განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002436595
№1/ბ-429-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მ-----ა მაკარიძე
პროკურორის - კ------------ე ა------ას, ლ--- ბ---–--ს
მსჯავრდებულის - ვ--–---ი თ-----ას
ადვოკატის - ლ---- ს-----ას მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–---ი ე------ეს ძე თ-----ას მიმართ, დაბადებული: 2--------- წ. პირადი ნომერი: 1---------- საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზუგდიდი, წ---------------ს ქ.№38-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ვ--–---ი თ-----ამ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
2018 წლის 21 მარტს, დაახლოებით 1415 საათზე, ქ. ზუგდიდში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით D--------, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 21.5 და 21.15 მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფით მართავდა მთვრალი ვ--–---ი თ-----ა, შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით B--------, რომელსაც მართავდა თ------ ა-----–-ა, რის შემდეგ „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი დამუხრუჭებულ მდგომარეობაში გადაადგილდა საპირისპირო სამოძრაო ზოლის კიდეზე და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ც-–--ო ჩ-------ას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით ვ--–---ი თ-----ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილზე.
ვ--–---ი თ-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
ვ--–---ი თ-----ას ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 02 (ორი) წლის ვადით.
ვ--–---ი თ-----ას სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 21 მარტიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის - კ------------ე ა------ას მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ--–---ი თ-----ას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით ასევე გასაჩივრებულ იქნა ვ--–---ი თ-----ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---- ს-----ას მიერ, რომლითაც მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
მხარეებს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ კ------------ე ა------ას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა თავისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
– აპელანტს, მსჯავრდებულ ვ--–---ი თ-----ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ლ---- ს-----ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ--–---ი თ-----ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ გარდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ც----ა გ--------ის ჩვენებით დადასტურებ---–--, რომ ჩაატარა ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ თრობაზე ვ--–---ი თ-----ას სისხლის ნიმუშის გამოკვლევა. სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა 0,3 პრომილი ეთილის სპირტი, რაც არ ითვლება ალკოჰოლურ თრობად და შესაბამისად მსჯავრდებულ ვ--–---ი თ-----ას განესაზღვრა ფხიზელი მდგომარეობა.
მოწმის სახით დაკითხული გ----ი მ-------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ექსპერტ - ნარკოლოგი. ვ--–---ი თ-----ას სისხლის ნიმუშის გამოკვლევა ჩაატარა ც----ა გ--------ემ და დაადგინა, რომ მის სისხლში აღმოჩნდა 0,3 პრომილი ეთილის სპირტი, რის შესაბამისად მან განსაზღვრა თრობის ხარისხი და გაიცა დასკვნა, რომ ვ--–---ი თ-----ა იყო ფხიზელი. თრობის ხარისხის განსაზღვრისას ცდომილებას ადგილი არ ჰქონია, რადგან 0,3 პრომილი ეთილის სპირტი არ შეესაბამება ალკოჰოლურ თრობას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 აპრილის №0-------- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებ---–--, რომ ვ--–---ი თ-----ას სისხლის ნიმუშში აღმოჩენილი 0,3% ეთილის სპირტი არ შეესაბამება ალკოჰოლურ თრობას (ფხიზელი).
დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ-----ა ჩ-------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: თ------ ა-----–-ას, ბ--------------------------------–---–--- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 21 მარტის ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ და ავტოსაგზაო შემთხვევის სქემით; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონიერად ცნობის შესახებ; 2018 წლის 21 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში თ------ ა-----–-ას მიმართ საგამოძიებო მოქმედება -თ------ ა-----–-ას ტანსაცმლის ამოღების ჩატარების შესახებ; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში თ------ ა-----–-ას მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ტანსაცმლის ამოღების ანონიერად ცნობის შესახებ; 2018 წლის 21 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვ--–---ი თ-----ას მიმართ საგამოძიებო მოქმედება - მოღების ჩატარების შესახებ; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვ--–---ი თ-----ას მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ანსაცმლის ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2018 წლის 21 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გ-- გ----------ის მიმართ საგამოძიებო მოქმედება - ც-–--ო ჩ-------ას ტანსაცმლის ამოღების ჩატარების შესახებ; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გ-- გ----------ის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ტანსაცმლის ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2018 წლის 21 მარტის ოქმით ვ--–---ი თ-----ას მიმართ სისხლის ბიოლოგიური ნიმუშის აღების შესახებ; საქართველოს შსს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის საექსპერტო -კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №6---- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით საქართველოს შსს საექსპერტო - რიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო - რიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 23 მარტის 227/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში და სასამართლო უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ ალკოტესტურ შემოწმებას, რადგან პალატის აზრით მსჯავრდებულ ვ--–---ი თ-----ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვ--–---ი თ-----ას სისხლის ნიმუშში არ აღმოაჩნდა ეთილის სპირტის ის რაოდენობა, რაც ალკოჰოლურ თრობას შეესაბამება. ავტოსატრანსპორტო დანაშაულის ჩადენის დროს ვ--–---ი თ-----ა იყო ფხიზელ მდგომარეობაში.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასკვნის შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წარმოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და პირდაპირ მიუთითებენ, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ--–---ი თ-----ასათვის დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრებში ცვლილებების შეტანისა და მათი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ--–---ი თ-----ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ---- ს-----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის - კ------------ე ა------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ვ--–---ი თ-----ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე.
ვ--–---ი თ-----ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
ვ--–---ი თ-----ას ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 02 (ორი) წლის ვადით.
ვ--–---ი თ-----ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებ---–-- .
ვ--–---ი თ-----ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 21 მარტიდან.
ნივთიერ მტკიცებულება: ,,მიცუბიშის “-ის მარკის სახელმწიფო ნომრით D-------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებ---–-- ზუგდიდის შპს სპეც ავტოსადგომში (ქ. ზუგდიდი, შ. ხუბულავას ქუჩა N5-ში), დაუბრუნდეს ვ--–---ი თ-----ას ოჯახს.
ვ--–---ი თ-----ას ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს ვ--–---ი თ-----ას ოჯახს.
,,მერსედესის “ მარკის სახელმწიფო ნომრით B-------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებ---–-- ზუგდიდის შპს სპეც ავტოსადგომში (ქ. ზუგდიდი, შ. ხუბულავას ქუჩა N5-ში), დაუბრუნდეს თ------ ა-----–-ას.
თ------ ა-----–-ას ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ------ ა-----–-ას.
გარდაცვილი ც-–--ო ჩ-------ას ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ-----ა ჩ-------ას.
შუშისა და პლასტმასის ნატეხები, ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი და სისხლის ბიოლოგიური ნიმუშები, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.
სათვალე, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე