განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
820100118002424019
ინსტანცია
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002424019

№1/ბ-400-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-------ი ი-------ის ძე წ---–-----ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონის სოფელი მ-----–----რი;

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ-------ი წ---–-----ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, მუხლით გათვალისწინებული შედეგი რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 20 აგვისტოს, 2018 წლის 02 აპრილს და 2018 წლის 16 აპრილს, ალკოჰოლური სასმელების მიღებასთან და ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-----–----რში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ-------ი წ---–-----ე ხელების სხეულზე დარტყმით სისტემატიურად ძალადობდა და შეურაცხყოფდა მისივე ოჯახის წევრს მამას ი------- წ---–-----ეს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენით დ-------ი წ---–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ემუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადისასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

დ-------ი წ---–-----ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობის დრო - 2018 წლის 16 აპრილიდან 2018 წლის 05 ივნისის ჩათვლით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ-------ი წ---–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ-------ი წ---–-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-126-ემუხლის 12 ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, მოწმეების: გ-------------------------–-----–---------------------------------–---–----------–------ წ---–-----ის გამოკითხვის ოქმებით, ალკოტესტით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულის ხელწერილით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ დ-------ი წ---–-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111-126-ემუხლის 12 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ დ-------ი წ---–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

დ-------ი წ---–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

დ-------ი წ---–-----ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო - 2018 წლის 16 აპრილიდან 2018 წლის 05 ივნისის ჩათვლით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე