განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002327278
საქმე №1/ბ-259-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - თ----- მ-----ს
მსჯავრდებულის - ბ------ გ---------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ------ გ-------ს ძე გ---------ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ბაღდათი, სოფელი ზედა დ---;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტნაციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ------ გ---------ემ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 20:24 საათზე ქუთაისში ა---–-----------ის გამზირზე გამავალ ქუთაისი-ბადღათი საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე ბ------ გ---------ემ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნები და MERCEDES BENC-ის მოდელის სახელმწიფო ნომრით V------ მიკროავტობუსით, რომელსაც თვითონ მართავდა დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე-----–- ბ------ეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენით ბ------ გ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და განესაზღვრა 04 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, 06 თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი თ----- მ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენში, რომლითაც ბ------ გ---------ეს დაენიშნება უფრო მკაცრი სასჯელი, ბრალდების მხარის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენით ბ------ გ---------ეს მხოლოდ 06 თვის ვადით ჩამოერთვა სატრანპორტო საშუალების მართვის უფლება, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბ------ გ---------ეს აღუდგება მართვის უფლება და არსებობს შესაძლებლობა, რომ მისი დაუდევარი დამოკიდებულება კვლავ გახდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი, შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორს თ----- მ-----ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ ბ------ გ---------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი პროკურორის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ------ გ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნუგზარ ბ------ის დაკითხვის ოქმებით; მოწმეების: ბ------ გ---------ის, ე-–---- ხ----–--ის, მ------ ე-----–--ის, ნ---- მ----–----–--ის, თ-- ი------–---–ის, ნ---- მ----------ის, მ------- ე-----–--ის, ზ---- კ---–-–---–ის, ნ----- ე-----–--ის, თ----- კ---–-–---–ის, გ---–----- კ------ის, ი--- გ---–---–ის, ნ----- ლ------–---–ის, კ--- ქ-----–--ის დაკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემითა და ფოტოსურათებით; ე-----–- ბ------ის გვამის ტანსაცმლის ამოღების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით; ავტოტექნიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით; სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ბ------ გ---------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) წარმოდგენილი სააპელაცო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, კერძოდ, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ 06 თვის ვადით ავტოსანტრანპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალარტა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ნ. ბ------ეს მსჯავრდებულის მიმართ რაიმე სახის სამართლებრივი ან ქონებრივი პრეტენზია არ გააჩნია, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ.
ამასთან, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ------ გ---------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით 06 თვის ვადით ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა არ არის პროპორციული სასჯელი მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან და აღნიშნული ქმედებით გამოწვეულ მძიმე შედეგთან, ასევე არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნებს, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნევს ბ------ გ---------ეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვას 01 წლისა და 06 თვის ვადით და ამ მიმართებით ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თ----- მ-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენში შეტანილ იქნას ბ------ გ---------ის მიმართ საუარესო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ------ გ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბ------ გ---------ეს 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ბ------ გ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
პირობით მსჯავრდებულ ბ------ გ---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პირობით მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება - ე-----–- ბ------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა CD-R დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე