განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030100118002383970
№1/ბ-407-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–- შ--–--ს ძე ნ-------ს მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხობის მუნიციპალიტეტი, ზ---------–---ის ადმინისტრაციულ ერთეულში;
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-–- ნ-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც, არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი., რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 0930 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზ---------–---ში, ნ-----–ა ნ-------სა და ლ-–- ნ-------ს საცხოვრებელ სახლში, ლ-–- ნ-------მ ურთიერთშელაპარაკების დროს ნ-----–ა ნ-------ს კისრის არეში მოუჭირა ხელი, რის შემდეგაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში და სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით ლ-–- ნ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
ლ-–- ნ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით (25 დღე -125 საათი).
სააპელაციო საჩივრის არსი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფ--–--ს ჯ--–-------ას მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ლ-–- ნ-------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ-–- ნ-------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე ნ-----–ა ნ-------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმე ვ--------------–--ს გამოკითხვის ოქმით, მოწმე რ--------------ს გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ლ-–- ნ-------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ლ-–- ნ-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფ--–--ს ჯ--–-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ლ-–- ნ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ლ-–- ნ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია.
ლ-–- ნ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით (25 დღე -125 საათი).
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე