განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
080100117002151780
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002151780

#1/ბ-653-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მ---რიძე

პროკურორ - დ------- ვ----------იას

ადვოკატების - ფ-------- კ------–---–ის, ზ---- ნ-------ს მონაწილეობით

მსჯავრდებულ - დ----- მ----------–---–ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- გ---ს ძე მ----------–---–ის მიმართ დაბადებული 1----–-–----- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: საქართველო, ბაღდათის რაიონი სოფელი რ---ში; რეგისტრირებული: რუსეთის ფედერაცია, ვლადიკავკაზი, ტამაევა ბუტირინა N 2-ში; ფაქტობრივად მცხოვრები: რუსეთის ფედერაცია, ვლადიკავკაზი, ა-–-----ის ქუჩა N21-ში;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- მ----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 18 აგვისტოს დაახლოებით 0830 საათზე, ქუთაისში ნ-----------/14-ში საცხოვრებელ ბინაში დ----- მ----------–---–მა მეუღლეს მ--- მ-------ეს არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით დ----- მ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი.

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ დ----- მ----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების, ფ-------- კ------–---–ისა და ზ---- ნ-------ს მიერ, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და დ----- მ----------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტებს - მსჯავრდებულ დ----- მ----------–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატებს - ფ-------- კ------–---–ისა და ზ---- ნ-------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

მოწინააღმდეგე მხარეს, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ----------იას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ--- მ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის მარტის თვიდან დაოჯახებული იყო დ----- მ----------–---–ზე. მათ ურთიერთობა დაოჯახებიდან მალევე გაუფუჭდათ, რადგან ის ცემდა და ძალადობდა მასზე, უმიზეზოდ მოდიოდა და წიხლებს ურტყამდა თავსა და მუცელში, რის შედეგადაც აყენებდა ფიზიკურ ზიანს. გარდა ამისა, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ახდენდა, ეძახდა, რომ იყო მახინჯი, დაბალი, არ ჰქონდა გემოვნება და არაფერი არ შეეძლო, თუმცა ამის მიუხედავად მაინც აგრძელებდა მასთან ცხოვრებას. მისი მეუღლე უმნიშვნელო მიზეზითაც ბრაზდებოდა, იმის გამო, რომ საკვებს ვერ ღებულობდა ორსულობის დროს, რადგანაც ცუდი ორსულობა ქონდა, მეუღლემ სცემა ის, რასაც ესწრებოდა დ----- მ----------–---–ის დედაც. ამ დროს ის იყო 3 თვის ორსული. პირველი შემთხვევის დროს ის იმყოფებოდა ბავშვთან ერთად სახლში, რა დროსაც მასთან მივიდნენ დ----- მ----------–---–ი და მისი დედა, მეუღლემ უთხრა, რომ ბავშვს წაიყვანდა მის დასთან ს-----–--ა მ-------–---ასთან და ანახებდა მას, თუმცა, მისგან მალულად გადაიყვანეს რუსეთში. ბავშვს არ ანახებდნენ და არც ალაპარაკებდნენ მასთან. მ--- მ-------ე მის ბიძაშვილთან ს------ მ-------ესთან ერთად წავიდა ბავშვის წამოსაყვანად ვლადიკავკაზში, იქ პოლიციაში მივიდნენ, სადაც შემდგომ მოვიდა დ----- მ----------–---–ი ბავშვთან ერთად და პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად მან არ დაუბრუნა შვილი მ--- მ-------ეს, რის შემდეგაც ისინი ყველანი ერთად წავიდნენ მისი მეუღლის სახლში, სადაც მათ შორის ისევ მოხდა კონფლიქტი და დ----- მ----------–---–მა სახეში ჩაარტყა მუშტი მას, ხოლო მას შემდეგ რაც ბავშვის წამოყვანა სცადა მისგან თმებში წვდა მას და კიბეზე დააგორა. ამ ფაქტის გამო პოლიციამ წაიყვანა ის დასაკითხად, რითაც ისარგებლა შემდგომ მ--- მ-------ემ და ბავშვი წამოიყვანა საქართველოში. შემთხვევის დღეს, 18 აგვისტოს იყვნენ ქუთაისში ჩამოსულები ერთი დღით სოფლიდან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნ-----------/14-ში. დილის საათები იყო, როცა დ----- მ----------–---–ი სახლში შემოუვარდა მას და პირდაპირ მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მან ძლიერი ტკივილი განიცადა, რისი შემსწრეც იყო მისი მამაც. ამის შემდეგ დ----- მ----------–---–მა ბავშვს მოკიდა ხელი და ტირილით წაიყვანა სახლიდან. მაშინვე პოლიცია გამოიძახეს. თუმცა, დ----- მ----------–---–მა მოასწრო და თურქეთის საზღვრის გავლით წაიყვანა ბავშვი. ინციდენტიდან მეოთხე დღეს ის წავიდა რუსეთის ფედერაციაში შვილის წამოსაყვანად, სადაც აიყვანა ადვოკატი. იქ მათ შორის კვლავ მოხდა კონფლიქტი, თუმცა მან შეძლო მეუღლისგან ბავშვის წამოყვანა და დაბრუნდა საქართველოში. რაც შეეხება დ----- მ----------–---–ის პასპორტს, ის მას არ ჰქონია. ამჟამად ბავშვი იმყოფება მასთან ერთად.

მოწმის სახით დაკითხული მ------ მ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ქალიშვილი მ--- მ-------ე 2014 წელს დაქორწინდა დ----- მ----------–---–ზე და საცხოვრებლად გადავიდნენ ვლადიკავკაზში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მ--- დაბრუნდა სახლში, რის მიზეზადაც ასახელებდა მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას. 2017 წლის 18 აგვისტოს, დილას 9 საათამდე, მისი უმცროსი ვაჟი სპორტზე გააცილა, კარები გადაკეტა ჯაჭვით და თავად შევიდა ტუალეტში, 5 წუთი არ იქნებოდა გასული როდესაც გაიგონა კარების ბრახუნის ხმა. ერთი...ორი...სამი... და მესამედ ვიღაცამ შემოამტვრია კარები, მაშინვე გამოვიდა ტუალეტიდან და დაინახა, რომ საძინებელში, სადაც მის გოგოს და შვილიშვილს ეძინათ, დ----- მ----------–---–მა სახის არეში დაარტყა მის გოგოს - მ--- მ-------ეს, წაართვა ბავშვი და ბავშვიანად დაეშვა სადარბაზოში, ეს ყველაფერი წამიერად მოხდა და ვერც კი მოასწრო წინააღმდეგობის გაწევა. ამის შემდეგ მისმა გოგომ გამოიძახა პოლიცია, ხოლო თავად ჩავიდა ქვემოთ, თუმცა დ----- მ----------–---–ი აღარსად ჩანდა. დარტყმის ფაქტს შეესწრო შვილიშვილი რ----- მ----------–---–იც.

 

მოწმის სახით დაკითხული გ---–----ი შ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ-------ეები არიან ახალი გადმოსულები საცხოვრებლად მის მეზობლად, იცნობს როგორც პატიოსან ოჯახს. როგორც დაზარალებული, ასევე თავადაც ცხოვრობს მეხუთე სართულზე. შემთხვევის დღეს, დილის საათებში, თავად სამზარეულოში იყო, როდესაც გაიგონა ხის კარის შემტვრევის ხმა, რასაც მოჰყვა ქალის შეკივლება, ფანჯარასთან მივიდა, მაგრამ ვერაფერი დაინახა საეჭვო და რადგანაც ეს ხმები აღარ განმეორებულა, თავად არ უცდია გაერკვია რა მოხდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მისი მეზობლის - დ-------- ა-------ისაგან გაიგო, რომ სიძე მოვარდნია მ-------ეებს ოჯახში, შეუმტვრევია კარები და ბავშვის წართმევაც უცდია.

მოწმის სახით დაკითხული დ-------- ა-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ--- მ-------ე არის მისი მეზობელი, იგი ცხოვრობს მე-6 სართულზე, ხოლო მ-------ეები ცხოვრობენ მე-5 სართულზე. მათთან აქვს ჩვეულებრივი მეზობლური ურთიერთობა. რაც შეეხება მ--- მ-------ის მეუღლეს - დ----- მ----------–---–ს არ იცნობდა. შემთხვევის დღეს დილის 9-ის ნახევარი იქნებოდა, როდესაც გაიგონა მტვრევის ხმა, იგი ამ დროს იმყოფებოდა აბაზანაში, როდესაც მოწესრიგდა და მოემზადა გარეთ გასახედად, გაიგონა ბავშვის ტირილის ხმა, ცოტა ხანში ასევე შემოესმა კიბეებზე ამორბენის ხმა, რასაც მის კარებზე კაკუნის ხმა მოჰყვა, მ--- აღელევებული და ცრემლიანი ხმით სთხოვდა კარების გაღებას, კარების გაღების შემდეგ სთხოვა 112-ში დაერეკა, ვინაიდან მისი ქმარი დ----- მ----------–---–ი მოვარდნია სახლში, კარები შეუმტვრევია, მ---სთვის დაურტყამს, ბავშვი აუყვანია საწოლიდან და გაქცეულა.

საქმეში არსებული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2017 წლის 18 აგვისტოს იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართელოს 1-ლი განყოფილების ,,113“ საპატრულო ეკიპაჟის პ/ინსპექტორმა ა.ნ------–---–მა 0830 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მორიგეს აცნობა, რომ ქუთაისში, ნ----ს ქ. N60/14-ში დახმარებას ითხოვდა მოქალაქე მ--- მ-------ე, რომლის განმარტებით მისმა ქმარმა, დ----- მ----------–---–მა დააზიანა შესასვლელი კარი, შევარდა საძინებელში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალის გამოყენებით გასტაცა საერთო შვილი 2 წლის რ----- მ----------–---–ი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილის მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ნ----ს ქ. N60/14-ში მდებარე მ------ მ-------ის საცხოვრებელ ბინაში, საცხოვრებელი ბინა განთავსებულია 9 სართულიანი კორპუსის პირველ სადარბაზოში, მეხუთე სართულზე დასავლეთ მხარეს. ბინაში შესასვლელია ორფრთიანი ხისგან დამზადებული კარი, აღნიშნული კარის მარჯვენა ფრთას გარეთა მხრიდან აღენიშნება სამკუთხა ფორმის დაზიანება, კარები არის ე.წ. პეტლთან დეფორმირებული, გაწყვეტილია კარის შიდა მხარეს, კარის ჩამკეტი ლითონის ჯაჭვი, მისი ერთი ფრაგმენტი ეგდო იატაკზე, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა 01 პაკეტად. საცხოვრებელი ბინა ორ ოთახიანია, მ--- მ-------ემ მიუთითა საძინებელ ოთახში ხის ორ საწოლზე და განაცხადა, რომ დ----- მ----------–---–მა აღნიშნული საწოლიდან წაიყვანა მისი შვილი - რ----- მ----------–---–ი. სასტუმრო ოთახში დგას ორი საწოლი, მარცხენა მხარეს კედელთან მიდგმულია კომპიუტერი, შემდგომ დგას კარადა. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, კერძოდ: გამომძიებლის მ------ წ-–--–-–---–-----------------------------------------------------------ს და ასევე, მ--- მ-------ის და მ------ მ-------ის მიერ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღწერილი გარემოებები ასევე დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ------ წიწილაშვილმა.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 18.08.17წ. 14:56-15:06 საათზე, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე მ--- მ-------ეს გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ--------------ემ სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

საქმეში წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის №2------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილ საცხოვრებელ ბინის შესასვლელ კარზე აღინიშნება დაზიანების ობიექტური კვლები, რომლებიც განვითარებულია ფიზიკური და მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ჯაჭვის ფრაგმენტებს აღენიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი ლითონის დეფორმაციის სახით, რომელიც განვითარებულია ფიზიკური და მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო----------------იამ სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

მოწმის სახით დაკითხული ს-----–--ა მ-------–---ას ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ძმა - დ----- მ----------–---–ი რუსეთიდან ჩამოვიდა შემთხვევის დღის წინა საღამოს იმ მიზნით, რომ ბავშვი იყო ავად და სურდა ბავშვისთვის მიეხედა. რამდენადაც მათთვის ცნობილია, ღამე არ დახვდა მის ძმას მ--- სახლში და ვერც მისი შვილი ნახა. დილით კი როდესაც პოლიციის მე-4 განყოფილებაში დაიბარეს მისთვის ცნობილი გახდა, რომ დ----- მისულა მ---ს სახლში, კარები შეუტეხია და ბავშვი, რომელიც იწვა დედასთან, ისე მოულოდნელად წამოუყვანია, რომ ხელის შეშლა ვერავის მოუსწრია. როდესაც შემდეგში ჰკითხა მის ძმას, თუ რა იყო მიზეზი მისი ასეთი ქმედებისა, დ-----მ უთხრა, რომ როდესაც მივიდა იმ საღამოს მ---ს სახლში, კარები არ გაუღეს, თუმცა სახლიდან გამოდიოდა ბავშვის ტირილის ხმა, მეორე დილასაც იგივე განმეორდა და მან ვეღარ გაუძლო ბავშვის ტირილის ხმას, შეგლიჯა კარები, და ისე წამოიყვანა ბავშვი, რომ წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოასწრეს, რის შემდეგაც ბავშვი წაიყვანა რუსეთში.

 

დ----- მ----------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების (დისტანციური წესით დაიკითხა რუსეთის ფედერაციაში) თანახმად, იგი საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის 17 აგვისტოს, რის შესახებაც მისმა ყოფილმა მეუღლემ მ---მ არ იცოდა. მას სურდა თავისი შვილის წაყვანა, ვინაიდან მ--- და მისი ოჯახი ბავშვს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდნენ. ამასთან, ვინაიდან მას ბავშვს უმალავდნენ და არ ანახებდნენ, ფიქრობდა, რომ იმ დღესაც ასე მოხდებოდა. მან იცოდა, რომ მ---ს სახლს კარები არ ეკეტებოდა და გადაწყვიტა ბავშვი მალულად წამოეყვანა. როდესაც დილას მივიდა მ---ს სახლში, ყველას ეძინა, მან აიყვანა ბავშვი და წამოიყვანა. მისი მხრიდან არავითარ კარების შემტვრევის და მ---ს ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არც ადრე ჰქონია მის მიმართ ძალადობას ადგილი ერთად ცხოვრების პერიოდში. ბავშვის წამოყვანის შემდეგ იგი გადავიდა რუსეთში და ბავშვი მოათავსა საავადმყოფოში, იგი ესაუბრა ასევე მ---ს ტელეფონის მეშვეობით, გაუგზავნა სამგზავრო ფული და ჩამოიყვანა მასთან და ბავშვთან, თუმცა მ---მ მოულოდნელად მოიპარა ბავშვი და საქართველოში წამოვიდა. რაც შეეხება მისი სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზს, ამას აქვს რამდენიმე მიზეზი: მისი საბუთები მ---ს აქვს წაღებული; ქუთაისის მე-4 განყოფილების უფროსი ემუქრებოდა, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში პრობლემებს შეუქმნიდა და ასევე მისთვის ცნობილია, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობის საქმეებზე ყველას აპატიმრებენ.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება). მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.

პალატამ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ დ----- მ----------–---–მა განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გათვალისწინებუ-ლია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა დ----- მ----------–---–ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებ-ები საკმარისად აღმოჩნდა, მისი ბრალეულობის დასადასტურებლად, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი.

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ----- მ----------–---–ის უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ თითქოს, დ----- მ----------–---–ს მეუღლეზე არ უძალადია, არამედ მალულად შევიდა მის საცხოვრებელ ბინაში, სადაც კარები იყო ღია მდგომარეობაში და ისე წამოიყვანა ბავშვი - აღნიშნული გარემოებები, არ დაადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, რის გამოც პალატა მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს.

რაც შეეხება მსჯავრდებულ დ----- მ----------–---–ის მიერ, მ--- მ-------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატას უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია დაზარალებულ მ--- მ-------ის და თვითმხილველი მოწმის - მ------ მ-------ის ჩვენება, რომელიც უშუალოდ ფაქტის შემსწრე არის და მათ მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით, კერძოდ, მოწმეების დ-------- ა-------ის და გ---–----ი შ----ის ჩვენებებით, რომლებმაც გაიგონეს კარების შემტვრევის, ქალის ყვირილის და ბავშვის ტირილის ხმები. მტკიცებულებები ასევე გამყარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად დაზარალებულს მარცხენა ყვრიმალის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია შესასვლელი კარების დაზიანების ფაქტი.

წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატას უტყუარად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- მ----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მოთხოვნილ სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით კი პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნებები, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაცვისა მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დ----- მ----------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ----- მ----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ფ-------- კ------–---–ისა და ზ---- ნ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად:

დ----- მ----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

დ----- მ----------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.

დ----- მ----------–---–ის დაკავების შემთხვევაში, შესახლებული იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

დ----- მ----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული კარის საკეტის ჯაჭვის ფრაგმენტი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - განადგურდეს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 01 ცალ დისკად, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით ბრალდების მხარის მიერ, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მსჯავრდებულის მიერ - ერთი თვის ვადაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე