განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2019
საქმის ნომერი
330210018002311699
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002311699

N2ბ/6641-2018

თბ--–--ის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 მაისი, 2019 წელი ქალაქ თბ--–--ი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გი-----ი შა--------ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები):

 

1. შპს ,,მთ-–-----ა 2---’’

2. შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პარტნიორთა კრების მოწვევის დავალდებულება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით გი-----ი შა--------ის სარჩელი მოპასუხეების შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის და შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’-ს მიმართ, კრების ოქმის ბათილად ცნობის, ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პარტნიორთა კრების მოწვევის დავალდებულების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. შპს ,,მთ-–-----ა 2---’’ რეგისტრირებულია 2--- წლის 10 მაისს და საზოგადოების დირექტორი არის შო--- სა-----–--ე. საზოგადოების პარტნიორები არიან - შო--- სა-----–--ე 52,5% წილის მფლობელი პარტნიორი, მა----–---ა მუ-------ე 20% წილის მფლობელი პარტნიორი, გი-----ი სა-----–--ე - 20% წილის მფლობელი პარტნიორი და გი-----ი შა--------ი 7,5% წილის მფლობელი პარტნიორი;

 

2.2. 2017 წლის 20 დეკემბერს გაიმართა შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს პარტნიორთა კრება დღის წესრიგით (ა) საზოგადოების მიერ ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’ და (ბ) სხვადასხვა. კრებას ესწრებოდნენ 52,5% წილის მფლობელი პარტნიორი შო--- სა-----–--ე და 7,5% წილის მფლობელი პარტნიორი გი-----ი შა--------ი.

 

2.3. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, კერძოდ: მომხრე 52,5% შო--- სა-----–--ე, მოწინააღმდეგე 7,5% გი-----ი შა--------ი, მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 1. გაფორმებული იქნეს ხელშეკრულება შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს და შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’-ს შორის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0--------------- მდებარე ქ. თბ--–--ი, პე------–---–ის ქუჩა №4-, შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’ საკუთრებაში გადაცემის შესახებ; 2. დაევალოს საზოგადოების დირექტორს ხელი მოაწეროს (I პუნქტი) ხელშეკრულებას და მოახდინოს მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; 3. საზოგადოების დირექტორს მიენიჭოს უფლებამოსილება გააფორმოს უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0--------------- მიმართ იპოთეკის ხელშეკრულებები, ასევე მისი გაუქმების შეთანხმებები. აგრეთვე ყველა სხვა გარიგებები (იპოთეკები, მომავალ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულებითი შეთანხმებები, თანხმობები და სხვა) რომელიც ასახულია უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში.

 

2.4. 2017 წლის 28 დეკემბერს, ერთის მხრივ შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’ და მეორეს მხრივ შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბ--–--ი, პე------–---–ის ქუჩა №4-, საკადასტრო კოდით 0---------------, დაზუსტებული ფართობი 1659 კვ. მეტრი, საკუთრებაში გადაეცა კომპანიას შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად უძრავი ნივთის ნასყიდობის ღირებულებამ შეადგინა 1 850 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და ნასყიდობის საგნის საფასური უნდა ანაზღაურდეს არაფულადი სახით, კერძოდ: შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’ ნასყიდობის საგნის საფასურის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცემს შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს აშენებული საპროექტო ფართის 30%-ს და 15 ერთეულ მიწისქვეშა ავტოსადგომს.

 

2.5. დადგენილია, რომ თბ--–--ის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 28 აპრილის №18654-9 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბ--–--ში, პე------–---–ის ქუჩა №4--ში შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით 0---------------) მრავალბინიანი სახლის არქიტექტურული პროექტი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტზე, ამავე კანონის 91 მუხლის პირველ, მეორე პუნქტებზე და განმარტა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის 2017 წლის 20 დეკემბრის პარტნიორთა კრება მოწვეული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, კრება იყო გადაწყვეტილებაუნარიანი და გადაწყვეტილება მიღებული იქნა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

 

სასამართლომ მიუთითა შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს წესდების მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე წესდების მე-18 მუხლის პირველი პუნქტზე, წესდების 22-ე მუხლის პირველი პუნქტზე, მე-19 მუხლზე და აღნიშნა, რომ წესდების თანახმად, კომპანიის უძრავი ქონების გასხვისება დასაშვები იყო მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა პარტნიორთა 2017 წლის 20 დეკემბრის კრებაზე და მის საფუძველზე 2017 წლის 28 დეკემბერს ერთის მხრივ შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’ და მეორეს მხრივ შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს 2017 წლის 20 დეკემბრის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების შესახებ, ასევე საზოგადოების დირექტორისათვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე წარმოადგენდა საზოგადოების უმაღლესი მართველი ორგანოს - პარტნიორთა კრების ბიზნეს გადაწყვეტილებას, რომელიც ვერ დაექვემდებარება სასამართლოს გადასინჯვას შინაარსობრივი კუთხით.

 

სადაო საკითხთან მიმართებაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე.

 

სასამართლოს განმარტებით, დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ დომინანტი პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ანუ მოცემულ შემთხვევაში 52,5% წილის მფლობელი პარტნიორის შო--- სა-----–--ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განზრახ მიმართულია საზოგადოების საზიანოდ, ასეთ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება დანარჩენი პარტნიორებისათვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის საკითხი და არა მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დირექტორის მიერ ხელშეკრულების გაფორმება მოხდა პარტნიორთა კრებაზე განხილული პირობებისაგან განსხვავებული პირობებით, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საზოგადოებისა და დირექტორს შორის წარმოშობილ ურთიერთობის საკითხი იყო და რეგულირდებოდა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით. შესაბამისად აღნიშნული ვერ გახდებოდა 2017 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ გი-----ი შა--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, მართალია სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის რეგისტრაცია და პარტნიორთა წილები ამ საზოგადოებაში, თუმცა, ყურადღება არ გაამახვილა და შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს პარტნიორები: მა----–---ა მუ-------ე და გი-----ი სა-----–--ე, არიან, ამავე შპს-ს პარტნიორის და დირექტორის შო--- სა-----–--ის ოჯახის წევრები, რომელთა წილიც შპს-ში შო--- სა-----–--ის 52,5% წილთან ერთად, ჯამში შეადგენს 92,5%-ს, ფაქტობრივად, მთელ საწესდებო კაპიტალს. შესაბამისად, დაინტერესებულნი არიან, რომ მიიღონ ოჯახისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის პარტნიორთა კრებამ 2017 წლის 20 დეკემბერს ხმების უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის კუთვნილი უძრავი ქონების შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’-სათვის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის შესახებ, რის საფუძველზეც, მხარეთა შორის 2017 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა ხელშკეურლება უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

 

აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივად, მხარეთა შორის 2017 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულების დადების საფუძველი შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის პარტნიორთა კრების 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება არ გამხდარა. აპელანტის განმარტებით, მითითებული ხელშეკრულება დაიდო 20.12.2017 წლის კრებაზე განხილული ხელშეკურლების არსებითი პირობებისაგან განსხვავებული პირობებით. სასამართლო გადაწყვეტილებაში თავადვე ადასტურებს, რომ 2017 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა არა იმ პირობების შესაბამისად, რომელზეც 2017 წლის 20 დეკემბერს პარტნიორთა კრებამ თავისი თანხმობა გამოხატა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. 15.05.2016 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბ--–--ში, პე------–---–ის ქ. N4- (დაზუსტებული ფართობი: 1659 კვ.მ.; შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 830.00 კვ.მ. ს/კ N0---------------) წარმოადგენს შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს საკუთრებას (ტომი 1; ს/ფ 32-33);

 

4.2. 16.05.2016 წელს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერით, შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს დირექტორია ამავე საზოგადოების 52.5% წილის მფლობელი/პარტნიორი - შო--- სა-----–--ე, ხოლო დანარჩენი წილები საზოგადოებაში პარტნიორთა შორის გადანაწილებულია შემდეგნაირად: 20% - მა----–---ა მუ-------ე, 20% - გი-----ი სა-----–--ე; 7,5 % - გი-----ი შა--------ი (ტომი 1; ს/ფ 31-31);

 

4.3. 20.12.2017 წ. შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც ესწრებოდა 52,5% წილის მფლობელი პარტნიორი შო--- სა-----–--ე (მომხრე) და 7,5%-ის მფლობელი პარტნიორი გი-----ი შა--------ი (მოწინააღმდეგე), დადგინდა შემდეგი: გაფორმებული იქნას ხელშეკრულება შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს და შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’-ს შორის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0---------------, მდებარე ქ. თბ--–--ი, პე------–---–ის ქუჩა №4-, საკუთრებაში გადაცემის შესახებ; 2. დაევალოს საზოგადოების დირექტორს ხელი მოაწეროს (I პუნქტი) ხელშეკრულებას და მოახდინოს მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; 3. საზოგადოების დირექტორს მიენიჭოს უფლებამოსილება გააფორმოს უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0--------------- მიმართ იპოთეკის ხელშეკრულებები, ასევე მისი გაუქმების შეთანხმებები. აგრეთვე ყველა სხვა გარიგებები (იპოთეკები, მომავალ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულებითი შეთანხმებები, თანხმობები და სხვა) რომელიც ასახულია უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში.

 

4.4. 28.12.2017 წ. შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’ და შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბ--–--ი, პე------–---–ის ქუჩა №4-, ს/კ 0---------------, დაზუსტებული ფართობი 1659 კვ.მ.), საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად უძრავი ნივთი საკუთრებაში გადაეცა კომპანიას შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’ (ტომი 1; 64-73);

 

4.5. 29.12.2017 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბ--–--ში, პე------–---–ის ქ. N4- (დაზუსტებული ფართობი: 1659 კვ.მ.; ს/კ N0---------------) წარმოადგენს შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’-ს საკუთრებას (ტომი 1; ს/ფ 77-78);

 

4.6. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91.1. (1. თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. 2. პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები)) მუხლით გათვალისწინებულ პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის პროცედურულ საკითხებს. მხარეთა შორის ასევე სადავო არ არის, შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს 2017 წლის 20 დეკემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაუნარიანობა (გადაწყვეტილება მიღებული იქნა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით).

 

4.7. სასარჩელო მოთხოვნები ფორმულირებულია შემდეგნაირად: 1) ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის პარტნიორთა კრების 2017 წლის 20 დეკემბრის ოქმი; 2) დაევალოს შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს მოიწვიოს საზოგადოების პარტნიორთა კრება, რომელზედაც განხილული იქნება საკითხი კომპანიისათვის შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’ შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 0---------------) საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, ამ ხელშეკრულების კონკრეტულ პირობებზე (მათ შორის გასაყიდი ქონების ღირებულების, ამ ღირებულების სანაცვლოდ შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-სათვის ახლად აშენებული სახლიდან ფართობის გადაცემის და ამ ფართობში თითოეული პარტნიორის წილის მითითებით; 3) ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-სა და შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’-ს შორის 2017 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 0---------------) შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, და აღნიშნული ქონება კვლავ აღირიცხოს შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის საკუთრებად.

 

4.8. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

4.9. სადავო კრების ოქმისა და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ ფაქტებზე და გარემოებებზე:

- 2017 წლის 20 დეკემბერს გამართულ საზოგადოების კრებაზე განხილული იქნა 2017 წლის 17 ნოემბრის თარიღით შედგენილი ხელშეკრულების პროექტი, რომლის შესაბამისად პე------–---–ის ქ. №4--ში არსებული შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის კუთვნილი 1659 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ყიდვა-გაყიდვის გზით უნდა გადასცემოდა კომპანიას შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 1 700 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რაც მყიდველს უნდა აენაზღაურებინა არაფულადი სახით, კერძოდ, საკუთრებაში გადაეცა 1400 კვ. მეტრი ფართი და 15 ერთეული ავტოსადგომი;

- მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ დაეთანხმა განსახილველ საკითხს (ვინაიდან შპს ,,მთ-–-----ა 2---’’ მიწის გაყიდვით კარგავდა მთელ თავის ქონებას, ამასთან პროექტში არ იყო მითითებული კონკრეტულად რა ოდენობის ფართს მიიღებდა თავად მოსარჩელე), შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს დირექტორმა ისარგებლა მისი კუთვნილი ხმების უპირატესობით და კრების გადაწყვეტილებით შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს კუთვნილი მიწა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გადაეცა კომპანიას შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’;

- აღნიშნულის შემდეგ მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა 2017 წლის 20 დეკემბერს პარტნიორთა კრებაზე განხილული პროექტისაგან განსხვავებით. კერძოდ, ამ შემთხვევაში, მყიდველს ევალება შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს გადასცეს აშენებული ფართის 30% და 15 ერთეული მიწისქვეშა სადგომი;

- რეალურად გაფორმებული ხელშეკრულება ბევრად უფრო აუარესებს იმ მდგომარეობას, რაც იქნებოდა 2017 წლის 20 დეკემბერს პარტნიორთა კრებაზე განხილული პროექტით ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კერძოდ, 1 850 000 აშშ დოლარად შეფასებული 1659 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ღირებულების სანაცვლოდ შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს უნდა გადაეცეს საპროექტო ფართობის 30%, რაც შეადგენს 1050 კვ. მეტრს, აღნიშნული კი აშკარად შეუსაბამოა თანხის ოდენობასთან (1 850 000 აშშ დოლარი) მიმართებაში;

- 2017 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულების გაფორმების დროს დარღვეული იქნა წესდების მოთხოვნები, რადგან ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით უძრავი ნივთის გასხვისების შესახებ პარტნიორთა თანხმობა არ არსებობს.

 

ამდენად, მოსარჩელე მხარე სადავო კრების ოქმისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების გაფორმება მოხდა პარტნიორთა კრებაზე განხილული პირობებისაგან განსხვავებული პირობებით.

 

4.10. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ რიგში პალატა მიუთითებს შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს წესდების მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, პარტნიორთა კრების განსაკუთრებული კომპეტენცია არის: საზოგადოების საქმიანობის მიმართულებებისა და სამეურნეო პოლიტიკის განსაზღვრა, წარმოების სხვადასხვა სახეების დაწყება და შეწყვეტა; ინ------–---ის განხორციელება; საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების იპოთეკით ან გირავნობით დატვირთვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მხოლო პარტნიორთა კრების თანხმობითაა დასაშვები საზოგადოების დირექტორის მიერ საზოგადოების სახელით საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და უძრავი ქონების მსგავსი უფლებების გასხვისება.

 

დადგენილია, რომ შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს 2017 წლის 20 დეკემბრის კრებაზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უძრავი ქონების გასხვისების შესახებ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 28 დეკემბერს, ერთის მხრივ შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’ და მეორეს მხრივ შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ამდენად, შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს 2017 წლის 20 დეკემბრის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების შესახებ, ასევე საზოგადოების დირექტორისათვის სპეციალური უფლებამოსილების მიჭების თაობაზე, წარმოადგენს პარტნიორთა კრების უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიზანშეწონილების საკითხის შეფასება ცილდება სასამართლოს კომპეტენციას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც, მხარეთა შორის სადავო არ არის პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის პროცედურული საკითხები და კრების გადაწყვეტილებაუნარიანობა.

 

4.11. პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.8. პუნქტის (თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე) შემადგენლობაზე.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ 20.12.2017 წ. შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება მიღებული იქნა დომინანტი პარტნიორის, 52,5% წილის მფლობელი პარტნიორის შო--- სა-----–--ის მიერ. შესაბამისად, იმისათვის, რომ დადგეს მითითებული მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც შესაძლოა იყოს მხოლოდ დანარჩენი პარტნიორებისათვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის საკითხი, და არა მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა, უნდა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ.

 

პირველ რიგში პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს არა ზიანის ანაზღაურებას, არამედ კრების ოქმის ბათილად ცნობას (როგორც აღინიშნა სარჩელში მითითებული საფუძვლით არ არსებობს კრების ოქმის ბათილად ცნობის განმაპირობებელი გარემოებები; იხ. 4.10. პუნქტში მოცემული დასაბუთება). ამასთან, მოსარჩელე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ.

 

4.12. როგორც აღინიშნა, აპელანტი იმ გარემოების სამტკიცებულად, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა საზოგადოების საზიანოდ, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების გაფორმება მოხდა პარტნიორთა კრებაზე განხილული პირობებისაგან განსხვავებული პირობებით.

 

ამ კუთხით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს გამართულ საზოგადოების კრებაზე განხილული იქნა 2017 წლის 17 ნოემბრის თარიღით შედგენილი ხელშეკრულების პროექტი. პროექტის თანახმად, პე------–---–ის ქ. №4--ში არსებული შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის კუთვნილი 1659 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ყიდვა-გაყიდვის გზით უნდა გადასცემოდა კომპანიას შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 1 700 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რაც მყიდველს უნდა აენაზღაურებინა არაფულადი სახით, კერძოდ, საკუთრებაში გადაეცა 1400 კვ. მეტრი ფართი და 15 ერთეული ავტოსადგომი (ტომი 1; ს.ფ. 4--54 - ხელშეკრულების პროექტი). 20.12.2017 წ. შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს კუთვნილი მიწა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გადაეცა კომპანიას შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’.

 

დადგენილია ასევე, რომ 20.12.2017 წ. შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, 28.12.2017 წ. შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’ და შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ნივთის (ქ. თბ--–--ი, პე------–---–ის ქუჩა №4-, ს/კ 0---------------, დაზუსტებული ფართობი 1659 კვ.მ.), საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად უძრავი ნივთი საკუთრებაში გადაეცა კომპანიას შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა 1 850 000 აშშ დოლარი, ხოლო, 2.3. პუნქტით დადგინდა, რომ მყიდველს ნასყიდობის საგნის საფასური უნდა აენაზღაურებინა არაფულადი სახით, კერძოდ, პირველი მხარე მეორე მხარეს ნასყიდობის საგნის საფასურის სანაცვლოდ საკუთრებში გადასცემდა აშენებული საპროექტო ფართის 30%-ს და 15 ერთებულ მიწისქვეშა ავტოსადგომს.

 

ამდენად, მართალია საქმის მასალებით იკვეთება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა კრებაზე მოწონებული პროექტისაგან განსხვავებული პირობებით, რასაც ასევე მოპასუხე მხარე არ ხდის სადავოდ, თუმცა, ის გარემოება, რომ პარტნიორთა კრებაზე განხილული პირობებისაგან განსხვავებული პირობებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება საზოგადოებისათვის ზიანის მომტანია, საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

4.13. პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

ტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. სუსგ, #ას-1298-2018, 22.03.2019წ.)

 

პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

 

მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ. 64).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იმის შესახებ, რომ განსხვავებული პირობებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება საზოგადოებისათვის ზიანის მომტანი აღმოჩნდა.

 

4.14. ის გარემოება, რომ ხელშეკრულების გაფორმება მოხდა პარტნიორთა კრებაზე განხილული პირობებისაგან განსხვავებული პირობებით, აღნიშნული საზოგადოებისა და დირექტორს შორის წარმოშობილ ურთიერთობის საკითხია და რეგულირდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 9.6. მუხლით (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად), რაც მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკითხს არ წარმოადგენს ამ მოთხოვნის არ არსებობის გამო.

 

4.15. პალატა ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო განცხადების მე-2 მოთხოვნაზე (დაევალოს შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ს მოიწვიოს საზოგადოების პარტნიორთა კრება, რომელზედაც განხილული იქნება საკითხი კომპანიისათვის შპს ,,სა-–-----–ო ინ------–---ი ვე-----ე’’ შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-ის კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 0---------------) საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, ამ ხელშეკრულების კონკრეტულ პირობებზე (მათ შორის გასაყიდი ქონების ღირებულების, ამ ღირებულების სანაცვლოდ შპს ,,მთ-–-----ა 2---’’-სათვის ახლად აშენებული სახლიდან ფართობის გადაცემის და ამ ფართობში თითოეული პარტნიორის წილის მითითებით) და განმარტავს, რომ მსგავსი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას და როგორიც წესი აღნიშნული მოთხოვნა სცდება სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.

 

4.16. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახ. ბაჟის სახით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი-----ი შა--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი