განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
080100117002181377
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002181377

№1/ბ-134-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–---ი ტ------–ის ძე ბ-–--–--–---–ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ქუთაისი, ნ----ს ქუჩა N30/15

აღწერილობით ნაწილი:

ვ--–---ი ტ------–ის ძე ბ-–--–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

ვ--–---ი ბ-–--–--–---–ი ყოფილ მეუღლეს ქე------ ა-------ს 2015 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ასევე სამსახურში. დაზარალებული აღნიშნული ქმედების შედეგად განიცდიდა ტანჯვას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ვ--–---ი ბ-–--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - დ------- ვა----------ას მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ--–---ი ბ-–--–--–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ--–---ი ბ-–--–--–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მ----------–---------–-----------------------------------------------–--------------------------------------–--------------------------ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; ამოღების ოქმითა და მოსამართლის განჩინებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ოქმით ფოტომასალის დათვალიერების შესახებ; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; ცნობით ნასამართლობის შესახებ; ცნობით ”ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან”; ცნობით პრობაციის ბიუროდან; შეტყობინებებით; ვ--–---ი ბ-–--–--–---–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ვ--–---ი ბ-–--–--–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ვ--–---ი ბ-–--–--–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ------- ვა----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი ვ--–---ი ბ-–--–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ვ--–---ი ბ-–--–--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

ვ--–---ი ბ-–--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

მსჯავრდებულ ვ--–---ი ბ-–--–--–---–ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს ვ--–---ი ბ-–--–--–---–მა.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივმთტკიცებად ცნობილი:

- ვ--–---ი ბ-–--–--–---–ისგან ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდა დაზარალებულს.

- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკზე - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე