განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
010100118002360233
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-336-2018წ.

(010100118002360233)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

მაკა გორგოძე (სხდომის თავმჯდო----ე),მარინე იმერლიშვილი, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - შ----- ქ---–---–ის,ადვოკატების - ს---–------ კ-----–--ის და მ------ ზ----ის,მსჯავრდებულების - მ------------- ს-----------ას და მ------- დ--------–ის

თარჯიმნების - ტ------- ა---–---ის და ლ---- ნ-–------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------------- ი----ის ასული ს-----------ას მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------, უ--------ის მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული უ--------ის რესპუბლიკა, ქ. ფ-------------------------------------–---------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ვ.-----------–-------------------------

 

მ------- მ------ის ძე დ--------–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–---, თ--------ის მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული თ--------ი, ე-–----ს რაიონი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ვ.-----------–-------------------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------------- ს-----------ამ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ხოლო მ------- დ--------–მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მ------------- ს-----------ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 0.27204 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთილენდიოქსიმეტანფეტამინს (მდმა), რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 14 თებერვალს ქ. ბათუმში, გ---------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

მ------- დ--------–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7.5136 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთილენდიოქსიმეტანფეტამინს (მდმა), რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 15 თებერვალს ქ. ბათუმში, გ---------–------------------ში, ბ--------ში, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით:

 

მ------------- ს-----------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მ------------- ს-----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.

მ------------- ს-----------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 თებერვლიდან.

 

მ------- დ--------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მ------- დ--------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

მ------- დ--------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 თებერვლიდან.

 

მ------------- ს-----------ას და მ------- დ--------–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვათ საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული მ------- დ--------–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ს---–------ კ-----–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ მ------- დ--------–ის მიმართ სასიკეთო ცვლილების შეტანას და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ მ------------- ს-----------ას ინტერესების დამცველი ადვოკატი დ----- გ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ მ------------- ს-----------ას მიმართ სასიკეთო ცვლილების შეტანას და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან. ჰყავს მცირწლოვანი შვილი, არ არის ნასამართლევი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტებს - მსჯავრდებულებს მ------------- ს-----------ას, მ------- დ--------–ს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს ს---–------ კ-----–--ეს და მ------ ზ----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მათი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს შ----- ქემაშვილს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------------- ს-----------ას და მ------- დ--------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ მ------------- ს-----------ას და მ------- დ--------–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულების აღიარებისა, დაადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ო---- ა--–--ის, ი----- დ----ის, ნ------- შავაძის და თ------ მ-------ის გამოკითხვის ოქმებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, მ------------- ს-----------ას პირადი ჩხრეკის ოქმით, მ------------- ს-----------ას დაკავების ოქმით, მ------- დ--------–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ მ------------- ს-----------ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ასევე მსჯავრდებულ მ------- დ--------–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.

 

მსჯავრდებულების მ------------- ს-----------ას და მ------- დ--------–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მათ მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულების პიროვნების მახასიათებლები და მათ განესაზღვრათ სსკ-ის 260-ე მუხლის სანქციის მინიმალური სასჯელები. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დანიშნული სასჯელების კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მსჯავრდებულების პიროვნების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და მოვალეობათა დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სსკ-ის 50-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა იქნება შეუსაბამოდ მსუბუქი, რაც ხელს ვერ შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის სხვა მიზნების განხორციელებას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ------------- ს-----------ას და მ------- დ--------–ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით დადგენილ სასჯელის მიზნებს, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების და მათ მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულის მ------------- ს-----------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- გ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულის მ------- დ--------–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---–------ კ-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

მ------------- ს-----------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მ------------- ს-----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.

 

მ------------- ს-----------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან- 2018 წლის 14 თებერვლიდან.

 

მ------- დ--------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მ------- დ--------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

მ------- დ--------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 თებერვლიდან.

 

მ------------- ს-----------ას და მ------- დ--------–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვათ საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: მ------- დ--------–ის პირადი და მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დალუქული ერთ პაკეტად, ასევე მ------------- ს-----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დალუქული ერთ პაკეტად, (ჯამში სამი დალუქული პაკეტი), რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარ ე მაკა გორგოძე

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

თეიმურაზ სვანიძე