განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002440553
საქმე №1/ბ-395-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის _ ქ------- უ-----ის,მსჯავრდებულის - მ------ კ--------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ა-------ს ძე კ--------ის მიმართ, დაბადებული 197- წლ ის 30 ნ--------ს, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ა------–-----–ის 21/19,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ კ--------ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე ქუთაისი, ა------–-----–ის N21/19-ში მდებარე სახლში მ------ კ--------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ს------- ჩ------–ს, კერძოდ ხელი დაარტყა სახის და მარცხენა მკლავის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით მ------ კ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
მ------ კ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 10 აპრილიდან 2018 წლის 16 აპრილის ჩათვლით და საბოლოოდ მ------ კ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ასსამოცდახუთი) საათის ოდენობით.
მ------ კ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ-----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ------ კ--------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლოს მხრიდან არ მოხდა ძალადობრივი ქმედების სისტემატურობისა და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება. დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულის პიროვნების, წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, სახის, ხასიათის მხედველობაში მიღებით, შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან: სამართლიანობის აღდგენასთან, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციასთან. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით შეუძლებელია მსჯავრდებულ მ------ კ--------ის შემთხვევაში მიღწეულ იქნეს სასჯელის ნებისმიერი მიზანი და უფრო მეტიც, ის შესაძლოა წახალისდეს დაუსჯელობის სინდრომით.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს ქ------- უ-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ მ------ კ--------ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------ კ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს------- ჩ------–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ბ---------------------–--–---------------------–---------–--–---- გამოკითხვის ოქმებით, 2016 წლის 20 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ------ კ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ------ კ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ------ კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
მ------ კ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 10 აპრილიდან 2018 წლის 16 აპრილის ჩათვლით და საბოლოოდ მ------ კ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ასსამოცდახუთი) საათის ოდენობით.
მ------ კ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გადახდილი გირაოს თანხა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით სრულად დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები ,,01’’ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე