განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002449712
№1/ბ-425-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–- ა------ის ძე გ--------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ლანჩხუთის რაიონის სოფელი ღ--------–ე;
აღწერილობით ნაწილი:
ვ-–ა გ--------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 მარტს, ვ-–- გ--------ემ ცოლად შეირთო ს-----ო ა------–-–---–ი, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 01 აპრილს, დაახლოებით 2210 საათზე, ლანჩხუთის მუნციპალიტეტის სოფელ ღ--------–ეში, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, იმის გამო, რომ ს-----ო ა------–-–---–ს უნდოდა თავისი მცირეწლოვანი შვილის ვ-–- გ--------ის ოჯახში მოყვანა და ერთად ცხოვრება, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ვ-–- გ--------ემ ს-----ო ა------–-–---–ის მიმართ გამოხატა აგრესია, გაიწია საცემად და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ს-----ო ა------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენით ვ-–- გ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ნ--- მ-------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ-–- გ--------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვაჯა გ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ს-----ო ა------–-–---–ის, ა------ი გ--------ის, ლ-–------------------------------------–------------------------------–---–----------------------- გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაციებით, თავად ვ-–- გ--------ის აღიარებითი ჩვენებით, ვ-–- გ--------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ვაჯა გ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ვ-–- გ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი ვ-–- გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ვ-–- გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
ვ-–- გ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე