განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100117002217947
№1/ბ-81-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–- გ--------ის ძე გ------ს მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონის სოფელ ც----------ში;
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–- გ------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1987 წლიდან მ------ გ-------ე ქორწინებაში იმყოფებოდა გ--–- გ------სთან. გ--–- გ------ს მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის გამო, ქორწინებიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ, მ------ გ-------ე დაშორდა მეუღლეს. 2009 წლიდან გ--–- გ------მ და მ------ გ-------ემ განაახლეს ურთიერთობა და ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ ც----------ში. გ--–- გ------სა და მ------ გ-------ეს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის მოტივიც გახდა გენდერული შეუწყნარებლობა, რაც გამოიხატებოდა გ--–- გ------ს მიერ მ------ გ-------ის გავლენის ქვეშ მოქცევაში, ქცევის კონტროლში, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის, ასევე ტელეფონით სარგებლობის აკრძალვაში. 2017 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ც----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ--–- გ------მ, მ------ გ-------ეს სთხოვა მასთან ერთად საწოლში დაწოლა, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნულით განაწყენებულმა გ--–- გ------მ, ხელი დაარტყა ზურგის არეში მ------ გ----–--ეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც მ------ გ----–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, გ--–- გ------ სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მ------ გ-------ეს, კერძოდ აგინებს დედის მისამართით, რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდის ტანჯვას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ--–- გ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;
გ--–- გ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 ნოემბრიდან - 2017 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ვ------- ნ------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ--–- გ------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ--–- გ------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ მ------ გ-------ის ჩვენებით; მოწმეების: დ----–---------------------–---- გ------ს ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ--–- გ------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ გ--–- გ------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი გ--–- გ------ს მიმართ დარჩეს უცვლელად:
გ--–- გ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
გ--–- გ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 ნოემბრიდან, 2017 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სსიპ 112-დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერი ,,CD’’ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე