განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.04.2019
საქმის ნომერი
140310018002553087
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002553087

საქმე №3ბ/3460-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბა

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

მოწინააღმდეგე მხარეები - ლ---- ვ-–--ე, გ------- გ-------ა;

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

აპელანტის მოთხოვნა - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ლ---- ვ-–--ეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 1 000 (ერთი ათასი) ლარი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ლ---- ვ-–--ეზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე გ------- გ-------ას მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 1 000 (ერთი ათასი) ლარი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ------- გ-------აზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სადაო ფაქტობრივი გარემოებები:

ლ---- ვ-–--ე და გ------- გ-------ა სსიპ ,,დ-----------–------–--------–-----------------–--------------–---------–------------ის” რექტორის 2014 წლის 12 სექტემბრის ბრძანებებით ჩაირიცხნენ საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელად 2014 წლის 13 სექტემბრიდან და აყვანილი იქნენ ყველა სახის კმაყოფაზე;

სსიპ ,,დ-----------–------–--------–-----------------–--------------–---------–------------ის” მსმენელები ლ---- ვ-–--ე და გ------- გ-------ა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 15 სექტემბრის ბრძანებებით გაწვეული იქნენ საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2014 წლის 13 სექტემბრიდან და მათთან გაფორმდა კონტრაქტები;

კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.3 და 6.1.5 ქვეპუნქტების თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება, შეწყდეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობისა და მოსამსახურის მისი ბრალით სასწავლებლიდან გარიცხვის (მათ შორის დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით) შემთხვევაში;

იმავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.

ლ---- ვ-–--ემ და გ------- გ-------ამ 2017 წლის 6-8 ივნისში საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში მიიღეს უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 27-28 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენეს არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც ,,ა--------ს” აკადემიურმა საბჭომ დაადგინა მათთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა;

სსიპ ,,დ-----------–------–--------–-----------------–--------------–---------–ვის ა--------ს” რექტორის 2017 წლის 4 აგვისტოს ბრძანებებით დადგინდა ლ---- ვ-–--ისა და გ------- გ-------ასთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა, იუნკერთა სიიდან ამორიცხვა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნა 2017 წლის 7 აგვისტოდან აკადემიური მოუსწრებლობის გამო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 აგვისტოს ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მე-3 კურსის იუნკერები ლ---- ვ-–--ე და გ------- გ-------ა დათხოვნილი იქნენ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.

ლ---- ვ-–--ე და გ------- გ-------ა არიან სტუდენტები და სწავლას აგრძელებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,დ--------------–------–-----------–------------------–--------------–---------–------------ას” და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირებს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვიეს თუ არა ლ---- ვ-–--ემ და გ------- გ-------ამ მათთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მათთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;

დადგენილია, რომ ლ---- ვ-–--ემ და გ------- გ-------ამ 2017 წლის 6-8 ივნისში საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში მიიღეს უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 27-28 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენეს არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც ,,ა--------ს” აკადემიურმა საბჭომ დაადგინა მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მე-3 კურსის იუნკერები ლ---- ვ-–--ე და გ------- გ-------ა დათხოვნილი იქნენ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.

ეს აქტები მოპასუხეთა მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მათ არ წარმოუდგენიათ დადგენილებებსა და ბრძანებებში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოპასუხეთა მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და ლ---- ვ-–--ესა და გ------- გ-------ასთან კონტრაქტი სწორედ ამ აქტებითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

როგორც აღინიშნა, მოპასუხეები ,,ა--------დან” გაირიცხნენ და მათთან კონტრაქტი შეწყდა მე-3 სასწავლო წლის პირველად გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურის სასწავლებლიდან მისი ბრალით - აკადემიური საფუძვლით გარიცხვის გამო).

კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.5 პუნქტით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეები ,,ა--------დან” გაირიცხნენ და მათთან კონტრაქტი შეწყდა შესაბამისი სასწავლო წლის პირველად გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მათი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 28 000 ლარი - არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.

სასამართლო ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კონტრაქტით 28 000 ლარი ჯარიმა, ანუ ერთნაირი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის 6.2 ქვეპუნქტში აღნიშნული ნებისმიერი მიზეზის არსებობისას;

კონტრაქტის მიხედვით, 28 000 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება, მაგალითად, იმისათვის, თუ მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, განთავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან (6.1.1 ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძალაში შევიდა სასამართლოს ისეთი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (6.1.6 ქვეპუნქტი).

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო ,,ა--------ს” სამხედრო მოსამსახურეს (იუნკერს), რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით.

სასამართლოს მითითევბით, როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს, და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;

მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხეები დათხოვნისას იყვნენ მე-3 კურსის იუნკერები (21 წლის), საცეცხლე მომზადებაზე გამოცდა დაშვებული იქნა სწორედ მესამე კურსზე ყოფნისას, და შეუძლებელია, ამ პერიოდში სწავლის იმგვარი კურსი გაევლოთ, რაც საკმარისი იქნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან (მათ შორის მიზანში სროლა); 3. ისინი არიან სტუდენტები და სწავლას აგრძელებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები;

კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფომების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.

ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები. საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, პირგასამტეხლოს ამ ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებულ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესებსა და უფლებებს.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

აპელანტი მიუთითებს: ლ---- ვ-–--ე, სსიპ - დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–- ა--------ს რექტორის 12.09.2014 წლის N5-- ბრძანებით, ჩაირიცხა სსიპ - დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–- ა--------ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (სასწავლო ბატალიონის I კურსი) იუნკრად 2014 წლის 13 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.09.2014 წლის No2450 ბრძანებით, სსიპ - დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–- ა--------ს იუნკერი ლ---- ბ-------------- ვ-–--ე გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება "რიგითი" 2014 წლის 13 სექტემბრიდან. შესაბამისად, 2014 წლის 13 სექტემბერს გაუფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.09.2011 წლის N---- ბრძანებით დამტკიცებული N---- კონტრაქტი. სსიპ - დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–- ა--------ს 03.08.2017 წლის No57 აკადემიური საბჭოს დადგენილებით, აკადემიური მოსწრებლობის გამო, რიგით ლ---- ვ-–--ეს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიებიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 7 აგვისტოდან, 2017 წლის 4 აგვისტოს N------ რექტორის ბრძანებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 18.08.2017 წლის N----- ბრძანებით, სსიპ - დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–- ა--------ს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (სასწავლო ბატალიონის III კურსი) იუნკერი, რიგითი ლ---- ბ-------------- ვ-–--ე, 2017 წლის 7 აგვისტოდან დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან;

კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, "თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებიოს საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფინანსური პასუხისმდებლობის გადახდის ვალდებულება". *გ------- გ-------ა, სსიპ - დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–- ა--------ს რექტორის 12.09.2014 წლის 5-- ბრძანებით, ჩაირიცხა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული ა--------ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (სასწავლო ბატალიონის I კურსი) იუნკრად 2014 წლის 13 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.09.2014 წლის N---- ბრძანებით, სსიპ - დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–- ა--------ს იუნკერი გ------- თ----------- გ-------ა გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება "რიგითი" 2014 წლის 13 სექტემბრიდან. შესაბამისად, 2014 წლის 13 სექტემბერს გაუფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.09.2011 წლის N--- ბრძანებით დამტკიცებული N---- კონტრაქტი.

„სსიპ - დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–- ა--------ს“ 03.08.2017 წლის N-- აკადემიური საბჭოს დადგენილებით, აკადემიური მოუსწრებლობის გამო, რიგით გ------- გ-------ას შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიებიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 7 აგვისტოდან, 2017 წლის 4 აგვისტოს N----- რექტორის ბრძანებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 18.08.2017 წლის N---- ბრძანებით, სსიპ - დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–- ა--------ს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (სასწავლო ბატალიონის III კურსი) იუნკერი, რიგითი გ------- თ----------- გ-------ა, 2017 წლის 7 აგვისტოდან დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან;

კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, "თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფინანსური პასუხისმდებლობის გადახდის ვალდებულება".

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით დარჩენილი 27 000 ლარის გადახდაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში არ დაურღვევია კანონი, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე - 394-ე მუხლებით დადგენილ საფუძვლებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სადაოდ ხდის კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას იმ მოტივით, რომ პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა განისაზღვრება თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით და მოიხმობს საკასაციო სასამართლოს განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან მიმართებაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა, ამავდროულად სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარება შემცირებას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტიელებაზე (საქმე Nბს-880-876(კ-17), სადაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი არ შეიცავს საფუძვლების დიფერენცირებას და პირგასამტეხლო 28 000 ლარის ოდენობით ერთიანია იმ პირობის მიუხედავად, როგორია ბრალის სიმძიმე და საფუძველი რამაც განაპირობა კონტრაქტის შეწყვეტა.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმეა, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და სრულად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე. სააპელაციო სასამართლო სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნევს სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირებას.

 

აქვე საპელაციო სასამართლო განმარტავს, ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს და თვლის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც გამორიცხავს მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე