განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
050100117002203391
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117002203391

№1/ბ-191-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - პ------ ს--–------ის

მსჯავრდებულის - გ----- კ------–--ას

ადვოკატის - დ----- მ----–--ის მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----- ა------ის ძე კ------–--ას მიმართ, დაბადებული: 3--------- წ. პირადი ნომერი: 4---------- არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ჩოხატაური, სოფელი ხ---------ი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დაადგინა, რომ გ----- კ------–--ამ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 2100 საათზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, სანატორიუმის ქუჩაზე, მთვრალი გ----- კ------–--ა, დაახლოებით 35-40 კმ/სთ მოძრაობდა ,,ოპელ ვექტრას’’ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით G--------. მოძრაობისას გ----- კ------–--ამ ყურადღება გადაიტანა მარცხენა მხარეს მოძრავ ქვეითებზე, რის შემდეგაც სიმთვრალისა და ქვეითზე ყურადღების გადატანის გამო, დაარღვია ,,საგზო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 21 პუნქტი 5-ის, მუხლი 33 პუნქტი 1-ის და მუხლი 33-ის პუნქტი 2-ის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეითად მოსიარულე ბ------ კ----–-----ეს, რომელიც შეჯახებისას მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით გ----- კ------–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა საქმიანობის - კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მსჯავრდებულ გ----- კ------–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2018 წლის 15 თებერვლიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა გ----- კ------–--ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- მ----–--ის მიერ, რომლითაც ითხოვეს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინა შესაგებელი, რომლითაც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ გ----- კ------–--ასა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ დ----- მ----–--ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

– პროკურორს - პ------ ს--–------ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ----- კ------–--ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე-6 ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 11--ის ოპერატორიდან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ----- ი------ისაგან მიღებული შეტყობინებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათით ბ------ კ----–-----ის გვამის შესახებ, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმითა (ფოტო ილუსტრაციით) და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემით, 2017 წლის 21 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ბ------ კ----–-----ის გვამის გამოკვლევის შესახებ, გ----- კ------–--ას ალკოტესტით შემოწმების ოქმთა და ქვითრით, 2017 წლის 17 აგვისტოს სატრანსპორტო- ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს------- დასკვნით (ფოტოცხრილით), 2017 წლის 29 აგვისტოს ავტოტექნიკური ექსპერტიზის N2---- დასკვნითა (ფოტოცხრილით) და ექსპერტ ზაურ ხილაძის დაკითხვის ოქმით, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის 2017 წლის 31 აგვისტოს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-------–--–-----------------------------–--------------–-----–--------–--------–--–-----------------–---------------–------–-------–--------–-------–--------------------------------–-----------------------------------------------–---–--------------------–---–-------------–----–-–---–--------–-------–----------------------–------------------------------------------–----------------------------ის ჩვენებებით, თავად გ----- კ------–--ას აღიარებითი ჩვენებებითა და აღნიშნული ჩვენების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით (ფოტოილუსტრაციით), გ----- კ------–--ას მართვის მოწმობისა და ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმებების ასლებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ გ----- კ------–--ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე-6 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულ გ----- კ------–--ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ----- კ------–--ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

გ----- კ------–--ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის - კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მსჯავრდებულ გ----- კ------–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 15 თებერვლიდან.

მსჯავრდებულ გ----- კ------–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გ----- კ------–--ას პ/ნ 4---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ზ--------------–-------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ჩოხატაური, მგალობლიშვილის ქუჩა N1-, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით:სარეგისტრაციო ზონა - ჩოხატაური კოდი 28, სექტორი - დაბა ჩოხატაური კოდი 0------------–----, ნაკვეთი 2---2, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

გ----- კ------–--ას ტანსაცმელი, რომელიც ინახება ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, ავტომანქანის წინა შალითები, რომელიც ინახება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ოპელ ვექტრას მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით GG-------, რომელიც ინახება შპს "გ-----ა ავტოპარკში", მდებარე ქ. ოზურგეთი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N 78, დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

ბ------ კ----–-----ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ბ------ კ----–-----ის ფეხსაცმელი, რომელიც ინახება ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ნ--–- კ----–-----ეს.

გ----- კ------–--ას ხელის ანაწმენდის ნიმუში, სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, საჭის ანაწმენდის ნიმუშები, გ----- კ------–--ას სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე