განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
080100117002208013
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002208013

№1/ბ-102-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს---–----ნ ს---–----ნის ძე მ-----–--ის მიმართ, დაბადებული: 2--------3 წელი, პ/ნ 5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: წყალტუბო, კ---–----ის ქუჩა, მეორე შესახვევი N10/9.

აღწერილობით ნაწილი:

ს---–----ნ მ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 1930 საათზე ქალაქ წყალტუბოში ტ------–------ოს ქუჩის N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს---–----ნ მ-----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - გ---–----ი ბ--–-------ეს და მეუღლის დედას - ქ------- ბ--–-------ეს, კერძოდ გ---–----ი ბ--–-------ეს მოქაჩა თმებში, ხოლო ქ------- ბ--–-------ეს ალუმინის ჯოხი დაარტყა თვალის არეში. აღნიშნულის შედეგად გ---–----ი ბ--–-------ემ და ქ------- ბ--–-------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენით ს---–----ნ მ-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

ს---–----ნ მ-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2017 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით და საბოლოოდ ს---–----ნ მ-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ირინე მჟავიას მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ს---–----ნ მ-----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს---–----ნ მ-----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ქ------- ბ--–-------ის და გ---–----ი ბ--–-------ის დაკითხვის ოქმებით, მოწმეების: ი-----------–-------------–----------------–--------------------------------ს დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ცნობით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ს---–----ნ მ-----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ს---–----ნ მ-----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც მიაჩნია, რომ არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ირინე მჟავიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენი ს---–----ნ მ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ს---–----ნ მ-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

ს---–----ნ მ-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2017 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით და საბოლოოდ ს---–----ნ მ-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით.

ს---–----ნ მ-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ნ-----–ი მ-----–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - წყალტუბო, კ---–----ის ქუჩა მეორე შესახვევი N10 საკადასტრო კოდი 2------------------.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იატაკის საწმენდი ალუმინის ჯოხი, რომელიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.

შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე