განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002256944
№1/ბ-167-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჰ--–--– ი-----–ის ძე ო----------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წ. პირადი №5---------- ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ხონი, კ------ის ქ.№9-ში.
აღწერილობით ნაწილი:
ჰ--–--– ო----------იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 21 დეკემბერს, ქუთაისში, შარტავას ქ.№2/38-ში მდებარე ბინაში ჰ--–--– ო----------მა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს, ს------- კ------ეს, კერძოდ, შეაგინა, ხელი დაარტყა სახეში მარცხენა თვალბუდის, შუბლისა და ზურგის არეში, ასევე, მოქაჩა თმებში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენით ჰ--–--– ო----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
ვინაიდან ჰ--–--– ო----------ი სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, 2017 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჰ--–--– ო----------ს ამ დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუმცირდა 25 საათით და, საბოლოოდ, ჰ--–--– ო----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 175 ( ას სამოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - დ------- ვ----------იას მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ჰ--–--– ო----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ჰ--–--– ო----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ს------- კ------ის, ა---–------------------–-----------–---–-------------------------------ის დაკითხვის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ჰ--–--– ო----------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ჰ--–--– ო----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც მიაჩნია, რომ არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ------- ვ----------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენი ჰ--–--– ო----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ჰ--–--– ო----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
ვინაიდან ჰ--–--– ო----------ი სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, 2017 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჰ--–--– ო----------ს ამ დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუმცირდეს 25 საათით და, საბოლოოდ, ჰ--–--– ო----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 175 ( ას სამოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.
ჰ--–--– ო----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს - ც---–ა კ------ეს (პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე