განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002363298
№1/ბ-334-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----ი ა-----ს ძე რ-----ს მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ოზურგეთის რაიონის სოფელ ლ-------ში;
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-----ი რ-----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------ში მცხოვრებმა ნ-----ი რ-----მ 2008 წელს ცოლად შეირთო ლ-- ღ------ლ--. 2016 წლიდან ნ-----ი რ----- ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ-- ღ------ლ--ს სისტემატიურად აყენებდა შეუარცხყოფას და ამცირებდა, რითაც აყენებდა სულიერ ტანჯვას. 2018 წლის იანვარში ნ-----ი რ----- ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ასევე უმიზეზოდ, სისტემატიურად შეუარცხყოფდა და ამცირებდა ლ-- ღ------ლ--ს არასრულწლოვანი შვილის - მარიამ რ-----ს თანდასწრებით, რითაც მას აყენებდა სულიერ ტანჯვას. 2018 წლის 11 თებერვალს, დააახლოებით 2300 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა - ნ-----ი რ-----მ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, კვლავ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით უმიზეზოდ შეურაცხყო და დაამცირა ლ-- ღ------ლ--, რომელმაც ნ-----ი რ-----ს მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად განიცადა სულიერი ტანჯვა და მის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და ითხოვა პოლიციის დახმარება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით ნ-----ი რ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-----ი რ-----ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, (2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 25 აპრილამდე) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - შ----- ჩ----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ნ-----ი რ-----ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ-----ი რ-----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ-- ღ------ლ--ს, მოწმეების: ა-----–-----------------------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით; შეტყობინებით, დადგენილებით ლ-- ღ------ლ--ს დაზარალებულად ცნობის შესახებ; ნ-----ი რ-----ს დაკავების ოქმით; ნ-----ი რ-----ს ალკოტესტზე შემოწმების ოქით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ნ-----ი რ-----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ნ-----ი რ-----ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი ნ-----ი რ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად:
ნ-----ი რ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-----ი რ-----ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 25 აპრილამდე), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
მსჯავრდებულ ნ-----ი რ-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე