განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
110100117002136011
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100117002136011

№1/ბ-62-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

09 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო-–--ი გ---ს ძე კ----------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონი, პ. ი-–---–ის ქუჩა, პირველი ჩიხი, №7-ში;

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ო-–-- კ----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 1400 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ------ კ----------ე, ძმასთან - ო-–-- კ----------ესთან ერთად იმყოფებოდა ზესტაფონში, ი-–---–ის პირველი ჩიხი, №7-ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში. სახლის ეზოში ყოფნისას, ბ------ კ----------ემ უსაყვედურა ო-–--ი კ----------ეს შეშის არ დაჩეხვისა და მეზობელთან ცუდი დამოკიდებულების გამო, რასაც მოყვა მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება. კამათით და ურთიერთშეურაცხყოფით განაწყენებულმა ო-–--ი კ----------ემ, სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი ბ------ კ----------ეს. აღნიშნულის გამო, ხმაურზე მისულმა მეზობელმა - მ-----ი ქ-------ემ შეძლო მათი გაშველება, რის შემდეგაც ო-–--ი კ----------ემ სახლიდან გამოიტანა სამზარეულოს დანა, რომლის მარცხენა ბარძაყის არეში ერთხელ დარტყმით ბ------ კ----------ეს მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ო-–--ი კ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი;

ო-–--ი კ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 სექტემბრიდან, 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით;

ო-–--ი კ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ვ------- ნ------ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ო-–--ი კ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ო-–--ი კ----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებული ბ------ კ----------ის ჩვენებით; მოწმეების - კ-------------------------------------------------------------------–---–--ის ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; ამოღების ოქმით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ო-–--ი კ----------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ო-–--ი კ----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ო-–--ი კ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ო-–--ი კ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;

ო-–-- კ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 სექტემბრიდან, 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით;

 

ო-–-- კ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ო-–-- კ----------ისაგან აღებული ორივე ხელის ანაწმენდის ნიმუში, რომლებიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ბ------ კ----------ის საცხოვრებელი სახლის აივნის წინ ეზოდან ამოღებული თეთრ ტარიანი საოჯახო დანა, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ბ------ კ----------ის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნის იატაკიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ბ------ კ----------ის საცხოვრებელი სახლის კიბის ქვეშ არსებული სათავსოს იატაკიდან ამოღებული შავტარიანი საოჯახო დანა, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ბ------ კ----------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივნის ზედაპირიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით, რომლებიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ბ------ კ----------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე შესასვლელ კარებთან იატაკიდან ამოღებული მინის ნატეხი წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, რომლებიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ბ------ კ----------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აივნიდან ამოღებული მოშავო ფერის შარვალი, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ,,CD’’ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

ბ------ კ----------ისაგან აღებული ორივე ხელის ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ო-–--ი კ----------ისაგან აღებული მოშავო ფერის ნაჭრის შარვალი, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

ო-–--ი კ----------ისაგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე