განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-385-2018 წ.
(020100118002318420)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - მ--- ჯ-----ს,ადვოკატის - დ----- წ----–----ას,მსჯავრდებულის - მ--–---- ბ-----–--ლის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–---- კოჭიკოს ძე ბ-----–--ლის მიმართ, პირადი №1----------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზუგდიდის რაიონი სოფელი ა---–-------.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ--–---- ბ-----–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლიდან მ--–---- ბ-----–--ლი და ს--–---- ფ-----–--ა იმყოფებიან
ქორწინებაში. 2013 წლიდან - 2017 წლის 19 დეკემბრამდე მ--–---- ბ-----–--ლი სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს - ს--–---- ფ-----–--ას, რის შედეგადაც ს--–---- ფ-----–--ამ განიცადა ტანჯვა. 2017 წლის 18 დეკემბერს, საღამოს საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ა---–------–ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მ--–---- ბ-----–--ლმა არასრულწლოვანი შვილის - ს-------- ბ-----–--ლის (4 წლის) თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ს--–---- ფ-----–-ვას, რა დროსაც დაარტყა ხელი თავის არეში და თმაზე მოქაჩა ძლიერად, რის შედეგადაც ს--–---- ფ-----–--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გა--ჩენით მ--–---- ბ-----–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ--–---- ბ-----–--ლს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2018 წლის 5 თებერვლიდან.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ზემოაღნიშნული გა--ჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ--–---- ბ-----–--ლის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- წ----–----ამ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გამამტყუნებელი გა--ჩენის გაუქმებას და მ--–---- ბ-----–--ლის მიმართ გამამართლებელი გა--ჩენის გამოტა--ს, შემდეგ მოტივებზე მითითებით: გა--ჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა. სასამართლომ გა--ჩენით, ისევე როგორც პროკურორმა მ--–---- ბ-----–--ლისათვის წარდგენილი ბრალი დადასტურებულად მიიჩნია, მხოლოდ დაინტერესებული მოწმეების ურთიერთგამომრიცხავ, წინააღმდეგობრივ და ცრუ ჩვენებების საფუძველზე, ასევე ექსპერტისა და ფსიქოლოგის ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც თავის მხრივ ეყრდნობა დაინტერესებული პირების ჩვენებებს. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ არის უტყუარი აშკარა და დამაჯერებელი, ისინი ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის, მისი დის და დედის ურთიერთსაწინააღმდეგო ცრუ ჩვენებებს. არაკომპეტენტური ფსიქოლოგი და საპროცესო წარმომადგენელი ყველაფერზე ხელსუწყობდნენ ბრალდების მხარეს, საპროცესო წარმომადგენელი აქტიურად მოითხოვდა, რომ ჯვარედინი დაკითხვის დროს მცირეწლოვანი მოწმისთვის დაცვის მხარეს არ დაესვა მიმანიშნებელი კითხვები, ხოლო პირდაპირი დაკითხვის დროს პროკურორს მიმანიშნებელ კითხვრბზე თვითონ ეხმარებოდა, რომ ბავშვს გაეცა ბრალდების მხარის მისაღები კითხვები.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტ - მსჯავრდებულ მ--–---- ბ-----–--ლს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- წ----–----ას, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
ზუგდიდის რაიონულ პროკურატურის პროკურორ მ--- ჯ-----ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მ. ბ-----–--ლის მიმართ გასაჩივრებული გა--ჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააა--ლიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ--–---- ბ-----–--ლის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, და--შაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ს--–---- ფ-----–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წელს დაქორწინდა მსჯავრდებულ მ--–---- ბ-----–--ლზე და მათ შეეძინათ ორი შვილი. მისი მეუღლე ხშირად სვამს და მას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. 2017 წლის 31 დეკემბერს პირველი კონფლიქტი ჰქონდათ და წავიდა სახლიდან, იმ დროს ორსულად იყო და იმავე დღეს დაბრუნდა. შემდეგ ფსიქოლოგიური ძალადობა სისტემატური იყო, ფიზიკურიც ახლდა – თავზე ურტყამდა და თმებს ქაჩავდა მეუღლე, რაც ტკიოდა. მისი შვილების მამა რადგან იყო, არ მიუმართავს სასამართლოსთვის. ბოლოს აუტანელი გახდა ვითარება. ძმა გარდაეცვალა სიმსივნით. ამის შემდეგ მსჯავრდებული მ--–---- ბ-----–--ლი ეუბნებოდა, კიბოიანები, ღორები ხართ და როგორ დამამარცხებო. მსჯავრდებული ყოველდღე სვამდა და მის მიმართ ხდებოდა აგრესიული, თუმცა სხვების მიმართ დადებითად იყო განწობილი. 2017 წლის 18 დეკემბერს მეუღლე ნასვამი იყო და შეურაცხყოფა მიაყენა. მ--–---- უთხრა, რომ დაისვენე და მერე ერთად მივირთვათ საჭმელიო. მსჯავრდებულმა მიუგო, მე როგორც გეტყვი ისე მოიქეციო, უნდოდა შარი მოედო მისთვის, მაგრამ თავი შეიკავა და არ აჰყვა. ამ დროს მისი შვილი ს-------- კომპიუტერს თამაშობდა, ხოლო მეორე შვილი ბ-------ე ჭოჭინაში იყო. იკივლა, რადგან მსჯავრდებულმა საჭმელი წაუქცია, ბავშვებმა იყვირეს, მამამ საჭმელი წააქციაო. შემდეგ მეუღლეს არაკაცი უწოდა, რაზედაც გაბრაზდა და ხელი მოუქნია, და თავში მოხვდა, რაც ეტკინა. ფიზიკური ძალადობა ბევრჯერ იყო მის მიმართ. დედამთილს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა მისადმი. დედამთილი მსჯავრდებულ მ--–----ს ეუბნებოდა ხოლმე, ცემეო. დაც და დედაც შეესწრნენ ერთ ფაქტს. მოწმის განმარტებით მ--–----მა უთხრა, ტელევიზორში ა--რეკლი ვნახე, რომ მაჯავრებდიო და წააქცია, დას ზურგში დაარტყა ხელი. დამ უთხრა, ვერ დაგტოვებო, რადგან უმიზეზოდ გიწყებს ჩხუბსო. სახლიდან ბავშვებია--დ წავიდა. შემდეგ მეუღლე მოვიდა და უთხრა, რომ არ წახვიდეო და როცა მთვრალი მოვალ, დამემორჩილეო. ს--------მ რომ ნახა თავში რომ ურტყამდა მას მამა, მეზობლებს დაუძახა, გვიშველეთო. სახლი იყო არეულ- დარეული. ხან მაგიდას წააქცევდა, ხან სკამს. ერთ-ერთ ჯერზე გამოიძახა უბნის ინსპექტორი, რომელმაც უთხრა 112-ის გამოძახება გააუქმეო და მე შენიშვნას მივცემო, რაზედაც დაეთანხმა. გაფრთხილება მისცეს, მაგრამ უარესად მოიქცა. მეუღლის მხრიდან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო 2016 წელს თვითმკვლელობა სცადა. დალია 15 აბი წამალი, რაც მ--–----მაც დაინახა, მაგრამ წამოწვა ტახტზე და მუსიკას აუწია. ცუდად რომ გახდა, დაურეკა ნაცნობს, მოდიო. მერე აფხიზლებდნენ, არ დაიძინოო, მაგრამ არ ახსოვს რა ხდებოდა. მსჯავრდებული ეუბნებოდა, შენ არ გაქვსო სიტყვის უფლება, რადგან ღორი ხარ, რასაც გაძლევენ, ის უნდა იკმარო, არ გაქვს უფლება შემეპასუხო, რადგან ფულიანი და მყავსო. ბრალდებული ტელეფონს არ აძლევდა, კომპიუტერთან არ უშვებდა, შუქს უთიშავდა, ეს ჩემი დის ნაყიდია და შენ არ გაქვსო სარგებლობის უფლება, ძმაზე აგინებდა. მსჯავრდებული არარსებულ ნივთზე ეუბნებოდა, აქ იდო და სად წაიღეო. მეუღლეს გამოფხიზლებულს იშვიათად ხედავდა. სიფხიზლეში კონფლიქტი არ ჰქონიათ. დისთვის და დედისთვის არ უთქვამს რა ხდებოდა მათთან. ერთ დღეს, როცა ნასვამი მივიდა მ--–----ი უკმაყოფილება გამოხატა და მობრუნდა და დააგდო, მუშტი მოუღერა, მაგრამ მოწმის ს--–----ს განმარტებით და შეესწრო ამ ფაქტს და დაუჯიკავა მსჯავრდებულს. რა დროსაც მსჯავრდებულმა მის დას დარტყა ზურგზე. მისი და როცა არ იყო, მაშინ ურტყამდა მეუღლე, როცა მოესურვებოდა. შვილი ეუბნებოდა, დედას თავი დაანებეო, მაგრამ მსჯავრდებული არაფრად აგდებდა. დედამთილის თვალწინაც უცემია, მაგრამ ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა, რომ ქმარს უნდა ეცემა ცოლი. შვილი ბევრჯერ იყო შემსწრე ძალადობის.
ქორწინების აქტის ჩა--წერის თა--ხმად, ს--–---- ფ-----–--ა და მ--–---- ბ-----–--ლი არიან მეუღლეები.
მოწმის სახით დაკითხულ მ-----ა ფ-----–--ას ჩვენების თა--ხმად, დაზარალებულისგან იცოდა, რომ მსჯავრდებული შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც ს--------ც ამბობდა. მოწმის განმარტებით მისი თანდასწრებითაც ს--–----ს აყენებდა შეურაცხყოფას მსჯავრდებული და ხელიც დაარტყა მის სახლში ღამით, როცა ბავშვებს აძინებდა. მ--–---- მათთან სახლში მთვრალი მივიდა და დაზარალებულს ს--–----ს ხელი დაარტყა, რის გამოც ხელი ჰკრა მსჯავრდებულს. მსჯავრდებულმა ს--------საც გაარტყა ხელი. ს-------- გავარდა მეზობლების დასაძახებლად. ს--–---- პირველ შვილზე 3 თვის ორსული იყო, როცა მასთან სახლში მივიდა და თქვა, რომ მეუღლემ სახლიდან გამოაგდო. სიფხიზლეში მ--–----ი მეუღლეს ეფერებოდა, სიმთვრალეში იყო აგრესიული მის მიმართ. ხშირად სვამდა. ს--–----ს რომ დაურეკა, ნამტირალევი, განერვიულებული იყო და ს--------მ თქვა, დედა ცემა მამამო.
მოწმის სახით დაკითხულ მ-----–ა ღ----–---ას ჩვენების თა--ხმად, 3 თვის ორსული იყო ს--–---- ფ-----–--ა, როცა სახლში დაბრუნდა და მათ უთხრა, რომ მეუღლემ გამოაგდო. მერე ნათესავები მოვიდნენ შესარიგებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამეორების შეუძლებლობის პირობას ვერავინ დებდა, ს--–---- მიანც დაბრუნდა მეუღლესთან ოჯახში. ს-------- რომ გაიზარდა, სულ იმას ამბობდა, მამამ გვცემა და გამოგვაგდოო. როცა ფხიზელია მსჯავრდებული კარგი კაცია, მაგრამ ხშირად მთვრალია. მსჯავრდებულმა ს--–----საც და მის დასაც ხელი გაარტყა. ს--–----ს და ნაოპერაციევი იყო და ამის მერე ტკივილები ჰქონდა. ს--–----ს სუიციდის მცდელობა ჰქონდა და საავადმყოფოში 1 კვირა იწვა, მაგრამ მაშინაც არ უთქვამს, რომ ეს მსჯავრდებულის გამო გააკეთა.
მოწმის სახით დაკითხულ მ------ ლ---------ას ჩვენების თა--ხმად, ესწრებოდა ს-------- ბ-----–--ლის გამოკითხვას. ს--------მ თქვა, რომ მამამ იძალადა დედაზე. მას ჰქონდა მომეტებული შფოთვა, იყო მოუსვენრად, ჰქონდა ცუდის მოლოდინი, ეხლა უნდა მატკინოო?– კითხულობდა, მომეტებული აგრესია ჰქონდა, არტყამდა ხელს. იგივე ინფორმაცია მიაწოდა ბაღის თა--მშრომელმა, როცა ს--------სთან მუშაობდა. ოჯახშიც ასე იქცეოდა, როგორც მისთვის ცნობილი გახდა. ს--------მ გამოკითხვისას თქვა, მსჯავრდებულმა ბ-------ე შეანჯღრია, შუბლზე დამარტყა, მიყვიროდა, რომ გარეთ გავსულიყავითო. ს--------სგან მიღებული ვერბალური ინფორმაციით, ემოციური და ქცევითი საკითხებით – შფოთვა, ემოცია, ძილთან დაკავშირებული პრობლემებით ასკვნის, რომ ბავშვი შეესწრო ძალადობას. ინფორმაციები ბავშვთან სხვადასხვა შეხვედრიდან მიიღო. სულ იყო 6 შეხვედრა და 1 გამოკითხვაში მონაწილეობა. თავიდან ბრაზს და შიშს გამოხატავდა ს--------, შემდეგ შეხვედრებზე – შეარბილა პოზიცია. მამასთან იდეალური ურთიერთობა ს--------სთვის გამოიყურებოდა ასე: მამა დედასთან აკითხავს ც--––ი და მოაქვს ჩიფსები ლითონის ყუთით. მომეტებული შფოთვა შეიძლება გამოეწვია ძალადობას. ბავშვები ისე იქცევიან, როგორი ქცევების გამოცდილებაც აქვთ გარშემომყოფებისგან. ს-------- ძალადობის მსხვერპლია. ცემად ბავშვი მიიჩნევს გაშლილი ხელის დარტყმას. დასკვნა მხოლოდ ბავშვის ჩვენებას არ ეფუძნება, არამედ მის ემოციას და ქცევას. 11 შეხვედრის მერე – 2018 წლის აპრილის დასაწყისში ს--------ს საქმე დახურა, რადგან დედამაც, ბაღის თანამშრომელმაც თქვა, რომ გაუმჯობესდა მისი ქცევები, ემოციურადაც და ქცევითი ქმედებებით. 1 თებერვლიდან ბაღში დადის ს-------- და თავიდან იყო აგრესიული, მერე გაუმჯობესდა ვითარება. დედა პირველი შეხვედრიდანვე ამბობდა, რომ უმჯობესდებოდა მდგომარეობა. გამოკითხვისას კითხვებს შორის ს-------- ყვებოდა, რომ მაგარი და ძლიერი ბიჭია. როცა თქვა, მამამ დამარტყაო, შერცხვა, დაპატარავდა. ეს ნიშნავდა, რომ დამცირებული იყო ეს რომ მოხდა. ს--------მ რომ თქვა ,,მამა ვცემეო”, ეს შეიძლება ყოფილიყო იმის შედეგი, რომ ის თავს ძლიერად წარმოაჩენდა.
მოწმის სახით დაკითხულ ზ------ ღ-------ის ჩვენების თანახმად, ის არის მ--–---- ბ-----–--ლის მეზობელი. დახლოებით ორ თვეში ერთხელ მ--–----ი სვამდა, რადროსაზ მჯავრდებულის სახლიდან ესმოდა კამათი. მოწმის განმარტებით მსჯავრდებული დაზარალებულს ურჩევდა მოთმენას, თუმცა დაზარალებული სახლიდან მიდიოდა.
მოწმის სახით დაკითხულ ნ---- ქ-----–--ს ჩვენების თანახმად, სპეციალიზებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. მან დაკითხა ს-------- ბ-----–--ლი, რომელმაც უთხრა, მამამ დაგვარტყაო, მეც დავუბრუნეო ხელი მამასო, ბ-------ე ტიროდა და შეანჯღრია, რის შემდეგაც და უფრო ძლიერად ატირდაო, იმ საღამოს იატაკზე დავიძინეთო. ფსიქოლოგი და საპროცესო წარმომადგენელი ესწრებოდნენ დაკითხვას.
მოწმის სახით დაკითხულ ს-------- ბ-----–--ლის ჩვენების თანახმად, მამამ დედას დაარტყა, მასაც დაარტყა თავში. ამ სიტყვების თქმისას მოწმემ მაგიდაზე დააბრახუნა ხელები და აღნიშნა, რომ მამა ასე იქცეოდა. მისივე თქმით, მამამ უთხრა, გცემო, შუქი აანთო, ჩააქრო და ლარნაკი გატეხა.
მოწმის სახით დაკითხულ ა-- ჭ------ის ჩვენების თანახმად, მასთან საღამოს დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ მივიდა ატირებული ს--–---- ბავშთან ერთად და უთხრა, რომ მისი მეუღლე მ--–----ი სახლში ნასვამი მივიდა და ეჩხუბა, რის გამოც სახლში ვერ დაბრუნდებოდა და ბავშთან ერთად მასთან დარჩა. ასეთი ფაქტი სულ ორჯერ მოხდა.
მოწმის სახით დაკითხულ ი----- ბ----ს ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს მაჯავრდებულის მეზობლად მესამე ოჯახში. მსჯავრდებული ხშირად სვამდა, მაგრამ შემაწუხებელი ხმა არასდროს გაუგია. დაზარალებულისგან არ გაუგია ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. ვერ გავჩერდებიო ნასვამიაო ამბობდა დაზარალებული და არ ითვალისწინებდა მის რჩევებს. ს--–----ს რა უნდოდა, აზრს ვერ გამოიტანდი. მ--–----ი ურეკავდა, ს--–---- მირბოდა, ამბობდა ვერ გავჩერდები, არ შემიძლიაო. ს--–---- მეუღლის ნათქვამს არ ასრულებდა და ამის გამო უკმაყოფილება ჰქონდათ. მოწმის განმარტბით დაკითხვამდე ნახა ს--------. ბავშვს ბებიასთან და დედასთან დაჯდომა არ უნდოდა, მამა როდის მოვაო კითხულობდა. მ--–----ი არ ყოფილა უხეში და მსმელი, მისაგან შეწუხებული არავინ ყოფილა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ----- ფ---–---–--ას ჩვენების და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს--–---- ფ-----–--ა განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა. დეპრესიის შკალა მიუთითებს, რომ დეპრესია მომეტებულია. დაზარალებულის მდგომარეობა არის ტანჯვის შემცველი. თვითშეფასება ნორმას ჩამორჩება. ე.ი. მატრამვირებელია. უფროს შვილს აქვს მამის შიში. ტანჯვაა როცა პირი კარგავს ეფექტურ სოციალურ უნარებს, კომუნიკაციას, დისკომფორტს განიცდის, თვითდაზიანებამდე მიდის. დაზარალებულმა წამალიც დალია 15 აბი. მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებები სიცრუე რომც იყოს, მაინც ეს დასკვნა დაიდებოდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე. მშობიარობის შემდეგ ქალებს შეიძლება ჰქონდეთ დეპრესია, რაც შეიძლება თვეები და წლები გაგრძელდეს. დაზარალებულის ოჯახური მდგომარეობა ისეთი იყო რომ მას შეიძლება გაემწვავებინა თუნდაც მშობიარობის დეპრესია. თავს დაბერებულად რომ გრძნობდა, ეს მშობიარობის გამო არ იყო, თანაცხოვრებისას სტრესული ვითარების გამო იყო. ტანჯვა შეიძლებოდა გაემწვავებინა ასევე ახლობლის გარდაცვალებას, თუმცა ტანჯვის გამომწვევი იყო მსჯავრდებულის ქმედებები. ინსტრუმენტებით განსაზღვრა ტანჯვის ხარისხი.
მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო დაცვის მხარის განმარტებას, რომ დაზარალებული ს--–---- ფ-----–--ა ცრუობს და რომ მოწმეები დაინტერესებული პირები არიან, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი მ--–---- ბ-----–--ლის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ--–---- ბ-----–--ლის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- წ----–----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გ ანაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ--–---- ბ-----–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის და 06 (ექვსი)თვის ვადით.
მ--–---- ბ-----–--ლს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 5 თებერვლიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე