განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
080100117002137670
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002137670

№1/ბ-145-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----ი ო----ის ძე ხ--------იძის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, პ------------ის პირველი შესახვევი №5-ში;

აღწერილობით ნაწილი:

ი----- ხ--------იძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 20 სექტემბერს, ქუთაისში, პ------------ის ქუჩის პირველი ჩიხის №5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ი----- ხ--------იძემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხებით სცემა დედას, ც-–---- ხ--------იძეს კისრისა და ზურგის არეში და მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ქმედების შედეგად ც-–---- ხ--------იძეს მიადგა ფიზიკური ტკივილი. ი----- ხ--------იძე 2016 წლიდან ახორციელებდა სისტემატიურ შეურაცხყოფას ც-–---- ხ--------იძის მიმართ, რის შედეგადაც ც-–---- ხ--------იძე განიცდიდა ტანჯვას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენით ი----- ხ--------იძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

ი----- ხ--------იძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით და საბოლოოდ ი----- ხ--------იძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 85 (ოთხმოცდახუთი) საათის ოდენობით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ზ---- ჭ---–-----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ი----- ხ--------იძისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი----- ხ--------იძის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ც-–---- ხ--------იძის დაკითხვის ოქმებით, მოწმეების ბ-----–------------–------–------------------------------------–-–--------–---–--------------------ის დაკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მინის ჭიქის ნამსხვრევებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ი----- ხ--------იძის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ი----- ხ--------იძის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ---- ჭ---–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენი ი----- ხ--------იძის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ი----- ხ--------იძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

ი----- ხ--------იძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 85 (ოთხმოცდახუთი) საათის ოდენობით.

ი----- ხ--------იძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია და გადახდილი გირაოს თანხა 3000 (სამი ათსი) ლარის ოდენობით სრულად დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ც-–---- ხ--------იძის კუთვნილი მობილური ტელეფონი Samsung Galaxy J1 Model: SM-J120F, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ჭიქის ნამსხვრევები, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - განადგურდეს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე