განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
020100117001937061
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-376-2017 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 ნოემბერი, 2017 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მაკა გორგოძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - დ-------- ხ------ს,ადვოკატის - ლ---- მ-------–---–ის,მსჯავრდებულის - თ---------- ღ----–----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------- რ-----ს ძე ღ----–----ს მიმართ, პირადი №1----------, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ხობის რაიონი სოფელი პ------–-------,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ---------- ღ----–----მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

თ---------- ღ----–----მ 2017 წლის 23 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,1287 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, რასაც უკანონოდ ინახავდა ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში, რაც ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა 2017 წლის 23 აპრილს ქ. ბათუმში, შ--–------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე მის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით თ---------- ღ----–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

თ---------- ღ----–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 აპრილიდან.

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თ---------- ღ----–----ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: ბ)საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ---------- ღ----–----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- მ-------–---–მა, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გამატყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლოს განაჩენი აგებულია და მასში მოყვანილია მხოლოდ ის გარემოებები, რომლებიც სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის და სრულყოფილად არ შეაფასა ყველა ის მტკიცებულება, რაც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე. სასამართლო დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც არის უკანონო და მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის დარღვევით ესენი არის პირადი ჩხრეკის ოქმი, დაკავების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები, ყველა ეს მტკიცებულებები არასაკმარისი და დაუსაბუთებელია, ასევე საქმესთან მოდის წინააღმდეგობაში. მოწმეთა ჩვენებები იმდენად უსუსური და სიმართლეს აცილებულია, რომ ყველა მოწმის ჩვენება ერთმანეთისგან განსხვავდება, ანუ ერთმანეთისგან განსხვავებულ ჩვენებებს იძლევიან, რაც კიდევ უფრო მეტად ამაგრებს ეჭვს, რომ ბრალდების ყველა ქმედება და საგამოძიებო მოქმედებები გაყალბებულია. საქმეში არსებული ყველა მოწმე, გარდა ექსპერტისა აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულმა ნარკოტიკული საშუალება შეიძინა თურქეთის რესპუბლიკის ტერიზორიაზე და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შემოიტანა, მაგრამ არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო განხილვის დროს ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია თ---------- ღ----–----ს მიერ საზღვრის კვეთის არცერთი დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპერტიზის დასკვნაში შეგნებულად არის გაზრდილი ნარკოტიკების რაოდენობა, ექსპერტმა დაკითხვისას განაცხადა, რომ 14 აბი არ შეუმოწმებია და მათი ვიზიალური დათვალირებით დაადგინა, რომ აღნიშნული 14 აბი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ,,ბუპრენორფინს”, ასევე დასკვნის მიხედვით დაუდგენელია თუ რომელი წარმოების და რა სახელწოდების ნივთიერებაზე იქნა ჩატარებული ექსპერტიზა. სასამართლომ მსჯავრდებულს აუკრძალა ჩვენების მიცემა, მაშინ როდესაც სასამართლოში წარდგენილ ინფორმაციათა ნუსხაში მსჯავრდებული შეყვანილი იყო სასამართლოში დასაკით პირთა სიაში, რა თქმა უნდა ბრალდებულის ჩვენება ბევრ დანაშაულებრივ ქმედებაში ამხელდა პოლიციის თანამშრომლებს, რაზედაც სასამართლო იძულებული იქნებოდა ბრალდების მხარისათვის მიეთითებინა რეაგირებისათვის, თუმცა მსჯავრდებულმა საბოლოო სიტყვაში ზოგადად მაინც მოახერხა და თქვა რა მოხდა სინამდვილეში. კერძოდ როგორ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა, როგორ განახორციელეს მასზე ზეწოლა აღიარების მიღების მიზნით.

ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტ - მსჯავრდებულ თ---------- ღ----–----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ლ---- მ-------–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დ-------- ხ------ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და თ. ღ----–----ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ---------- ღ----–----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

მოწმის სახით დაკითხულ ვ----–-- ჭ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ხობის რაიონის სოფელ პ------–------–- მცხოვრები თ---------- ღ----–---- იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოში უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება, პატაკით შეატყობინა ხელმძღვანელობას და მოუყვა გ------- შ-----–---ს, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ გაიგო, რომ თ---------- ღ----–----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’.

მოწმის სახით დაკითხულ გ------- შ-----–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში, სამუშაო ოთახში და ვ----–-- ჭ-----მ გაანდო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ხობის რაიონის სოფელ პ------–-----–- რეგისტრირებულმა, 1969 წელს დაბადებულმა თ---------- ღ----–----მ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება. გამომძიებელმა ნ---- კ-----–---–იამ დაკითხა მოწმის სახით, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მისმა თანამშრომლებმა დააკავეს თ---------- ღ----–----.

მოწმის სახით დაკითხულ ბ------ ს--------–იას ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 აპრილს სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე იმყოფებოდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს-----ში, დეტექტივების სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ტელეფონის საშუალებით გადმოეგზავნათ თეიმურაზ ღ----–----ს ფოტოსურათი და პირადი მონაცემები. ს-----ში დაინახეს თ---------- ღ----–----, რომელიც ჩაჯდა მიკროავტობუსში. თ---------- ღ----–----ს ბათუმში ავტოსადგურზე დახვდნენ, გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, განუმარტა უფლება-მოვალეობები, თ---------- ღ----–----მ პირად ჩხრეკაზე თანხმობა განაცხადა ჩხრეკისას მისგან ამოიღეს 15 ცალი აბი და 2 აბის ნატეხი, რაზედაც მან განმარტა, რომ უნდოდა პირადი მოხმარებისათვის, შემდეგ იგი დააკავა, ადგილზე შედგა პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმები, რასაც მონაწილე პირებთან ერთად თ. ღ----–----მაც მოაწერა ხელი.

 

მოწმის სახით დაკითხულ დ----- დ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 აპრილს თანამშრომლებთან ერთად სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს-----ში. მიიღეს ინფორმაცია, რომ თ---------- ღ----–----მ ს-----ის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება, მოიპოვეს პირის ანკეტური მონაცემები და ფოტოსურათი. ბათუმის ავტოსადგურში ბ------ ს--------–იას ხელმძღვანელობით ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება, უფლება-მოვალეობათა განმარტების შემდეგ თ---------- ღ----–----ს მიმართ ჩატარდა პირადი ჩხრეკა, თ---------- ღ----–----მ განმარტა, რომ ჯიბეში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რაც ჩხრეკის დროს ამოუღეს შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან. დააკავეს და გადაიყვანეს ბათუმის ერთერთ პოლიციის განყოფილებაში. შემდეგ წაიყვანეს სენაკში.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ქ--------მ და განმარტა, რომ სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად მოიპოვეს თ---------- ღ----–----ს ფოტოსურათი, ის შეამჩნიეს მაშინ, როდესაც ჯდებოდა ს-----ი-ბათუმის სამარშრუტო ტაქსიში, ისინი გაყვნენ მათი კუთვნილი მიკროავტობუსით და ბათუმის ავტოსადგურში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს 15 აბი და 2 აბის ნატეხი, რომელიც პოლიეთილენის პარკის ნაგლეჯში იყო გახვეული, გამომძიებელმა ბ------ ს--------–იამ გახსნა, დათვალა, პირადი ჩხრეკის მონაწილეებს წარუდგინა და დათვალიერების შემდეგ დალუქა. შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი და მოაწერეს ხელი, რის შემდეგ თ---------- ღ----–---- დააკავეს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ-- ხ--------ას ჩვენებით და მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 24 აპრილს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან შემოსული დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ქიმიური ექსპერტიზა, გამოსაკვლევად წარედგინა დალუქული პაკეტი, რომელშიც აღმოჩნდა თხუთმეტი ტაბლეტი და 2 ტაბლეტის ნატეხი. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საკვლევი ობიექტები დაათვალიერა ვიზუალურად, შეისწავლა მიკროსკოპის მეშვეობით და ორი ტაბლეტის ნატეხის და ერთი მთელი ტაბლეტის გამოკვლევით დაასკვნა, რომ ტაბლეტები და ტაბლეტების ნატეხები ერთგვაროვანია, შეიცავენ ერთნაირ მიკროსტრუქტურის მქონე თეთრი ფერის ნაწილაკებს, ფიზიკური პარამეტრები--ფერი, სიმაღლე, დიამეტრი, მთელი ტაბლეტების წონა ემთხვევა ერთმანეთს და ამ ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე ყველა ტაბლეტის გამოკვლევა არ იყო საჭირო, მაგრამ სათითაოდ აწონა, ცალ-ცალკე თითო ტაბლეტის წონა შეადგენს 0,4 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველობაა 0,008 გრამი და თ---------- ღ----–----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თეთრი ფერის, ექვსკუთხა 15 ცალი აბი, ლოგოთი №8 და ორი ცალი აბის ნატეხი, საერთო წონით 6,4379 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ,,ბუპრენორფინის’’ შემცველ აბებს და აბის ნატეხებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის’’ ოდენობა შეადგენს 0,1287 გრამს.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 23 აპრილს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში თ---------- ღ----–----ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, თ---------- ღ----–----ს ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს 15 ცალი ექვსკუთხა თეთრი ფერის აბი, ლოგოთი №8 და ორი ცალი აბის ნატეხი.

მართალია მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, მაგრამ სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება. ყველა წარმოდგენილი მტკიცებულბა ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენას, ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნის და ბრალდება პოლიციის თანამშრომელთა ინსცენირებულია, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე აპელირებს ჩხრეკისა და დაკავების ოქმების შედგენის პროცესუალურ მხარეებზე, საუბარია იმაზე, ერთი ოქმი უნდა შედგენილიყო თუ ორი და არა იმაზე, რამდენადაა კანონსაწინააღმდეგო ის ფაქტობრივი გარემოებები რაც ოქმშია დაფიქსირებული. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედებები კანონიერად იქნა მიჩნეული სასამართლოს მიერ. დადგენილია ისიც, რომ არც ბრალდებულს და არც მის ადვოკატს კანონიერად ცნობის სასამართლო განჩინებები არ გაუსაჩივრებიათ ზემდგომ სასამართლოში.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კიდევ ერთ გარემოებაზე: საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის სისწორეს დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს და მათემატიკური გამოთვლების ფორმულებით ადასტურებს მის არასანდოობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 21-ე ნაწილით სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირია, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკველვასა და დემონსტრირებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ფაქტების გამორკვევა რაზეც ექსპერტიზა ინიშნება სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია.

შეჯიბრიბითობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცვას არ უსარგებლია ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის უფლებით, შესაბამისად სასამართლოს არ აქვს საფუძველი მოახდინოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსში ეჭვის შეტანისა.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი თ---------- ღ----–----ს მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ---------- ღ----–----ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---- მ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ---------- ღ----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

თ---------- ღ----–----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 აპრილიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად თ---------- ღ----–----ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ)საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ზემოთაღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე.

 

ნივთიერი მტკიცებულება, თ---------- ღ----–----სგან ამოღებული 0,1287 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მაკა გორგოძე

 

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

 

მარინა სირაძე