განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002333393
№1/ბ-260-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განიხილა სისხლის სამართლის საქმე ც------ა ა---------–ის ძე ჩ----–--ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ა-–--------–---–ის №1.
აღწერილობით ნაწილი:
ც------ა ჩ----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლიდან 2018 წლის 8 იანვრამდე დროის მონაკვეთში ც------ა ჩ----–--ე სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - დ--–- ა---–--ეს, კერძოდ: თანაცხოვრების პერიოდში, ქუთაისში, ა-–--------–---–ის ქუჩა №1-ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის საბა ჩ----–--ის თანდასწრებით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ც------ა ჩ----–--ე, სისტემატიურად, უმიზეზოდ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დ--–- ა---–--ეს. 2017 წლის 19 ივნისს ც------ა ჩ----–--ის მიმართ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი მეუღლის - დ--–- ა---–--ისა და მეუღლის დედის - ქ------- ფ-----ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. ამასთან, 2017 წლის 8 ნოემბერს ც------ა ჩ----–--ე გამართლდა მეუღლის დედის - ქ------- ფ-----ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. ამის შემდგომ, კვლავ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ც------ა ჩ----–--ემ 2018 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - დ--–- ა---–--ესა და მეუღლის დედას - ქ------- ფ-----ეს, აგინებდა და მიმართავდა მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით. მას შემდგომ, რაც ქ------- ფ-----ემ არასრულწლოვანი საბა ჩიჩილაძე გაარიდა კონფლიქტს - ც------ა ჩ----–--ემ მეუღლეს ესროლა ფეხსაცმელი და ბოთლი. ც------ა ჩ----–--ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულმა სისტემატიურმა ძალადობამ გამოიწვია დ--–- ა---–--ის ტანჯვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენით ც------ა ჩ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ც------ა ჩ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 02 თებერვლიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ც------ა ჩ----–--ის მიერ, რომელმაც ითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა და გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის სასარგებლოდ ცვლილების შეტანა.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ--------ნ ლ----ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულ ც------ა ჩ----–--ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეაფასა სააპელაციო საჩივრის მოტივები და მოთხოვნა, მიაჩნია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ც------ა ჩ----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ--–- ა---–--ის გამოკითხვის ოქმით, დ--–- ა---–--ის, ც------ა ჩ----–--ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0------- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ც------ა ჩ----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტები ითხოვენ თავიანთი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებას.
მსჯავრდებულ ც------ა ჩ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და მათი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ც------ა ჩ----–--ისა და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ--------ნ ლ----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი ც------ა ჩ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ც------ა ჩ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ც------ა ჩ----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმებულია.
ც------ა ჩ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 02 თებერვლიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე