განაჩენი

სისხლის სამართლის 30.06.2019
საქმის ნომერი
050100117002124916
ინსტანცია
თარიღი
30.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117002124916

№1/ბ-127-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----- გ------ის ძე დ-----ის მიმართ, დაბადებული:1--------- წელი, პ/ნ 3----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი ლ-------ი

აღწერილობით ნაწილი:

გ----- გ------ის ძე დ-----ემ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლ-------ში მცხოვრები გ----- დ-----ე, განაწყენებული იყო რა თავისი ყოფილი მეუღლის, ი------ა კ--------ს მეუღლეზე, გ--------ი ც-–---იაზე და ყოფილ სიდედრზე, ნ---- შ----–--ეზე, განიზრახა სანადირო თოფით, მათთვის სხეულის დაზიანების მიყენება. ამ მიზნით, 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი გ----- დ-----ე, თავისი კუთვნილი "ოპელ ვექტრას" მარკის ავტომანქანით, მივიდა ნ---- შ----–--ის საცხოვრებელ მისამართზე, ქ. ოზურგეთში ლ-----–-------ას ქუჩა N 1-ში, სადაც საცხოვრებელი სახლის ღია პირველ სართულზე დაინახა ნ---- შ----–--ე და მეზობელი მ---- ჯ---–--ე. გ----- დ-----ემ ისე, რომ მანქანიდან არ გადასულა, თავისი კუთვნილი, 16 კალიბრის ერთლულიანი სანადირო თოფიდან, განზრახ ერთხელ გაისროლა ნ---- შ----–--ის და მ---- ჯ---–--ის მიმართულებით, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს ნ---- შ----–--ემ, მ---- ჯ---–--ემ და ი------ა კ--------ს მცირეწლოვანმა შვილმა, ხუთი თვის ზ------ ც-–---იამ, რამაც მათი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით გ----- დ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

მსჯავრდებულ გ----- დ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 31 აგვისტოდან, 2018 წლის 17 იანვრამდე.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პ------ ს--–------ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ----- დ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის კაცრება, კერძოდ, პირობითი მსჯავრის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილ იქნა შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა საჩივრის მოთხოვნას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ----- დ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 112-დან მიღებული შეტყობინებით, მოწმეების პ---------------–------------------------–-----------------–--------------–----------------------- კ--------ს ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოილუსტრაციით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოილუსტრაციით; დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის გამო გ----- დ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩატარებაზე და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით; განჩინებით გ----- დ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ; ამოღებული ნივთმტკიცებით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნ---- შ----–--ის მიმართ; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზ------ ც-–---იას მიმართ; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მ---- ჯ---–--ის მიმართ; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.

 

მსჯავრდებულ გ----- დ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ----- დ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის პ------ ს--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი გ----- დ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

გ----- დ-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

მსჯავრდებულ გ----- დ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 31 აგვისტოდან, 2018 წლის 17 იანვრამდე .

მსჯავრდებულ გ----- დ-----ეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

მტკიცება - სანადირო თოფი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

დაზარალებულთა ტანსაცმელები, კუთვნილებისამებრ დაუბრუნდეთ დაზარალებულებს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე