განაჩენი

სისხლის სამართლის 16.11.2018
საქმის ნომერი
020100118002416091
ინსტანცია
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020100118002416091

საქმე №1/ბ-428-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

თავმჯდომარე - თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მარინა სირაძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - დ----------------ს

გამართლებულის - კ------------ს

ადვოკატის - ი-----------–--ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ--------–-----------------ს მიმართ, დაბადებული: 18.08.2--- წელი, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაუოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ზ--------ი, შ-----–---ს ქუჩა N1--–-.

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2018 წლის 1 აპრილს, დაახლოებთ 1500 საათზე ქ.ზ--------ი, დ---ა შ-----–--- ქუჩაზე არასრულწლოვან კ------------ს და გ-------– შ-----–--- შორის, რომლებიც ერთმანეთთან იმყოფებოდნენ კონფლიქტურ ურთიერთობა-ში, მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. მოჩხუბრების გაშველების შემდეგ გ-------– შ-----–-- კვლავ ცდილობდა ფიზიკური დაპირისპირების გაგრძელებას, დაედევნა სახლში შესულ არასრწულწლოვან კ------------ს, რომელმაც ჩაამტვრია ფანჯრის მინა და მინის ნატეხის გამოყენებით, გ-------– შ-----–--- განზრახ მკვლელობის მიზნით, სხეულის სხვადასხვა ადგილას 4 ჭრილობა მიაყენა მას, მათ შორის 1 შემავალი გულ-მკერდის არეში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით კ------------ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი - დ----------------ს მიერ გასაჩივრებულ იქნა ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი, რომელმაც მისი გაუქმება და კ------------ს საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით 2018 წლის პირველ აპრილს, დ---ა შ-----–--- ქუჩაზე, გ-------– შ-----–--- განზრახ მკვლელობის მცდელობა დადასტურებულია მომხდარი ფაქტის ირგვლივ გამოკითხული მოწმეეების ჩვენებების და ექსპერტიზების დასკვნების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად სასამართლოსათვის სავსებით შესაძლებელი იყო მომხდარი დანაშაულის სურათისა და მისი ჩამდენი პირის დადგენა.

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ დ----------------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ კ------------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ი-----------–--ს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზ--------ში, დ---ა შ-----–---ს პირველი შესახვევი, N1--–- მდებარე მ--–------------ს საცხოვრებელ სახლში. სახლს წინა და მარჯვენა მხარეს აქვს ღია აივანი. წინა აივანზე მისაღები ოთახის მარჯვენა ფანჯრის მინა არის ჩამსხვრეული, რომლის ნატეხები მიმოფანტულია როგორც აივნის ტერიტორიაზე, ასევე ოთახის შიგნითა მხარეს. მინის ნამსხვრევებთან აივანზე არის დარჩენილი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. მისაღები ოთახის მარცხენა მინის ზედა მხარეც არის ჩატეხილი, ნამსხვრევები მიმოფანტულია. აივანზე, კედელთან დაახლოებით 1 მეტრში დევს 3 ცალი მოშავო ქვა. მაცივრის ზედა მხარეს ყრია მინის ნამსხვრევები. სახლის წინა მხარეს სახლიდან 1 მეტრში გვერდით ყრია მინის ნამსხვრევები მოწითალო ფერის ლაქებით. სახლის წინა მხრიდან დაახლოებით 7 მეტრში დევს გატეხილი იატაკის საწმენდი ჯოხი, ხოლო მის გვერდითა მხარეს დევს ჯოხი. ასასვლელ კიბეზე შესასვლელ სახლამდე მისასვლელ ასფალტირებულ გზაზე წვეთ-წვეთობით შეიმჩნევა სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, ხოლო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჭიშკართან ასფალტზე ყრია მინის ფერადი ჭიქის ნამსხვრევები. ჭიშკრიდან მარჯვენა მხარეს გვერდით, დაახლოებით 40 მეტრში რ-----------------ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის წინა მხარეს მიწაზე არის მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. გასასვლელი ჭიშკრიდან მარცხენა მხარეს დაახლოებით 13 მეტრში დევს მოთეთრო ფერის წარწერებიანი დაზიანებული დასვრილი მაისური. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები წარედგინა დათვალიერებაში მონაწილე პირებს, დაილუქა გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.

მოწმის სახით დაკითხული ა-–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 01 აპრილს როდესაც თავის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა შემოესმა ქალების კივილის ხმა. როდესაც გარეთ გაიხედა დაინახა, რომ ხალხი იყო შეკრებილი და ამ დროს მას დაუძახეს სწრაფად მანქანით წამოდიო. იმწუთასვე დაქოქა მანქანა და მივიდა იმ ადგილას საიდანაც ეძახოდნენ. როდესაც მივიდა დაინახა, რომ ასფალტზე გვერდულად იწვა მის მეზობლად მცხოვრები გ-------– (ც-----ე) შ-----–--, რომელსაც მარცხენა მხარეს, იღლიის ქვემოთ მოსდიოდა სისხლი და მძიმედ სუნთქავდა. მოწმის განმარტებით გ.შ-----–-- კვნესოდა და ამბობდა ცუდათ ვარო. იგი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით მან არ იცის თუ რა მოუვიდა გ.შ-----–---, ვინაიდან ისე უცბად ჩასვეს გ.შ-----–-- მის მანქანაში ვერ მოასწრო ეკითხა თუ რა მოუვიდა.

მოწმის სახით დაკითხული ა-–---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 01 აპრილს როდესაც სახლში იმყოფებოდა შემოესმა ჩოჩქოლის ხმა. გავიდა გარეთ და დაინახა გ-------– (ც-----ე) შ-----–--- სახლთან, რომელიც მისი მეზობელია შეკრებილი იყო ხალხი. როდესაც მივიდა ხალხთან, რომლებიც ძირითადად მისი მეზობლები იყვნენ მათგან გაიგო, რომ კ------------ს და გ-------– შ-----–--- მოსვლიათ ჩხუბი. მოწმის განმარტებით, როდესაც მან გ-------– შ-----–--- დაჭრის ამბავი გაიგი, ის უკვე საავადმყოფოში ყავდათ გადაყვანილი.

მოწმის სახით დაკითხული მ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1 აპრილს შუადღისას სახლში იმყოფებოდა, შემოესმა ძაღლის ყეფის ხმა, გაიხედა გარეთ და დაინახა მანქანების ინტენსიური მოძრაობა და მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა და გარეთ გავიდა. ქუჩაში მეზობლები იყვნენ და საუბრობდნენ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანესო. მოგვიანებით მეზობლებისაგან გაიგო, რომ გ-------– შ-----–-- იყო დაჭრილი, რისთვისაც საავადმყოფოში გადაუყვანიათ.

მოწმის სახით დაკითხული ფ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 01 აპრილს როდესაც თავის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა ქუჩიდან შემოესმა ხმაური. წავიდა ხმაურის მიმართულებით და გ-------– შ-----–--- სახლთან დაინახა შეკრებილი ხალხი. მის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა უთხრეს, რომ გ-------– შ-----–-- წაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო როდესაც იკითხა, თუ რა იყო საავადმყოფოში წაყვანის მიზეზი, უთხრეს, რომ გ-------– შ-----–---ა და კ------------ს მოსვლიათ ჩხუბი.

მოწმის სახით დაკითხული მ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 01 აპრილს თავის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, როდესაც ქუჩიდან შემოესმა ხმაური. გავიდა გარეთ და დაინახა, რომ გ-------– (ც-----ე) შ-----–--- სახლთან ხალხი იყო შეკრებილი. იკითხა თუ რა მოხდა, რაზეც უპასუხეს რომ გ-------– შ-----–---ა და კ------------ს მოსვლიათ ჩხუბი და გ-------– შ-----–-- წაიყვანეს საავადმყოფოშიო.

მოწმის სახით დაკითხული მ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 01 აპრილს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებტან ერთად. ქუჩიდან შემოესმა ხმაური. გავიდა გარეთ, ხმაურის მიმართულებით და გ-------– შ-----–--- სახლთან, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობს დაინახა შეკრებილი ხალხი. იკითხა თუ რა მოხდა, რაზედაც უპასუხეს, რომ გ-------– შ-----–--- და კ------------ს მოუვიდათ ჩხუბი და გ-------– შ-----–-- წაიყვანეს საავადმყოფოშიო.

მოწმის სახით დაკითხული ნ--------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 01 აპრილს გაიგონა ხმაურის ხმა, გამოვიდა ქუჩაში და დაინახა, რომ გ-------– შ-----–-- მიწაზე იწვა, რომელიც ამბობდა ცუდად ვარ, ვერ ვსუნთქავო, იყო სისხლიანი, გვერდიდან მოსდიოდა სისხლი. დაეხმარა მანქანაში დაწვენაში და წაიყვანეს საავადმყოფოში.

მოწმის სახით დაკითხული დ-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. ზ--------ში, დ.შ-----–--- ქუჩაზე. 2018 წლის 1 აპრილს ქუჩიდან გაიგონა ხმა, იყო ბიჭების ჩხუბი. ყურადღება არ მიუქცევია. ქუჩაში ყვიროდნენ, დაჭრილია ც-----ეო (იგივე გ-------– შ-----–--) და სასწრაფო დახმარებას ითხოვდნენ.

მოწმის სახით დაკითხული ზ--------ის რეფერალური ჰოსპიტალის ექთნის, თ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1 აპრილს, დღის II ნახევარში ემერჯენსში შეიყვანეს პაციენტი გ-------– შ-----–--. მისი ტანსაცმელი გადასცა გამომძიებელს, რაც დაილუქა.

მოწმის სახით დაკითხული თ----------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის ზ--------ის რეფერალურ ჰოსპიტალში, ექიმი-ქირურგი, 2018 წლის 1 აპრილს ჰოსპიტალში შეყვანილ იქნა პაციენტი გ-------– შ-----–--, რომელსაც დაუდგინდა ბასრი საგნით მიყენებული 4 ჭრილობა. აღნიშნული პაციენტი 4 აპრილს გაეწერა, სუნთქვა უჭირდა და ტკიოდა გულმკერდის არეში. პლევრის დრენაჟი ადგილობრივი ანესთეზიით გაუკეთა. 1 ჭრილობა იყო გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემღწევი, ფილტვის დაზიანებით.

მოწმის სახით დაკითხული სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის - გ-------–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1 აპრილს დაიწყო გამოძიება გ-------– შ-----–--- მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით. პროკურორის დავალებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი - მ--–------------ს საცხოვრებელი სახლი. საიდანაც ამოღებულ იქნა 10 ობიექტი, რაც 9 პაკეტად იქნა დალუქული, კერძოდ, აივანზე აიღო სისხლის ლაქები. ოთახში, მიმოფანტული იყო მინები, კედელთან ეყარა 3 ქვა. სამზარეულოს მაცივრის ზედაპირიდან ამოიღო მინის ნამსხვრევები. სახლის წინ იყო მინის ნამსხვრევები წითელი ლაქებით. სახლის წინ არსებული ერთი გატეხილი, ხოლო მეორე იატაკის ჯოხი. მინის ფერადი ნამსხვრევები. ჭიშკართან სამ მეტრში, მეზობლის სახლთან აღმოჩნდა სისხლის ლაქები, რომელიც ასევე ამოიღო. ჭიშკრიდან საწინააღმდეგო მხარეს არსებული დასვრილი მაისური იყო დადებული, რომელიც ასევე ამოიღო და დალუქა. წინა აივნიდან აიღო ლაქები.

მოწმის სახით დაკითხული საქართველოს შსს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლის - ვ----–---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გავლილი აქვს არასრულწლოვანთა სპეციალიზაცია. მის მიერ იქნა აღებული ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდები, ასევე ამოიღო ტანსაცმელი, კ------------საგან, მისივე თანხმობით, რასაც კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატიც ესწრებოდნენ. მეორე დღეს კანონიერი წარმომადგენლის და ადვოკატის მონაწილეობით კ------------საგან აიღო სისხლის ნიმუშები. დაზარალებულს სასამართლოს განჩინების საფუძველზე აუღო ნერწყვის ნიმუში. ამოიღო ავადმყოფობის ისტორიის ასლი. მოწმის განმარტებით,დაზარალებულისგან ნიმუშის აღებაზე დასჭირდათ ძალის გამოყენება.

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექსპერტ მ---------------ს მიერ შსს სამეგრელო-ზემო- სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში ადვოკატ გ---–--–--–--ს და კანონიერ წარმომადგენელ მ--–------------ს მონაწილეობით არასრულწლოვან კ------------ს მარჯვენა და მარცხენა ხელის თითებიდან, მარლის ტამპონით აღებულ იქნა ანაწმენდები, რომელიც დალუქვამდე წარედგინა ნიმუშის აღების მონაწილე პირებს და დაილუქა. მ---------------ს მიერ ასევე აღებულ იქნა სპეციალური სტერილური ბამბის აპლიკატორით კ------------ს ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქვამდე წარედგინა ნიმუშის აღების მონაწილე პირებს და დაილუქა.

ამოღების ოქმის თანახმად, კ------------სგან, ადვოკატს გ---–--–--–--ს და მის კანონიერ წარმომადგენელ მ--–------------ს მონაწილეობით ამოღებული იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ტანსაცმელი, კერძოდ: რუხი ნაქსოვი კაპიშონიანი ჯემპრი, რომელსაც სახელურებზე და წინა მხარეს ეტყობა მოწითალო ფერის ლაქები, ღია ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც ეტყობა მოყავისფრო ფერის კვალი, მუქი ფერის წყვილი ფეხსაცმელი, შავი ჯემპრი, შავი ტყავის ქამარი, რომელიც ამოღებამდე წარედგინა ამოღებაში მონაწილე პირებს და დაილუქა.

ამოღების ოქმის თანახმად, თ------------სგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი გ-------– შ-----–--- ტანსაცმელი. კერძოდ, მოშავო ფერის ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით და მოყავისფრო ფერის ტალახისმაგვარი ლაქებით, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ორივე სპორტულ ფეხსაცმელზე აღენიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, მოშავო ერთი წყვილი წინდა, რომელზეც აღენიშნება მოყავისფრო ფერის ტალახისმაგვარი ლაქები, მოშავო ჯინსის შარვლის უკანა გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა გ-------– შ-----–--- პირადობის მოწმობა.

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, სპეციალისტ ნ--------------------ს მიერ ბრალდებულ კ------------ს და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, 5 მმ საინექციო შპრიცის გამოყენებით ბრალდებულ კ------------სგან მისი კანონიერი წარმომადგენლის და ადვოკატის მონაწილეობით, შემდგომი კვლევისთვის აღებულ იქნა სისხლის ნიმუშები, რომელიც დალუქვამდე წარედგინა ნიმუშის აღებაში მონაწილე პირებს.

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ზ--------ის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე გ-------– შ-----–---გან მთავარი ექსპერტის მეშვეობით ბიოლოგიური ჩხირის გამოყენებით პირის ღრუდან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქვამდე წარედგინა ნიმუშის აღებაში მონაწილე პირებს.

ამოღების ოქმის თანახმად, თ----------გან მისივე თანხმობით ამოღებული იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი გ-------– შ-----–--- ავადმყოფობის ისტორია.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კ------------ს ტანსაცმელზე ყელის მიდამოში არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია რღვევით; გ-------– შ-----–--- ტანსაცმელზე და ერთ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელზე გარდა საექსპერტოდ საჭირო მარკირებული უბნებისა, დაზიანება არ აღენიშნება; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ხევით და ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, არაბასრი პირის (ნაწიბურის) მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომლის მორფოლოგიური მახასიათებლები ემსგავსება გამოსაკვლევი მინის (შუშის) ნატეხების (ფრაგმენტების) კონსტრუქციულ მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს წარმოდგენილი მინის (შუშის) რომელიმე ნატეხით დაზიანების განვითარების შესაძლებლობას. კატეგორიული განსაზღვრა შეუძლებელია დაზიანებაში (ჭრა) დამაზიანებელი ობიექტის კერძო ნიშანთა კომპლექსის არარსებობის გამო.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - თ------–--–-----–---–ის მიერ დადასტურებულ იქნა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ-------– შ-----–--- მარჯვენა წინამხრის და მარცხენა იღლიის ფოსოს არეში არსებული ჭრილობების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მათი (ჭრილობების) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით. დაზიანება გულმკერდის ღრუში შემღწევი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

მოწმის სახით დაკითხული შ--------------ის მიერ დადასტურებულ იქნა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დოკუმენტაციის საფუძველზე გასცა გ-------– შ-----–--- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. გულ-მკერდის დაზიანება არის მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში. პნევმოპტირაქსი არის გულ-მკერდში ჰაერის არსებობა. ჭრილობის სიგრძე და სიგანე იყო 2X1 სმ. ჭრილობის სიღრმე არ ყოფილა მითითებული. დოკუმენტაციის მიხედვით ჭრილობა შემავალი იყო. ჭრილობას ჰქონდა სწორი კიდეები, რის გამოც ის მიყენებული იყო მჩხვლეტავ–მჭრელი თვისების მქონე ბასრი საგნით, რამაც განაპირობა, რომ ჭრილობა შემღწევი იყო.

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „8 მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები ობიექტი N9“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ------------ს ბიოლოგიურ ნათესავს, მდედრობითი სქესის პირს. პაკეტში წარწერით „ მინის ჭიქის ნამსხვრევები ობიექტი N7“ მოთავსებულ ერთ-ერთ, შედარებით დიდი ზომის მინის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო, წერტილოვანი დანაშრევი (ობ. N6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-------– შ-----–--- (ობ N25). დანარჩენ მის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება კ------------ს (ობ. N26) და ობ. N1-ის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო გ-------– შ-----–--- (ობ.N25) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში წარწერით „მინის ნამსხვრევები მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებულ მინის, სამკუთხა ფორმის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-------– შ-----–--- (ობ. N 25). ამავე ფრაგმენტზე, აღნიშნული დანაშრევებისგან თავისუფალ უბნებზე არსებული ბიომასალის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ------------ს (ობ.N 26). პაკეტში წარწერით:1) კ------------ს კაპიშონიანი ნაცრისფერი დაზიანებული ჯემპრი; 2) შავი და ნაცრისფერი ქსოვილებით ჯემპრი; 3) ერთი წყვილი ფეხსაცმელი; 4) ღია ფერის ჯინსის შარვალი და შავი ტყავის ფერის ქამარი“ მოთავსებულ კაპიშონიან ჯემპრზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N18, 19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-------– შ-----–--- (ობ. N25). ამავე პაკეტში მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ.N16, 17) და სვიტერზე (ობ. N20) არსებული მოყვითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები, სისხლი არ აღმოჩნდა, ხოლო წყვილ ფეხსაცმელზე, სისხლსა და ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღენიშნება.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ნ--------–---ძის მიერ დადასტურებულ იქნა დასკვნის სისწორე.

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ კ------------ს: კაპიუშონიანი სვიტერის, მოცისფრო ჯინსის შარვლის და მარჯვენა ფეხსაცმლის ზედაპირზე აღენიშნება არათანაბრად შეღებილი მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ-------– შ-----–--- მოშავო ფერის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

ესსპერტიზაზე წარმოდგენილ გ-------– შ-----–--- მოშავო ფერის ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოშავო ფერის შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება კ------------ს მოშავო ფერის სვიტერის ქსოვილის ნაერთის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; გ-------– შ-----–--- მოშავო ფერის ჯინსის შარვლის და მარჯველა ფეხსაცმლის ზედაპირზე, ასევე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება კ------------ს მოცისფრო ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

სააპელაციო წესით საქმის განხილვის დროს დისტანციურად, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ლ-----------–---–ის მიერ დადასტურებულ იქნა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მტკიცერბულებებმა ვერ დაადასტურეს კ------------ს მიერ გ-------– შ-----–--- მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რის გამოც სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს კ------------ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას.

პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოცემულ საქმეზე სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, სადაც ვერცერთი მათგანი უშუალოდ ვერ აღწერს მომხდარი დანაშულის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: ა-–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაინახა ასფალტზე გვერდულად მწოლიარე მის მეზობლად მცხოვრები გ-------– (ც-----ე) შ-----–--, რომელსაც მარცხენა მხარეს, იღლიის ქვემოთ მოსდიოდა სისხლი და მძიმედ სუნთქავდა. მისი განმარტებით მან არ იცის თუ რა მოუვიდა გ.შ-----–---; ა-–---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მისი მეზობლებისაგან გაიგო, რომ კ------------ს და გ-------– შ-----–--- მოსვლიათ ჩხუბი. მოწმის განმარტებით, როდესაც მან გ-------– შ-----–--- დაჭრის ამბავი გაიგი, ის უკვე საავადმყოფოში ყავდათ გადაყვანილი; მ-----------ის ჩვენებით ქუჩაში მეზობლები იყვნენ და საუბრობდნენ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანესო, ხოლო მოგვიანებით მათგან გაიგო, რომ გ-------– შ-----–-- იყო დაჭრილი; ფ---------------ს ჩვენებით მან გაიგო, რომ გ-------– შ-----–-- წაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო როდესაც იკითხა, თუ რა იყო საავადმყოფოში წაყვანის მიზეზი, უთხრეს გ-------– შ-----–---ა და კ------------ს მოუვიდათ ჩხუბიო; მ--------------ს ჩვენებით მან დაინახა გ-------– (ც-----ე) შ-----–--- სახლთან შეკრებილი ხალხი და მათგან გაიგო, რომ გ-------– შ-----–---ა და კ------------ს მოსვლიათ ჩხუბი და გ.შ-----–-- წაიყვანეს საავადმყოფოშიო; მ----------------ს ჩვენებით ხალხისგან გაიგო, რომ გ-------– შ-----–--- და კ------------ს მოუვიდათ ჩხუბი და გ-------– შ-----–-- წაიყვანეს საავადმყოფოშიო. ნ--------------------ს ჩვენებით მან დაინახა გ-------– შ-----–--, რომელიც მიწაზე იწვა და ამბობდა ცუდად ვარ, ვერ ვსუნთქავო, იყო სისხლიანი, გვერდიდან მოსდიოდა სისხლი, რომელიც წაიყვანეს საავადმყოფოში; დ------ ე--------ს ჩვენებით მან გაიგონა ქუჩიდან ხმა, დაჭრილია ც-----ეო (იგივე გ-------– შ-----–--) და სასწრაფო დახმარებას ითხოვდნენ; ექთნის, თ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1 აპრილს, დღის II ნახევარში ემერჯენსში შეიყვანეს პაციენტი გ-------– შ-----–--. ექიმ თ----------–---ს ჩვენებით ჰოსპიტალში შეყვანილ იქნა პაციენტი გ-------– შ-----–--, რომელსაც დაუდგინდა ბასრი საგნით მიყენებული 4 ჭრილობა; დეტექტივ გამომძიებლის - გ-------–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაიწყო გამოძიება გ-------– შ-----–--- მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით და პროკურორის დავალებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და დეტექტივ გამომძიებლის - ვ----–---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ იქნა აღებული ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდები, ასევე ამოიღო ტანსაცმელი, კ------------საგან.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა მხოლოდ ის, რომ გ-------– შ-----–--- და კ------------ს მოუვიდათ ჩხუბი და გ-------– შ-----–--- მიყენებული ჰქონდა სხეულზე დაზიანება, საიდანაც სისხლი მოსდიოდა, მაგრამ ამ ქმედებისათვის კ------------ს ბრალეულობა დადასტურებული ვერ იქნა. საქმეზე არსებული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ კ------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს რელევანტური და ურთიერთ-შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი თუმდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა შემთხვევის ადგილზე თუ რა სამართლებრივ გარემოებაში და რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა ხსენებული ჯანმრთელობის დაზიანებები.

პალატის აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთ შეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა გამართლებულ კ------------ს დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამოდინარმე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის - დ----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი კ------------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

კ------------ ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

კ------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

გამართლებულ კ------------ს განემარტა ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ანაწმენდები, ნერწყვის, სისხლის ნიმუშები, ლაქები, მინა, ჭიქის და მინის ნამსხვრევები, ქვები, ჯოხები განადგურდეს, ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე- თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მარინა სირაძე