განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
110100118002362632
ინსტანცია
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002362632

№1/ბ-419-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ---- გ---–-ს ძე პ--------ის მიმართ (დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ოჩამჩირე, კ-–------–ის ქ.№68; ფაქტობრივად მცხოვრები: ხაშური, ბ---------ის ქ.№12-ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დაადგინა, რომ მ---- პ--------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 2030 საათზე, თერჯოლაში გამავალ ქუთაისი- ზესტაფონის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ,,მერსედესის’’ მარკის სახ. N--------- ავტომობილის მართვისას, მძღოლმა მ---- პ--------მა, დაარღვია რა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32.2 მუხლის მოთხოვნა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საავტომობილო გზიდან და შეეჯახა მდინარე ,,ჩოლაბურზე’’ მშენებარე ხიდის საყრდენს, რის შედეგაც მიღებული დაზიანებების გამო, მანქანაში მყოფმა მგზავრებმა - მ-----ა გ-–--ემ, დ----- გ--–-----ემ და მ----ა გ--–-----ემ მიიღეს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით მ---- პ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ 43-ე მუხლის თანახმად, მ---- პ--------ს 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ---- პ--------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ---- პ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

დაზარალებულების - მ-----ა გ-–--ის, მ----ა გ--–-----ის და დ----- გ--–-----ის ჩვენებებით; მოწმეების: გ-----------–------------------–--------------------------------------------------------------–----–-------------------–---------–--------------ის ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით და ფოტოსურათებით; მ.პ--------ის მართვის მოწმობისა და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის დათვალიერების ოქმებით; ავტოტექნიკურ- ტრასოლოგიური N7------------- ექსპერტიზის დასკვნით; სამედიცინო ექსპერტიზის N0------- დასკვნით მ-----ა გ-–--ის მიმართ; სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით მ----ა გ--–-----ის მიმართ; სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დ----- გ--–-----ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ მ---- პ--------ის ქმ----ბას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ მ---- პ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

მ---- პ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ 43-ე მუხლის თანახმად, მ---- პ--------ს 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

მ---- პ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გიორაო გაუქმებულია;

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტო სურათების ამსახველი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

მ-----ა გ-–--ის კტ კვლევის CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე