისუფლდებოდა იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისგან და დაუბრუნდებოდა მოვალეს. ამავე წინადადების თანახმად, მოვალეს ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეული ღონისძიებების შესახებ წინასწარ, პერსონალურად აღარ ეცნობებოდა. მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის და მდგომარეობის შესახებ მხარეს შეეძლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღსრულების ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქმის განმხილველმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება სააღსრულებო წარმოების არაინფორმირებულობის თაობაზე და განმარტა, რომ იგი კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული მის მიმართ წარმართული სააღსრულებო წარმოების თაობაზე.
სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია ის კრიტერიუმები, რასაც უნდა შეიცავდეს სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, აღმასრულებელი უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული მისამართით და მისი გათვალისწინებით განეხორციელებინა სააღსრულებო მოქმედებები.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავზე რომლითაც დადგენილია იძულებითი აუქციონის ჩატარების შესაძლებლობა. იძულებითი აუქციონი იმართება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოვალისათვის დაკისრებული თანხის ამოღება. იძულებითი აუქციონის პროცედურები გაწერილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების წესით. იძულებითი აუქციონის პროცედურული გაწერა ემსახურება იმ მიზანს, რომ სააღსრულებო წარმოება მიზანმიმართულად არ გაჭიანურდეს. ამგვარი გაწერა იცავს, როგორც მოვალის ისე კრედიტორის ინტერესს, შესაბამისი პროცედურის წარმართვით დადგეს შედეგი: ქონების გასხვისება ვალდებულების დასაფარავად, ან იძულებითი აღსრულების დასრულება ქონების გასხვისების შეუძლებლობისას (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი). აღნიშნული გარემოებების შეფასება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონისა და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა, აუქციონი ჩატარდა ხსენებულ ნორმათა დაცვით და არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. კა------- ვ-----–---ის სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინია. განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ სააღსრულებო საქმე უკანონოდ იქნა წარმოებული და კანონის უხეში დარღვევით ჩატარდა აუქციონი აპელანტის საკუთრებაზე.
ამდემად, ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებით, გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 აპრილის №A1--------------- განკარგულების (უძრავი ქონების, მდებარე მარნეული სოფელი ქ-----–----ი საკ. კოდი 8----------- იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისების თაობაზე) ბათილად ცნობა.
პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონზე რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სანოტარო აქტი. კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ, ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები, გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები, დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები, ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის იმ განმარტებაზე, რომ მისთვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი არ ყოფილა უძრავ ქონების იძულებითი აუქციონის წესით გაყიდვის თაობაზე, არ მომხდარა გაფრთხილების თაობაზე შესაბამისი წინადადების ჩაბარება სათანადო წესით, რითაც მხარის განმარტებით, დაირღვა სააღსრულებო წარმოების წესები.
პალატას დადგენილად მიაჩნია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს შ------- ხ-------–---–სა და გ-------–- ვესალოვს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. შ------- ხ-------–---–მა (იპოთეკარი) გ-------–- ვ-----–---ს (მსესხებელი) ასესხა ერთი თვის ვადით 8500 აშშ დოლარი. იპოთეკით დაიტვირთა კა------- ვ-----–---ის (მესაკუთრე) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი ქ-----–----ი, ზონა მარნეული - 83, სექტორი - ქ-----–----ი - 07, კვარტალი N03, ნაკვეთი N5---
პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს კერძო აღმასრულებლის - ნ----------ას მიერ მიღებულ იქნა კრედიტორის - შ------- ხ-------–---–ის განცხადება, რომელმაც მოითხოვა, მოვალის, კა------- ვ-----–---ის კუთვნილი იპოთეკის საგნის რეალიზაცია, კერძოდ საკ.კოდი: 8-----------;
საქმის მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2014 წლის 19 დეკემბერს მოვალეს - გ-------–- ვ-----–---ს (პ/ნ 2----------) და მესაკუთრეს - კა------- ვ-----–---ს (პ/ნ 2----------) გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. დადგენილია, რომ აღნიშნულით ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოვალეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. წინადადება გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით. საქმეშია ჩაბარების დასტურები, კერძოდ გ-------–- ვ-----–---ის შემთხვევაში, მისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია ჩაბარებული აქვს ნ------- ვ-----–---ას (მეუღლე) პ/ნ 2----------, მის მიერ არის ჩაბარებული კა------- ვ-----–---ისათვის განკუთვნილი გზავნილიც (დედა) (ს.ფ 192). აპელანტი სადავოდ არ მიიჩნევს, მოვალეთათვის ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში წინადადების შეთავაზების თაობაზე საფოსტო გზავნილის ნ------- ვ-----–---ასათვის ჩაბარების ფაქტს, მას სადავოდ მიაჩნია ნ------- ვ-----–---ას მიერ საფოსტო შეტყობინების გ-------–- და კა------- ვ-----–---ებისათვის გადაცემის ფაქტი.
პალატა მიიჩნევს, რომ მოვალის და ქონების მესაკუთრის მიმართ გამოცემული წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეესაბამება ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ აღნიშნულით, მოვალეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. ასევე მოვალე გაფრთხილებულ იქნა, რომ მის მიმართ განხორციელდებოდა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - შეფასდებოდა აღწერილი და დაყადაღებული აღსრულების საგანი, სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის საქმის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, იმ შემთხვევაში თუ პირველ აუქციონზე არ მოხდებოდა ნივთის რეალიზაცია, პირველი აუქციონის დასრულებისთანავე დაინიშნებოდა განმეორებითი აუქციონი, თუ ქონების რეალიზაცია არ მოხდებოდა განმეორებით აუქციონზე, აღნიშნული ქონება გათავისუფლდებოდა იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისგან და დაუბრუნდებოდა მოვალეს. ამავე წინადადების თანახმად, მოვალეს ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეული ღონისძიებების შესახებ წინასწარ, პერსონალურად აღარ ეცნობებოდა. მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის და მდგომარეობის შესახებ მხარეს შეეძლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღსრულების ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება სააღსრულებო წარმოების არაინფორმირებულობის თაობაზე და განმარტავს, რომ მხარე კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული მის მიმართ წარმართული სააღსრულებო წარმოების თაობაზე. პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, სადაც დადგენილია ის კრიტერიუმები, რასაც უნდა შეიცავდეს სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, აღმასრულებელი უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული მისამართით და მისი გათვალისწინებით განეხორციელებინა სააღსრულებო მოქმედებები. აპელანტი, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს ასევე მიუთითებდა ფოსტის გზავნილის ჩაბარების დასტურში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე, რომ მას შვილი სახელით ნ------- არ ჰყავს, თუმცა ადასტურებს, რომ ნ------- ვ-----–---ი არის მისი ოჯახის წევრი (დედა). პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ უშუალოდ აუქციონის დანიშვნის თაობაზე მოვალის ინფორმირების აუცილებლობას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი არ იცნობს და ამგვარი ინფორმირების არარსებობა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლზე რომლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. ამავე წესის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 აპრილის №A1--------------- განკარგულებით, მოვალე კა------- ვ-----–---ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მარნეულის რაიონი, სოფელი ქ-----–----ი, მიწის ნაკვეთი ფართით 2310 კვ.მ. და შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 განაშენიანების ფართით 191 კვ.მ. N2 განაშენიანების ფართით 64 კვ.მ. ს/კ83.07.03.521 შემძენი 2015 წლის 31 მარტს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შ------- ხ-------–---–ი (პ/ნ 2----------), რომელმაც ქონება შეიძინა 20 625 ლარად, თანხა გადაიხადა სრულად.
პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავით დადგენილია იძულებითი აუქციონის ჩატარების შესაძლებლობა. იძულებითი აუქციონი იმართება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოვალისათვის დაკისრებული თანხის ამოღება. იძულებითი აუქციონის პროცედურები გაწერილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების წესით. იძულებითი აუქციონის პროცედურული გაწერა ემსახურება იმ მიზანს, რომ სააღსრულებო წარმოება მიზანმიმართულად არ გაჭიანურდეს. ამგვარი გაწერა იცავს, როგორც მოვალის ისე კრედიტორის ინტერესს, შესაბამისი პროცედურის წარმართვით დადგეს შედეგი: ქონების გასხვისება ვალდებულების დასაფარავად, ან იძულებითი აღსრულების დასრულება ქონების გასხვისების შეუძლებლობისას (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი).
აღნიშნული გარემოებების შეფასება პალატის მოსაზრებით იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას აღმასრულებლის მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონისა და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა, აუქციონი ჩატარდა ხსენებულ ნორმათა დაცვით და არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ სააღსრულებო საქმე უკანონოდ იქნა წარმოებული და კანონის უხეში დარღვევით ჩატარდა აუქციონი მის საკუთრებაზე. პალატა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოცხადებული აპელანტის წარმომადგენლის იმ პოზიციას, რომ საფოსტო გზავნილზე მითითებული უნდა ყოფილი თუ ვისთვის იყო გადასაცემი კორესპოდენცია. აღნიშნულზე პალატა განმარტავს, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის მოთხოვნებს. საქმის მასალებით ცალსახაა, რომ კერძო აღმასრულებლის 2014 წლის 19 დეკემბრის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარდა კა------- ვ-----–---ის სრულწლოვან ოჯახის წევრს ნ------- ვ-----–---ს.
პალატა აპელირებს საქართველოს უზენაესის სასამართლოს განჩინებაზე ((ბს-1816-1771(კ-10) 15.09.2011) მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში რეგლამენტირებულია მტკიცების ტვირთი და იგი დაკავშირებულია მხარის მიერ იმ გარემოებებზე მითითებასთან, რომელსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნა. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კა------- ვ-----–---მა ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ კერძო აღმასრულებლის 2014 წლის 19 დეკემბრის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მის ოჯახის წევრს არ ჩაბარებია და მისთვის უცნობი იყო სადავო გარემოების შესახებ.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. საქმის მასალების ანალიზით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა. დაცულია სადაო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება -მოვალეობებით. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ დაცული არ არის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, კერძოდ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია დაუსაბუთებელი საპელაციო საჩივარი, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, ან დამაჯერებელი ინფორმაცია, რაც სასამართლოს მისცემდა სააპელაციო საჩივრის ავტორის მხრიდან მითითებული გარემოებების შეფასების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის მოტივითაც.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
აპელანტის კა------- ვ-----–---ის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კა------- ვ-----–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი