განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.05.2019
საქმის ნომერი
330310018002645448
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/722-19

N330310018002645448

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ---------- ა------

წარმომადგენელი - დ--------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ---------- ა------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს 0-------ს გადაწყვეტილება; დაევალა მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით თ---------- ა------ს ოჯახის დაკმაყოფილების შესახებ.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. მოსარჩელე - თ---------- ა------ არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) ქ. თბილისი, კ--–----ი, ხოლო მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, სოხუმი ე. ე–--ს ქ. 3 შესახვევი (ს.ფ. 11).

 

1.2.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახის ანკეტის (ოჯახის N0----) შესაბამისად, თ---------- ა------ს ოჯახის (თვითონ - თ---------- ა------, მეუღლე - ც--–- ზ------–--ა, შვილი - თ----- ა------) პირველად რეგისტრაცია დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში - ქ. თბილისი კ--–----ის რაიონი, კ-------------–-------------------ში განხორციელდა 2001 წლის 26 ნოემბერს.

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 2008-2009 წლებში გაცემული ცნობების თანახმად, თ---------- ა------ კირილეს ძე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. მის მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენდა აფხაზეთი, ქ. სოხუმი, ე–--ს მე-3 შესახვევი, სახლი N2. დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, გ--------–ის ქ. N9, „კ-------------–-------------------ი“ (ს.ფ. 94-96).

 

1.2.3. თ---------- ა------მ 2018 წლის 23 ივლისის N7------- განცხადებით (ადმინისტრაციული საჩივარი) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მიუთითა, რომ იგი ოჯახთან ერთად იყო დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის - „კ-------------–-------------------ის“ მცხოვრები, საიდანაც სამინისტრომ გამოიყვანა იმ დაპირებით, რომ იქვე ახლოს, N----------–------–-- შენობაში მისცემდნენ საცხოვრებელ ფართს, თუმცა მისი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა არ მოხდა. საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებებით მიმართა 2018 წლის 28 იანვარს და 27 ივლისს, თუმცა უშედეგოდ.

 

თ---------- ა------ს განცხადების (ადმინისტრაციული საჩივარი) განხილვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2018 წლის 16 აგვისტოს ჩატარდა ზეპირი მოსმენის სხდომა. 2018 წლის 16 აგვისტოს ოქმის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის პროცესში, მოქალაქე თ---------- ა------მ მიუთითა, რომ იგი აფხაზეთში განვითარებული საომარი მოვლენების გამო, 1993 წლიდან, გამოსახლებამდე (2011წ.) ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ყოფილი „კ-------------–-------------------ის“ შენობაში. თ---------- ა------ს მეუღლე - ც--–- ზ------–--ა არის პროფესიით ექიმი და თავისი სპეციალობით მუშაობდა იქვე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში. 2011 წელს, კ-------------–-------------------იდან დევნილთა გამოსახლებისას, სამინისტრომ განახორციელა აღნიშნულ ობიექტში მცხოვრები დევნილი პირების აღრიცხვა-მონიტორინგი. ყველა დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნა სხვა ალტერნატიულ ფართში. თ---------- ა------ს განცხადებით, იგი იმ პერიოდში ქ. თბილისში არ იმყოფებოდა, თუმცა, აღწერისას, სამინისტროს თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ მისი და, ასევე ოჯახის სხვა წევრები. ამასთან, თვითონ რამდენიმე დღეში დაბრუნდა თბილისში და ელოდებოდა ალტერნატიული ფართის შეთავაზებას. „კ-------------–-------------------ში“ მცხოვრები დევნილების განსახლება განხორციელდა ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ შენობაში. თ---------- ა------ს განცხადებით, მასაც შესთავაზეს იქ საცხოვრებელი ფართი, თუმცა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული ოთახი არ მოეწონა და მის მიღებაზე უარი განაცხადა. თ---------- ა------ს განმარტებით, სამინისტროს თანამშრომელმა მას შესთავაზა სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი - N- რ------–-------–-ს შენობაში, სიტყვიერად დაჰპირდა, რომ აღნიშნული სკოლის შენობა გარემონტდებოდა და 3 თვის შემდეგ მისი ოჯახი იქ მიიღებდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს. აღნიშნულის თაობაზე დოკუმენტი შემდგარა და მხოლოდ სიტყვიერ შეთავაზებას და დაპირებას ჰქონდა ადგილი. მას შემდეგ, განმცხადებლის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საცხოვრებელი ფართით მისი ოჯახის დაკმაყოფილება აღარ მოხდა და იგი დღემდე ელოდება სამინისტროს შესაბამის რეაგირებას. ამჟამად იმყოფება ნათესავთან, რომელიც ცხოვრობს ყოფილი სკოლის შენობაში. მისი მოთხოვნაა დააკმაყოფილონ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით კრიტერიუმების გარეშე, როგორც დევნილთა კომპაქტურად დასახლებული ობიექტიდან გამოსახლებული დევნილი ოჯახი.

 

სხდომის თავმჯდომარის შეკითხვაზე, თ---------- ა------ნს ოჯახის ალტერნატიული ფართის გარეშე დატოვების მიზეზი ხომ არ იყო ის გარემოება, რომ ობიექტის გამოსახლების პერიოდში ისინი მუდმივად არ ცხოვრობდნენ ,,კ-------------–-------------------ში, თ---------- ა------მ აღნიშნა, რომ მის მეუღლეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, წლების განმავლობაში საჭიროებდა გამოკვლევებსა და მკურნალობას საზღვარგარეთ, შესაბამისად, გარკვეული პერიოდულობით ისინი მიემგზავრებოდნენ რუსეთის ფედერაციაში და იქ მკურნალობდნენ მის მეუღლეს. დღემდე, თითქმის ყოველწლიურად უწევთ მოსკოვში გამგზავრება და მკურნალობა. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარადგენდა.

 

მითითებული სხდომის ოქმის თანახმად, დევნილთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ თ---------- ა------ს და მის შვილს დევნილის სტატუსი მიენიჭათ 2009 წელს, ხოლო მეუღლეს - 2011 წელს. ასევე, არ დასტურდება თ. ა------სა და მისი მეუღლის საქართველოს საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაცია და თავმჯდომარის შეკითხვაზე, თუ რა მარშრუტით მიემგზავრებოდნენ ისინი მოსკოვში და რატომ არ ფიქსირდებოდა საზღვრის კვეთა, თ. ა------მ უპასუხა, რომ ის და მისი მეუღლე არიან საქართველოს მოქალაქეები, ორმაგი მოქალაქეობა აქვს მხოლოდ მათ შვილს. საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთისას არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია, ხოლო თუ რატომ არ უფიქსირდება საზღვრის კვეთა, მან ეს არ იცის. რაც შეეხება დევნილის სტატუსს, თ---------- ა------მ განმარტა, რომ მისი ოჯახის წევრებს დევნილის სტატუსი მიენიჭათ 1993 წელს, ხოლო მოგვიანებით, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, სწორედ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემების მიზეზით, 2009 წლამდე შეწყვეტილი ჰქონდა დევნილის სტატუსი.

 

სხდომის თავმჯდომარის შეკითხვაზე, თუ რომელი სკოლა დაამთავრა მისმა ქალიშვილმა და სად ცხოვრობდა ამჟამად, თ---------- ა------მ განაცხადა, რომ შვილი - თ----- ა------ დაიბადა 1--- წელს, ქ. ს----–ი. მე-4 კლასამდე სწავლობდა ქ. თბილისში, თემქაზე არსებულ სკოლაში (რომლის ნომერიც ვერ გაიხსენა), ხოლო შემდეგ ბიძამ წაიყვანა ქ. მოსკოვში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა, უმაღლესი სასწავლებელიც და მხოლოდ პერიოდულად ჩამოდის საქართველოში.

 

ამდენად, განმცხადებელმა მიუთითა, რომ რეგისტრირებული იყო და ძირითადად ცხოვრობდა „კ-------------–-------------------ში“. ის გარემოება, რომ მის ოჯახს ხშირად უწევდა საზღვარგარეთ გამგზავრება (მეუღლის ავადმყოფობის გამო), არ უნდა ყოფილიყო ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ოქმის თანახმად თ---------- ა------ს და მის წარმომადგენელს განემარტათ, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, იმ დროისათვის კომპაქტური ობიექტის გამოსახლებისას, იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილების დადგენის მიზნით, ტარდებოდა აღწერა. აღწერის შედეგების გათვალისწინებით ხდებოდა შესაბამის ობიექტში მცხოვრებ დევნილთა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, რაც თ---------- ა------ს ოჯახის მიმართ არ განხორციელებულა. დევნილთა საკითხების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რაიმე სახის წერილობითი დაპირება არ გაცემულა. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ იმ პერიოდისათვის ოჯახი არ ფიქსირდებოდა მოცემულ ობიექტში მუდმივ მაცხოვრებლად და ეს გარემოება დაედებოდა საფუძვლად იმას, რომ იმ ეტაპზე, არ მოხდა მათი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. თ---------- ა------ს განემარტა, რომ სამინისტრო დეტალურად შეისწავლიდა განცხადების (ადმინისტრაციული საჩივრის) მოთხოვნასთან დაკავშირებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, იმსჯელებდა და მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას (ს.ფ. 35, 40-43).

 

1.2.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს N0-------ს გადაწყვეტილების თანახმად, თ---------- ა------ს მისი 2018 წლის 23 ივლისის N7------- განცხადების პასუხად ეცნობა შემდეგი: მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციითა და დოკუმენტაციით გამოირკვა, რომ დევნილი ოჯახი 1993 წლიდან რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - ქ. თბილისი, გ--------–ის ქ. N9 ,,კ-------------–-------------------ი“. სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში, ზემოაღნიშნულ მისამართზე ოჯახის პირველადი რეგისტრაცია ფიქსირდება 2001 წლიდან. 1993 წლიდან, გარკვეული ოჯახური პირობების გამო, თ. ა------ და მისი მეუღლე, ყოველწლიურად, გარკვეული სიხშირით მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, შესაბამისად, მუდმივად არ ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, რეგისტრაციის მისამართზე. თ---------- ა------ს და მის შვილს - თ----- ა------ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი აღუდგათ 2009 წელს, ხოლო მეუღლეს - ც--–- ზ------–--ას - 2011 წელს. კ-------------–-------------------ის გამოთავისუფლების პერიოდისათვის (2011წ.), ოჯახი არ ფიქსირდებოდა აღნიშნულ ობიექტში, როგორ მუდმივი მაცხოვრებელი, შესაბამისად, იმ ეტაპისათვის, ოჯახის უზრუნველყოფა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით არ განხორციელებულა. ამდენად, თ---------- ა------ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, მისი ოჯახი „კ-------------–-------------------ის“ გამოთავისუფლების პერიოდისათვის, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ ობიექტში. ამასთან აღნიშნული განცხადება არ შეესაბამებოდა კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი განსახლების პირობებს (ს.ფ. 33-34).

 

1.2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მერი კოპალიანმა განმარტა, რომ სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში, გ--------–ის ქ. N9, ,,კ-------------–-------------------ში“, მოსარჩელის ოჯახი ასევე ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და იყვნენ მეზობლები, ვიდრე არ მოუწიათ შენობის დატოვება მისი გასხვისების გამო. მოსარჩელის მეუღლე იყო ექიმი კარგდიოლოგი და ,,კ-------------–-------------------ში“ მუშაობდა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელის მეუღლეს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი მკურნალობის მიზნით, ოჯახი პერიოდულად რუსეთის ფედერაციაში მიდიოდა, თუმცა კვლავ საქართველოში ბრუნდებოდა. დაახლოებით 2011-2012 წლებში კ-------------–-------------------ის შენობის გასხვისების გამო, იქ მცხოვრებ დევნილებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწიათ და საცხოვრებლად სახელმწიფოსაგან შეთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში გადავიდნენ. კ-------------–-------------------ის შენობაში მცხოვრებთა ალტერნატიულ ფართში გადაყვანა იმდენად სწრაფად მოხდა (ობიექტი რომ უნდა გამოთავისუფლებულიყო, დაახლოებით ერთი კვირით ადრე გახდა ცნობილი), რომ თ---------- ა------ს ოჯახი, იმჟამად, იქ არყოფნის გამო, საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა. მოწმის განმარტებით, მანამდე სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე არ მოსულან, ხოლო მაცხოვრებლების აღრიცხვა მოხდა თუ არა ზუსტად არ ახსოვს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, დევნილობის შემდეგ, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, გ--------–ის ქ. N9, ,,კ-------------–-------------------ში“. თ---------- ა------ს ოჯახი ცხოვრობდა მეზობლად, ასევე ,,კ-------------–-------------------ის“ შენობაში. იცის, რომ თ---------- ა------ს მეუღლეს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ოჯახს რუსეთის ფედერაციაში წასვლა მოუწია, თუმცა ეს ხდებოდა პერიოდულად და ისინი კვლავ ბრუნდებოდნენ საქართველოში. მოსარჩელის მეუღლე იყო ექიმი და მუშაობდა კ-------------–-------------------ში. იცის, რომ ძირითადად იქ ცხოვრობდნენ, თუმცა რა პერიოდულობით უწევდათ საცხოვრებლის დატოვება და სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, ინფორმაციას არ ფლობს. დაახლოებით 7 წლის წინ, ,,კ-------------–-------------------ის მცხოვრებლებმა შენობა დატოვეს და სხვა ალტერნატიულ ფართში - საბავშვო ბაღის შენობაში გადავიდნენ. ვინაიდან, იმ პერიოდში თ---------- ა------ს ოჯახი იქ არ იმყოფებოდა, საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა (06.12.2018 სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.2.6. მოსარჩელის მეუღლეს - ც--–- ზ------–--ას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ც--–- ზ------–--ას მკურნალობის კურსი გავლილი აქვს რუსეთის ფედერაციაში (ს.ფ. 19-32).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს N0-------ს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც თ---------- ა------ს ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი.

 

1.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ა------ნის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ა------ნის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებდა ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე - თ---------- ა------ არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს - ქ. თბილისი, კ--–----ი. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

1.3.3. სასამართლომ მოიხმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანება (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში; ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია).“ მითითებული წესი ადგენს რა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს და უშვებს დევნილთა გრძელვადიან განსახლებას ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების დაუცველად. კერძოდ, მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სამინისტროში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება, სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელეების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №11) მიხედვით.

 

საქმის მასალებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, გ--------–ის ქუჩა N9-ში მდებარე ,,კ-------------–-------------------იდან (დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი) მცხოვრებ პირთა განსახლება სხვა ალტერნატიულ ფართში.

 

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელის ოჯახი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. მოსარჩელესთან მიმართებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თ---------- ა------ს ოჯახი ,,კ-------------–-------------------ის“ გამოთავისუფლების პერიოდისათვის, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ ობიექტში. იმ გარემოებას, რომ მითითებულ მისამართზე ობიექტის გამოსახლების პერიოდში არ იმყოფებოდა ოჯახი, არც თავად მოსარჩელე უარყოფს, რასაც მეუღლის ავადმყოფობიდან გამომდინარე, სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით ხსნის.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის, მოწმეთა განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ თ---------- ა------, როგორც დევნილი პირი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გ--------–ის ქუჩა N9-ში მდებარე ,,კ-------------–-------------------ში“ (დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), თუმცა მეუღლის - ც--–- ზ------–--ას ავადმყოფობის გამო, რომელსაც საზღვარგარეთ ესაჭიროებოდა მკურნალობა, ოჯახს პერიოდულად უწევდა საზღვარგარეთ გადაადგილება.

 

სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ ც--–- ზ------–--ას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ც--–- ზ------–--ას მკურნალობის კურსი გავლილი აქვს რუსეთის ფედერაციაში.

 

საქმის მასალებით, ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ---------- ა------ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით დღემდე დევნილად რეგისტრირებულია ქ. თბილისში, გ--------–ის ქუჩა N9-ში მდებარე ,,კ-------------–-------------------ში“.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს N0-------ს გადაწყვეტილების თანახმად, თ---------- ა------ს მისი 2018 წლის 23 ივლისის N7------- განცხადების პასუხად ეცნობა შემდეგი: მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციითა და დოკუმენტაციით გამოირკვა, რომ დევნილი ოჯახი 1993 წლიდან რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - ქ. თბილისი, გ--------–ის ქ. N9 ,,კ-------------–-------------------ი“. სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში, ზემოაღნიშნულ მისამართზე ოჯახის პირველადი რეგისტრაცია ფიქსირდება 2001 წლიდან. 1993 წლიდან, გარკვეული ოჯახური პირობების გამო, თ. ა------ და მისი მეუღლე, ყოველწლიურად, გარკვეული სიხშირით მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, შესაბამისად, მუდმივად არ ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, რეგისტრაციის მისამართზე. თ---------- ა------ს და მის შვილს - თ----- ა------ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი აღუდგათ 2009 წელს, ხოლო მეუღლეს - ც--–- ზ------–--ას - 2011 წელს. კ-------------–-------------------ის გამოთავისუფლების პერიოდისათვის (2011წ.), ოჯახი არ ფიქსირდებოდა აღნიშნულ ობიექტში, როგორ მუდმივი მაცხოვრებელი, შესაბამისად, იმ ეტაპისათვის, ოჯახის უზრუნველყოფა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით არ განხორციელებულა. ამდენად, თ---------- ა------ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, მისი ოჯახი „კ-------------–-------------------ის“ გამოთავისუფლების პერიოდისათვის, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ ობიექტში. ამასთან აღნიშნული განცხადება არ შეესაბამებოდა კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი განსახლების პირობებს.

 

1.3.4. სასამართლომ მიუთითა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება, სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელეების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №11) მიხედვით.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით განახორციელოს კონკრეტულ მისამართზე დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტის დადგენა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება. “ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ თ---------- ა------ს რეგისტრაციის ადგილია ქ. თბილისი, გ--------–ის ქუჩა N9, ,,კ-------------–-------------------ი“, რომელიც წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს და საიდანაც 2011 წელს დევნილი ოჯახები განსახლებულ იქნენ სხვა ალტერნატიულ მისამართზე. რაც შეეხება მოსარჩელეს, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გარკვეული ოჯახური პირობების გამო (მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე), თ. ა------ს ოჯახი ყოველწლიურად, გარკვეული სიხშირით მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, შესაბამისად, სამინისტროს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას, თ---------- ა------ს ოჯახი ადგილზე არ იმყოფებოდა. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ოჯახი ,,კ-------------–-------------------იდან“ გამოსახლების დროს იქ არ იმყოფებოდა გარკვეული ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს ამავე მისამართზე თ---------- ა------ს ფაქტობრივად ცხოვრების გამომრიცხველ გარემობას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი სხვა სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის სხვა ადგილზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსარჩელის ოჯახის საზღვარგარეთ დროებით ცხოვრების ფაქტი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ---------- ა------ ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ქ. თბილისში, გ--------–ის ქ. N9-ში (კ-------------–-------------------ი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ თ---------- ა------ს რეგისტრაციის ადგილი - ქ. თბილისი, გ--------–ი ქ. N9 ,,კ-------------–-------------------ი“, არ წარმოადგენდა მის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეულ საცხოვრებელი ადგილს, სადაც იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა.

 

1.3.5. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს №0-------ს გადაწყვეტილება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

 

1.3.6. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს №0-------ს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე თ---------- ა------ უზრუნველყოფილ იქნება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. ძირითადი არგუმენტები, რასაც ემყარება პირველი ინსტანციის სასამართლო, არის მის მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება, რომ ვინაიდან მოსარჩელის ოჯახი 2001 წლიდან რეგისტრირებული იყო თბილისში, გ--------–ის ქ. N9-ში არსებულ შენობაში („კურორტოლოგიის ინტიტუტი“), ის უნდა ჩაითვალოს ამ ობიექტში მუდმივ მაცხოვრებლად და შესაბამისად, ხსენებული ობიექტის გასხვისების შემდეგ, ამ ობიექტში მაცხოვრებელი დევნილების სხვა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესში უნდა მომხდარიყო მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ხსენებული ობიექტის მუდმივი მაცხოვრებელი იყო და მიუხედავად შენობის გამოთავისუფლების მომენტში მისი იქ არყოფნისა, ის უნდა ჩათვლილიყო ამ შენობაში მუდმივ მაცხოვრებლად და უნდა დაკმაყოფილებულიყო ალტერნატიული ფართით. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა ხსენებულ ობიექტში და უთითებს, რომ მოსარჩელის მეუღლის მკურნალობის საჭიროების გამო, ოჯახი ხშირად ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას და მიემგზავრებოდა რუსეთის ფედერაციაში, ამასთან, საქართველოში ამგვარი სისტემატიური და ხანგრძლივი არყოფნების გამო, თ---------- ა------ს დევნილის სტატუსი აღუდგა 2009 წელს, ხოლო მის მეუღლეს 2011 წელს. აპელანტი საყურადღებოდ მიიჩნევს მოსარჩელის ოჯახისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის აღდგენის საკითხს. აპელანტის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია დევნილის მიერ დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობა, ანუ, როდესაც დევნილი პირი არ გაივლის დევნილის სავალდებულო რეგისტრაციას, მას უწყდება დევნილის სტატუსი და ეს სტატუსი აღდგება, როდესაც პირი შემდგომში გაივლის სავალდებულო რეგისტრაციას. 2009 და 2011 წლამდე, როდესაც მოსარჩელის ოჯახის წევრებმა აღიდგინეს დევნილის სტატუსი, დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წელს. კონკრეტულად, ქ. თბილისში ხსენებული სავალდებულო რეგისტრაცია დასრულდა 2007 წლის აგვისტოს თვეში. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის ოჯახის წევრებმა ეს რეგისტრაცია არ გაიარეს, მათ შეუწყდათ დევნილის სტატუსი, რომელიც მათ აღიდგინეს 2009 და 2011 წლებში. ანუ, უდავოდ დადგენილ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ მოსარჩელე და მისი შვილი საქართველოში არ იყვნენ მინიმუმ 2007 წლის გაზაფხულიდან 2009 წლამდე, ხოლო მეუღლე - მინიმუმ 2007 წლის გაზაფხულიდან 2011 წლამდე. აღნიშნული ხანგრძლივი პერიოდი რამდენიმეწლიან ინტერვალს მოიცავს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2011 წელს, როდესაც თბილისში, გ--------–ის ქ. N9-ში არსებულ შენობაში („კურორტოლოგიის ინტიტუტი“) მაცხოვრებელი დევნილების სხვა ობიექტში განსახლება მოხდა, მოსარჩელე და მისი ოჯახის არცერთი წევრი ამ პროცესების დროს შენობაში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია, თუ რას ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც ამ ოჯახს ობიექტში მუდმივ მაცხოვრებლად მიიჩნევს. თუკი ოჯახი წლების განმავლობაში არ ცხოვრობს კონკრეტულ საცხოვრებელში, წლების განმავლობაში უწყვეტად იმყოფება სხვა ქვეყანაში (ოჯახის ერთ-ერთი წევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეობასაც ფლობს), აუხსნელია, მაინც რატომ უნდა ჩაითვალოს ოჯახი მისამართზე მუდმივად მცხოვრებად.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მკურნალობის საჭიროების მოტივით მოსარჩელის ოჯახის წევრების საზღვარგარეთ ხშირი და სისტემატიური ყოფნა მაინც თბილისში, გ--------–ის ქ. N9-ში არსებულ შენობაში („კურორტოლოგიის ინტიტუტი“) მუდმივი ცხოვრების ფაქტის არგამომრიცხავ გარემოებად მიიჩნია, თუმცა, ვერც სამინისტროში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და ვერც სასამართლოში, მოსარჩელემ ვერ ახსნა, რატომ არ ფიქსირდება მისი და მისი ოჯახის წევრების მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტები, მან დასმულ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა და არ მიუთითა ის მარშრუტი, რომლითაც კვეთდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს - თუკი ასეთს ნამდვილად ჰქონდა ადილი. ცხადია, საზღვრის კვეთის ფაქტის სახელმწიფო საზღვარზე დაუფიქსირებლობა არ შეიძლება მოსარჩელის პასუხისმგებლობის საკითხად ჩაითვალოს და ეს სასაზღვრო სამსახურებისადმი მიმართული შეკითხვა უნდა იყოს, მაგრამ ვერც იმის დაშვება მოხდება, რომ სასაზღვრო სამსახურებს, ყოველთვის და თანაც მუდმივად (გამონაკლისის გარეშე) გამორჩებოდათ ხოლმე მოსარჩელის ოჯახის წევრების სისტემატიური და მუდმივი გადაადგილების ფაქტები სახელმწიფო საზღვარზე. ამდენად, აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ უპირობოდ გაზიარებული პოზიცია, რომ მოსარჩელე თბილისში, გ--------–ის ქ. N9-ში არსებულ შენობაში („კურორტოლოგიის ინტიტუტი“) ფაქტიურად მუდმივ მაცხოვრებლად ჩაითვალოს, არ არის დასაბუთებული და გამყარებული ფაქტობრივი გარემოებებით, ის არ შეესაბამება რეალობას და ამ გზით სარჩელით გათვალისწინებული ბენეფიტის მიღება უკანონოა. არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მოწმეთა ჩვენების გაზიარებაც. მართალია, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელე ნომინალურად ითვლებოდა ობიექტში მაცხოვრებლად, მაგრამ ისიც მიუთითეს, რომ ეს ოჯახი სისტემატიურად არ იმყოფებოდა შენობაში და იყო სხვაგან. ამასთან, მათ მიუთითეს, რომ ფაქტიურად ყველა, ვინც იმყოფებოდა შენობაში, სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ ისინი, ვინც სამინისტროს თანამშრომლების ვიზიტის დროს არცერთხელ არ აღმოჩნდნენ ობიექტში. ერთ-ერთმა მოწმემ ისიც დაადასტურა, რომ მათ ოჯახს, სულადობის გათვალისწინებით, ორი ბინა მისცეს (რეალურად, ამ ობიექტში ამგვარად სხვა ოჯახებიც დაკმაყოფილდნენ). სასამართლო თვითონაც უთითებს, რომ მონიტორინგის დროს (რომელიც დროში გაწერილი პროცესია და გულისხმობს ობიექტში სამინისტროს თანამშრომელთა არაერთი აღწერის ჯგუფის მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ არაერთ ვიზიტს) მოსარჩელის ოჯახის არცერთი წევრი შენობაში არ იმყოფებოდა.

 

აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, თითქოს სამინისტროს დადგენილი არ ჰქონდა მოსარჩელის სხვა კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ გარემოებად მიაჩნია სასამართლოს. სასამართლოს განმარტება წინააღმდეგობრივია, მას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი სისტემატიურად და მუდმივად გადაადგილდებოდა რუსეთის ფედერაციაში. ამ ფაქტს სადავოდ არ ხდის არც მოსარჩელე და არც მოპასუხე. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და სასამართლო განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახი წლების განმავლობაში უწყვეტად, სისტემატიურად ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ანუ არ ცხოვრობდა თბილისში, გ--------–ის ქ. N9-ში არსებულ შენობაში („კურორტოლოგიის ინტიტუტი“). სწორედ ეს გარემოება გახდა სამინისტროს სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 23 ივლისს სამინისტროს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით (N7-------) და მოითხოვა კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოვა. ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის პროცესში მოქალაქე თ---------- ა------მ ჩამოაყალიბა მოთხოვნა და განმარტა, რომ ის და მისი ოჯახი ცხოვრობდა აფხაზეთში. იქ განვითარებული საომარი მოვლენების შედეგად, ისინი იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლი. 1993 წლიდან მომჩივანის ოჯახი გადმოსახლდა ქ. თბილისში, მათი განსახლება განხორციელდა ყოფილი „კ-------------–-------------------ის“ შენობაში და გამოსახლებამდე (2011წ) ცხოვრობდნენ იქ. თ---------- ა------ს მეუღლე - ც--–- ზ------–--ა არის პროფესიით ექიმი და თავისი სპეციალობით მუშაობდა იქვე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში. განმცხადებლის განმარტებით, იგი 1986 წლიდან 1994 წლამდე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ხოლო შემდეგ სახელმწიფო უწყებებში აღარ უმუშავია, დაიცვა სამეცნიერო ხარისხი და ეწეოდა კერძო პედაგოგიურ პრაქტიკას. თ. ა------მ აღნიშნა, რომ 2011 წელს, კ-------------–-------------------ის გამოსახლებისას, სამინისტრომ განახორციელა აღნიშნულ ობიექტში მცხოვრები დევნილი პირების აღრიცხვა-მონიტორინგი. ყველა დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნა სხვა ალტერნატიულ ფართში. თ---------- ა------ს განცხადებით, იგი არ იმყოფებოდა იმ პერიოდში ქ. თბილისში, თუმცა, აღწერისას, სამინისტროს თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ მისი და სხვა ოჯახის წევრები. ისიც რამდენიმე დღეში დაბრუნდა თბილისში და ელოდა ალტერნატიული ფართის შეთავაზებას. „კ-------------–-------------------ში“ მცხოვრები დევნილების განსახლება განხორციელდა ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ შენობაში, თ.ა------ს განცხადებით, მასაც შესთავაზეს იქ საცხოვრებელი ფართი, თუმცა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ოთახი მას არ მოეწონა და ამ ფართის მიღებაზე განაცხადა უარი. თ---------- ა------ს განმარტებით, სამინისტროს თანამშრომელმა მას შესთავაზა სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ყოფილი N- რ------–-------–-ს შენობაში, სიტყვიერად დაპირდა, რომ აღნიშნული სკოლის შენობა გარემონტდებოდა და 3 თვის შემდეგ, მისი ოჯახი იქ მიიღებდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, თუმცა, არანაირი დოკუმენტი ამის თაობაზე არ შემდგარა, მხოლოდ სიტყვიერ შეთავაზებას და დაპირებას ჰქონდა ადგილი. ამას შემდეგ, განმცხადებლის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საცხოვრებელი ფართით მისი ოჯახის დაკმაყოფილება აღარ განხორციელებულა და იგი დღემდე ელოდება სამინისტროს შესაბამის რეაგირებას. მას შემდეგ, ცხოვრობს ახლობლებთან, ამჟამად იმყოფება ნათესავთან, თემქაზე, რომელიც ცხოვრობს ყოფილი სკოლის შენობაში. თ. ა------მ 2017 წელს ასევე შეავსო საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე განაცხადი, მინიჭებული აქვს 4 ქულა, თუმცა, მას არ აკმაყოფილებს ის თანხა, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა განხორციელდეს საცხოვრებელი სახლის შესყიდვა ოჯახისათვის და ამიტომაც აცხადებს უარს. მისი მოთხოვნაა, დააკმაყოფილონ იგი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, კრიტერიუმების გარეშე, როგორც კომპაქტური ობიექტიდან გამოსახლებული დევნილი ოჯახი. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში დანიშნული ზეპირი მოსმენის დროს დასმულ კითხვაზე: თ---------- ა------ს ოჯახის ალტერნატიული ფართის გარეშე დატოვების მიზეზი ხომ არ იყო ის გარემოება, რომ ობიექტის გამოსახლების პერიოდში ისინი მუდმივად არ ცხოვრობდნენ „კ-------------–-------------------ში“, მომჩივანმა განაცხადა, რომ მის მეუღლეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, წლების განმავლობაში საჭიროებდა გამოკვლევებსა და მკურნალობას საზღვარგარეთ, შესაბამისად, გარკვეული პერიოდულობით ისინი მიემგზავრებოდნენ რუსეთის ფედერაციაში და იქ მკურნალობდნენ მის მეუღლეს, დღემდე, თითქმის ყოველწლიურად უწევთ მოსკოვში გამგზავრება და მკურნალობა. მისი განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენაც არის შესაძლებელი. განმცხადებელმა ასევე განმარტა, რომ შვილი - თ----- ა------ დაიბადა 1--- წელს, ქ. ს----–ი, მე-4 კლასამდე სწავლობდა ქ. თბილისში, თემქაზე არსებულ სკოლაში, (რომლის ნომერსაც ვერ იხსენებს), ხოლო შემდეგ, მისი შვილი ქ. მოსკოვში წაიყვანა ბიძამ, იქ დაამთავრა საშუალო სკოლა, უმაღლესი სასწავლებელიც და მხოლოდ პერიოდულად ჩამოდის ხოლმე საქართველოში. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდეგნილი და სამინისტროს მიერ მოკვლეული ინფორმაციის შესწავლისა და შეფასების შედეგად, მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო: თ. ა------ს ოჯახი 1993 წლიდან რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტში -ქ. თბილისი, გ--------–ის ქ. N9, „კ-------------–-------------------ი“. სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში, ზემოაღნიშნულ მისამართზე მათი პირველადი რეგისტრაცია ფიქსირდება 2001 წლიდან. 1993 წლიდან, გარკვეული ოჯახური პირობების გამო, მოსარჩელე და მისი მეუღლე, ყოველწლიურად, გარკვეული სიხშირით მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, შესაბამისად, მუდმივად არ ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, რეგისტრაციის მისამართზე. თ. ა------ს და მის შვილს, თ----- ა------ს, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი აღუდგათ 2009 წელს, ხოლო მეუღლეს, ც--–- ზ------–--ას - 2011 წელს. „კ-------------–-------------------ის“ გამოთავისუფლების პერიოდისათვის (2011წ.) მოსარჩელის ოჯახი არ ფიქსირდებოდა აღნიშნულ ობიექტში, როგორც მუდმივი მაცხოვრებელი, შესაბამისად, იმ ეტაპისათვის, მისი ოჯახის უზრუნველყოფა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით არ განხორციელებულა. 19.09.2017წ. განაცხადის წარდგენით, თ. ა------მ სამართლებრივი თვალსაზრისით კანონზომიერად ისარგებლა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით კრიტერიუმების საფუძველზე უზრუნველყოფის, დღეისათვის არსებული სამართლებრივი მექანიზმით. აღნიშნულ განაცხადში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, მინიჭებული აქვს 4 ქულა, თუმცა, ამ ადმინისტრაციული საჩივრის წარმოების ფარგლებში, ითხოვდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით კრიტერიუმების გარეშე უზრუნველყოფას, როგორც დევნილთა კომპაქტური ობიექტიდან გამოსახლებული პირი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, მოსარჩელის ოჯახი, „კ-------------–-------------------ის“ გამოთავისუფლების პერიოდისათვის, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ ობიექტში. ამასთან, ზემოაღნიშნულ განაცხადში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება კრიტერიუმების გარეშე დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პირობებს.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან არცერთი ის ნორმა, რომლის თანახმადაც შეიძლება აქტის ბათილობის საკითხი დაისვას, სამინისტროს მხრიდან არ არის დარღვეული, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ა------ნის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

პალატა ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი №1). აღნიშნული „წესის“ მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ზემოაღნიშნული „წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. მითითებული „წესი“, ადგენს რა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს და უშვებს დევნილთა გრძელვადიან განსახლებას ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების დაუცველად. „წესის“ 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).

 

დადგენილია, რომ თ---------- ა------ არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ქ. თბილისი, კ--–----ი. 23.07.2018წ. თ---------- ა------მ N7------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა კრიტერიუმების გარეშე, როგორც დევნილთა კომპაქტური ობიექტიდან გამოსახლებულმა პირმა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ იგი ოჯახთან ერთად იყო დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის - „კ-------------–-------------------ის“ მცხოვრები, საიდანაც სამინისტრომ გამოიყვანა იმ დაპირებით, რომ იქვე ახლოს, N- რ------–-------–-ს შენობაში მისცემდნენ საცხოვრებელ ფართს, თუმცა მისი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა არ მოხდა. სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს N0-------ს გადაწყვეტილებით თ---------- ა------ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ არ დასტურდება „კ-------------–-------------------ის“ გამოთავისუფლების პერიოდისათვის მისი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრება აღნიშნულ ობიექტში, ამასთანავე, მისი მოთხოვნის შემცველი განცხადება არ შეესაბამებოდა კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი განსახლების პირობებს და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ოჯახის უზრუნველყოფა მოხდება საერთო წესის შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე.

 

საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, უდავოა, რომ თ---------- ა------ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, დღემდე დევნილად რეგისტრირებულია ქ. თბილისში, გ--------–ის ქუჩა N9-ში მდებარე ,,კ-------------–-------------------ში“. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განახორციელა თბილისში, გ--------–ის ქუჩა N9-ში მდებარე ,,კ-------------–-------------------ში“ (დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი) მცხოვრებ პირთა განსახლება სხვა ალტერნატიულ ფართში, თუმცა მოსარჩელის ოჯახი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელესთან მიმართებაში, მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ თ---------- ა------ს ოჯახი ,,კ-------------–-------------------ის“ გამოთავისუფლების პერიოდისათვის, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ ობიექტში. მოსარჩელის განმარტებით, მითითებულ მისამართზე, ობიექტის გამოსახლების პერიოდში მისი ოჯახი არ იმყოფებოდა მეუღლის ავადმყოფობიდან გამომდინარე, სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით. საქმეზე მოწმეთა სახით დაკითხულ პირთა განმარტებებით დგინდება, რომ თ---------- ა------, როგორც დევნილი პირი, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გ--------–ის ქუჩა N9-ში მდებარე ,,კ-------------–-------------------ში“ (დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), თუმცა მეუღლის - ც--–- ზ------–--ას ავადმყოფობის გამო, რომელსაც საზღვარგარეთ ესაჭიროებოდა მკურნალობა, ოჯახს პერიოდულად უწევდა საზღვარგარეთ გადაადგილება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ც--–- ზ------–--ას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და მას მკურნალობის კურსი გავლილი აქვს რუსეთის ფედერაციაში.

 

3.2.2. სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ 6.11 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება, სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელეების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №11) მიხედვით.

 

საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით განახორციელოს კონკრეტულ მისამართზე დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თ---------- ა------ს რეგისტრაციის ადგილია ქ. თბილისი, გ--------–ის ქუჩა N9, ,,კ-------------–-------------------ი“, რომელიც წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს და საიდანაც 2011 წელს დევნილი ოჯახები განსახლებულ იქნენ სხვა ალტერნატიულ მისამართზე. რაც შეეხება მოსარჩელეს, იგი მონიტორინგის განხორციელების მომენტში არ იმყოფებოდა ადგილზე. სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ,,კ-------------–-------------------იდან“ გამოსახლების დროს მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების ადგილზე არყოფნა არ უნდა მიჩნეულიყო მისამართზე მათი ფაქტობრივად ცხოვრების გამომრიცხავ გარემოებად, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე, ოჯახთან ერთად, მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყოველწლიურად, გარკვეული სიხშირით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ. ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია სხვა სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის სხვა ადგილზე ფაქტობრივად ცხოვრებას, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, ის გარემოება, რომ თ---------- ა------ს რეგისტრაციის ადგილი - ქ. თბილისი, გ--------–ი ქ. N9 ,,კ-------------–-------------------ი“, არ წარმოადგენდა მის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეულ საცხოვრებელი ადგილს, სადაც იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს №0-------ს გადაწყვეტილება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე თ---------- ა------ უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: მირანდა ერემაძე