განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
110100117002222312
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100117002222312

№1/ბ-280-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- მ------ს ძე გ------ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ლ. ა-------------- ჩიხი, №4 და ქ. ქუთაისი, ჯ---–--ის ქ.№26;

აღწერილობით ნაწილი:

დ----- გ------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

1993 წლიდან, 2017 წლის ივლისამდე, ნ---- გ------იძე ქორწინებაში იმყოფებოდა დ----- გ------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი - გ------ი, ლ----, ლ------ე და თ------- გ------ეები. 2010 წლიდან, დ----- გ------ესა და ნ---- გ------იძეს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება. 2017 წლის 4 ნოემბერს, დილის საათებში ნ---- გ------იძე იმყოფებოდა ქალაქ ქუთაისში, რა დროსაც მას მობილურ ტელეფონზე დაურეკა დ----- გ------ემ და მოთხოვა მასთან სახლში მისვლა, რაზეც ნ---- გ------იძემ უარი უთხრა. აღნიშნულზე განაწყენებული დ----- გ------ე მოკვლით დაემუქრა ნ---- გ------იძეს. ამის შემდეგ ნ---- გ------იძე წავიდა ზესტაფონში, მშობლების საცხოვრებელ სახლში. გზაში მას კვლავ დაურეკა დ----- გ------ემ და მოსთხოვა ქუთაისში დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მოკვლით. ამავე დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დ----- გ------ე მივიდა ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში, ნ---- გ------იძის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან და ცდილობდა ეზოში შესვლას. ამ დროს ნ---- გ------იძე ხელს უშლიდა დ----- გ------ეს და არ აძლევდა ჭიშკრის გაღების შესაძლებლობას. ნ---- გ------იძის დანახვაზე დ----- გ------ე მოკვლით დაემუქრა მას, უთხრა, რომ გამოჭრიდა ყელს და გამოფატრავდა მუცელს. იმის გამო, რომ დ----- გ------ე ყოველთვის ატარებდა დანას, ნ---- გ------იძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით დ----- გ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, დ----- გ------ეს დამატებითი სასჯელის

სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის

ვადით.

დ----- გ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 4 ნოემბრიდან, 2017 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ვახტანგ ნიქაბაძის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ----- გ------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ----- გ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, დაზარალებულ ნ---- გ------იძის დაკითხვის ოქმით, მოწმეების თ--------–-----------------------------------------------–---–------------------------------------------ის, დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის №4--–- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ დ----- გ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ დ----- გ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვახტანგ ნიქაბაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დ----- გ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

დ----- გ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, დ----- გ------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

დ----- გ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის N12/27-2017 განჩინებით ლიანა გ------ის (პ.ნ 60001074785) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით 34.09.43.223 დადებული ყადაღა (დაზუსტებული ფართობით 1503.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1 მშენებარე, მდებარე ქ.სამტრედია, სოფელი ბაში).

დ----- გ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროს - 2017 წლის 4 ნოემბრიდან, 2017 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით;

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სსიპ 112-დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდიოჩანაწერი ,,CD“ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

დ----- გ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დაბრუნებული მოყავისფრო ქარქაშში მოთავსებული დიდი ზომის შავტარიანი დანა და ასევე მოყავისფრო ქარქაშში მოთავსებული მოყავისფრო ხისტარიანი დანა, რომლის პირზე იკითხება ნომერი 7609, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

დ----- გ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,ელჯის“ ფირმის მობილური ტელეფონი, სიმბარათით 5--------, ლიბერთი ბანკის პლასტიკური ბარათი, დ----- გ------ის პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დ----- გ------ეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე