განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002324959
№1/ბ-315-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ---- გ------ის ძე ჩ--–--ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ს. ხ----------------, ბინა #41-ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ---- ჩ--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის იანვრიდან 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით, ქუთაისში ხ-------------------/30-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში კ---- ჩ--–--ე თავის ყოფილ მეუღლეს, ხ------ა გ-----–--ეს, არასრულწლოვანი შვილების 17 წლის მ-----მ ჩ--–--ისა და 7 წლის გ------ი ჩ--–--ის თანდასწრებით სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედისა და ახლო ნათესავების მისამართით და ეძახდა ქუჩის ქალს, რამაც გამოიწვია ხ------ა გ-----–--ის ტანჯვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით კ---- ჩ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 280 (ორას ოთხმოცი) საათის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - რ--------ნ ლ----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ---- ჩ--–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ---- ჩ--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ხ------ა გ-----–--ის, ნ-----------ის, მ-----მი ჩ--–--ის, კ---- ჩ--–--ის გამოკითხვის ოქმებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, შემაკავებელი ორდერით და თანდართული მასალებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ კ---- ჩ--–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ კ---- ჩ--–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც მიაჩნია, რომ არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის რ--------ნ ლ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენი კ---- ჩ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
კ---- ჩ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 280 (ორასოთხმოცი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ კ---- ჩ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე