განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002300015
№1/ბ-227-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ----– ე-----ის ძე ფ----ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი თ---–------------------ა.
აღწერილობით ნაწილი:
ჯ----– ფ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დამცირება და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ჯ----– ფ----ე 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2018 წლის 10 იანვრამდე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში და სოფელ თ---–------------------აში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლე ნ-----–-- ქ-------ეს, ალკოჰოლური სასმელების ხშირ მიღებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკურად ძალადობდა და სისტემატიურ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა ნ-----–-- ქ-------ის ფიზიკურ ტკივილს და დამცირებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განაჩენით ჯ----– ფ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - დავით ხარძეიშვილის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ჯ----– ფ----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ჯ----– ფ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ-----–-- ქ-------ის დაკითხვის ოქმით, მოწმეების: ჯ----– ფ----ის, მ------------------------–--------------------------------–---–------- დაკითხვის ოქმებით, არასრულწლოვან თ---- ფ----ის გამოკითხვის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ჯ----– ფ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ჯ----– ფ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც მიაჩნია, რომ არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანისა საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - დავით ხარძეიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განაჩენი ჯ----– ფ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ჯ----– ფ----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ჯ----– ფ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე