განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.04.2019
საქმის ნომერი
330310018002282604
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002282604 (№3ბ/1441-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ს----- ბ----–---–ი

წარმომადგენელი -ნ----–--- ბ----–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი - ლ---------------–--ე;

 

მესამე პირი - თიღვის მუნიციპალიტეტის ოქონის ტერიტორიული ორგანო;

წარმომადგენლები - დ---------------ი და ზ------------–---–ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. ს----- ბ----–---–ი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ს----- ბ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2017 წლის 24 ივლისს, მოსარჩელე ს----- ბ----–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და ითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, რადგან მისი განმარტებით მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე იყო თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში.

 

2017 წლის 24 ივლისს მოსარჩელე ს----- ბ----–---–ს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შევსებული იქნა შესაბამისი კითხვარი.

 

დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 24 ივლისის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ს----- ბ----–---–მა აღნიშნა, რომ იგი 1--- წლის 20 აპრილს დაიბადა ზ------ის რაიონში. 1--- წელს იქორწინა ქ. თბილისში. 1-------- წლებში მუშაობდა ქ. თბილისში ავტო ინსპექციაში, ხოლო 2--------- წლებში, ასევე ქ. თბილისში, პოლიციის აკადემიაში. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში, რომელიც დატოვა 2008 წლის ივლისში. მისი მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში და მეუღლეს სოფელ ს-----ში არ უცხოვრია.

 

თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლების მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 24 ივლისის №28 დასკვნისა და მის საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის ოქონის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 24 ივლისის ცნობის შესაბამისად, მოქალაქე ს----- ბ----–---–ი 2006-2008 წლებში მუდმივად ცხოვრობდა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში.

 

თიღვის მუნიციპალიტეტიდა დევნილი მოსახლეობის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 24 ივლისის №28 დასკვნა დაეფუძნა, სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებული, სოფელ ს-----იდან დევნილი პირების მ--–---- ბ----–---–ის, ვ--–---------------–--ისა და ა-–---–----------–--ის ზეპირ ახსნა- განმარტებებს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 30 აგვისტოს №MIA 6------------- ცნობით, მოქალაქე ს----- ბ----–---–ი 1992 წლიდან 2016 წლამდე ცხოვრობდა ქ. თბილისში, ვ---------–------- მ/რ, მე3 კვარტალი, №12კ, ბინა №7-ში. ქ. თბილისში, ვ---------–------- მ/რ, მე3 კვარტალი, №12კ, ბინა №7 იყო მოსარჩელე ს----- ბ----–---–ის საკუთრება და იგი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში. მოსარჩელე ს----- ბ----–---–ი საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად არის რუსეთი ფედერაციის მოქალაქე.

 

ზ------ის რაიონის სოფელ ს-----ში მდებარე სახლი იყო მოსარჩელე ს----- ბ----–---–ის საკუთრება და 2001 წელს ანდერძით გადაეცა საკუთრებაში იგი მოსარჩელე ს----- ბ----–---–ს მშობლების გარდაცვალების შემდგომ.

 

მოსარჩელე ს----- ბ----–---–ის მეუღლე, რომელიც ქ. თბილისში ცხოვრობდა, გარდაიცვალა 2009 წელს, ხოლო იგი ბოლო წლების განმავლობაში იყო მძიმედ ავად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ს----- ბ----–---–ის განცხადება (ს.ფ. 68);

- დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 24 ივლისის გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 60-65);

- თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლების მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 24 ივლისის №28 დასკვნა (ს.ფ. 71);

- თიღვის მუნიციპალიტეტის ოქონის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 24 ივლისის ცნობა (ს.ფ. 70);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 30 აგვისტოს №MIA 6------------- ცნობა (ს.ფ. 67);

- პასპორტის ასლები (ს.ფ. 1718);

- ანდერძი (ს.ფ. 23-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

წარმოების განმავლობაში მიღებული, ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული იქნა დასკვნა, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ს----- ბ----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.

 

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მითითებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1--- ბრძანებით, მოსარჩელე ს----- ბ----–---–ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დეპარტამენტის დასკვნა (ს.ფ. 58-59);

- „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1--- ბრძანება (ს.ფ. 57);

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი, რომლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ვ---------–------- მ/რ, მე-3 კვარტალი, №12კ, ბინა №7 იყო მოსარჩელე ს----- ბ----–---–ის საკუთრება. იგი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს----- ბ----–---–ის მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში და მეუღლეს სოფელ ს-----ში არ უცხოვრია. მისი მეუღლე გარდაიცვალა 2009 წელს, ხოლო იგი ბოლო წლების განმავლობაში იყო მძიმედ ავად. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ს----- ბ----–---–ის ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ოჯახის ერთიანობისა და ოჯახური ცხოვრების ზოგადი წესის მიხედვით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელად მიიჩნია მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ს----- ბ----–---–ი მუდმივად, მისი ოჯახისაგან განცალკევებით ცხოვრობდა სოფელ ს-----ში, მით უფრო მაშინ, როდესაც მისი მეუღლე აღნიშნულ პერიოდში მძიმედ ავად იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა მოწმის სახით გამოძახებული პირების განმარტებებზე და მიუთითა, რომ შესაძლებელია მოსარჩელე ს----- ბ----–---–ი პერიოდულად ჩადიოდა სოფელ ს-----ში მდებარე მისი მშობლების სახლში, თუმცა მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს არა დროებით გარკვეულ ადგილზე ყოფნას, არამედ იმ გარემოებებს, რომლებიც პირის ოჯახური პირობებით, საქმიანობით, საკუთრებით და ა.შ. გარკვეულ ადგილთან ძირითადად დაკავშირებას ადასტურებს. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელე ს----- ბ----–---–მა დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 24 ივლისის გასაუბრების კითხვარში სოფელი ს-----ის დატოვების თარიღად 2008 წლის ივლისი მიუთითა მაშინ, როდესაც საომარო მოქმედებები აგვისტოში დაიწყო და ზემოთ აღნიშნული მოწმეების განმარტებით მათ სოფელი აგვისტოში დატოვეს.

 

ამრიგად, საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტების მოსმენისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოსარჩელე ს----- ბ----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად სწორად შეაფასა მოსარჩელე - ს----- ბ----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საკითხი და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. ს----- ბ----–---–ის სააპელაციო საჩივარი:

 

აპელანტი მიუთითებს სასამართლოს მიერ გამოყენებულ კანონზე, კერძოდ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე რომლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს და მიუთითებს, რომ მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოყენებინა თუმცა არ მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, ის რომ 2006-2008 წლებში იგი მუდმივად ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აპელანტი მიუთითებს, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი, სოფელი ს-----ი, სადაც დაიბადა და გაიზარდა ოკუპირებულია და იქ შესვლა 2008 წლის ომის შემდეგ ეკრძალება იქ დაბადებულ და მცხოვრებ პირებს.

მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა საქმის როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ასევე არასწორად მოხდა კანონის გამოყენება და არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმეს.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1--- ბრძანება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნული კანონის მე- 4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე ს----- ბ----–---–მა 1--- წელს იქორწინა ქ. თბილისში. 1--------- წლებში მუშაობდა ქ. თბილისში ავტო ინსპექციაში, ხოლო 2-------- წლებში, ასევე ქ. თბილისში, პოლიციის აკადემიაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 30 აგვისტოს №MIA 6------------ ცნობით, დადგინდა, რომ მოქალაქე ს----- ბ----–---–ი 1992 წლიდან 2016 წლამდე ცხოვრობდა ქ. თბილისში, ვ---------–------- მ/რ, მე-3 კვარტალი, №12კ, ბინა №7-ში. ასევე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ვ---------–------- მ/რ, მე-3 კვარტალი, №12კ, ბინა №7 იყო მოსარჩელე ს----- ბ----–---–ის საკუთრება. იგი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში.

 

პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ს----- ბ----–---–ის მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში და მეუღლეს სოფელ ს-----ში არ უცხოვრია. მისი მეუღლე გარდაიცვალა 2009 წელს, ხოლო იგი ბოლო წლების განმავლობაში იყო მძიმედ ავად. აღნიშნულზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ს----- ბ----–---–ის ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ოჯახის ერთიანობისა და ოჯახური ცხოვრების ზოგადი წესის მიხედვით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის მითითება მასზედ, რომ მოსარჩელე ს----- ბ----–---–ი მუდმივად, მისი ოჯახისაგან განცალკევებით ცხოვრობდა სოფელ ს-----ში, მით უფრო მაშინ, როდესაც მისი მეუღლე აღნიშნულ პერიოდში მძიმედ ავად იყო.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარდგენილ თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 24 ივლისის №28 დასკვნაზე და მის საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის ოქონის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 24 ივლისის ცნობაზე რომლის შესაბამისად, მოქალაქე ს----- ბ----–---–ი 2006-2008 წლებში მუდმივად ცხოვრობდა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა - განმარტებით დადგენილია, რომ თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 24 ივლისის №28 დასკვნა დაეფუძნა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებული, სოფელ ს-----იდან დევნილი პირების მ--–---- ბ----–---–ის, ვ--–---------------–--ისა და ა-–---–----------–--ის ზეპირ ახსნა-განმარტებებს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებული პირების განმარტებაზე, სადაც მიუთითეს, რომ მოსარჩელე ს----- ბ----–---–ი სოფელ ს-----ში ცხოვრობდა მის მეუღლესთან და შვილებთან ერთად მაშინ, როდესაც თვით მოსარჩელის განმარტებით მის მეუღლეს და შვილებს სოფელ ს-----ში საერთოდ არ უცხოვრიათ. მოწმეთა განმარტებით, მოსარჩელე ს----- ბ----–---–ს ხედავდნენ სოფელ ს-----ში, სადაც მისი მშობლების სახლი მდებარეობდა. ერთ-ერთი მოწმის განმარტებით, მოსარჩელემ სოფელი ს-----ი 2007 წელს დატოვა. აღნიშნულზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოწმეთა განმარტებები, რომლებსაც თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 24 ივლისის №28 დასკვნა და მის საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის ოქონის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 24 ივლისის ცნობა დაეფუძნა წინააღმდეგობაში მოდის თვით მოსარჩელის განმარტებებთან, რის გამოც იგი ვერ გააქარწყლებს ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია მოსარჩელე ს----- ბ----–---–ი პერიოდულად ჩადიოდა სოფელ ს-----ში მდებარე მისი მშობლების სახლში, თუმცა მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს არა დროებით გარკევულ ადგილზე ყოფნას, არამედ იმ გარემოებებს, რომლებიც პირის ოჯახური პირობებით, საქმიანობით, საკუთრებით და ა.შ. გარკვეულ ადგილთან ძირითადად დაკავშირებას ადასტურებს. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოსარჩელე ს----- ბ----–---–მა დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 24 ივლისის გასაუბრების კითხვარში სოფელი ს-----ის დატოვების თარიღად 2008 წლის ივლისი მიუთითა მაშინ, როდესაც საომარო მოქმედებები აგვისტოში დაიწყო და ზემოთ აღნიშნული მოწმეების განმარტებით მათ სოფელი აგვისტოში დატოვეს. ამდენად, პალატის მოსაზღებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელე ს----- ბ----–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, 2008 წლის ომამდე, თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელი ს-----ი არ წარმოადგენდა. შესაბამისად, მოსარჩელე ს----- ბ----–---–ი, 2008 წლის ომის გამო, არ გამხდარა იძულებული დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

პალატა მიუთითებს ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.

 

მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტი, საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელე ს----- ბ----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არსებითად სწორად შეაფასა მოსარჩელე - ს----- ბ----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საკითხი და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.

 

პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკრძალებათ კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პალატა მიიჩნევს, რომ ასევე უსაფუძვლოა მხარის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტების გამოცემის თაობაზე, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკამყოფილა სარჩელი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ და ,,უ” ქვეპუნქტების თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----- ბ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი