განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002213073
№1/ბ-457-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ზ------ კ---–--–-ძე
ადვოკატის - მ--–---- ზ----ის
მსჯავრდებულ - ზ----- მ---------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----- ი-----ს ძე მ---------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაუოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ი. ჭ-------ის ქ.N25, ბინა N27-ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ----- მ---------ემ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს საბჭოთა წარმოების, ორლულიანი 16 კალიბრის „TO3-63”-ისმოდელის კუსტარულად გადაჭრილ თოფს და საბრძოლო მასალას ქარხნული წესით დამზადებულ 16 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისთვის განკუთვნილ 2 ცალ ვაზნას, ერთ ცალ ქარხნული წესით დამზადებულ „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს, სასკდომი მუხტით, მარკირებით:386/57-79/1, ქარხნული წესით დამზადებულ „у з р г м“ ტიპის ამფეთქ ფალიას მარკირებით: 118-75 у з р г м 583, რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 27 ნოემბერს, ქ.ბათუმი, ი-–-- ჭ-------ის ქუჩა N25-ში, ბინა N7-ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განაჩენით ზ----- მ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ----- მ---------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ----- მ---------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 ნოემბრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ------ კ---–--–-ძის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ზ----- მ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულ ზ----- მ---------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ--–---- ზ----ის მიერ, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ზ----- მ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ზ------ კ---–--–-ძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– აპელანტებს, მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ზ----- მ---------ესა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ--–---- ზ----ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს, მოითხოვეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, კერძოდ, ზ----- მ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ----- მ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეტა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, მოწმეების: თ-------------------------------------------------------------------–---–--------------------–-–---–ის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ----- მ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, ხოლო აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებულ ზ----- მ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ------ კ---–--–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ზ----- მ---------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ--–---- ზ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განაჩენი ზ----- მ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ზ----- მ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ----- მ---------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
ზ----- მ---------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ზ----- მ---------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 ნოემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირებზე მოთავსებული და დალუქული შსს სპეციალურ პაკეტში ნომრით F--------, რომელიც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ამჟამად იმნახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ზ----- მ---------ის ნერწყვის ნიმუში და დალუქული შსს სპეციალურ პაკეტში ნომრით F--------, რომელიც რომელიც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ამჟამად იმნახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ორლულიანი კუსტარულად გადაჭრილი თოფი და ერთი ცალი ვაზნა დალუქული შსს სპეციალურ პაკეტში ნომრით F--------, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღებას განყოფილებას შემდგომი განკარგვისა და რეაგირებისათვის.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე