განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
010100118002307655
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002307655

№1/ბ-253-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - გ------ი რ---–---–ის

მსჯავრდებულის - ბ--- ქ---–--ის

ადვოკატის - დ----- ს--------ის მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ--- თ------ის ძე ქ---–--ის მიმართ, დაბადებული - 2--------- წელს, პირადი ნომერი : 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მისამართი - ქ.ქობულეთი, რ---------–----------–, ბინა N22

 

აღწერილობით ნაწილი:

ბ--- თ------ის ძე ქ---–--ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ბ--- ქ---–--ემ, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს წონით 0,004578 გრამს, რაც 2018 წლის 18 იანვარს ამოღებული იქნა, ქალაქ ქობულეთში, თავისუფლების ქN26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით ბ--- ქ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

ბ--- ქ---–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 წლის ვადით ჩამოერთვა სატნასპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

მსჯავრდებულ ბ--- ქ---–--ის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყო თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;

მსჯავრდებულ ბ--- ქ---–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 18 იანვრიდან 2018 წლის 24 იანვრის ჩათვლით და ბ--- ქ---–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 მარტიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პაატა ცეცხლაძის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, და მსჯავრდებულ ბ--- ქ---–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა. მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის მსუბუქი და შეუსაბამო ჩადენილ ქმედებასთან და აღნიშნულით მიღწეული ვერ იქნება სასჯელის მიზნები

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და ბ--- ქ---–--ის მიმართ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორს - გ------ი რ---–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს, მისი დაკმაყოფილება და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა მოითხოვა.

–მსჯავრდებულ ბ--- ქ---–--ესა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ დ----- ს--------ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პროკურორის სააპელაციო საჩივარს, დაეთანხმა მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ--- ქ---–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების: ჯ-------------–--–---–------------------------------------------ გამოკითხვის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ბ--- ქ---–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ბ--- ქ---–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარით გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პაატა ცეცხლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი ბ--- ქ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ბ--- ქ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

ბ--- ქ---–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება,აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

მსჯავრდებულ ბ--- ქ---–--ის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;

მსჯავრდებულ ბ--- ქ---–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 18 იანვრიდან 2018 წლის 24 იანვრის ჩათვლით და ბ--- ქ---–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 მარტიდან.

მსჯავრდებულ ბ--- ქ---–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით ე----- ქ---–--ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქობულეთი, რ---------–-------------–-ში (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - ქ. ქობულეთი 42, კვარტალი - 05, ნაკვეთი - 259, კოდი - 01/023; საკადასტრო კოდი №2------------------) – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 18 იანვარს ბ--- ქ---–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მოთეთრო ფერის 0,1526 გრამი ფხვნილი, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს - 0,004578 გრამს, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა, სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე