განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
020100117002122656
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-54-2018წ.

(020100117002122656)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

მაკა გორგოძე (სხდომის თავმჯდომარე),მარინე იმერლიშვილი, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის -მ-------- მ----–--ის,ადვოკატის - ნ------ ბ-------–-ას,მსჯავრდებულების - უ-–--- ი-----ს და მ--- ქ-------------------ს

თარჯიმნის - ე-- ა-------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე უ-–--- მ-----ის ძე ი-----ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------------, თურქეთის მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თურქეთი, ქ--------------------- რაიონი, ა---------–------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ-------------------------------------------------------------

 

მ--- ბ------ს ასული ქ-------------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------, თურქეთის მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ----------------------------–--------–-,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ უ-–--- ი-----მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. მ--- ქ------------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

უ-–--- ი-----მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,1832 გრამი ,,ბუპრენორფინის’’ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რასაც უკანონოდ ინახავდა და რაც 2017 წლის 05 სექტემბერს ამოიღეს ქ. ბათუმში, ლ------------------------- ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,--------------’ წინა მიმდებარე ტერიტორიაზე მის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2017 წლის 05 სექტემბერს ქ. ბათუმში მ--- ქ------------------მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 11,8554 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერება და 2,23528 გრამი ,,ბუპრენორფინის’’ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რასაც უკანონოდ ინახავდა და რაც 2017 წლის 05 სექტემბერს ამოიღეს ქ. ბათუმში, ლ------------------------- ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,--------------’ წინა მიმდებარე ტერიტორიაზე მის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:

 

უ-–--- ი----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

უ-–--- ი-----ს მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან- 2017 წლის 05 სექტემბრიდან.

 

უ-–--- ი-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

მ--- ქ------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

მ--- ქ-------------------ს მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 05 სექტემბრიდან.

 

მ--- ქ-------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად უ-–--- ი----ს და მ--- ქ------------------ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვათ: ბ)საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა ს: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული უ-–--- ი-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატი მ-------- გ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ უ-–--- ი-----ს მიმართ სასიკეთო ცვლილების შეტანას და 08 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: უ-–--- ი-----მ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა პირადი მოხმარების მიზნით და არა მისი რეალიზააცის მიზნით, რაც მხედველობაში არ მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ და მსჯავრდებულს განუსაზღვრა შეუსაბამოდ მკაცრი სასჯელი.

 

აპელანტი - მსჯავრდებული მ--- ქ-------------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი მ-------- გ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ უ-–--- ი-----ს მიმართ სასიკეთო ცვლილების შეტანას და 08 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: უ-–--- ი-----მ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა პირადი მოხმარების მიზნით და არა მისი რეალიზააცის მიზნით, რაც მხედველობაში არ მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ და მსჯავრდებულს განუსაზღვრა შეუსაბამოდ მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტებს - მსჯავრდებულებს უ-–--- ი-----ს და მ--- ქ-------------------ს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ------ ბ-------–-ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მათი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

სამეგრელო-ზემო სვანათის საოლქო პროკურატურის პროკურორს მ-------- მ----–--ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უ-–--- ი-----ს და მ--- ქ-------------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ უ-–--- ი-----ს და მ--- ქ-------------------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულების აღიარებისა, დაადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - მ----------------------------------------------------–-–--------------------------------–----------–---–----------–--------------------------------------------------------------------------------------- ჩვენებით, პირადი ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ნივთმტკიცებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ უ-–--- ი-----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ასევე მსჯავრდებულ მ--- ქ-------------------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.

 

მსჯავრდებულების უ-–--- ი-----ს და მ--- ქ-------------------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უ-–--- ი-----ს და მ--- ქ-------------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით დადგენილ სასჯელის მიზნებს, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების და მათ მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულის უ-–--- ი-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-------- გ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულის მ--- ქ-------------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-------- გ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

1. უ-–--- ი----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

უ-–--- ი----ს სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 05 სექტემბრიდან.

 

უ-–--- ი-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია .

 

2. მ--- ქ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

მ--- ქ------------------ს სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 05 სექტემბრიდან.

 

მ--- ქ-------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად უ-–--- ი----ს და მ--- ქ------------------ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ)საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასახაზინო საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულება, უ-–--- ი-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 0,1832 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, მ--- ქ-------------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 2,23528 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’ და 11,8554 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.

 

მ--- ქ-------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ხელჩანთა და ფულადი თანხა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს მის ოჯახს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მაკა გორგოძე

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

თეიმურაზ სვანიძე