განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
010100118002458458
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002458458

საქმე N1/ბ-226-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის- ა-–---------- ძ-------ის

ადვოკატის - ო---- ხ----–---–ის

მსჯავრდებულის - ო----- ვ-------------ის

 

თარჯიმნის - ტ------- ა---–---ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო----- ა-–-------ს ძე ვ-------------ის მიმართ, დაბადებული: 3---------წ. პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ. სენაკი, ი-–-----------ის ქ. N164;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

ბრალდების დადგენილების მიხედვით ო----- ვ-------------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ. ბათუმში, ვ-------------------–ის ქ.N116-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, ო----- ვ-------------მა თანნაქონი დანის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბ--- ფ---------ეს მუცლის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ბ--- ფ---------ე გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ო----- ვ-------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 13 აპრილს დაახლოებით 06:00 საათზე ქ. ბათუმში, ვ-------------------–ის ქ.N116-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, ო----- ვ-------------მა თანნაქონი დანის გამოყენებით, ბ--- ფ---------ეს დანის ერთხელ მოქნევით მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ო----- ვ-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილზე; იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახით განესაზღრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლისა და 06 თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 აპრილიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აჭარის ა/რ პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი თ-------- გ----–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენში, ო----- ვ-------------ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, საქმეზე წარმოდგენილი და გამოკველული მტკიცებულებებით ურტუარად დადასტურდა, რომ ო----- ვ-------------მა ჩაიდინა ბ--- ფ---------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

ქმედების სამართლებრივი შესფასებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს დაზიანების სიმძიმეს, დაზიანების ადგილს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულებას დანაშაულის ჩადენამდე, მსჯავრდებულის ქცევას ქმედების შემდეგ, დანაშულის ჩადენის ხერხს და იარაღს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს მსჯავრდებულის განზრახვის მიმართულებაზე, ო. ვ-------------ის განზრხვა უფრო შორს მიდის, ვიდრე ბ. ფ---------ის ჯანმრთელობის დაზიანებაა, მას ბ. ფ---------ის მოკვლა სურდა, თუმცა მისი მოქმედებების მიუხედავად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თავისი დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ბოლომდე ვერ მიიყვანა. გასაჩივრებული განაჩენი კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.

 

მსჯავრდებულ ო. ვ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ო. ხ----–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ო. ვ-------------ის მიმართ.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ ა-–-------- ძ-------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ ო----- ვ-------------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ო---- ხ----–---–ს, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულ ბ--- ფ---------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რაც გამოქვეყნებულ იქნა სასამართლო სხდომაზე, დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს ბათუმში იმყოფებოდა, ძირითადად ცხოვრობს თბილისში და იმ დროს სტუმრად იყო ბიძასთან; მეგობრები მოინახულა და მიიღო ალკოჰოლური სასმელებიც, არაყიც, ღვინოც, საღამოს მიიღო ლუდი; ალკოჰოლური სასმელი მოერია და აღარ ახსოვს, სად და ვისთან იყო ღამის საათებში; როცა გონს მოვიდა, იმყოფებოდა საავადმყოფოში; როგორც ექიმმა აუხსნა აქვს ერთი ჭრილობა მუცლის არეში და ჩაუტარდა ოპერაცია; გადის სტაციონალურ მკურნალობას; არ ახსოვს სად, როდის და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები;

 

მოწმე ჰ---–--- მ----–--ის განმარტებით ირკვევა, რომ ნ---- ტ-------ესთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, ხანდახან მიდიოდა მასთან ბ--------------------ს ქუჩების კვეთაში ჰქონდა ქირით ბინა; ნ---- ცხოვრობდა მეგობარ გოგონასთან - მ----სთან ერთად; ბ--- ფ---------ეს იცნობს მისი მეგობარია; 2018 წლის 13 აპრილს ნ----სთან იყვნენ ბინაში, სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს; მ----ამმა თქვა, რომ მისი „ბიჭი“ ჩამოდიოდა და შესახვედრად წავიდა; ცოტა ხანში მოვიდნენ და გააგრძელეს დალევა; იქ გაიცნო და შეხვდა პირველად ო-----ს; რამდენიმე ხნის შემდეგ ო-----ი და მ----ამი წავიდნენ, თუმცა ისევ დაბრუნდნენ, თავად მ----მ დაურეკა ნ----ს როგორც ახსოვს; გაგრძელეს დალევა, იმ დღეს მთელი დღე სვამდა, თუმცა არ იცის ზუსტად რამდენი დალია; ალბათ 24:00 საათის შემდეგ იქნებოდა, როცა გავიდნენ გარეთ გასასეირნებლად, ო-----ის თხოვნით, რომ ქალაქი დაეთვალიერებინათ; წავიდნენ პუშკინის ქუჩით, გადაკვეთეს ყოფილი ცხაკაიას ქუჩა, სეირნოებდნენ; მოწმის ჩვენებით, გზაში ო-----ი და ბ--- კამათობდნენ, რამდენჯერმე მოუხდათ შელაპარაკება და ქუჩაში ჩერდებოდნენ დრო და დრო; თავად ყოველთვის აშველებდა ხან ერთს და ხან მეორეს მოუწოდებდა სიმშვიდისკენ; თუმცა ისეთი დაძაბული კამათი არ ყოფილა, ხელითაც ჰქონდა ადგილი შეხებას; შემდეგ ერთ ადგილზე შეჩერდნენ ბ--- და ო-----ი საუბრობდნენ, თავად მის ძმას ესაუბრებოდა ტელეფონზე და ამ დროს მოხდა დარტყმა მუცლის არეში ერთხელ, იგი მივიდა და ცდილობდა, რომ განემუხტა ეს ყველაფერი, თავადაც გაიკაწრა ხელი გაშველებისას;

 

მოწმის ჩვენებით, ო----- ვ-------------ს ჰქონდა დანა, სხვას არავის; იქ მოხდა ხელით შეხება, დაჭრის შემდეგ და დაჭრამდეც მოხდა შეხება მათ შორის; კამათობდნენ, ჩხუბობდნენ, კამათი მიდიოდა თავიდან ხელის დარტყმა არ ყოფილა; კამათის მიზეზი იყო უწმაწური სიტყვების გამოყენება; უწმაწურ სიტყვებს იყენებდა ო-----ი და თავიდან ამაზე ბ---მ გაამახვილა ყურადღება და შენიშვნას აძლევდა, რომ მაგიდასთან თავი შეეკავებინა; შემდეგ ეს გზაშიც გაგრძელდა ისევ; ტელეფონზე დასრულებული ჰქონდა საუბარი, მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა, სიგარეტს მოუკიდა და ამ დროს დაინახა ო----- ვ-------------ის ხელში დანა და დარტყმის პროცესი; თან დაიძახა ბ---მ დამჭრესო; კამათის მიმდინარეობისას ბ--- გამობრუნდა და ჩანდა, რომ დანა ო----- ვ-------------ს ეჭირა, სწრაფად მივარდა მის შესაჩერებლად; როცა მივიდა და დანის ხელით წართმევას ცდილობდა, წაიქცნენ ძირს იყვნენ და ამ დროს მოხდა ბ---ს მხრიდან დარტყმაც შესაძლებელია ო-----ზე თავის არეში;

 

დაჭრის შემდეგ იქ ერთი პირი იყო, ტაქსი მოიყვანა და ჩასვეს; ბ---ს საავადმყოფოში წასვლა არ უნდოდა და თავდაპირველად ისევ იმავე ბინაში დაბრუნდნენ; ეზოში ჩამოვიდნენ გოგონებიც, და რომ დაინახეს ბ---ს მდგო----ეობა დამძიმდა, მ----მ, გამოიძახა სასწრაფო; თავად ბ---მ უთხრა გოგონებს რაც მოხდა; კამათი დაჭრამდე დაახლოებით 10 წუთი იქნებოდა, რომ გაგრძელდა; დანა რომელი ხელით დაარტყა არ იცის; დანის დარტყმის დროს იქვე იყო და დაინახა; ერთხელ მოხდა დარტყმა; შემდეგ, როცა საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, თავად მიუთითა განვითარებულ მოქმედებებზე; თავად მხედველობა აქვს გაძნელებული, ცალი თვალით ვერ იხედება, თუმცა ამ ყველაფერს, რაზეც საუბრობს, ხედავდა;

 

მოწმის განმარტებით, მან საავადმყოფოში მიაკითხა ბ---ს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგო----ეობას კითხულობდა მხოლოდ და სხვა საუბარი არ ყოფილა;

 

ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები აჩვენეს, თუმცა არ ახსოვს მეორე დღე იყო თუ შემდგომი პერიოდი; იქ ისედაც ყველაფერი ჩანს;

 

დაჭრის მომენტამდე ხელით შეხება იყო, იყო მოქაჩვები, თავად ო-----ისთვის მას არ დაურტყამს, აშველებდა, ორივეს ეუბნებოდა გაჩერებულიყვნენ; შეიძლება ხელითაც შეეხო „მოაჯაჯჟღარა“, მაგრამ ცემა არ ყოფილა, მას არ დაურტყამს; ბ--- ფ---------ემ სახეში დაარტყა თუ არა, მას არ დაუნახავს, თუმცა შეიძლება იყო შეხება, არ გამორიცხავს;

 

მოწმის სახით დაკითხვისას დ----- ხ--–--–---–მა განმრტა, რომ 2015 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მიმღები ექიმის თანამდებობაზე; ბ--- ფ---------ე, როგორც ახსოვს, შემოიყვანა სასწრაფოს ბრიგადამ; მარცხენა მხარეს მუცლის არეში აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა; მისი გადმოცემით დაზიანება მიიღო სადარბაზოში დაცემით, შემოყვანისას იყო კონტაქტური, ჩვეულებრივად საუბრობდა და პასუხობდა შეკითხვებს; ჭრილობა იყო ღრმა, გადაიყვანეს ქირურგიულ განყოფილებაში; ამის შემდეგ მასთან კონტაქტი არ ჰქონია, მალევე აიყვანეს საოპერაციოში; პოლიციის განყოფილებას ატყობინებენ ზოგადად როცა ჭრილობაა და დაზიანებებია აქვს შემოსულ მოქალაქეს; ჩანაწერი რაც არის ის ზუსტია, თავად ვერ იხსენებს ყველაფერს, როგორც ახსოვს დაზარალებულს ჰქონდა ერთი ჭრილობა.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ი-----–- მ------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, 2018 წლის 13 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, კონკრეტულ საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში; მოქ. ო----- ვ-------------მა დაჭრა ბ--- ფ---------ე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა გამომძიებელი, ექსპერტები. ექსპერიმენტში მონაწილეებს განემარტათ უფლებები; ჰ---–--- მ----–--ე მონაწილეობდა, გამომძიებელმა მას აუხსნა უფლებები, მის მიერ მიცემული ინფორმაცია წაიკითხა, აუხსნა, რომ რაც ინფორმაცია მიაწოდა უნდა ეჩვენებინა პრაქტიკულად; ჰ---–--- მ----–--ემ აჩვენა მისი და მისი თანმხლები პირების გადაადგილება, საცხოვრებელი ბინა, სადაც იმყოფებოდნენ; თან აკეთებდა ახსნას, თუ რას მოქმედებდნენ, ჰ---–--- მ----–--ის ჩვენების მიხედვით წაკამათება მოხდა ვ-------------სა და ბ--- ფ---------ეს შორის და დაინახა, რომ დანით დაჭრა ვ-------------მა; ამის შედეგ აღმოუჩინეს დახმარება, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა; ჰ---–--- მ----–--ემ რაც განმარტა და აჩვენა ზუსტად აღნიშნული აისახა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში; ოქმი დადასტურეს მონაწილეებმა ხელის მოწერით; საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დღის მეორე ნახევარში;

 

მოწმწე კ------- გ----------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 13 აპრილს დილით გამოვიდა სახლიდან მანქანით მეუღლესთან ერთად, ის მოძრაობდა გორკის ქუჩაზე მახარაძის ქუჩამდე არ მისული ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა გზაზე და სთხოვა, რომ მიეყვანა საავადმყოფოში; ჩაჯდა, მეუღლე მიიყვანა და დატოვა მალევე; გააგრძელა გზა და ლერმონტოვის ქუჩით ავიდა პუშკინის ქუჩაზე და მგზავრი ჩამოსვა საავადმყოფოსთან; შეამჩნია, რომ თავი ჰქონდა გატეხილი; ერთხელ ჰყავს ნანახი და არ ახსოვს და გაუჭირდება არის თუ არი ის პირი ო. ვ------------ი; იმ დღესვე შეეძლო ამოეცნო, უკვე გარკვეული პერიოდი გასულია, შავი ქურთუკი და ჯინსის შარვალი ეცვა; უკან რომ დაჯდა მოხრილი იყო და არც დაკვირვებია, მხოლოდ აკვირდებოდა მის მოძრაობას და რომ გონება არ დაეკარგა; არ უკითხავს თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა დაზიანება; თავად არ გადმოსულა მანქანიდან თვითონ გადმოვიდა და შევიდა; დაელოდა მანამ, სანამ არ შევიდა შენობაში და წამოვიდა;

 

მოწმე თ----- ს----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე მოძრაობდა ჭავჭავაძის ქუჩაზე, გააჩერა მისთვის უცნობმა პირმა, უთხრა, რომ ორი ადამიანი ჰყავდა წასაყვანი, ჩაისვა მანქანაში, თავად ვინაც გააჩერა, ის წინ დაჯდა; დანარჩენი ორი - უკან, ერთ-ერთი მოხრილი იყო და მეტაქსას ქუჩაზე შევიდა, კიროვისა და ბ-----ს ქუჩების კვეთაში დატოვა; ისინი არ საუბრობდნენ, თავადაც არ შეუმჩნევია რაიმე საეჭვო გარემოება; ის ვინც წინ იჯდა ცოტა მანძილით გასცდა ამ ადგილს და ჯაფარიძის ქუჩაზე მისივე თხოვნით დატოვა, მისივე განმარტებით მიდიოდა სამსახურში, გადაუხადა 5 ლარი მომსახურებისთვის;

 

მოწმის სახით დაკითხვისას ზურაბ ჩიხლაძემ განმარტა, რომ იყო ოპერაციის ოპერატორი, ოპერაციული ჩარევა დაჭირდა ბ--- ფ---------ეს, მოყვანილი იყო სასწრაფოს ბრიგადით ნახა 09:00 საათზე, შემავალი ჭრილობა იყო მარცხენა თეძოს ფოსოში, დაზიანებული ოყო ჯორჯალი, ასევე მსხვილი ნაწლავი; 2018 წლის 13 აპრილს შემოიყვანეს 07:26 საათზე 10:00 საათზე უკვე დაიწყო ოპერაცია; ჭრილობა საშიში იყო სიცოცხლისთვის, ოპერაცია დროულად ჩატარდა და შედეგიც დადგა, ოპერაცია რაც უფრო დაგვიანდებოდა, მით უფრო უარესი იქნებოდა შედეგი; ბ--- ფ---------ე საავადმყოფოში გაჩერდა 6 დღე; ჭრილობა იყო ბასრი საგნით მიყენებული, ჯორჯალიდან შემავალი ჭრილობა იყო მსხვილი ნაწლავი იყო არასრულად დაზიანებული, პირველმა ჭრილობამ გამოწვია ჯორჯალის დაზიანება დაახლოებით 14 სმ ამოიკვეთა და წვრილი ნაწლავის დაზიანება მოიკერა; შემავალი ჭრილობა იყო დაახლოებით 1.5 სმ; დაზარალებული რა პოზაში, მდგო----ეობაში იმყოფებოდა დაჭრის მომენტისთვის, მისთვის უცნობია და რამდენ სმ-ზე იყო შემავალი ჭრილობა, ამაზე ზუსტ პასუხს ვერ იძლევა, რადგან ნაწლავი არის მოძრავი და ის სად იმყოფებოდა დაზიანებისას, ვერ ადგენს; პაციენტი იყო ნასვამი და კონტაქტისთვის განწყობილი არ ყოფილა, მან განაცხადა, რომ წაიქცა სადარბაზოში;

 

მოწმის სახით დაკითხვისას ა-–------ ვ-------------მა განმარტა, რომ არის ო----- ვ-------------ის მამა, მისი შვილი როდის წამოვიდა ვერ გაიხსენებს, იმ დღეს თანხა სთხოვა 50 ლარი, მეგობართან წასვლა სურდა, იშოვა ეს თანხა და მისცა; არ უთქვამს სად მიდიოდა, მეორე დღეს დაბრუნდა; ცოტა ნერვიულია და ზედმეტ კითხვებს არ უსვამდა; შუადღე არ იქნებოდა, განერვიულებული იყო, როცა აფორიაქებულია ვერაფერს ეკითხება, რადგან უფრო ანერვიულდება და იკეტება და თავის თავსაც იზიანებს; ცოტა ხნის შემდეგ ყავა უყვარს და ყავა მიუტანა; დასხდნენ და ნელ ნელა დაუწყო საუბარი; ხელი ჰქონდა დაზიანებული, ჰკითხა რა მოვიდა, ტანსაცმელზეც სისხლი ჰქონდა; გაკაწრული ჰქონდა, უთხრა, რომ დაეცა; შემდეგ კანკალებდა, სიგარეტს ეწეოდა, ცოტა ხნის შემდეგ ჭამა მოინდომა, ერთი პერიოდი გარეთ გავარდა და ღებინება დაიწყო; შეამჩნია რომ არანორმირებულად ჭამა; შევიდა თავის ოთახში, თავად ბაზარში, სამუშაო ადგილზე წავიდა, რომ დაბრუნდა ბაზრიდან ისევ თავის ოთახში იყო; იმ დღეს არ გასულა სადმე; ისევ ყავა მოადუღა და ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები, მის მეუღლეს უნახავს, რომ სისხლი თავზეც ჰქონდა; პოლიციელებმა უთხრეს, რომ კაცი დაუჭრია; თავად არაფერი უთქვამს, მასთან საუბარი არ ჰქონია; როცა ყავას სვამდა, თქვა მხოლოდ რუსულად არაფრის გამოო;

 

მოწმის განმარტებით, მან დაზარალებული საავადმყოფოში მოინახულა, მას შეეკითხა რაიმე სახის პრეტენზია თუ ჰქონდა; მაგრამ შემდეგ არ მისულა, უთხრეს, რომ არ შეიძლებოდა მასთან კონტაქტი.

 

მოწმის ჩვენებით, ო----- ვ-------------ი გარკვეულ პერიოდი აგრესიული იყო, ჩაიკეტებოდა ოთახში, მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ბავშვობიდან; 2006 წელში მეზობლის ბავშვმა რაღაც საგანი ესროლა, თავში მოხვდა და ამის შემდეგ უფრო დამძიმდა, იმ დროს წოლითი რეჟიმი ჰქონდა, დაჰყავდა მკურნალ ექიმთან, მას თავისი მოძღვარიც ჰყავს და იქ ტაძარშიც წაიყვანა მოძღვართან; ღ------–-----–-ც მკურნალობდა; დროს როცა აგრესიული იყო, შეეძლო ვენა გადაეჭრა, მინა ჩაემტვრია; თუმცა იმ დროს, როცა წავიდა ბათუმში, ნორმალურად იყო.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის შუამდგომლობით საჯაროდ გამოქვეყნდა ასევე მოწმეების - ნ---- ტ-------ის და მ----ამ ი-------ას ჩვენებები;

 

ნ---- ტ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ----ამ ი-------ასთან ერთად ქირით ცხოვრობდა ქ. ბათუმში ბ--------------------ს ქუჩების კვეთაში მდებარე „ბ“ კორპუსში ბინა N12-ში; 2018 წლის 12 აპრილს მათთან ერთად ბინაში იყო მისი მეგობარი ჰ---–--- მ----–--ე; დაახლოებით 15:00 საათი იქნებოდა, როცა გაიღვიძეს, მ----ამმა უთხრა მათ რომ მისი მეგობარი მამაკაცი ჩამოდიოდა სენაკიდან და მიდიოდა მის დასახვედრად, შემდეგ მოიყვანდა ბინაში; წასვლიდან დაახლოებით ერთ საათში მ----ამი დაბრუნდა გააცნო მათ ო----- ვ-------------ი; დაიწყეს დალევა, მამაკაცები სვამდნენ არაყს, ის და მ----ამი სვამდნენ ცოტ ცოტას; მაგიდასთან ო----- ვ-------------მა დაიწყო აგრესიული საუბარი; იგინებოდა ხშირად, რაზეც ჰ---–---მა მას შენიშვნა მისცა, რომ იმყოფებოდა ოჯახში და გინება შეეწყვიტა; ამის შემდეგ ო-----მა მოიხადა ბოდიში, განაცხადა, რომ უნდოდა დაძინება და მ----ამთან ერთად წავიდნენ ნაქირავებ ბინაში, რომელიც მდებარეობდა სასტუმრო რედისონთან ახლოს; იქნებოდა დაახლოებით 18:30 საათი; ისინი გააცილეს და თავადაც დაიძინეს; იქნებოდა დაახლოებით 01:00 საათი, გააღვიძა ტელეფონის ზარმა; ჰ---–--- მ----–--ეს ურეკავდა მისი მეგობარი გიგა ფ---------ე; დაახლოებით ნახევარ საათში ამოვიდა ბინაში და დაიწყეს ლუდის დალევა; ტელეფონზე ამის შემდეგ დაუკავშირდა მ----ამ ი-------ა, რომელიც იმ დროს ქუჩაში სეირნობდა ო-----თან ერთად და დაახლოებით 03:00 საათის შემდეგ ისინიც ამოვიდნენ ბინაში; ჰ---–--- მ----–--ემ ო-----ს გააცნო ბ--- ფ---------ე და განაგრძეს დალევა; ო-----მა თქვა რომ წასულიყვნენ ქალაქი დაეთვალიერებინათ და თან კიდე ლუდი დაელიათ; მ----ამს უნდოდა წასვლა და მასაც, თუმცა ო----- ვ-------------მა უარი განაცხადა მ----ამის გაყოლაზე და ჰ---–---საც ეუბნებოდა, რომ გაეჩერებინა ის; ჰ---–---მა შენიშვნა მისცა, რომ როგორც უნდოდა ისე მოექცეოდა ის თავის გოგოს, ო-----ი გაღიზიანებული იყო ხმამაღლა საუბრობდა და იგინებოდა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, რაზედაც ბ--- ფ---------ემ მას რამოდენიმეჯერ შენიშვნა მისცა ; დაახლოებით იქნებოდა დილის 05:00 საათი, წავიდნენ მამაკაცები ქალაქის დასათვალიერებლად; ცოტა ხნის გასვლის შემდეგ შეეხმიანა ჰ---–--- მ----–--ეს და მან უპასუხა, რომ მალე დაბრუნდებოდნენ უკან; ამის შემდეგ დაურეკა და თხოვა კარები გაეღო, რახან არ გამოჩნდა მალე, გავიდა აივანზე, ბ-----ს ქუჩის მხარეს დაინახა ეზოში გაჩერებული მერსედესის მარკის ტაქსი, მანქანიდან გადმოვიდა ჰ---–---ი და ხელის დახმარებით გადმოიყვანა ბ--- ფ---------ე, ამით დაინტერესდა და მ----ამთან ერთად ჩავიდა ეზოში; მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა; დაინახეს, რომ ბ--- ფ---------ეს მუცელზე ორივე ხელი ჰქონდა მიჭერილი და იყო ჩამუხლული; ბ--- ფ---------ემ თქვა, რომ დაჭრეს, მაგრამ მას არ სურდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, მაგრამ ამ დროს პირიდან დაიწყო სისხლის ღებინება, გამოართვა ჰ---–--- მ----–--ეს ტელეფონი და დარეკა სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად; მ----ამი კი ამ დროს ტაქსით გავიდა აფთიაქში ბამბის, სპირტის და ბინტის მოსატანად; მ----ამი დაბრუნდა, თან სასწრაფო დახმარების მანქანაც მოვიდა და ბ. ფ---------ე გადაიყვანეს საავადმყოფოში, შემდეგ გაიგო, რომ ბ---ს და ო----- ვ-------------ს უჩხუბიათ.

 

მ----ამ ი-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ნ---- ტ-------ესთან ერთად ცხოვრობს ბათუმში ბ-----ს ქუჩის დასაწყისში, თან მუშაობს კაფე ბარში მიმტანის პოზიციაზე; 2018 წლის 12 აპრილს სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში დახვდა ნ---- თავის მეგობარ ბიჭთან ჰ---–--- მ----–--ესთან ერთად; დაახლოებით 13:00 საათზე დაუკავშირდა მისი მეგობარი ბიჭი ო----- ვ-------------ი, აცნობა, რომ გეგმავდა ბათუმში ჩასვლას; იქნებოდა 16:00 საათი, როცა დაუკავშირდა ბინის მისამართის დასადგენად; ო-----ს დახვდა ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, სადაც მიიყვანა მასაჟისტი ქალი, რომელმაც მასაჟი გაუკეთა ჰ---–---ს მათთან; შეიძინეს მზა საკვები, ასევე ლუდი და სიგარეტი და ავიდნენ ბინაში; ნ----სა და ჰ---–---ს გააცნო ო-----ი; გაშალეს სუფრა და ივახშმეს, თან დალიეს; შემდეგ ო-----მა სთხოვა რომ გაყოლოდა, მას დღიურად ჰქონდა ნაქირავები ბინა სასტუმრო რედისონის მიმდაბარედ; იქ ცოტა ხანი ისაუბრეს ყავა დალიეს და ო-----ი ამის შემდეგ წაიყვანა „ლ---------ში“, გ------–---–ის ქუჩაზე; ცოტა ხანში დატოვეს კარაოკე-ბარი, რადგან არ მოეწონათ იქ სიტუაცია; გაისეირნეს სანაპიროზე სეირნობისას ჰ---–---ს დაუკავშირდა ო-----ი და შეთავაზა კვლავ გაეგრძელებინათ დალევა; კვლავ შეიძინეს საკვები და ლუდი და დაბრუნდნენ ბინაში; იქ დახვდათ მისული ბ--- ფ---------ე; საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე; ო-----მა მოისურვა ქალაქში გასეირნება; ამაზე თანხმობა განუცხადა ჰ---–---მა, მაგრამ უარი თქვეს მისი და ნ----ს გაყოლაზე; რის შემდეგაც ბ--- ფ---------ე, ო-----ი და ჰ---–---ი წავიდნენ ბინიდან; ჩაეძინა და რამოდენიმე ხნის შემდეგ გააღვიძა ნ----მ - ჰ---–---ი მოდისო უთხრა; რამდენიმე წუთში კი აცნობა, რომ ჰ---–---მა ხელით გადმოიყვანა ბ--- და ეზოში მანქანიდან და ჩასულიყვნენ; ეზოში დაინახა, რომ წელში მოხრილი იდგა ბ---, რომელმაც უთხრა მათ, რომ იყო დაჭრილი, ჰ---–---ი ღელავდა; ბ---მ სასწრაფოს გამოძახებაზე უარი თქვა, მაგრამ მას აუტყდა ღებინება და სისხლი ამოიღო; ნ----მ გამოიძახა სასწრაფო, ხოლო თავად ტაქსით წავიდა ბინტის, ბამბის და სპირტის მოსატანად; სასწრაფო დახმარება მალევე მოვიდა; ამ დროს თავადაც მივიდა უკვე აფთიაქიდან. ბ--- ფ---------ე გადაიყვანეს საავადმყოფოში; გადაწყვიტა დაერეკა ო-----თან, ის გაურკვევლად საუბრობდა, იგინებოდა; კიდე მოსინჯა დაკავშირება და ყვირილით პასუხობდა, საყვედურობდა, რომ იმათში გაცვალა, და რომ დაღუპა და კვლავ გათიშა; შემდეგ კავშირისას შეთავაზა, რომ მისულიყო მასთან სახლში და მშვიდად ესაუბრათ, თავიდან დათანხმდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და უთხრა, რომ მიდიოდა სამეგრელოში; ო-----ს იცნობს დაახლოებით ერთ წელზე მეტი; ის ამ შემთხვევის შემდეგ

აღარ უნახავს;

 

საქმეში არსებული 2018 წლის 13 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ა-–---------- როდინაძის მიერ, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს უსაფრთხოების სამსახურის ცვლის უფროსის დ. გ--------ისგან ამოღებული იქნა ბ--- ფ---------ის ტანისამოსი. წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, დღისით, შენობაში, ხელოვნური განათების პირობებში. ამოღებული იქნა ერთი წყვილი შავი ფერის ნაჭრის წინდა; ერთი ცალი შავი ფერის სანთებელა, ერთი ცალი შავი ფერის ჯინსის შარვალი შავი ფერის ტყავის ქამრით, ერთი ცალი წითელი და თეთრი ნაჭრის მამაკაცის საცვალი, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება წითელი ლაქები, ლურჯი ფერის ნაჭრის პულოვერი, რომელსაც წინა მხრიდან აღენიშნება მოწითალო ლაქა და დაზიანება, თეთრი ფერის ნაჭრის მოკლესახელოებიანი მაისური, რომელსაც ასევე წინა მხრიდან აღენიშნება ლაქა წითელი ფერის და დაზიანება, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი. აღნიშნული ტანსაცმელი დაილუქა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაესვა ბეჭედი. საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შემდეგ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები და დასურათდა.

 

საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ა------- ძ-------ის მიერ, ჰ---–--- მ----–--ის (მოწმე), ე-----------------ის (ექსპერტი) და ა-----– ა---–---ის (ექსპერტი) მონაწილეობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2018 წლის 13 აპრილს, 10:28 საათზე და დასრულდა 2018 წლის 13 აპრილს, 11:00 საათზე. დათვალიერება მიმდინარეობდა დღის საათებში, ღრუბლიან ამინდში. დათვალიერებული იქნა ქ. ბათუმში, 2---------------------------ის კვეთაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ,,ა’’ და ,,ბ’’ კორპუსების ეზო და მიმდებარე ტერიტორია. დათვალიერებაში მონაწილეობდა ჰ---–--- მ----–--ე;....... დათვალიერებულ ტერიტორიაზე რაიმე საეჭვო კვლები ვერ იქნა აღმოჩენილი. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ ,,ა’’ და ,,ბ’’ კორპუსებს გარე ფასადზე დამონტაჟებული აქვს ვიდეო სათვალთვალო კამერები. ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოხდა ფოტოგრაფირება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რაიმე არ ამოღებულა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულების შემდეგ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები და დასურათდა.

 

საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ა------- ძ-------ის მიერ, ე-----------------ის (ექსპერტი) და ა-----– ა---–---ის (ექსპერტი) მონაწილეობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2018 წლის 13 აპრილს, 14:42 საათზე და დასრულდა 2018 წლის 13 აპრილს, 15:00 საათზე. დათვალიერება მიმდინარეობდა დღის საათებში, ღრუბლიან ამინდში. დათვალიერებული იქნა ქ. ბათუმში, ვ------------------–-- ქN116-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, სადაც აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული ლაქებიდან ექსპერტების მიერ აღებული იქნა აფხეკით ნიმუში. ასევე აღნიშნულ ლაქებთან არსებული პატარა ქვის კენჭებზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ლაქების ანაფხეკი და პატარა ქვის კენჭები, რომლებზეც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, რაც ამოღებული იქნა და მოთავსდა ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა. აღნიშნულ ტერიტორიაზე და მიმდებარედ სხვა რაიმე საეჭვო კვლები ვერ იქნა ნანახი. აღნიშნული ტერიტორიის მარჯვენა მხარეს ვ------------------–-- ქN116-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულზე განთავსებულია შპს ,,შ--–---------------–--ს’’ ოფისი, რომლის გარე ფასადზე დამონტაჟებულია ორი ცალი ვიდეო სათვალთვალო კამერა. ასევე, აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ ქ. ბათუმში, ვ------------------–-- ქN111-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულზე გათავსებულია ,,ბათუმარანი’’ რესტორანი, რომლის გარე ფასადზე დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტების მიერ მოხდა ფოტოგრაფირება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულების შემდეგ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები და დასურათდა.

 

2018 წლის 13 აპრილის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის მალხაზ ცეცხლაძის მიერ, ქ. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, მედდა მ----ნა სარქისიანის მონაწილეობით, ქიმიური კვლევის ჩატარების მიზნით აღებული იქნა ბ--- ფ---------ის სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იქნა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში, დაილუქა და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.

 

საქმეში არსებული 2018 წლის 14 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის უ--------ის მიერ, ო----- ვ-------------ს მიეცა წინადადება წარმოედგინა ტანსაცმელი, რაც ტანთ ემოსა 2018 წლის 13 აპრილს, ქ. ბათუმში, ვ. გ---------–ის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის დროს, რაც მის მიერ წარმოდგენილი იქნა ნებაყოფლობით: 1. შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომელსაც სარჩულზე გააჩნია ლათინურენოვანი წარწერა ,,D-----’’ . ქურთუკი მარჯვენა მხარის იღლიის არეში არის გარღვეული და დაზიანებული. ქურთუკზე მარჯვენა მხარის საყელოდან მარჯვენა მხრის წინა ჯიბემდე ემჩნევა მოყავისფრო - მოწითალო ლაქები. 2. მუქი ფერის ჯინსის შარვალი წარწერით ,,D---------’, რომელსაც მარჯვენა ტოტზე ჯიბეს ქვემოთ და შესაკრავთან აღენიშნება დაზიანება ნახევ-ნაგლეჯ მდგომარეობაში. მარჯვენა და მარცხენა წინა ჯიბეებთან აღენიშნება მოყავისფრო ლაქები. 3. მოკლესახელოიანი თეთრ ზოლებში გაწყობილი მოლურჯო ფერის მაისური, წარწერით ,,S----’, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მოყავისფრო ლაქები, დაზიანება არ აღენიშნება. ამოღების და დათვალიერების შემდეგ, ო----- ვ-------------ის ტანსაცმელი მოთავსებული იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში, დაილუქა ლუქით, გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.

 

2018 წლის 14 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის ზ--------–---–---–ის მიერ, ქ. ბათუმში, ვ-------------–-----------------ას ქუჩების კვეთა, ვ. გ---------–------------- საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ყოველგვარი იძულების და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ე--------------–--ის (ექსპერტი), ნ--------------–--ის (ექსპერტი), ი-----–- მ------–--ის (უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი), ბ---–----------–-ას (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი), მოწმე ჰ---–--- მ----–--ის მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც ჰ---–--- მ----–--ემ აჩვენა, რომ ქ. ბათუმში 2--------------------- ქუჩების კვეთასთან მიმდებარედ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის აივანი და ფანჯრები, სადაც ქირით ცხოვრობს თავისი მეგობარი ნ---- ტ-------ე, ასვე აჩვენა ის ადგილი, საიდანაც 2018 წლის ღამის საათებში, მისი თანხმლები პირების ბ--- ფ---------ის და ო----- ვ-------------ის ერთად წავიდნენ ქალაქ ბათუმის დასათვალიერებლად. ისინი წავიდნენ ფეხით 2-------ს ქუჩით და მივიდნენ 2---------------------------–ის ქუჩების კვეთაში, აჩვენა აღნიშნული ქუჩების გადაკვეთა და მიუთითა მიმართულება, კერძოდ ვ. გ---------–ის და 2-------ს ქუჩების გადაკვეთიდან, ს. ხ--–--–---–ის ქუჩის მიმართულებით, სადაც ისინი წავიდნენ ფეხით. ასევე აჩვენა ის ადგილი, სადაც ბ--- ფ---------ემ და ო----- ვ-------------მა დაიწყეს ერთმანეთში კამათი, სადაც გაგრძელდა კამათი და სადაც ო----- ვ-------------მა დაარტყა დანა ბ--- ფ---------ეს მუცლის არეში. ასევე, ჰ---–--- მ----–--ემ აჩვენა ის ადგილი, კერძოდ ვ. გ---------–---------- საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სადაც ის ცდილობდა ო----- ვ-------------ზე, იგივე ოთოზე დანის წართმევას, რა დროსაც მან დაიზიანა მარჯვენა ხელის ცერა თითი, ჭრილობა. ასევე, აჩვენა ის ადგილი საიდანაც გაიქცა ო----- ვ-------------ი, კერძოდ ვ. გ---------–ის ქუჩა გ------------ის ქუჩის მიმართულებით და მეტაქსას ქუჩის მიმართულება, საითკენაც გაიქცა თვითონ ბ--- ფ---------ესთან ერთად. აღნიშნულის შემდეგ აჩვენა ადგილი მეტაქსას ქუჩაზე N5 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სადაც ჩასხდნენ ტაქსში და დაჭრილი ბ--- ფ---------ე წაიყვანა ქ. ბათუმში, 2--------------------- ქუჩების კვეთაში მდებარე ნ---- ტ-------ის დროებით საცხოვრებელ სახლთან, სადაც გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც დაჭრილი ბ--- ფ---------ე გადაიყვანა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულდა, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე ნივთი, კვალი ან მტკიცებულება არ აღმოჩენილა და არ ამოღებულა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს ექსპერტის მიერ მოხდა ყველა მოქმედების გადაღება და დასურათება.

 

2018 წლის 14 აპრილის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის ტ------–----------ის მიერ, ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, ლაბორანტ ი------------–--ის მონაწილეობით, ქიმიური კვლევის ჩატარების მიზნით აღებული იქნა ო----- ვ-------------ის სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იქნა სპეციალურ კონვერტში, დაილუქა და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.

 

2018 წლის 17 აპრილის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის ა-----– ს---------ის მიერ, ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, ლაბორანტ ლ--–--------ის მონაწილეობით, ქიმიური კვლევის ჩატარების მიზნით აღებული იქნა ჰ---–--- მ----–--ის სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იქნა სპეციალურ კონვერტში, დაილუქა და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.

 

2018 წლის 14 აპრილის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ო----- ვ-------------ის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2018 წლის 14 აპრილს, 16:36 საათზე და დასრულდა 2018 წლის 14 აპრილის 07:12 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2018 წლის 14 აპრილი, 16:35 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, ტ---–---------–--ის N11, აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ-------–-------–--ემ.

 

2018 წლის 19 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმების თანახმად - საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ-------–-------–--ის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა ქ. ბათუმი, პ--–------------, შპს ,,ლ------’’, ქ. ბათუმი, 2---------------------------ის ქუჩების კვეთაში მდებარე ,,შპს პ---------ს’’, ქ. ბათუმი, ვ. გ---------–ის ქN116-ში მდებარე შპს ,,შ--–---------------–--ს’’, ქ. ბათუმში, ვ. გ---------–ის ქN122-ში მდებარე ქ. ბათუმის N-----------------–-ს, ქ. ბათუმში, ჭ---------------ში მდებარე შპს ,,ი-----’’ - კომპიუტერული სისტემიდან 2018 წლის 13 აპრილის 03:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში ჩაწერილი და დაფიქსირებული ინფორმაცია. გამოთხოვილი დისკები მოთავსებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დალუქული იქნა, რომელზეც გაკეთებული იქნა მონაწილე პირების ხელმოწერები.

 

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N---------, 06.06.2018წ. დადგენილია, რომ სეროლოგიური , გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზით - პაკეტში წარწერით: ... მოწითალო ფერის ლაქებიდან ნიმუში...“ , მოთავსებულ კენჭებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ო----- ვ-------------ს (ობიექტი#20; პაკეტი წარწერით:“...ო----- ვ-------------ისაგან აღებული 0.5 მლგრ. სისხლის ნიმუში....“); -პაკეტში, წარწერით: „ბ--- ფ---------ის ტანსაცმელი“, მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ 23, ,სვიტერზე (ობ #4-6, 6ა), მოკლესახელოებიან მაისურსა (ობ #7,8) და ქვედა საცვალზე (ობ.#9) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს; (ობ.2,4,6ა,7-9-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ--- ფ---------ეს (ობ #19; პაკეტი წარწერით: „ბ--- ფ---------ის სისხლის ნიმუში...“). ობ #3,5,6-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჰ---–--- მ----–--ეს (ობ.#18; პაკეტი, წარწერით:“...მოწმე ჰ---–--- ჯ------–ის ძე მ----–--ისაგან აღებული 5 გრამი სისხლის ნიმუში....“). ამავე პაკეტში მოთავსებულ წყვილ წინდაზე, წყვილ ფეხსაცმელსა და სანთებელაზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება; - პაკეტში, წარწერით: „ო----- ვ-------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი“, მოთავსებულ ქურთუკზე (ობ.#10-12), ჯინსისი შარვალსა (ობ.#13,14) და მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ. #15-17) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს; ობ. #10,11-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ო----- ვ-------------ს (ობ.#20) (იხ დასკვნა);

 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- 06.06.2018წ დასკვნით დადგენილია, რომ ო----- ვ-------------ის მაისურზე აღმოჩენილ მოთეთრო-მოჩალისფრო ბამბის ბოჭკოებს და ბ--- ფ---------ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები; - ბ--- ფ---------ის სვიტერზე აღმოჩენილ მოყავისფრო-მომწვანო ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და ო----- ვ-------------ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება; ბ--- ფ---------ის და ო----- ვ-------------ის დანარჩენ ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა;

 

23.04.2018 წ. ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შპს უ------- აჭარა, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან ამოღებული იქნა ბ--- ფ---------ის - სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის სათანადოდ დამოწმებული ასლები 31 ფურცელზე , რაც დაერთო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს;

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 25.04.2018 წ დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „ლ----იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების თაობაზე 2018 წლის 13 აპრილის 03:00 საათიდან 2018 წლის 08:00 საათამდე პერიოდში; დათვალიერებისას 06:24:59 სთ ვიდეო ჩანაწერში გამოჩნდა ქუჩა, სადაც მოძრაობს ავტომანქანები და ქუჩის მეორე მხარეს გაჩერებულია ავტომანქანები. 06:26:04 საათზე ეკრანზე გამოჩნდა ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომობილი , რომელსაც შუქები აქვს ჩართული. აღნიშნული ავტომანქანა 06:26:10 საათზე უხვევს მარცხნივ და შედის, რომელიც აღარ ჩანს /.06:26:28 საათზე ავტომანქანა აღნიშნული ადგილიდან სადაც შეუხვია უკუსვლით გამოდის, რომელიც აგრძელებს მოძრაობას და არ ჩერდება. აღნიშნულის შემდეგ სადაც ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომობილი შევიდა და უკუსვლით გამოვიდა იქედან 06:28:03 საათზე გამოდის ერთი პიროვნება, რომელიც ქუჩაზე გამოსვლის შემდეგ ფეხით მოძრაობას აგრძელებს მარცხნივ და აღარ ჩანს. 06.28.03 საათზე გამოდის ერთი პიროვნება რომელიც ფეხით მოძრაობას აგრძელებს მარცხნივ და აღარ ჩანს; 06.30.36 საათზე ეკრანზე გამოჩნდა ერთი პიროვნება, რომელიც მიდის ქუჩაზე ფეხით, მას აცვია შავი ქურთუკი ხსენებული პიროვნება მიდის გაჩერებულ ვერცხლისფერ მანქანასთან, რომელსაც აქვს ტაქსის აბრა, აღებს ავტომობილის წინა მარჯვენა კარს და ჯდება ავტომანქანაში. რის შემდეგაც ავტომანქანა 06:32:13სთ ადგილიდან და წავიდა და გააგრძელა მოძრაობა აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება, მაგრამ გამოძიებისათვის საინტერესო არ აღმოჩენილა. ვიდეო ჩანაწერი სრულდება 06:33:48 საათზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არის სულ 08 წუთ 59 წამი;

 

ფაილის ch03-201841306200 გახსნისას ეკრანზე მარცხენა ზედა ნაწილში გამოჩნდა წარწერა ..2018 06:24:58 ეკრანზე გამოჩნდა ქუჩა სადაც მოძრაობს ავტომანქანები და ქუჩის ორივე მხარეს გაჩერებულია ავტომანქანები ქუჩა კი განათებულია შუქებით. 06:24:04 საათზე ეკრანზე გამოჩნდა ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომობილი ჩართული შუქებით, მანქანა აგრძელებს მოძრაობას და ეკრანზე აღარ ჩანს. 06:26:41 საათზე ეკრანზე ისევ მოჩანს ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელიც აგრძელებს მოძრაობას და არ ჩერდება. კვლავ ეკრანზე ჩნდება ვერცხლისფერი ავტომობილი, რომელსაც აქვს ტაქსის აბრა; ავტომანქანა აგრძელებს მოძრაობას და არ ჩერდება . აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება მაგრამ გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერები არ აღმოჩენილა , ვიდეო ჩანაწერი სრულდება 06:34:07 საათზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 09:10 წამი. ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ DVD-R დისკი დაილუქა.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 25.04.2018 წ დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „ი-----დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების თაობაზე 2018 წლის 13 აპრილის 03:00 საათიდან 2018 წლის 08:00 საათამდე პერიოდში;

 

დათვალიერებისას ფაილის ზედა ნაწილში გამოჩნდა წარწერა 13-042018 06:05:00 06:06:24 საათზე ეკრანზე გამოჩნდა სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ფეხით მიდიან ქვეითად გადასაადგილებელ ე.წ ტროტუარზე. აღნიშნული პიროვნებებიდან შუაში მყოფი პიროვნება არის ო----- ვ-------------ი, მარჯვნივ არის ბ--- ფ---------ე, ხოლო მარცხნივ ჰ---–--- მ----–--ე. ბ--- ფ---------ეს სახეზე აქვს მოზრდილი წვერი , ბ--- ფ---------ე და ო----- ვ-------------ი ფეხით მოძრაობისას ჩერდებიან და სიგარეტს უკიდებენ ცეცხლს, რის შემდეგაც ისინი ერთად აგრძელებენ ფეხით მოძრაობას და არ ჩერდებიან. 06:06:47 საათის შემდეგ ეკრანზე არ ჩანან. აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება მაგრამ გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერები არ აღმოჩენილა , ვიდეო ჩანაწერი სრულდება 06:09:59 საათზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 04:59 წამი. ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ DVD-R დისკი დაილუქა.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 25.04.2018 წ. დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „შ--–---------------–--დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების თაობაზე 2018 წლის 13 აპრილის 03:00 საათიდან 2018 წლის 08:00 საათამდე პერიოდში;

 

ფაილი 1_03R_20180413061207-ის გახსნისას ეკრანზე მარჯვენა ზედა ნაწილში გამოჩნდა წარწერა 13-04-2018 და 06:12:06. 06:17:31საათზე ეკრანზე გამოჩნდა ერთი პიროვნება, რომელიც ტელეფონზე საუბრით მოძრაობს ქუჩაში, აღნიშნული პიროვნების უკან გამოჩნდა ორი პიროვნება რომლებიც ერთად გაჩერდნენ, ხოლო პიროვნება რომელიც ტელეფონზე საუბრობს, ბრუნდება უკან და დადის ტელეფონზე საუბრით, როცა ტელეფონზე საუბარს ამთავრებს მიდის ორ პიროვნებასთნ, რომლებიც ერთად არიან გაჩერებული. ორი პიროვნება რომლებიც ერთდ არიან გაჩერებული, ერთს ტანთ აცვია მოშავო ფერის ტანისამოსი, ხოლო მეორეს კი მონაცისფრო ტანისამოსი, ისინი ერთმანეთში ხელებს იქნევენ და ხელებით ეხებიან ერთმანეთს. 06:20:15 საათზე პიროვნებას, რომელსაც აცვია მოშავო ფერის ტანისამოსი მარჯვენა ხელით ურტყამს მეორე პიროვნებას წელის არეში, რომელსაც აცვია მონაცისფრო ტანისამოსი, რის შედეგადაც ისინი ერთმანეთში იწყებენ შეხლაშემოხლას, რა დროსაც ერთმანეთს ხელის დაქაჩვით ორივე პიროვნება წაიქცევა ქუჩაში ასფალტზე, მათთან მივიდა მესამე პიროვნება, რომელიც საუბრობდა ტელეფონზე, იგი წაქცეულ პიროვნებაზე ხელებით რაღაცას ცდილობს, ხოლო პიროვნება რომელსაც აცვია მონაცისფრო ტანისამოსი დგება ფეხზე და ფეხებს ურტყამს წაქცეულ პიროვნებას, შემდგომ მანქანას მიეყრდნობა ზურგით და ჩაიკეცება, ანუ მოიხრება წელში. 06:20:53 საათზე წაქცეული პიროვნება და მასთნ ერთად მყოფი პიროვნება დგებიან, რისი შემდეგაც პიროვნება რომელიც იყო წაქცეული, გარბის ქუჩის ერთ მხარეს მარტო, ხოლო პიროვნება რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და პიროვნება, რომელსაც აცვია მონაცრისფრო ტანისამოსი მიდიან ერთად ქუჩის მეორე მხარეს, პიროვნება რომელიც მარტო წავიდა აცვია შავი ქურთუკი, სიარულის დროს თავზე ხელს ისმევს. აღნიშნული შემდეგ გაგრძელდა ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება, მაგრამ გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი არ აღმოჩენილა. ვიდეოჩანაწერი სრულდება 06:29:59 საათზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 17წუთი და 54 წამი.

 

ფაილი 1_04R_20180413061207-ის გახსნისას ეკრანზე მარჯვენა ზედა ნაწილში გამოჩნდა წარწერა 13-04-2018 და 06:12:06. ვიდეო ჩანაწერში 06:21:07 საათზე გამოჩნდა პიროვნება, რომელიც ფეხით გარბის ქვეითთა გადასაადგილებელ ტროტუარზე, მას აცვია შავი ფერის ქურთუკი, იგი გარბის და აღარ ჩერდება. ვიდეო ჩანაწერში კი 06:21:18 საათის შემდეგ აღარ ჩანს. აღნიშნული შემდეგ გრძელდება ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება, მაგრამ გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი არ აღმოჩენილა. ვიდეოჩანაწერი სრულდება 06:29:59 საათზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 17წუთი და 54 წამი. ვიდეოჩანაწერი სრულდება 06:29:59 საათზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 17წუთი და 54 წამი.

 

N-----------------–-დან 2018 წლის 13 აპრილის 03:00 საათიდან 08:00 საათამდე გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგენილია, რომ 06:19:56სთ ქუჩის ორივე მხარეს გაჩერებულია ავტომანქანები; ...06:23:17საათზე გამოჩნდა ერთი პიროვნება, რომელსაც ხელი აქვს თავზე და გადაადგილდება ქვეითთა გადასაადგილებელ ტროტუარზე; იგი გადადის ქუჩის მეორე მხარეს და ჩერდება; 06:23:50 საათზე გამოჩნდა ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელსაც შუქები აქვს ჩართული და მიდის ქუჩაზე; აღნიშნულ ავტომანქანას პიროვნებას ხელს უქნევს და ავტომანქანა აჩერებს; პიროვნება მიდის ავტომანქანის წინა მხარეს, ავტომანქანაში მჯდომს ესაუბრება, რის შემდეგაც მანქანაში ჯდება უკანა მარჯვენა კარებიდან და ავტომანქანა აგრძელებს მოძრაობს პირდაპირ და არ ჩერდება; ჩანაწერში 06:24:29სთ-დან ავტომანქანა აღარ ჩანს;

 

ზემოთაღნიშნული ჩანაწერები ასევე დათვალიერებული იქნა საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით .

 

2018 წლის 14 აპრილის განჩინებით ნება დაერთო აჭარის არ უფროს პროკურორს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად; კერძოდ, 2018 წლის 14 აპრილიდან 2018 წლის 24 აპრილამდე განახორციელდა, შპს „უ------- აჭარას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების N--- პალატაში ბ--- ფ---------ის და მასთან მოსანახულებლად მისული პირების შეხვედრის დროს განხორციელებული საუბრების ფარული ვიდეო აუდიო ჩაწერა; განჩინების საფუძველზე განხორციელდა საგამოძიებო მოქმედება და წარმოდგენილი იქნა შესაბამისი ოქმები.

 

საქმის განხილვისას მხარეთა მონაწილეობით დათვალიერდა ნაწილი წარმოდგენილი დისკებისა; დათვალიერებით მოცემული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება არ დადგენილა;

 

26.04.2018 წ. ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში ლ----–-----------/ ბ---------------ში მდებარე აკადემიკოს ო. ღ------–-----ის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან ამოღებული იქნა მოქ. ო----- ვ-------------ის, სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის N---- დამოწმებული ქსეროასლები 10 ფურცელზე.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 07.05.2018წ. N--------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად 14.04.2018წ, 18:05სთ) ო----- ვ-------------ს აღენიშნებოდა ჭრილობა თხემის არეში და ნაჭდევები მარცხენა მტევნის წინა ზედაპირზე , რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვის საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება, ხანდაზმულობით აღნიშნული არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დროს და თარიღს (2018 წლის 13 აპრილს);

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 07.05.2018 წ. N--------- დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ბ--- ფ---------ე მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას შპს „უ------- აჭარა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 2018 წლის 13 აპრილიდან 19 აპრილამდე ; აღენიშნებოდა: მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანება, ნაკაწრები მუცლის მარჯვენა გვერდით და მუცლის წინა კედელზე; დაზიანებები - მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო; ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დროს ხოლო დაზიანებები - ნაკაწრები მუცლის მარჯვენა გვერდით და მუცლის წინა კედელზე;-განვითარებული უნდა იყოს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია; ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან სამედიცინო ჩანაწერებში არ არის აღწერილი დაზიანებათა ზუსტი მორფოლოგიური სურათი;

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით 10.05 2018წ. N--------- (შემოსვლის თარიღი 14.04.2018წ) დადგენილია, რომ ქიმიურ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ბ--- ფ---------ის და ო----- ვ-------------ის სისხლის ნიმუშებში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი; ო----- ვ-------------ის სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის ორგანიზმში გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერება: 11-ნორ-დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლ-9- კარბოქსი მჟავა; ბექს ფ---------ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები;

 

სტაციონალური ფსიქოლოგო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით 17.05.2018წ N--------- დადგენილია, რომ ო----- ვ-------------ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა; ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა - ფ 60.3: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ; ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა მკვეთრად გამოხატული ფსიქიკის მხრივ და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა) თავისი ფსიქიკური მდგო----ეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში; მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი; იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის, თავისი ფსიქიკური მდგო----ეობით იგი იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარება სარ საჭიროებს; (იხ. ტ-2, ს.ფ.169-177);

 

საქმის განხილვისას ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალის-წინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. სსკ-ის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთეირთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა.

 

მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგეს ის ფაქტი, რომ ბათუმში გ---------–ის ქ. N116-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ--- ფ---------ე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით დაჭრა მუცლის არეში ო. ვ-------------მა.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ დასტურდება ო. ვ-------------ის განზრახი ქმედება მიმართული ბ. ფ---------ის სიცოცხლის მოსპობისაკენ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს რა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს’’, განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას. ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახი მკვლელობა, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედენის განხორციელებელის სახეს და ხერხს.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის სავალდებულოა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა. ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება ო----- ვ-------------ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი.

პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ბ. ფ---------ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ასევე, საქმეზე დაკითხულ დაზარალებულ ბ. ფ---------ის ჩვენებას, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, არ ახსოვს ვისთან ერთად იყო შემთხვევის დღეს და როდესაც გონს მოეგო, უკვე იმყოფებოდა საავადმყოფოში; მოწმეების: ნ---- ტ-------ის და მ----ამ ი-------ას ჩვენებებით, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა სასამართლო სხდომაზე, დგინდება, რომ კონფლიქტი დაიწყო ბინაში და შემდეგ გაგრძელდა ქუჩაში სეირნობისას, თუმცა ისინი უშუალოდ ო. ვ-------------ის მიერ ბ. ფ---------ის დაჭრის ფაქტს არ შესწრებიან. რაც შეეხება მოწმე ჰ. მ----–--ის ჩვენებას, მისი განმარტებით ირკვევა, რომ ბოლოს ო. ვ-------------სა და ბ. ფ---------ეს შორის ბოლო კონფლიქტის გამწვავებისას იგი ტელეფონზე საუბრობდა და საუბრის დასრულების შემდეგ მობრუნებულმა დაინახა ო-----ის ხელში დანა და დანის დარტყმა, რა დროსაც მივიდა მათთან და ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, გაშველებას, სამივენი აღმოჩნდნენ ძირს, შემდეგ ო-----ი წავიდა სხვა მხარეს, ხოლო თვითონ და ბ. ფ---------ე - სხვა მხარეს. მოწმის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ დაზარალებულს გონება არ დაუკარგავს. მსჯავრდებულის განმარტებით, მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, მას დროც ჰქონდა და საშუალებაც, რომ განზრახვა სისრულეში მოეყვანა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ო. ვ-------------მა დანის ერთხელ დარტყმის შემდეგ შეწყვიტა ბ. ფ---------ის მიმართ დანაშაულებრივი მოქმედება და გაიქცა, აღნიშნული სააპელაციო პალატას აძლევს დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ო. ვ-------------ს არ ჰქონია ბ. ფ---------ის მოკვლის განზრახვა, მას სურდა მხოლოდ სხეულის დაზიანების მიყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კონფლიქტის დასაწყისშივე გამოიყენებდა თანქონებულ დანას.

 

პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს ბ--- ფ---------ის სხეულზე არსებულ დაზიანებაზე, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ესპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ბ--- ფ---------ეს აღენიშნებოდა მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით განვითარებული რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ო. ვ-------------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედება არ წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას და არ შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ო----- ვ-------------ის ქმედებას საქართველოს სს-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

 

სა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

აჭარის ა/რ პროკურატურის სტაჟიორ- პროკურორ თ-------- გ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ო----- ვ-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ო----- ვ-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილზე (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

 

ო----- ვ-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ო----- ვ-------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 აპრილიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ქვის კენჭები და ანაფხეკი, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან საექსპერტო კვლევის შემდეგ გადმოგზავნილია აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბ--- ფ---------ის ტანსაცმელი, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან საექსპერტო კვლევის შემდეგ გადმოგზავნილია აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბ--- ფ---------ისაგან აღებული სისხლის ნიმუში, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგო----ეობაში, რომელიც სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საექსპერტო კვლევის შემდეგ გადმოგზავნილია აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ო----- ვ-------------ის ტანსაცმელი, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგო----ეობაში, რომელიც სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან საექსპერტო კვლევის შემდეგ გადმოგზავნილია აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ო----- ვ-------------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგო----ეობაში, რომელიც სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საექსპერტო კვლევის შემდეგ გადმოგზავნილია აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ჰ---–--- მ----–--ისგან აღებული სისხლის ნიმუში, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგო----ეობაში, რომელიც სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საექსპერტო კვლევის შემდეგ გადმოგზავნილია აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,პ---------დან’’ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დიკსზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგო----ეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,ი-----დან’’ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დიკსზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგო----ეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,შ--–---------------–--დან’ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დიკსზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგო----ეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ქალაქ ბათუმის N-----------------–-დან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დიკსზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგო----ეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,ლ----იდან’’ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დიკსზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგო----ეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები ერთ ცალ TDK დისკზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგო----ეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოები ერთ ცალ TDK დისკზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგო----ეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,უ------- აჭარას’’ რეფერალური საავადმყოფოს N--- პალატაში, ბ--- ფ---------ისა და მასთან მოსანახულებლად მისული პირების აუდიო და ვიდეო ჩანაწერი 40 (ორმოც) ცალ DVD-R დიკსზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგო----ეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

 

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

 

მაკა გორგოძე