განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
100100118002385590
ინსტანცია
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002385590

№1/ბ-330-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–---------ე ა-–------ის ძე ხ-–--–-ას მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 3----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: საჩხერის რაიონის სოფ. ჩ---ში;

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-–---------ე ხ-–--–-ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ---ში მცხოვრებმა ა-–---------ე ხ-–--–-ამ, რომელიც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებული იქნა ოჯახური ძალადობის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, 2018 წლის 28 თებერვალს, არაერთგზის, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას, საცხოვრებელი სახლის ეზოს წინამდებარე ტერიტორიაზე მამას - ა-–------ი ხ-–--–-ას მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ზურგის არეში მარჯვენა ხელში არსებული მაკრატელის გამოყენებით მიაყენა დაზიანება ნაკაწრის სახით, ხოლო მარცხენა ხელი გაარტყა სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით ა-–---------ე ხ-–--–-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით;

მსჯავრდებულ ა-–---------ე ხ-–--–-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დღიდან დაკავებისა 2018 წლის 28 თებერვლიდან;

სააპელაციო საჩივრის არსი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-–-- გ--–------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა-–---------ე ხ-–--–-ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა-–---------ე ხ-–--–-ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა-–------ი ხ-–--–-ას გამოკითხვის ოქმით; მოწმეების მ--------------–---–----------------------------------------------------–---–-------–---------------------–------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 01 მარტის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით N0--------, ალკოტესტით; 2018 წლის 01 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით; 2018 წლის 01 მარტის ამოღების ოქმით, ბრალდებულ ა-–---------ე ხ-–--–-ას (2018 წლის 28 თებერვლის) დაკავების ოქმით; 2018 წლის 13 მარტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0-------- (ა-–------ი ხ-–--–-ას მიმართ), საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის განაჩენით, თავად ა-–---------ე ხ-–--–-ას ჩვენებით; ცნობებით ნასამართლობისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ა-–---------ე ხ-–--–-ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ა-–---------ე ხ-–--–-ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი ა-–---------ე ხ-–--–-ას მიმართ დარჩეს უცვლელად:

ა-–---------ე ხ-–--–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით;

მსჯავრდებულ ა-–---------ე ხ-–--–-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დღიდან დაკავებისა 2018 წლის 28 თებერვლიდან;

მსჯავრდებულ ა-–---------ე ხ-–--–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -

პატიმრობა გაუქმებულია;

ნივთმტკიცება - გამოძიების მიმდინარეობის დროს ამოღებული მაკრატელი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შსს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე