განაჩენი

სისხლის სამართლის 30.06.2019
საქმის ნომერი
080100117002013057
ინსტანცია
თარიღი
30.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002013057

№1/ბ-123-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

თავმჯდომარე თ---------- სვანიძე

მოსამართლეები: მარინა სირაძე

ვერა დოლიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - რ----- თ--------იას

მსჯავრდებულის - პ----- კ-–--ის

ადვოკატის - ო----- ხ----–--ის მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ----- გ--- ძე კ-–--ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წ. პირადი ნომერი: 3----------, საშუალო განათლების მქონე, დაუოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: სამტრედიის რაიონის სოფელ ო-----ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ----- კ-–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 2300 საათზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-----ში (წიაღუბანში) თავის საცხოვრებელ სახლში ვახშმობისას პ----- კ-–--ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა მამასთან - გ-- კ-–--ესთან. ურთიერთშელაპარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა პ----- კ-–--ემ, შურისძიების მოტივით განიზრახა მამის გ-- კ-–--ის გაზრახ მკვლელობა. ამ მიზნით მან მაგიდიდან აიღო საოჯახო ტიპის დანა, რომელიც მოიმარჯვა მარჯვენა ხელში და მამას გ-- კ-–--ეს დაარტყა გულმკერდის არეში, რა დროსაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც გ-- კ-–--ე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით პ----- კ-–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

პ----- კ-–--ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 აპრილიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ პ----- კ-–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ო----- ხ----–--ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პ----- კ-–--ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება მოითხოვა.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა - რ----- თ--------იამ, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

- აპელანტ მხარეს, მსჯავრდებულ - პ----- კ-–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ო----- ხ----–--ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

- მოწინააღმდეგე მხარეს, პროკურორ რ----- თ--------იას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამტრედიის რაიონულ სამმართველოში 2017 წლის 27 აპრილს 2330 საათზე შევიდა სატელეფონო შეტყობინება სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში მცხოვრები გ-- კ-–--ის საეჭვო გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში და წარმოადგენს აწ. გარდაცვლილ გ-- კ-–--ის საცხოვრებელ სახლს და ეზოს. მ------ა კ-–--ის წერილობით თანხმობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 28 აპრილს 0315 საათზე. ეზოში აღმოსავლეთით აივნის საყრდენი ბოძიდან 140 სმ-ს მოშორებით ნიადაგის ზედაპირზე აღინიშნება სისხლის მაგვარი ლაქა, რომელიც ექსპერტის მიერ შემდგომი სავარაუდო საექსპერტო კვლევისათვის ამოღებულ იქნა და დაილუქა სპეციალურ პაკეტში. სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს აივნის უკიდურესი საყრდენი ბოძიდან 4 მეტრის დაშორებით მიწაზე აღმოჩენილ იქნა 21,5 სმ სიგრძის, სამზარეულოს ტიპის, მოშავო-მოყვითალო ფერის ტარიანი, ცალლესილი დანა, რომელსაც ტარზე და მჭრელ პირზე აღენიშნება სისხლის მაგვარი ლაქები, რომელიც ამოღებულ იქნა და დაილუქა. სახლის ჩრდილოეთ კედელთან ეზოში დევს მოლურჯო ფერის პლასტმასის ვარცლი, რომელშიც ასხია მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი სითხის მასა, საიდანაც აღებულ იქნა ნიმუში და დაილუქა. ზემოაღნიშნული ვარცლიდან ამოღებულ იქნა მორუხო ფერის სველი სვიტერი, რომელიც ცალკე დაილუქა. სახლის პირველ სართულზე მდებარე სამზარეულო- სამყოფ ოთახში შესასვლელი კარის ზღურბლის ზედაპირზე აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა სისხლის მაგვარი ლაქის დანაშრევი. სამზარეულო კარადის გვერდით მიდგმულ ღია ფერის პლასტმასის სკამზე აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის სვიტერი, რომელიც საყელოსთან წინა მხარეს იკვრება ელვაშესაკრავით. ხსენებული ზედა წინა ნაწილში ელვა შესაკრავის სათავის დასაწყისის ქვემოთ ჰორიზონტალურად დაზიანებულია-გაჭრილია და მას როგორც გარეთა მხარეს, ასევე უფრო მეტად შიდა ნაწილში აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ხსენებული მოწითალო სვიტერი მ------ა კ-–--ის განმარტებით ეკუთვნოდა მის აწ.გარდაცვლილ მეუღლეს გ-- კ-–--ეს და სწორედ ეს სვიტერი ეცვა მას გარდაცვალების მომენტში. იმავე სკამზე დევს მოცისფრო ფერის ჯინსის პერანგი, რომელიც ასევე მოსვრილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, ხოლო პერანგის მარცხენა სახელო ქვედა ნაწილში დაზიანებულია. ხსენებული პერანგი, მ------ა კ-–--ის განმარტებით, ეკუთვნის მისი აწ.გარდაცვლილი მეუღლის გ-- კ-–--ის დისშვილს - შ------ ჩ----ეს. ხსენებული სვიტერი და პერანგი დაილუქა ერთ პაკეტში. ოთახში შესასვლელი კარის გასწვრივ სამხრეთ კედელთან მიდგმულია რბილი კუბოკრული დივანი, რომელზეც დევს მოწითალო ფერის სპორტული ზედა წინ ელვაშესაკრავითა და მოთეთრო ფერის ჩანართებით სახელოს მკლავებზე და მოთეთრო ფერის უცხოენოვანი წარწერებით ზურგზე, მოლურჯო ფერის სვიტერი წინა მხარეს ვერტიკალური მოთეთრო ფერის წარწერით და მოშაო ფერის სპორტული შარვალი. ხსენებული ტანსაცმელი მ------ა კ-–--ის განმარტებით ეკუთვნის მის შვილს პ----- კ-–--ეს და სწორედ ეს ტანსაცმელი ეცვა მამასთან - აწ. გარდაცვლილ გ-- კ-–--ესთან საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ სამყოფ ოთახში მარტო ყოფნის დროს და შემდგომ ეს ტანსაცმელი გამოიცვალა. ხსენებული ტანსაცმელი ამოღებულ იქნა. დეტალური დათვალიერებისას ოთახში არსებული მოთეთრო ფერის ლითონის კონტრუქციის მაცივრის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ნაშხეფი სისხლისმაგვარი ლაქის დანაშრევი. სამყოფ ოთახში სამხრეთ კედელთან მიდგმულია ორი ლითონის კონსტრუქციის საწოლი, მათგან პირველ საწოლზე გულაღმა მდგომარეობაში ასვენია გ-- კ-–--ის გვამი, რომელიც წელს ზევით შიშველ მდგომარეობაშია. გვამს ტანთ აცვია მოშავო ფერის სპორტული შარვალი. გვამს ფეხზე ფეხსაცმელები და წინდები არ აცვია, გვამს ხელები განთავსებული აქვს სხეულის გასწვრივ და მოთავსებული აქვს მუცლის არესთან, ფეხები სხეულის გასწვრივ, პირი არის ღია მდგომარეობაში, თვალები დახუჭული. გვამი არის საშუალო აღნაგობის. გვამს გულმკერდის არეში წინა მხარეს მარცხენა ძუძუს ზემოთ 5 სმ მოშორებით აღენიშნება ჰორიზონტალური ჭრილობა ზომით 3,5 სმ. საწოლზე რომელზეც ასვენია გვამი, გადაფარებულია ზეწარი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, რომელიც აღებულიქნა და დაილუქა. დათვალიერებისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა რაიმე კვალი, ნიმუში, ნივთი ან საგანი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.

სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ----– ხ-------ის პატაკით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე მის მიერ მიღებული ინფორმაციით 2017 წლის 27 აპრილს სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში გ-- ჭ----ოს ძე კ-–--ეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გულმკერდის არეში დანის დარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მისმა შვილმა პ----- გ--- ძე კ-–--ემ, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

პ----- კ-–--ის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 აპრილს 0808 საათზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა პ----- კ-–--ე შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მისი მოწმის სახით დაკითხვის დასრულებისთანავე, რა დროსაც აღიარა მამის გ-- კ-–--ისათვის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გულმკერდის არეში დანის დარტყმის ფაქტი.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე ბრალდებულ პ----- კ-–--ეს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში წაეკითხა მის მიერ 2017 წლის 28 აპრილს მოწმის და ბრალდებულის სახით მიცემული ჩვენებები, სადაც ის აღწერს 2017 წლის 27 აპრილს სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში, მის საცხოვრებელ სახლში მასსა და მამამისს - გ-- კ-–--ეს შორის მომხდარი კონფლიქტის და მის მიერ მამამისისთვის დანის დარტყმის დეტალებს. პ----- კ-–--ემ მთლიანად დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენებების შინაარსი, ეზოში შესასვლელი ჭიშკრის მარცხნივ, ჩრდილოეთით მან მიუთითა დამუშავებულ საყანე ნაკვეთზე და აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნული ნაკვეთი დაამუშავა 2017 წლის 27 აპრილს. აღნიშნულის შემდეგ პ----- კ-–--ის მითითებით შევიდნენ ეზოში და მივიდნენ ეზოში მდგარ კაპიტალურად ნაგებ ორსართულიან სახლთან. პ----- კ-–--ის მითითებით შევიდნენ იმ ოთახში, სადაც გაწყობილი იყო სუფრა და სადაც კონფლიქტი მოუვიდა მამამისთან. ოთახში შესვლის შემდეგ პ----- კ-–--ემ მიუთითა კედელთან მდგარ დივანზე და აღნიშნა, რომ ის იჯდა სწორედ იმ დივანზე, ხელმარჯვნივ ეჯდა მისი ბიძაშვილი შ------ ჩ----ე, ხოლო მარცხნივ მდგარ საწოლზე იჯდა მამამისი - გ-- კ-–--ე. პ----- კ-–--ემ ასევე მიუთითა ტახტის წინ მდგარ გასაშლელ ხის მაგიდაზე და აღნიშნა, რომ სუფრა გაშლილი იყო სწორედ იმ მაგიდაზე. პ----- კ-–--ის მიერ აღწერილი ვითარების მოდელირების მიზნით პ----- კ-–--ე მოთავსდა ტახტზე იმ ადგილას, სადაც მისი განმარტებით იჯდა სუფრაზე ყოფნის დროს, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბ---- ხ------ მოთავსდა ტახტზე პ----- კ-–--ის ხელმარცხნივ იმ ადგილას, სადაც პ----- კ-–--ის განმარტებით იჯდა შ------ ჩ----ე, ხოლო უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნ--- მ----–----ე მოთავსდა საწოლზე იმ ადგილას, სადაც პ----- კ-–--ის განმარტებით იჯდა გ-- კ-–--ე. აღნიშნულის შემდეგ პ----- კ-–--ე ადგა ტახტიდან. მისი მითითებით ასევე ადგნენ ბ---- ხ------ და ნ--- მ----–----ე, ბ---- ხ------ დადგა მასსა და ნ--- მ----–----ეს შორის, რის შემდეგაც პ----- კ-–--ემ განმარტა, რომ ფეხზე ადგომის შემდეგ მამამისთან გ-- კ-–--ესთან იდგა სწორედ მსგავს პოზიციაში, როგორც იდგა ნ--- მ----–----ესთან მიმართებაში, ხოლო შ------ ჩ----ე მათ შორის იდგა და გაშველებას ცდილობდა სწორედ იმ პოზიციაში, როგორშიც იდგა მისსა და ნ--- მ----–----ესთან მიმართებაში ბ---- ხ------. აღნიშნულის შემდეგ პ----- კ-–--ემ მიუთითა მაგიდაზე წინასწარ დადებულ ხის ჯოხზე და განმარტა, რომ იმ ადგილას იდო დანა, რომელიც აიღო მარჯვენა ხელით, ხელის რკალური მოძრაობით მიაბჯინა იგი ბ---- ხ------ს გულმკერდის შუა მარცხენა ნაწილში და აღნიშნა, რომ მამამისს დანა დაარტყა სწორედ მსგავს პოზიციაში. აღნიშნულის შემდეგ პ----- კ-–--ემ მიუთითა ლოგინზე, სადაც მისი განმარტებით, დანის დარტყმის შემდეგ დაჯდა და შემდეგ დააწვინეს გ-- კ-–--ე.

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ-- კ-–--ის სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული მარცხენა ფილტვიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად. გვამის გამოკვლევისას ნანახი გვამური მოვლენების გათვალისწინებით სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 12 საათი. გ-- კ-–--ის გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდ-ელი დაზიანებები: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე, ტერფის ძირიდან 132 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, II-III ნეკნთა შორის კუნთების, პარიესული პლევერის დაზიანებით, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევერის ფურცლებქვეშ, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები), მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, მცირედ ზემოდან-ქვემოთ, ირიბად მარცხნიდან მარჯვნივ. ჭრილობის არხი სიღრმით 9,8 სმ განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დაზიანებათა აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია მოცემულია გვამის გარეგნული და შინაგანი გამოკვლევის მონაცემებში. მიღებული დაზიანებების შედეგად გ-- კ-–--ეს შეეძლო მიზანმიმართული მოქმედებები, მანამ სანამ არ დაკარგავდა გონებას.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტ-გ-- გ----------ემ.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ-- კ-–--ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2,65% ეთილის სპირტი. სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი.

მოწმის სახით დაკითხული დ--–- თ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის პ----- კ-–--ის მეზობელი. შემთხვევა მოხდა 2017 წლის აპრილში. ის იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 1000 საათზე ძაღლის ყეფის ხმაზე მისმა მეუღლემ გაიხედა გარეთ, სადაც დაინახა გ-- კ-–--ის დისშვილი შ---- ჩ----ე, რომელმაც უთხრა: ,,გ---- ბიძია გვიშველე, გ--მ დანა დაირტყა, დაჭრილია და სასწრაფოდ გადაგვაყვანინეთ საავადმყოფოშიო “. ოჯახს მანქანა ჰყავს და სწორედ ამიტომ სთხოვდა შ---- ჩ----ე მათ დახმარებას. გარეთ გასულებს ასევე გ-- კ-–--ის მეუღლის კივილის ხმა მოესმათ. გაიქცნენ და დახვდათ შემდეგი სურათი: გ-- საწოლზე იწვა გულაღმა, გარდაცვლილი. თავდაპირველად არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილი იყო. პირიდან სისხლი გადმოსდიოდა , საწოლშიც სისხლი იდგა. მოწმის განმარტებით, ის მიცვალებულთან მივიდა, გაუსინჯა პულსი, არ ესინჯებოდა. მიუბრუნდა მეუღლეს, რომ გაერკვია რა ხდებოდა და უთხრეს: ,,დანა დაირტყაო“. ნათქვამში ეჭვი არ შეჰპარვია, რადგან გ-- კ-–--ე ფსიქიკურად დაავადებული იყო. ის ძალიან აგრესიული იყო ცოლ-შვილის მიმართ. პ----- ყოველთვის უთმობდა, ძალიან კარგი ადამიანი იყო. სოფელში როდესაც ითქვა გ-- კ-–--ის თვითმკვლელობის ვერსია, ყველამ დაიჯერა, რადგან მანამდეც იყო გ--- მიერ თვითმკვლელობის მცდელობები. დ--–- თ------ემ ნახა გარდაცვლილის ჭრილობა, რომელიც მხოლოდ ერთი იყო, გულის არეში, მარცხენა მხარეს, დიდი ჭრილობა არ იყო. ხმაურზე მეზობლები შევიდნენ, შემდეგ სასწრაფო და პოლიციაც მივიდა. პ----- პოლიციამ ჩამოიყვანა მეორე სართულიდან, ოთახში არ შესულა, პოლიციის მანქანით წაიყვანეს. მეორე დილით კი ნათესავებმა და იქ მისულმა ხალხმა უთხრა, რომ პ-----მ აღიარა „გ--- მე დავარტყი დანაო“.

 

მოწმის სახით დაკითხული მ-----–ი თ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის კ-–--ეების მეზობელი. 2017 წლის აპრილის თვეში მასთან მივიდა შ---- ჩ----ე და უთხრა, რომ ბიძამისი გ-- კ-–--ე იყო დაჭრილი და სთხოვა მისი საავადმყოფოში წაყვანა. ის და მისი მეუღლე დ--–- თ------ე წავიდნენ გ-- კ-–--ის ოჯახში, სადაც გ-- დახვდათ გარდაცვლილი. ის არ მისულა გარდაცვლილთან შიშის გამო. შემთხვევის ადგილზე მოვიდა სასწრაფო და პოლიცია. სხვა ინფორმაციას არ ფლობს. ამ პერიოდისათვის პ----- კ-–--ე სახლში იმყოფებოდა. მ-----–ი თ------ემ გაიგო, რომ პ----- კ-–--ეს დაურტყამს მამისთვის დანა. აღნიშნული გ--- მეუღლემ მ------ამ უთხრა. მოწმემ ტერიტორია დატოვა და სახლში წავიდა, პოლიციის მიერ პ-----ს წაყვანის ეპიზოდს არ შესწრებია. ამის შემდეგ მხოლოდ ის გაიგო, რომ პ----- დააკავეს. მოწმე პ----- კ-–--ეს ახასიათებს, როგორც კარგ, მეგობრულ, ყველანაირად გაწონასწორებულ ადამიანს, ხოლო გ-- კ-–--ეზე აღნიშნავს, რომ ფსიქიკურად ავად იყო.

 

მოწმის სახით დაკითხული ვ------- ლ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ექიმი და მუშაობს სამტრედიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში. 2017 წლის 27 აპრილს დილის 10 საათიდან იყო მორიგე. დაახლოებით 2210 საათზე მიიღეს გამოძახება სამტრედიის რაიონის სოფელ ო-----ში. გამოძახების მიზეზი იყო უგონო მდგომარეობა. გავიდნენ გამოძახებაზე და დაახლოებით 45 წუთში მისულებს ოთახში საწოლზე დახვდათ გვამი. დათვალიერებისას ნახეს, რომ მარცხენა ნახევარში, გულის არეში ჰქონდა ჭრილობა, არ სუნთქავდა, მაჯის ცემა არ ჰქონდა, თვალის გუგები გაგანიერებული, დაფიქსირებულ იქნა სიკვდილი. მას სხვა რამე დახმარება არ გაუწევია პირისათვის, რადგან აღარ იყო საჭირო. მათ დაურეკეს ოპერატორს, შეატყობინეს, რომ დახვდათ გვამი, რომელსაც გულის მიდამოში ჰქონდა ჭრილობა. ოპერატორი დაუკავშირდა პოლიციას, შეატყობინა მომხდარის შესახებ. მოწმის განმარტებით, ის დაელოდა პოლიციის თანამშრომლების მისვლას. პარალელურად შეადგინა გამოძახების ბარათი. ბარათზე გარდაცვლილის შვილმა მოაწერა ხელი.

მოწმის სახით დაკითხული მ------ა კ-–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის პ.კ-–--ის დედა და გარდაცვლილის მეუღლე. 2017 წლის 27 აპრილს მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, ტრაქტორით ხნავდნენ. საღამოს სახლში არაყს სვამდნენ. მთვრალები იყვნენ, როცა მათთან თ---------- და ი-----–ი კ-–--ეები მივიდნენ ტრაქტორის სათხოვნელად. პ-----ც და გ--ც დაეთანხმნენ, უარი არ უთქვამთ. სვამდნენ არაყს. როდესაც წავიდნენ, ბოთლში არაყი აღარ იყო და მ------ა კ-–--ემ ბოთლის შევსება გადაწყვიტა, ასევე ხაჭაპური და მჟავე კიტრი დაჭრა, ხოლო გამოყენებული დანა იქვე მაგიდაზე დადო. საშუალო ზომის ყვითელი დანა იყო, შავი ზოლი დაჰყვებოდა. სტუმრების წასვლის შემდეგ, ტრაქტორის თემაზე შეე--მათა გ-- პ-----ს: ,,რატომ უნდა გაანათხოვრო ტრაქტორი, ჯერ არ გიყიდიაო, ვინ გკითხავს მაგის განათხოვრებასო“. პ-----მ კი უპასუხა: ,,ჩემი ნაყიდია და ამხანაგს რომ დავეხმარო მაგის უფლება არ მაქვსო?!“ მ------ა კ-–--ემ განმარტა, რომ სთხოვდა მეუღლეს გაჩერებულიყო, მაგრამ მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნერვიული იყო გ-- კ-–--ე, ყვიროდა და ყვიროდა, პ----- კი მოუწოდებდა თავი დაენებებია. გ-- იმუქრებოდა: გიჩივლებთ, რომ არ მაქცევთ ყურადღებასო. პ-----მ უთხრა: აგერაა ტელეფონი და დარეკე სადაც გინდა, მე არაფერი დამიშავებია, რომ დამიჭირონო. ვმუშაობ დღე და ღამეო“. მ------ა კ-–--ემ მის მეუღლეს - გ-- კ-–--ეს მოჰკიდა ხელი და სთხოვა დასაწოლად წაჰყოლოდა, მაგრამ გ--მ მეუღლეს ხელი ჰკრა. მ------ა კ-–--ეს შეეშინდა არ დამარტყასო და წავიდა ზევით, რადგან მეუღლე მასზე ხშირად ძალადობდა. 10-15 წუთის შემდეგ მას შემოესმა პ----- კ-–--ის ხმა, რომელიც მამას გაჩერებისკენ მოუწოდებდა: „გაჩერდი, გაჩერდი, არ ჩერდები შენო!?“. ცოტა ხნის შემდეგ გაიგონა გ--- ხმა: „რა ქენი ესო“. ამ ხმის გაგონებაზე მ------ა კ-–--ე ჩამოვიდა ქვემოთ და ნახა, რომ გ-- კ-–--ე საწოლზე იყო დამჯდარი, ხოლო პ----- მიხუტებული დახვდა. მას არ უფიქრია, რომ მისი შვილი მამას დანას დაარტყამდა. არც კი უკითხავს თუ რა მოხდა. სახლში მყოფი მისი მულისშვილი - შ------ ჩ----ე მამაზე მიხუტებულ პ----- კ-–--ეს სთხოვდა გაწეულიყო, რათა ენახათ როგორ ჰქონდა მოხვედრილი დანა. გადაუწია მაისური და ხელი სადაც ეჭირა იქედან გადმოასხა სისხლმა. დაამთავრა სიცოცხლე, მთავარი კაპილარი იყო ალბათ გადაჭრილი, განმარტა მ------ა კ-–--ემ. ის გარეთ გავიდა და დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მთიან ზონაში ცხოვრების გამო მეზობლები ახლოს არ ჰყავთ, ამიტომაც შ------ს სთხოვა მეზობელთან მისულიყო დახმარება ეთხოვა, იქნებ გადაერჩინათ გ-- კ-–--ე. შ------მ მეზობლები გააღვიძა და მოვიდნენ. ყველამ ერთმანეთს გადაურე-- და ხალხიც მოიკრიბა. სასწრაფოსაც მეზობლებმა სამჯერ დაურეკეს, მთიანი ზონისა და ცუდი გზების გამო სასწრაფოს დააგვიანდა, მეზობლებმა პულსი გაუსინჯეს და მაშინ შეიტყო მოწმემ, რომ მისი მეუღლე გარდაიცვლილი იყო. მოწმის განმარტებით, მან მეორე დილით შეიტყო, რომ „პ-----ს უღიარებია დანაშაული, მამაჩემის ცოდვას ვერ ვატარებო, უნდა ჩავბარდეო, ჩემი ხელიდან აქვს დანა მოხვედრილიო“. გამოიცვალა ტანსაცმელი, თან პოლიციაც მივიდა და წაიყვანეს. შ------ ჩ----იდან მან შეიტყო, რომ კამათისას გ-- თვითონ წამოეგო დანაზეო. მ------ა კ-–--ის განმარტებით, გ-- კ-–--ე იყო ფსიქიურად ავადმყოფი, რის გამოც მან ბევრჯერ სცადა თავის მოკვლა. ერთხელ თოკიდან ჩამოხსნა პ-----მ, ერთხელაც შაბიამანი დ--–-ა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს ორივე მამა-შვილი მაგარი ნასვამი იყვნენ, მთელი დღე არაყს სვამდნენ.

 

მოწმის სახით დაკითხული თ---------- კ-–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის პ----- კ-–--ის მეზობელი. 2017 წელს, კონკრეტულად თარიღი არ ახსოვს, საღამოს საათებში ი-----–ი კ-–--ესთან ერთად იმყოფებოდა პ----- და გ-- კ-–--ეებთან ტრაქტორის სათხოვნელად. სახლში დახვდათ გ-- კ-–--ე, პ----- კ-–--ე და შ---- ჩ----ე, რომლებიც არაყს სვამდნენ. ჩვეულებრივ საუბრობდნენ. პ-----ს და გ--- ნასვამობა ეტყობოდათ. მან თანხმობა მიიღო ტრაქტორის თხოვებაზე, მეორე დღისთვის შეპირდნენ. სულ ერთი საათის საქმე ჰქონდა. თ---------- და ი-----–ი კ-–--ეებმა ცოტა დ--–-ეს და წავიდნენ სახლში. მათ დილით პოლიციამ მიაკითხა, შეატყობინეს, რომ მკვლელობის ფაქტი იყო და წაიყვანეს სამტრედიის სამმართველოში დასაკითხად.

 

მოწმის სახით დაკითხული ი-----–ი კ-–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ პ.კ-–--ესთან აქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა. 2017 წლის 27 აპრილს, დილის საათებში იმყოფებოდა თ---------- კ-–--ესთან, ეზოში საქმიანობდნენ, შუადღით 1-2 საათზე დაისვენეს, საღამოს დაახლოებით ერთი ლიტრი ღვინო დ--–-ეს და წავიდნენ პ----- კ-–--ესთან ტრაქტორის სათხოვნელად. პ-----სთან მისულებს სახლში ჩვეულებრივ დედ-მამა, პ----- და შ---- ჩ----ე დახვდათ. სუფრასთან ისხდნენ, საუბრობდნენ, სასმელსაც მიირთმევდნენ. მისული სტუმრები პ-----მ შეიპატიჟა, დასხდნენ, დ--–-ეს 2-3 ჭიქა არაყი, ისაუბრეს, პ-----მ თანხმობა უთხრა თ----------ს ტრაქტორის თხოვებაზე. მამა-შვილს შორის საუბარი იყო სუფრაზე, მაგრამ რაზე საუბრობდნენ მოწმემ არ იცის. იგი სუფრასთან მარჯვენა მხარეს იჯდა, მის გვერდით იყო შ----, თემური, შემდეგ პ----- და გ--. საუბრის დასრულების შემდეგ სტუმრები გავიდნენ გარეთ და თავიანთ სახლებში წავიდნენ. მეორე დილით თ---------- კ-–--ესა და ი-----–ი კ-–--ეს მიაკითხა პოლიციამ და წაიყვანეს დასაკითხად. ამის შემდეგ მან შეიტყო, რომ მოხდა თვითმკვლელობა და დღემდე აღნიშნულს ფიქრობს.

 

მოწმის სახით დაკითხული ა---- თ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას პ----- კ-–--ის ოჯახთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, არის მათი მეზობელი. საქმესთან დაკავშირებით მან შეიტყო მისი შვილისგან ე-- თ------ისგან. კერძოდ, უთხრა, რომ კამათი მოსვლიათ მამა-შვილს, გ-- და პ----- კ-–--ეებს. ის წავიდა კ-–--ეების ოჯახში და ამ დროს „უკვე მოჰყავდათ ცხონებული“. მეზობლებისგან ა---- თ------ემ შეიტყო, რომ კამათის დროს დანა ყოფილა იქვე. სხვა ინფორმაციას ის არ ფლობს. მოწმემ პროცესის მიმდინარეობისას დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, კერძოდ ის, რომ მისი შვილისგან - ე-- თ------ისგან შეიტყო არა მხოლოდ მამა-შვილს შორის მომხდარი კამათის შესახებ, არამედ ისიც, რომ პ-----ს მოუკლავს მამამისი.

 

მოწმის სახით დაკითხული შ------ ჩ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი გ-- კ-–--ე იყო მისი ბიძა, ხოლო პ----- კ-–--ე მისი ბიძაშვილია. მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2017 წლის 27 აპრილს მათ ეხმარებოდა, მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ის, გ-- და პ-----. დილის საათებში რაიმე კონფლიქტს მამა-შვილს შორის ადგილი არ ჰქონია. საღამოს მაგიდასთან დასხდნენ. მაგიდა სახლის შესასვლელში დივანთან იყო. არაყს სვამდნენ, ბევრი დ--–-ეს. შემდეგ თ---------- და ი-----–ი კ-–--ეები მივიდნენ ოჯახში, პ-----ს დახმარება სთხოვეს, ტრაქტორი უნდოდათ. მან არ იცის ზუსტად რომელი დღისთვის, მაგრამ პ-----მ მათ თანხმობა უთხრა ტრაქტორის თხოვებაზე. მათაც 3-4 ჭიქა დ--–-ეს და წავიდნენ. წასვლის შემდეგ გ--მ ჩხუბი დაუწყო პ-----ს, „ჯერ შენი საქმე არ გაგიკეთებია და სხვას რატომ ეხმარებიო“. ბიცოლამ მ------ა კ-–--ემ უთხრა გ---: „რაზე ეჩხუბები, მოეხმაროს და მერე ბიჭებიც მოეხმარებიან, საქმეს ერთობლივად გააკეთებენო“. გ-- კ-–--ე მაინც არ ჩერდებოდა, აგინებდა პ-----ს, არაყიც შეასხა და ხელიც დაარტყა. პ----- არანაირად არ რეაგირებდა სანამ გ-- ხელს დაარტყამდა. მან პ----- გარეთ გაიყვანა, რათა გაერიდებინა გ---გან. გ-- ისევ აგინებდა, „რა შეურაცხყოფას აღარ აყენებდა, უკანასკნელი ადამიანივით მოექცა“. პ----- შევიდა სახლში, ისიც შეჰყვა. სუფრასთან იდგნენ, გ-- მოუწოდებდა პ-----ს სახლიდან წასულიყო და სახლში არ გაჩერებულიყო: „მე შენი არაფერი არ მაქვსო“, აყვედრიდა. ამის შემდეგ მოხდა მამა-შვილს შორის „ხელგაწევა“. ის აშველებდა, მაგრამ ვერაფერი შეძლო. პ-----მ როდესაც დანა აიღო, კერძოდ ყვითელი, შავ ზოლიანი, გ--- უთხრა: „დამანებე თორემ დაგარტყამო“, გ--მაც შეურაცხყოფა დაუწყო: „თუ მაგარი ბიჭი ხარ დამარტყიო“ და წავიდა პ-----სკენ. შ------ ჩ----ე სასწრაფოდ მივიდა, შუაში ედგა მათ, მარჯვენა ხელით აკავებდა, გულმკერდის არეში ეკიდა ხელი, მაგრამ გ-- ვერ დააკავა ვერც ხელით და ვერც სიტყვით. მკვეთრ მოძრაობებს აკეთებდა, მანძილი მამა-შვილს შორის 80 სანტიმეტრიდან ერთ მეტრამდე იქნებოდა. ორივე იწევდნენ ერთმანეთისკენ. პ-----ს დაკავება შეძლო ბოლოს, იმდენად აღარ იწევდა მამისკენ. ,,მოდი დამარტყიო“ თქვა გ--მ. მოწმემ გ--- გაკავება ვეღარ შეძლო, მის მიმართ მეტი ძალის გამოყენება დასჭირდა, მაგრამ ვეღარ დაიმორჩილა, შედეგად გ-- დანაზე წამოეგო და გარდაიცვალა. პ----- მამამის სთხოვდა თავი დაენებებია. მოწმის განმარტებით, არ იცის გაიწია თუ არა გ--მ დანისკენ და ასევე არ ფლობს ინფორმაციას პ-----მ რომელი ხელით აიღო დანა. პ-----მ თქვა: „ეს რა დამემართაო“. შ------ ჩ----ემ იყვირა და ამ ხმაზე მ------ა კ-–--ეც ჩავიდა ოთახში. შ------ ვერ აანალიზებდა რა ხდებოდა, ვეღარ გაეგო რომელს მიშველებოდა, მ------ა კ-–--ეც ცუდად გახდა. სხვა არაფერი ახსოვს. გაშველების დროს დეტალები არ ახსოვს როგორ რა მოხდა. პროკურორის მიერ გამოძიებაში მის მიერ მიცემული ჩვენების კონკრეტული მონაკვეთის გამოქვეყნების შემდეგ, კერძოდ: ,,როდესაც კამათობდნენ, ამ დროს ბიძაჩემმა ხელი დაარტყა პ-----ს სახეში, მე უცებ მათ შორის ჩავდექი და ხელით ვცდილობდი მათ გაშველებას, რა დროსაც პ----- კ-–--ემ მარჯვენა ხელით სუფრიდან აიღო ყვითელტარიანი და შავზოლებიანი დანა, რის შემდეგადაც მამამისს უთხრა: თუ არ გაჩერდები, დანას დაგარტყამო. მამამისმა იქვე უთხრა თუ მაგარი ბიჭი ხარ დამარტყიო და შეაგინა მას, რა დროსაც პ----- კ-–--ემ მოუქნია მარჯვენა დანიანი ხელი და გულმკერდის არეში დაარტყა მამამისს. გ-- კ-–--ემ ერთი თქვა: რა ქენი მომკალიო და უკუსვლით წავიდა და იქვე საწოლისაკენ და ჩაჯდა საწოლზე“ - შ------ ჩ----ემ ვერც უარყო და ვერც დაეთანხმა ჩვენების ნამდვილობას, მხოლოდ ჩვენებაზე მისი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა: „არც წამიკითხავს ისე მოვაწერე ხელი, არაფერი მახსოვს“. შ------ ჩ----ის განმარტებით, ბიძამისის გ-- კ-–--ის გარდაცვალება უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ „პ-----ს ხელით აღებულმა დანამ იმსხვერპლა ცხონებული“. შემთხვევის დროს მხოლოდ გ--, პ----- და შ------ იმყოფებოდნენ ოთახში. გ-- კ-–--ის დანაზე წამოგების შემდეგ, როცა შ------ ჩ----ემ სისხლი დაინახა და ბიძის დახმარება სცადა, პ-----ც ეხმარებოდა. საწოლზე დააწვინეს, ტანსაცმლის გახდას შეეცადნენ. მან მაისური გახადა. გ--- ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა, მარცხენა მკერდის თავთან. ძალიან პატარა ჭრილობა იყო. თანდათან დაკარგა გონება გ-- კ-–--ემ და ჩააკვდა მას ხელში. ამის შემდეგ მეზობლებთან წავიდა დახმარების სათხოვნელად, ჯერ კიდევ ვარაუდობდა, რომ იქნებ მხოლოდ გონება ჰქონოდა დაკარგული და დახმარება შეძლებოდა. მას პირადად არ დაურე--ვს სასწრაფოსთვის. სასწრაფოსაც დააგვიანდა ერთ საათზე მეტი. პ-----ც იქ იყო, არსად წასულა. როგორც პოლიციას, ისე სასწრაფოს ადგილზე დახვდა. უშუალოდ გ-- კ-–--ის გარდაცვალების ფაქტი მან სასწრაფოს მოსვლის შემდეგ შეიტყო. პროკურორის კითხვაზე თუ რამ გამოიწვია გ-- კ-–--ის გარდაცვალება, მოწმემ მიუთითა, რომ ჩხუბისას შვილმა აიღო დანა და მამა წამოეგო ზედ. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს გ-- კ-–--ე წვდა თუ არა პ-----ს ხელში და მიმართა თუ არა თავისკენ დანა. ასევე არ ახსოვს დანაზე წამოგების შემდეგ გ-- კ-–--ის სიტყვები.

მოწმის სახით დაკითხული რ----– ხ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 27 აპრილს დაახლოებით ღამის 2300 საათისათვის შევიდა ინფორმაცია ტელეფონით, სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში მომხდარ თვითმკვლელობაზე. მოწმემ როგორც იმ პერიოდისათვის ამ სოფლის რწმუნებულმა, მიიღო ინფორმაცია, რომ არ იყო თვითმკვლელობა და სახეზე იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა პ----- კ-–--ემ. რ----– ხ-------ემ დაახლოებით ნახევარ საათში მიმართა ხელმძღვანელობას, კერძოდ ნიკა ჯიქიას, პატაკით, შემდეგი შინაარსით, რომ ქმედება უნდა ჩაედინა პ----- კ-–--ეს. შედგენილი პატაკი 28 აპრილით თარიღდება. პატაკში მითითებულია საქმის ნომერი, რომელიც მან მოითხოვა პატაკის დასაწერად. ზემოაღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაცია დაახლოებით თორმეტ საათზე იქნა მიღებული, რომელიც მისი აზრით სარწმუნო იყო. მას არ ახსოვს რომელ საათზე დაიწყეს მისი დაკითხვა. შეცვლილ კვალიფიკაციაზე ინფორმაციის ქონის ფაქტზე რ----– ხ-------ე განმარტავს, რომ მან შეიტყო ეს ინფორმაცია, პ----- კ-–--ის აღიარების შემდეგ „მე მოვკალი მამაჩემიო“. სამტრედიაში რომ ჩავიდა პ----- კ-–--ე, რ----– ხ-------ეს, როგორც ინსპექტორ გამომძიებელს შეხვდა და უთხრა, რომ „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მე დავარტყი მამაჩემს დანაო“. ადვოკატის კითხვაზე თუ რატომ ესაუბრა პ----- კ-–--ეს, მოწმემ განმარტა, რომ უბრალოდ შენობაში იმყოფებოდა და იქ საუბრისას თქვაო.

მოწმის სახით დაკითხული ტ------– თ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი პ----- კ-–--ეს იცნობს ბავშვობიდან, არის თანასოფლელი, იცნობს როგორც კარგი პიროვნება და კარგი ახალგაზრდა. მოწმის განმარტებით, გ-- კ-–--ე კარგი პიროვნება იყო, იცნობს როგორც წარმატებულ პიროვნებას ცხოვრებაში და საზოგადოებაში, მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მოწმის განმარტებით, გ-- კ-–--ემ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიიღო თავზე დაზიანება, რის გამოც მოეშალა ფსიქიკა. საქმესთან დაკავშირებით ტ------– თ------ე განმარტავს, რომ მომხდარ შემთხვევას, რომელიც 2017 წლის აპრილის თვეში მოხდა, იგი არ შესწრებია, მხოლოდ მონაყოლიდან ფლობს ინფორმაციას. იყო ვერსია, რომ გ-- კ-–--ემ თავი ჩამოიხრჩო. აღნიშნული არ გაკვირვებია მოწმეს, რადგან ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევები. ასევე გ-- იყო აგრესიული ბოლო პერიოდში. თუ რაიმე საქმე ვერ გაკეთდებოდა, აგრესიას იჩენდა. რთული იყო მასთან ურთიერთობა. შემთხვევის დღეს ტ------– თ------ე სახლში იმყოფებოდა. მანძილი მასსა და პ----- კ-–--ის სახლს შორის სამ კილომეტრ ნახევარია. 16 რიცხვში დაახლოებით დღის 3 საათზე შეიტყო, რომ გ-- კ-–--ემ თავი ჩამოიხრჩო, სწორედ ეს ინფორმაცია გავრცელდა სოფელში. ამის შემდეგ კი მან შემთხვევის ადგილზე მისვლისას შეიტყო სხვადასხვა ვერსიები. ამბობდნენ, რომ გ--მ აიღო დანა, პ-----მ წაართვა, შემდეგ კი აღნიშნული დანით მოკლა მამა. ასევე იყო ვერსია, რომ გ--- თავის თავისთვის ჩაურტყამს დანა და მოუკლავს თავი. ამ დროს მამა-შვილის გარდა იქ იმყოფებოდა კიდევ ერთი პიროვნება, შ---- ჩ----ე. მიღებული ინფორმაციებიდან მოწმემ დაიჯერა თვითმკვლელობის ვერსია, რადგან მიიჩნევს, რომ ფსიქიურად დაავადებული ადამიანი იყო და ვინაიდან ადრეც ყოფილა თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტები, აღნიშნული უფრო სარწმუნოდ მიიჩნია.

მოწმის სახით დაკითხული გ------- ნ-–--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის სამტრედიის რაიონული სამმართველოს, კერძოდ დიდი ჯიხაიშის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. აღნიშნულ საქმესთან მოწმის შემხებლობა გამოიხატება მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. კერძოდ, 2017 წლის 27 აპრილს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მორიგეობდა, როდესაც 23:30 წუთზე შევიდა შეტყობინება, სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში ადამიანის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შესახებ. რადგანაც იყო მორიგე, დაარეგისტრირა სისხლის სამართლის საქმე. სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყეს გამოძიება, რადგან იმდროინდელი მონაცემები სხვა კვალიფიკაციის საშუალებას არ იძლეოდა, თუ რაიმე გამოიკვეთებოდა შესაბამისად მოხდებოდა გადაკვალიფიცირება. გ------- ნ-–--–-–---–ი ექსპერტ-კრიმინალისტ გ------ ჟ-------თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა 2017 წლის 28 აპრილს, სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში. დათვალიერება დაიწყო 03:15 საათზე. დათვალიერებაზე თანხმობა მიღებულ იქნა გარდაცვლილის მეუღლისაგან, მ------ა კ-–--ისაგან, წერილობით. დათვალიერებას ესწრებოდა ექსპერტ- კრიმინალისტი გ------ ჟ-------ი და თვით მ------ა კ-–--ე. დათვალიერების შედეგად საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთ მხარეს, პირველ რიგში სახლის აივნიდან დაახლოებით 1,5 მეტრში აღმოჩენილ იქნა სისხლის მაგვარი ლაქა. შემდეგ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მხარეს სახლიდან 4 მეტრში ეგდო მოყვითალო-მოშავო ფერის დანა. დანის მჭრელ პირზე და ტარზე შეინიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. სახლის ჩრდილოეთ კედელთან იდგა მოლურჯო ფერის ვარცლი. მასში იყო მოწითალო ფერის სითხის მასა, რომლიდანაც მოხდა ნიმუშის აღება. ასევე იდო მორუხო ფერის სვიტერი. ასევე დათვალიერდა საცხოვრებელი სახლის სამზარეულოს ოთახი, სამზარეულოს კარის ზღრუბლზეც აღინიშნებოდა სისხლის მაგვარი ლაქები. გვერდით მდგარ მაცივარზე იყო ასევე სისხლისმაგვარი ლაქები. შესასვლელ კართან ხელმარჯვნივ იდგა სკამი, რომელზეც იდო მოწითალო ფერის სვიტერი ელვაშესაკრავით. შესაკრავის დასაწყისში, საყელოსთან, სვიტერზე აღინიშნებოდა ჭრილობა, ანუ ნაჭდევი. მასზე როგორც შიგნიდან, ისე გარე მხრიდან იყო სისხლისმაგვარი ლაქები. უფრო მეტად შიდა მხრიდან. ასევე იყო მონაცრისფრო ფერის ჯინსის პერანგი, რომელიც მ------ა კ-–--ის განმარტებით, ეკუთვნოდა მის აწ. გარდაცვლილ მეუღლეს, გ-- კ-–--ეს, ხოლო პერანგი - გ-- კ-–--ის დისშვილს. სახლში ხელმარცხნივ იდგა კუბოკრული დივანი. მასზე ელაგა ტანსაცმელი, მოწითალო ფერის სპორტული ზედა, მოლურჯო ფერის სვიტერი და მოშავო ფერის შარვალი. აღნიშნული ტანსაცმელი მ------ა კ-–--ის განმარტებით, ეკუთვნოდა მის შვილს - პ----- კ-–--ეს, რომელიც ეცვა მამის გარდაცვალების მომენტში, შემდეგ კი გამოიცვალა. ყველა ნივთი ამოღებულ და დალუქული იქნა შესაბამისი წესით. მოწმის განმარტებით, ოთახში იყო რკინის კონსტრუქციის საწოლი, რომელზეც ესვენა მამაკაცი, კერძოდ აწ. გარდაცვლილი გ-- კ-–--ე, წელსზემოთ შიშველ მდგომარეობაში. ქვემოთ ეცვა მოშავო ფერის სპორტული შარვალი. გარდაცვლილს აღენიშნებოდა 3,5 სანტიმეტრი ზომის ჭრილობა. გვამის დათვალიერებაში მონაწილეობდა სოფლის ექიმი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოხდა ყველა დეტალის ამოღება და ფოტოგრაფირება, რომელიც შესაბამისად დაერთო ოქმს.

მოწმის სახით დაკითხული ნ--- მ----–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 28 აპრილს იყო ოპერატიული მორიგე სამტრედიის რაიონულ სამმართველოში. დილით პოლიციაში მისვლისას გაიგო, რომ დაკავებული იყო პ----- კ-–--ე, რომელსაც ბრალად ედებოდა მამის - გ-- კ-–--ის მკვლელობა. ვინაიდან ის იყო მორიგე, ხელმძღვანელობის დავალებით მან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, თანამშრომელ ბ---- ხ------სთან ერთად მოახდინა პ----- კ-–--ის ბადრაგირება სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში, მისივე საცხოვრებელ სახლში. გამომძიებლის განმარტების შემდეგ პ----- კ-–--ე დათანხმდა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, რადგან თავადაც აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. სახლში მისულებს პ----- კ-–--ემ მიუთითა ადგილი, სადაც წინა ღამით ჰქონდათ გაშლილი სუფრა პატარა მაგიდაზე, ასევე სადაც თავად, მისი ბიძაშვილი და მამამისი გ-- კ-–--ე ისხდნენ. მითითების შესაბამისად განლაგდნენ პოლიციის თანამშრომლები სუფრასთან. მოწმე ნ--- ბ--–----ეს მოუწია საგამოძიებო ექსპერიმენტში ბიძაშვილის სახით მონაწილეობა, რომელიც პ----- კ-–--იდან მარჯვენა მხარეს, მამა კი საწოლზე იჯდა, რომლის წინაც იყო სწორედ გაშლილი სუფრა. დალევის დროს მამა-შვილს შორის მოხდა შე--მათება. ორივენი წამოდგნენ მაგიდიდან და ერთმანეთს ჩაეჭიდნენ. მამა გ-- კ-–--ე შვილს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედის მისამართით, რაზეც პ----- კ-–--ემ უპასუხა: „ნუ მაგინებ თორემ დანას დაგარტყამო“. რაზეც მამამ უთხრა: „რისი დამრტყმელი ხარო“. საგამოძიებო ექსპერიმენტისას. მოწმე, როგორც ბიძაშვილი, პ----- კ-–--ის მარცხენა მხრიდან მივიდა და ჩადგა შუაში, რა დროსაც პ-----მ აიღო იქვე მაგიდაზე დადებული დანა (ექსპერიმენტისას ხის ნაჭერი) და მიადო მამას მარცხენა მხარეს, გულთან. დარტყმის შედეგად, გ-- კ-–--ე წაიქცა იქვე საწოლზე, ამის შემდეგ მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ პ----- კ-–--ე წამოიყვანეს და წარადგინეს პოლიციაში.

მოწმის სახით დაკითხული ბ---- ხ------ს მიერ მიცემული ჩვენებითდადგენილია, რომ ის არის პოლიციის თანამშრომელი. აღნიშნულ საქმეზე მისი შემხებლობა გამოიხატება მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობით, რომელიც ჩატარდა 2017 წლის 28 აპრილს. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო და ჩატარდა სამტრედიის რაიონის სოფელ ო-----ში, პ----- კ-–--ის საცხოვრებელ სახლში. პ----- კ-–--ე თანახმა იყო მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. პ----- ჰყვებოდა თუ როგორ იყო რეალურად და უთითებდა დეტალურად. პ----- კ-–--ე ნერვიულობდა და განიცდიდა მომხდარს. ექსპერიმენტში მასთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ ნ--- მ----–----ე, გ------ ჟ-------ი და ასევე სხვა სამხარეოს თანამშრომლები. გარეშე პირი არავინ ყოფილა. პ----- კ-–--ემ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აჩვენა, რომ, როდესაც ოჯახის წევრები იყვნენ სუფრაზე, კერძოდ თვით პ-----, მარჯვენა მხარეს ბიძაშვილი - შ----, მამა - გ-- კ-–--ე გვერდით საწოლზე იჯდა, სვამდნენ კარგახანი. შემდეგ მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მამის მხრიდან მოდიოდა შელაპარაკება. ყოფით პრობლემებზე იყო საუბარი, „მეზობლებს რატომ ეხმარებიო“. ამას მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა. პ-----მ ვერ მოითმინა, მამისთვის უთქვამს: „ნუ მაგინებ, თორემ დაგარტყამო“, თან დანას მოჰკიდა ხელი. გ-- კ-–--ეს უთქვამს: „მაგის თავი არ გაქვს შენო“ და თან შეურაცხყოფა მიაყენა: „თუ არ დამარტყა, შენი ასე და ისეო”. სწორედ ამ დროს დაარტყა პ-----მ დანა მამას გულის არეში. მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, იქ მყოფმა ბიძაშვილმა გაშველებაც ვერ მოახერხა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ა-------–--ემ უჩვენა, რომ 2017 წლის აპრილის თვეში მუშაობდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, დეტექტივების სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. საქმის გამოძიებაში აღნიშნული სამმართველო ჩაერთო თავდაპირველი კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ. მოწმე მოქმედებდა თ------ გ-–--ის დავალების შესაბამისად. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოწმეს განხორციელებული აქვს ფარული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 2017 წლის 28 აპრილს, სამტრედიის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, კონკრეტულად სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის კაბინეტში, პ----- კ-–--ის მიმართ. სხვა პირები ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში არ მონაწილეობდნენ. მოწმეს პ----- კ-–--ემ მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია: ოჯახში იმყოფებოდა მამასთან, ორ მეზობელთან და მამიდაშვილთან ერთად. სუფრაზე კამათობდნენ ერთმანეთში. სტუმრების წასვლის შემდეგ პ----- კ-–--ე დარჩა მამასთან და მამიდაშვილთან ერთად, რა დროსაც კამათი ისევ გაგრძელდა. პ-----მ დანა მოიმარჯვა ხელში რათა მამა შეეჩერებინა, მაგრამ გ-- კ-–--ე არ შეჩერდა და დანიანი ხელი დაარტყა მამას გულმკერდის არეში. ფარული საგამოძიებო მოქმედება, ჩაწერა განხორციელდა მოწმის მობილური ტელეფონის საშუალებით. ჩანაწერის მოპოვების შემდეგ ყველაფერი აღიბეჭდა ოქმში. USB კაბელის საშუალებით ტელეფონიდან, სამსახურებრივი კომპიუტერის გამოყენებით მოხდა ჩანაწერის გადატანა DVD ან CD დისკზე და დაილუქა შესაბამისი წესით. ტელეფონიდან ჩანაწერი წაიშალა, ხოლო ტელეფონის დათვალიერებას ადგილი არ ჰქონია. ლუქს ხელიც თავად მოაწერა. დალუქული დისკი აღარ გახსნილა. ამის შემდეგ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა ქმედების დაკანონება და საქმეზე დამაგრება. სხვა საგამოძიებო მოქმედება გ------- ა-------–--ეს არ ჩაუტარებია. ადვოკატის კითხვაზე, რამდენად ჰქონდა გ------- ა-------–--ეს კომპიუტერთან მუშაობის სპეციალური განათლება, როდესაც მან განახორციელა ჩანაწერის დისკზე გადატანა, მოწმემ განმარტა, რომ სპეციალური განათლება არ აქვს, მაგრამ დარწმუნებულია ჩანაწერის დისკზე გადატანის სისწორეში. მოწმემ დაადასტურა, რომ პატაკით მიმართვის შემდეგ მიიღო წერილობითი თანხმობა ხელმძღვანელობისგან ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ. პროცესის მიმდინარეობისას ადვოკატმა მოწმეს წარუდგინა რ-----ლუცია, რაზეც მოწმემ განმარტა, რომ სწორედ ეს რ-----ლუცია აღიქვა თანხმობად, რომ ჩაეტარებინა ფარული საგამოძიებო მოქმედება. გ------- ა-------–--ის განმარტებით, ქუთაისიდან სამტრედიაში დაახლოებით 20-25 წუთში ჩავიდა, პატაკებიც სამტრედიაში დაიწერა. ხოლო რეგისტრაცია მოხდა ქუთაისში ჯგუფის წევრის მიერ. ბეჭედის დარტყმის პერიოდში მოწმეს ფარული საგამოძიებო მოქმედება ჰქონდა თუ არა უკვე ჩატარებული, არ ახსოვს. გ------- ა-------–--ეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე ჰქონდა შეხება რამდენიმე წუთი პ----- კ-–--ესთან, „ახლოს ვიყავი და მესმოდა საუბარი“, რის შემდეგადაც მიმართა პატაკით ხელმძღვანელობას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ხ---–------ემ უჩვენა, რომ იგი არის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებელი. დეტექტივ-გამომძიებლების სამმართველო იძიებს ძირითადად მკვლელობისა და ორგანიზებული დანაშაულების საქმეებს, თავდაპირველად აღნიშნული საქმის გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, პირველადი შეტყობინების გამო, ხოლო შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მიღებისას მოხდა გადაკვალიფიცირება პროკურორის მიერ, ამიტომ საქმე გადაეგზავნათ ქვემდებარეობით 2017 წლის 28 აპრილს და ჩაერთო საქმეში მათი სამმართველო. სამტრედიაში მოწმე დილით 10 საათზე ჩავიდა, ხოლო თანამშრომლები უფრო ადრე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე იყო ერთ-ერთი ჯგუფის წევრი, შესაბამისად სხვა თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: თვითმხილველი მოწმის შ------ ჩ----ის დაკითხვა, დაკითხვის შემდეგ შ------ ჩ----ისგან მისივე თანხმობით აიღო ნიმუშები კერძოდ მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების, ხელის ფრჩხილის, ნერწყვისა და მარჯვენა და მარცხენა ხელის კანის ნახჭის ნიმუშები. რაშიც ასევე მონაწილეობა მიიღო ექსპერტ-კრიმინალისტმა გ------ ჟ-------მა. აღებული ნიმუშები ცალ-ცალკე დაილუქა ექსპერტიზის სპეციალურ პოლიეთილენის პარკებში, გაუკეთდა სათანადო წარწერები და ხელმოწერები, ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. მოწმეს ასევე ბრალდებულის მიმართ დანიშნული აქვს ალკოჰოლური თრობის ექსპერტიზა, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, 2017 წლის 29 აპრილს წარუდგინა ბრალდებულს პროკურორის მიერ გამოტანილი ბრალდება. ასევე მტკიცებულებები გაუცვალა ადვოკატს. შ------ ჩ----ის დაკითხვა განხორციელდა სამტრედიის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მესამე სართულზე, ღია სივრცეში, სადაც გამოყოფილია ადგილი დეტექტივ-გამომძიებლების სამუშაოდ, სწორედ აღნიშნულ სივრცეში ერთ- ერთი გამომძიებლის სამუშაო მაგიდასთან, დღის საათებში კომპიუტერის გამოყენებით, ელექტრონული გამოძიების მიმდინარეობის გამო. შ------ ჩ----ე დაკითხვისას იყო სრულიად ფხიზელი, ადეკვატური, ერკვეოდა დროსა და სივრცეში, ყველა კითხვას სცემდა პასუხს და შესაბამისად პასუხები გადატანილია დაკითხვის ოქმში. არანაირი ზეწოლა მასზე არ განხორციელებულა. ასევე დაკითხვის პერიოდში მოწმისა და შ------ ჩ----ის ურთიერთობაში სხვა პირი არ ჩარეულა. დაკითხვის მიმდინარეობისას არ განხორციელებულა შ------ ჩ----ის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დ----- ხ---–------ის განმარტებით შ------ ჩ----ისათვის პ----- კ-–--ის ჩვენება არ წარუდგენია, არც ვიდეო ფირი.

მოწმის სახით დაკითხული თ------ გ-–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსი. მოწმის განმარტებით თავდაპირველად აღნიშნული საქმის გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, პირველადი შეტყობინების გამო, ხოლო შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მიღებისას მოხდა გადაკვალიფიცირება პროკურორის მიერ 11 პრიმა 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის განზრახ მკვლელობას, ამიტომ პროკურატურის შესაბამისი დავალების საფუძველზე საქმის გამოძიება დაევალა დეტექტივების სამმართველოს. ზუსტ დროს თუ როდის განხორცილდა კვალიფიკაციის შეცვლა, მოწმე ვერ ასახელებს, თუმცა სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მისი მისვლის ეტაპისათვის კვალიფიკაცია უკვე შეცვლილი იყო. საქმეში ჩაერთო გამომძიებლები, მათ შორის იყვნენ დ----- ხ---–------ე, მ----- შ-----–--, ლ-–- ჩ----ე და სხვები. საქმის ძირითადი გამომძიებელი იყო მ----- შ-----–--. დადგინდა, რომ მკვლელობა მოხდა პ----- კ-–--ის საცხოვრებელ სახლში, უშუალოდ სუფრასთან, სადაც ისხდნენ როგორც გ-- კ-–--ე, ასევე მისი შვილი პ----- კ-–--ე და გარდაცვლილის დისშვილი შ------ ჩ----ე. მოწმის განმარტებით, სამმართველოში ის შესაძლოა შეხვდა პ----- კ-–--ეს, თუმცა მათ შორის საუბარი არ ყოფილა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეს ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: შ------ ჩ----ის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - პირის გამოკითხვა, ხოლო შემდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედება - ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა აღნიშნული ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიების მიმდინარეობისას . იმის გამო, რომ შ------ ჩ----ე დასაკითხი იყო მოწმის სახით და არსებობდა იმის ვარაუდი, რომ იგი არ მისცემდა გამოძიებას სწორ ჩვენებას, ამიტომ მიღებული იქნა თ------ გ-–--ის მიერ გადაწყვეტილება, რომ შ------ ჩ----ის მიმართ ჩატარებულიყო ოპერატიული-სამძებრო ღონისძიება - პირის გამოკითხვა, რის საშუალებასაც იძლევა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი. ასევე ამ პროცესში მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედება ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. აღნიშნულის საფუძველზე მოწმის მიერ დაწერილი იქნა პატაკი ხელმძღვანელის წინაშე, რის შემდეგადაც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება გადაუდებელ შემთხვევაში გადაუდებელ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე თ------ გ-–--ის მიერ 2017 წლის 28 აპრილს დილის საათებში, სამტრედიის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმის სახით წარმოდგენილი პირის მიმართ, ა-–---------ე გ--------ის სამუშაო ოთახში მოხდა პირის გამოკითხვა და ამ შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც შ------ ჩ----ემ თ------ გ-–--ესთან საუბარში განაცხადა, რომ ისიც იმყოფებოდა სუფრაზე გ-- და პ----- კ-–--ეებთან ერთად, რა დროსაც გ--- და პ-----ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც გ-- კ-–--ემ ხელი დაარტყა პ----- კ-–--ეს, რის შემდეგაც პ----- კ-–--ემ აიღო მაგიდაზე არსებული დანა და გ-- კ-–--ეს დაარტყა გულმკერდის არეში, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია გ-- კ-–--ის სიკვდილი. შ------ ჩ----ის ნაამბობის ჩაწერა მოხდა თ------ გ-–--ის კუთვნილი მობილური ტელეფონის მეშვეობით. საუბრის ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 2 წუთი და 10 წამი. საუბრის დასრულების შემდეგ ჩანაწერი ტელეფონიდან გადატანილ იქნა კომპიუტერის მეშვეობით DVD დისკზე და დაილუქა. შედგენილ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმი, სადაც მითითებულ იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალება, ჩაწერის ადგილმდებარეობა, ხანგრძლივობა და ჩაწერის შემდეგ განხორციელებული მოქმედებები დეტალურად, მათ შორის დალუქვა. ტელეფონის დათვალიერების აუცილებლობა არ არსებობდა, ამიტომ არ განხორციელებულა. ჩანაწერის დისკზე გადატანის შემდეგ მოხდა მისი წაშლა. მოწმემ განმარტა, რომ მას კომპიუტერთან მუშაობის სპეციალური განათლება არა აქვს, მაგრამ კარგად ერკვევა ტექნიკაში. ასევე მოწმის მიერ შედგა მეორე პატაკი ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ, წარდგენილ იქნა შესაბამისი შუამდგომლობა კანონით დადგენილ ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და სასამართლოს განჩინებით თ------ გ-–--ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედება ცნობილ იქნა კანონიერად, ხოლო შემდგომში პროკურორის დადგენილებით მოხდა ფარული საგამოძიებო მოქმედების განსაიდუმლოება, სისხლის სამართლის საქმეზე დართვა და წარმოდგენილ იქნა სასამართლოში როგორც ჩანაწერი, ისე მოწმის მიერ ჩატარებული ყველა საპროცესო დოკუმენტი. პატაკები შედგენილ იქნა სამტრედიის განყოფილებაში, ხოლო კანცელარიაში რეგისტრაცია მოწმის დავალებით, გატანებულ იქნა და განახორციელა ერთ-ერთმა გამომძიებელმა. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირის გარდა სხვა პირს მასალებთან არ აქვს შეხება, სანამ უშუალოდ არ განხორციელდება განსაიდუმლოება. შ------ ჩ----ე 2017 წლის ოქტომბერში დაბარებული იქნა მის მიერ და მას გაეცნო როგორც მის მიმართ შედგენილი მასალები, ასევე ფარული ჩანაწერები. იმავე დღეს შედგენილ იქნა ოქმი მასალების გაცნობის შესახებ, რაც გადაიგზავნა პროკურატურაში. თ------ გ-–--ის განმარტებით, ის არ იყო ვალდებული მასალების გაცნობის შემდეგ განეხორციელებინა შ------ ჩ----ისათვის ხელმოწერა ოქმზე. შესაბამისად, შ------ ჩ----ეს არ მოუწერია ხელი ოქმზე. თ------ გ-–--ე ფლობს ინფორმაციას პ----- კ-–--ის მიმართ ჩატარებულ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. მაგრამ მას შ------ ჩ----ისათვის არ უჩვენებია პ----- კ-–--ისათვის ფარულად გადაღებული ვიდეო. მოწმის განმარტებით, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა მსგავსი რამ, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ ჩანაწერი დაილუქებოდა და მას ამ მასალასთან, როგორც საიდუმლო დოკუმენტთან, წვდომა არ ექნებოდა. ასევე შ------ ჩ----ისათვის არ უჩვენებია პ----- კ-–--ის ჩვენება. მოწმემ უარყო ბრალდებულის განმარტება მასზედ, რომ თ------ გ-–--ე 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა მასთან ერთად. თ------ გ-–--ემ დაადასტურა, რომ იყო სოფელ ო-----ში, რა დროსაც მიმდინარეობდა პ----- კ-–--ის საგამოძიებო ექსპერიმენტი, მაგრამ ექსპერიმენტში არ მიუღია მონაწილეობა, შესაბამისად საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში არ არის დაფიქსირებული. მოწმემ სოფელ ო-----ში ყოფნა განმარტა იმ მოქმედებების ხელმძღვანელობით, რასაც გამომძიებლები ახორციელებდნენ, კერძოდ, მოწმეთა დაკითხვებს.

 

მოწმის სახით დაკითხული მ----- შ-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი. დეტექტივ-გამომძიებლების სამმართველო იძიებს ძირითადად მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობის საქმეებს. თავდაპირველად აღნიშნული საქმის გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობდა სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, პირველადი შეტყობინების გამო, ხოლო შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მიღებისას მოხდა გადაკვალიფიცირება 108-ე მუხლზე. ამიტომ საქმე გადაეგზავნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს. ის იყო საქმის ძირითადი გამომძიებელი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხა პ----- კ-–--ე, მოახდინა მისი ბრალდებულის სახით დაკავება, განუმარტა ბრალდებულის უფლებები, ასევე დამცველის მოწვევისა და სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება, დაკითხა ბრალდებულის სახით, დაკითხვა განხორციელდა სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, დასაკითხ ოთახში. ბრალდებული იყო სრულიად ადეკვატური, თავისუფლად სცემდა კითხვებზე პასუხს, თანმიმდევრულად გადმოსცემდა მომხდარს. დაკითხვა განხორციელდა ყოველგვარი გართულებისა თუ სხვაგვარი ზეწოლის გარეშე, სხვა პირების დაუსწრებლად. პ----- კ-–--ის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ასევე მოახდინა შ------ ჩ----ის ტანსაცმლის ამოღება. მოწმის სახით დაკითხა პოლიციის თანამშრომლები და მოწმე მ-----–ი თ------ე. ბრალდებულად დაკავების შემდეგ, მისივე თანხმობით პ----- კ-–--ისაგან ამოიღო ნერწყვის, თმის, ხელის ფრჩხილების და ხელის ანაბეჭდის ბიოლოგიური ნიმუშები. დანიშნა კომპლექსური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური, ამბულატორიული და სტაციონალური ექსპერტიზები და ასევე დაცვის მხარეს გადასცა მტკიცებულებები სტაციონალური ექსპერტიზის დანიშვნა განხორციელდა ამბულატორიული ექსპერტიზის შემდეგ, ექსპერტის მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე რომ პირი მოთავსებულიყო სამედიცინო დაწესებულებაში. პ----- კ-–--ის ბრალდებულის სახით დაკავება განხორციელდა 2017 წლის 28 აპრილს, სამტრედიის პოლიციაში, მისი მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ, როდესაც მან მისცა ჩვენება საქმის ირგვლივ და ფაქტობრივად აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, ჩატარდა 2017 წლის 28 აპრილს დღის საათებში, მასში მონაწილეობას ღებულობდა თვითონ ბრალდებული, ექსპერტი და უბნის ინსპექტორ- გამომძიებლები ბ---- ხ------ და ნ--- მ----–----ე, რომლებიც ახორციელებდნენ ბრალდებულის ბადრაგირებას. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო სამტრედიის პოლიციაში, გაეცნო ბრალდებულს მისი ჩვენება, აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულის მითითებით გაემართნენ სოფელ წიაღუბანში, პ----- კ-–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ბრალდებულმა ზუსტად მიუთითა განვითარებული მოვლენები და მათი თანმიმდევრობა, აღნიშნული დაფიქსირებულ იქნა ოქმში, ფოტოილუსტრაციასთან ერთად. ადგილზე რაიმე წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. მისვლისთანავე იქ მყოფებს განემარტათ მისვლის მიზეზი. მოწმის განმარტებით პ----- კ-–--ის ინტერესები არ დარღვეულა. მოცემულ საქმეზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულ იქნა 2017 წლის 28 აპრილს, სამტრედიის პოლიციაში პ----- კ-–--ისა და შ------ ჩ----ის მიმართ, რაც თავდაპირველად დაცულ იყო საიდუმლო გრიფით, შემდეგ განხორციელდა მისი განსაიდუმლოება და შესაბამისი წესით გადაეცა დაცვის მხარეს. მოწმე ფარულ საგამოძიებო მოქმედებას არ ესწრებოდა, თუმცა იმ დროს სამტრედიის პოლიციაში იმყოფებოდა. მ----- შ-----–-- სამტრედიის განყოფილებაში საღამოს საათებში მივიდა, თუმცა ზუსტი დრო არ ახსოვს. გამოძახებიდან დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ. პ----- კ-–--ისაგან ნიმუშების აღება მოწმის განმარტებით მისივე თანხმობით განხორციელდა, ოქმში დაფიქსირებულია ნიმუშის აღების შემდეგ პ----- კ-–--ის ხელმოწერა. მ----- შ-----–--მ ადვოკატის კითხვაზე, ბრალდებულისათვის ნიმუშის აღებაზე თანხმობის დასტურად სწორედ აღნიშნული ხელმოწერა მიუთითა. ასევე აღნიშნა, რომ ოქმი არ მოიცავს თანხმობის დადასტურების გრაფას და არც თავად იყო ვალდებული აღენიშნა თანხმობა, თუმცა მოწმის განმარტებით როცა პირი უარს ამბობს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, გამომძიებელს შეუძლია შეადგინოს ცალკე ოქმი უარის გაცხადების შესახებ. პ----- კ-–--ეს განემარტა, რომ შეეძლო საგამოძიებო მოქმედებაზე ეთქვა უარი თუკი არ მონაწილეობდა ადვოკატი.

მოწმის სახით დაკითხული ჯონდო იობიძემ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, არის გამომძიებელი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 2017 წლის 28 აპრილს, დილის საათებში, დაახლოებით 10 საათზე, ქუთაისში სამხარ----–ის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის შენობაში განახორციელა სამედიცინო ექსპერტთან ერთად გვამის გარეგნული დათვალიერება, რომელსაც აღენიშნებოდა მხოლოდ ერთი დაზიანება გულმკერდის არეში, მარცხენა მხარეს ჭრილობის სახით, ასევე ექსპერტის მონაწილეობით მოახდინა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გვამიდან ტანთცმული ტანსაცმლის ამოღება და გვამიდან ნიმუშების, კერძოდ თმის, ანაწმენდების, ფრჩხილისა და აგრეთვე სისხლის ნიმუშის აღება. ტანსაცმელი ამოღებულ იქნა სამი ცალი შარვალი და ერთი ცალი ტრუსი. ექსპერტ-კრიმინალისტის მონაწილეობით აღებულ იქნა ხელის ნახჭის ნიმუშები. ასევე განახორციელა სამედიცინო ექსპერტის გ-- გ----------ის მოწმის სახით დაკითხვა საქმესთან დაკავშირებით, რათა გამორკვეულიყო თუ რა დაზიანებები აღენიშნებოდა გვამს, ასევე იმიტომ, რომ მისი მონაწილეობით მოხდა გვამიდან ტანსაცმლისა და ნიმუშების აღება. მოწმეს რაიმე სხვა სახის საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.

მოწმის სახით დაკითხული პ----- კ-–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 27 აპრილს დაახლოებით დილის ათის ნახევრიდან საღამოს 8 საათამდე ასრულებდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებს. რაშიც ეხმარებოდა მამიდაშვილი შ------ ჩ----ე. შინ დაბრუნებულებს პ-----ს დედამ სუფრა დაახვედრა, უნდა ევახშმათ. სასმელიც მიიღეს, კერძოდ არაყი. რაოდენობა არ ახსოვს. მაგრამ შემთხვევის დროს უკვე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ვახშმობისას მათთან ი-----–ი და თ---------- კ-–--ეები მივიდნენ. სტუმრებიც მცირე დროით დასხდნენ სუფრასთან, რამდენიმე ჭიქა დ--–-ეს, თ----------ს სათხოვარი ჰქონდა, მეორე დღისთვის ტრაქტორი ითხოვა და მალევე წავიდნენ. მათი წასვლის შემდეგ მთელი დღის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-- კ-–--ემ, კითხვებით და საყვედურებით მიმართა პ-----ს: „რა უნდოდათ ბიჭებს, ჯერ ჩვენი საქმე დაგემთავრებია და შემდეგ მიხმარებოდი სხვასო“. გ-- კ-–--ე ცდილობდა ეს საუბარი ჩხუბს დამსგავსებოდა. აღნიშნულ დღეს პ-----ს ბიძა იმყოფებოდა მათთან, სვამდნენ. გ--მ იკითხა თუ რა უთხრა პ-----მ ბიძას ისეთი, რომ ბიძა საღამოს ვახშამზე აღარ მივიდა. პ-----ს პასუხი იყო, რომ არაფერი არ უთქვამს მისთვის. საუბარს მოჰყვა კონფლიქტი, რომელიც ცალმხრივი იყო. გ-- კ-–--ე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა შვილს. „საყელოში ხელის მოკიდება, გაწევა-გამოწევა დაიწყო“. პ----- კ-–--ე რამდენიმეჯერ ეცადა ხელი გაეშვა მამას მისთვის. ერთხელ თვითონაც მოჰკიდა საყელოში ხელი და უთხრა თუ რა უნდოდა მისგან და შეშვებოდა. შ------ შუაში ჩადგომით ეცადა მამა-შვილის გაშველებას. მალევე შ------ ჩ----ემ დატოვა ოთახი, გარეთ გავიდა, მას გაჰყვა პ----- კ-–--ე. სახლთან კიბეზე ჩამოჯდა და სიგარეტი მოწია. რადგანაც ფიქრობდა, რომ გ-- კ-–--ე „გაფსიხებული“ იყო ძალიან, გადაწყვიტა იმ ღამით მამიდაშვილ შ------ ჩ----ესთან დარჩენილიყო. სიგარეტის მოწევა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც გ-- კ-–--ემ დაიწყო ისტერიკული ყვირილი. პ-----ს მეზობლების შერცხვა, შევიდა სახლში, რომ გაერკვია რა ხდებოდა, რა დროსაც დაინახა, რომ გ-- კ-–--ეს ხელში ეჭირა სამზარეულოს ტიპის დანა, ყვითელი ფერის, შავით გაწყობილი, დაახლოებით 35 სმ სიგრძის. ამ დანით ვინმესთვის რაიმეს დაშავებას არ ცდილობდა, „არ ვიცი რა უნდოდა“. პ-----მ სცადა დანის გამორთმევა. მარცხენა ხელი მოჰკიდა მარჯვენა მაჯაში და გამოართვა დანა და იქვე „კუშეტკაზე“ ჩამოჯდა. დანა ხელში ეჭირა. როდესაც დაახლოებით ნახევარ მეტრში მდგომმა გ-- კ-–--ემ შეამჩნია პ-----ს ხელში დანა მისივე მიმართულებით მიმართული, შეაგინა პ-----ს: „რისი დამრტყმელი ხარო და გამოიწია ინერციით“. პ-----მ ვერ მოასწრო დანის შეტრიალება და გ--- მოხვდა დანა, რამაც გამოიწვია შემდეგ მისი გარდაცვალება. მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ პ----- და გ-- კ-–--ეები იმყოფებოდნენ ოთახში, შ------ ჩ----ე გარეთ იყო და ტელეფონზე საუბრობდა, ხოლო პ-----ს დედა კი სახლის მეორე სართულზე იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ პ----- კ-–--ემ არ იცოდა მამის გარდაცვალების შესახებ. ტელეფონის ძიება დაიწყო, რათა სასწრაფო დახმარება აღმოეჩინა მამისთვის. მას შემდეგ რაც სასწრაფო დახმარება მივიდა და უთხრეს, რომ გ-- კ-–--ე გარდაცვლილი იყო, პ----- კ-–--ემ გამოიცვალა სამუშაო ტანსაცმელი, ჩაიცვა ახლები და ელოდა პოლიციის მისვლას. პროკურორის კითხვაზე თუ როგორ ახსნიდა პ----- კ-–--ე, შ------ ჩ----ის მიერ ჩვენებაში იმ ფაქტის აღწერას, რომ იგი იმყოფებოდა შემთხვევის დროს ოთახში, პ----- კ-–--ე განმარტავს, რომ არიან ერთად გაზრდილები და „ათი კაციც რომ მოეკლა, შ---- ჩ----ე მის წინააღმდეგ ჩვენებას არ მიცემდა. შ----ს შესაძლებელია უთხრეს, რომ ასე უკეთესი იქნებოდა რომ ეთქვა ჩვენებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ დადგებოდა. შ----ს შეიძლება არც ახსოვს რა მოხდა. 5 ჭიქას რომ დალევს, არ ახსოვს ხოლმე მერე. პ----- კ-–--ის მიმართ გამოძიების პერიოდში, დაკითხვისას ფიზიკურ იძულებას ან სხვა რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. პროკურორის კითხვაზე თუ რამ გამოიწვია პ----- კ-–--ის მიერ გამოძიებისას და სასამართლოში მიცემული ჩვენების სხვაობა; სასამართლოში იგი სხვა ფაქტებზე ამახვილებდა ყურადღებას, ხოლო გამოძიებისას სხვა ფაქტებზე, პ----- კ-–--ე განმარტავს, რომ, როდესაც იგი განყოფილებაში მიიყვანეს, მისი დაკითხვისას გამომძიებელ გ-–--ის კარნახით დაიწერა ჩვენება, მიუხედავად პ-----ს მითითებისა, რომ ასე არ ყოფილა მომხდარი. ბრალდებულის განმარტებით: „რადგანაც მისი ხელიდან იყო მამა გარდაცვლილი, აღარ მიაქცია ყურადღება არაფერს, ჩაქნეული ჰქონდა ხელი ყველაფერზე და უნდოდა წასულიყო ციხეში“. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების საკითხზე პ----- კ-–--ე განმარტავს, რომ: „მათ ის გადაიღეს რაც აწყობდათ და არა ის რასაც ის დეტალურად მიუთითებდა და თხოვდა ასე ჩაეწერათ ჩვენებაში“. პოლიციაში ჩაბარების შემდეგ პ----- კ-–--ემ მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა. პ----- კ-–--ე მიუთითებს, რომ, რადგანაც ფაქტი იყო მომხდარი, აღარ ჰქონდა მისთვის დეტალებს მნიშვნელობა რა როგორ გაგრძელდებოდა, ამიტომაც აღარ აქცევდა ყურადღებას იმ გარემოებებს, რაც არ მიაჩნდა სწორად. მაგრამ კითხვაზე, თუ აქამდე პ----- კ-–--ისათვის არ ჰქონდა მნიშვნელობა დეტალებს, ახლა რა შეიცვალა და რატომ მისცა სასამართლოს განსხვავებული ჩვენება, ბრალდებული აღნიშნავს, რომ არაფერი არ შეცვლილა, სიმართლე ესაა და სწორედ სიმართლეს ამბობს.

სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პ----- კ-–--ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს პ----- კ-–--ეს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა, ის არ იმყოფებოდა პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით პ----- კ-–--ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. პ----- კ-–--ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას პ----- კ-–--ე დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით პ----- კ-–--ე იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ----- ნ-----–-----–---–მა. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში პ----- კ-–--ე არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მარინა მათიაშვილმა.

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... ტახტიდან ამოღებული...“ (პაკეტ N7, FCI446042) ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი ღია მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... სავარძლიდან ამოღებული...“ (პაკეტი N6; FCI446043) პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... ტახტიდან ამოღებული...’’ (პაკეტ N7, FCI446042) სვიტერის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას...სავარძლიდნ ამოღებული...’’ (პაკეტი N6, FCI446043) სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... ტახტიდან ამოღებული...’’ (პაკეტ N7, FCI446042) შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას...სავარძლიდან ამოღებული...’’ (პაკეტი N6, FCI446043) სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი ღია მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ... სავარძლიდან ამოღებული...’’ (პაკეტი N6 FCI446043) პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მოიასამნისფერო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ-- კ-–--ის (პაკეტი N12, 0006796) სიგრძივზოლიანი შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... სავარძლიდან ამოღებული...’’ (პაკეტი N6; FCI446043) სვიტერის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის პოლიესტერის პროფილირებული ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას...ტახტიდან ამოღებული...’’ (პაკეტ N7; FCI446042) ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მოიასამნისფერო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ-- კ-–--ის (პაკეტი N12, 0006796) სიგრძივზოლიანი შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ-- კ-–--ის (პაკეტი N12; 0006796) სიგრძივზოლიანი შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... სავარძლიდან ამოღებული...’’ (პაკეტი N6; FCI446043) სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შ------ ჩ----ის (პაკეტი N19) სვიტერის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო მოვარდისფრო პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... ტახტიდან ამოღებული...’’ (პაკეტ N7; FCI446042) ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მოწითალო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ... სავარძლიდან ამოღებული...’’ (პაკეტი N6 FCI446043) სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი ღია მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას...სავარძლიდან ამოღებული ...’’ (პაკეტი N6, FCI446043) პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შ------ ჩ----ის (პაკეტი N19) შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო-მოვარდისფრო პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... ტახტიდან ამოღებული ...’’ (პაკეტ N7, FCI446042) ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი ღია მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... სავარძლიდან ამოღებული...’’ (პაკეტი N6; FCI446043) პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პ----- კ-–--ის (პაკეტი N21; FCD836507), გ-- კ-–--ის (პაკეტი N14, 0209363) და შ------ ჩ----ის (პაკეტი N17; FCI416174) მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების გადაჭრებში არ აღინიშნება ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... ტახტიდან ამოღებული...’’ (პაკეტ N7, FCI446042) ტანსაცმლის, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ... სავარძლიდან ამოღებული ...’’ (პაკეტი N6 FCI446043) ტანსაცმლის გ-- კ-–--ის (პაკეტი N12; 0006796) ტანსაცმლის და შ------ ჩ----ის (პაკეტი N19) ტანსამცლის ქსოვილების ნართის შემადგენელი ბოჭკოები.

დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლევან მოსიაშვილმა .

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ: სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:

პაკეტში, წარწერით: ,,...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში გ-- კ-–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილი საშუალო ზომის სამზარეულო ტიპის დანა მოყვითალო და მოშავო ფერის ტარითა და ცალ ლესილი პირით ...’’ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-- კ-–--ეს (ობ. N36; პაკეტი წარწერით: ... გ-- კ-–--ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუშები...’’). ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- კ-–--ეს (ობ. N35; პაკეტი წარწერით: ,,... პ----- კ-–--ის ნერწყვის ნიმუში...’’);

პაკეტში, წარწერით ,,FCI 370125… სამტრედიის რაიონის სოფელ (არ იკითხება) წიაღუბანში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გ-- კ-–--ის სახლის ეზოში ამოღებული მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქის ნიმუში ნიადაგიდან...’’ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გ-- კ-–--ის (ობ. N36), პ----- კ-–--ის (ობ. N35) და შ------ ჩ----ის (ობ, N34; პაკეტი, წარწერით: ,,...შ------ ჩ----ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში...’’) გენეტიკური პროფილებისგან;

პაკეტში, წარწერით: ,,FCI 370110… შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში გ-- კ-–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული პლასტმასის (არ იკითხება) მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი მასიდან აღებული ნიმუშები...’’ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N4) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ.N4-ში გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;

პაკეტებში, წარწერით: ,,FCI 370108… სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, გ-- კ-–--ის საცხოვრებელი სახლის, I სართულის სამყოფ ოთახში შესასვლელი კარის ზღურბლის ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქის ნიმუშები...’’ და FCI370107... სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, გ-- კ-–--ის საცხოვრებელი სახლის I სართულის სამყოფ ოთახში არსებული მაცივრის გარეთა ზედაპირიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები...’’ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N5,6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-- კ-–--ეს (ობ.N36);

პაკეტში წარწერით: ,,…ბრალდებულ პ----- კ-–--ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები ...’’ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული ღია მოყავისფრო-მონაცრისფრო დანაშრევები (ობ. N7,8) სისხლს არ წარმოადგენს;

პაკეტში, წარწერით: ,,...შ------ ჩ----ისაგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების ნიმუში...’’ მოთავსებულ ანაწმენდებზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა;

პაკეტში, წარწერით: ,,…გ-- კ-–--ის გვამიდან აღებული ხელის ანაწმენდები...’’ მოთავსებულ დოლბანდის ფრანგმენტებზე არსებული ღია მოყავისფრო დანაშრევები (ობ.N9,10) შეიცავენ სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-- კ-–--ეს (ობ.N36);

პაკეტში, წარწერით: ,,...მოყავისფრო და მოლურჯო ფერის პერანგი...’’ მოთავსებულ ჯინსის პერანგზე (ობ.N11,12) და მოწითალო ფერის სვიტერზე (ობ.N13) არსებული მოწითალო -მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N11,12 -ის გენეტიკური პროფილი გ-- კ-–--ის (ობ.N36) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ.N13-ში გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;

პაკეტში, წარწერით:,,... სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გ-- კ-–--ის სამყოფ ოთახში ლითონის კონსტრუქციის საწოლიდან ამოღებული მომწვანო ფერის მოყვითალო და მოწითალო ფერის ყვავილებიანი ზეწარი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები...’’ მოთავსებულ ზეწარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N14) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-- კ-–--ეს (ობ.N36);

 

პაკეტში წარწერით: ,,...შ------ ჩ----ის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ სვიტერზე (ობ.N15), მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ.N18), ჯინსის შარვალზე (ობ.N16) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-- კ-–--ეს (ობ.N36). ამავე შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N17) სისხლს არ წარმოადგენს;

 

პაკეტში წარწერით:,,... გ-- კ-–--ის გვამიდან ამოღებული ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ სპორტულ, ზოლიან და მონაცრისფრო შარვლებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N19-21,23) წარმოადგენს ადამიანის სისხლს , რომელიც ეკუთვნის გ-- კ-–--ეს (ობ.N36). ზოლიან შარვალზე და ამავე პაკეტში მოთავსებულ ქვედა საცვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N22, 24) სისხლს არ წარმოადგენს;

 

პაკეტში, წარწერით: ,,...ტახტიდან ამოღებული მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოწითალო ფერის ელვაშესაკრავიანი სპორტული ზედა და მოლურჯო-მონაცრისფრო ფერის სვიტერი’’ მოთავსებულ სვიტერზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N26) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-- კ-–--ეს (ობ.N36). ამავე პაკეტში მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი (ობ.N25) სისხლს არ წარმოადგენს, ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ სპორტულ შარვალზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა;

 

პაკეტში, წარწერით: ,,... გ-- კ-–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული პლასტმასის ჯამში მოთავსებული მორუხო ფერის სვიტერი...’’ მოთავსებულ სვიტერზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N27) სისხლს არ წარმოადგენს;

 

პაკეტში წარწერით: ,,...შ------ ჩ----ისაგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები....“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული მოყავისფრო-მოყვითალო დანაშრევები (ობ.N28, 29) სისხლს არ შეიცავს . ობ.N28, 29- ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ------ ჩ----ეს (ობ.N34);

 

პაკეტში წარწერით: ,,... ბრალდებული პ----- კ-–--ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილები...’’ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული მოყავისფრო- მოყვითალო დანაშრევები (ობ.N30, 31) სისხლს არ შეიცავს . ობ N28, 29-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- კ-–--ეს (ობ.35);

 

პაკეტში წარწერით: ,,... გ-- კ-–--ის გვამიდან ამოღებული ფრჩხილების ნიმუშები...’’ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N32, 33) წარმოადგენს სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-- კ-–--ეს (ობ.N36).

 

დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ვერა ოკუნევამ.

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ პ----- კ-–--ესთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შ------ ჩ----ის ჩვენებით, მ------ა კ-–--ის ჩვენებით, თვით მსჯავრდებულის - პ----- კ-–--ის ჩვენებით და საქმეში არსებული სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ პ----- კ-–--ემ, დანით, გულმკერდის არეში, დაზიანება მიაყენა გ-- კ-–--ეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

პალატის მოსაზრებით მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებულის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უდავოდ დადასტურებულია, ვინაიდან გ-- კ-–--ე პ----- კ-–--ის მიერ დანის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. მსჯავრდებულის განზრახვის მიმართულებაზე აშკარად მიუთითებს აწ. გარდაცვლილის სხეულზე არსებული სიცოცხლისადმი შეუთავსებელი დაზიანება, ხარისხი, ხასიათი და ლოკალიზაცია, აღნიშნული ასევე ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს მსჯავრდებულის განზრახვაზე და საწინააღმდეგოს მტკიცება აშკარად ცდება გონივრული განსჯის ფარგლებს, ხოლო ის გარემოება, რომ პ----- კ-–--ის მიერ გ-- კ-–--ეზე გულმკერდის წინა ზედაპირზე დაზიანების მიყენება განხორციელდა მის ხელთ არსებული დანით, დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

ფარული საგამოძიებო მოქმედებით - ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერით, რომელიც ადასტურებს, რომ პ----- კ-–--ე ოჯახში იმყოფებოდა მამასთან, ორ მეზობელთან და მამიდაშვილთან ერთად. სუფრაზე კამათობდნენ ერთმანეთში. სტუმრების წასვლის შემდეგ პ----- კ-–--ე დარჩა მამასთან და მამიდაშვილთან ერთად, რა დროსაც კამათი ისევ გაგრძელდა. პ-----მ დანა მოიმარჯვა ხელში რათა მამა შეეჩერებინა, მაგრამ გ-- კ-–--ე არ შეჩერდა და დანიანი ხელი დაარტყა მამას გულმკერდის არეში.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღნიშნულია 2017 წლის 27 აპრილს სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში, პ----- კ-–--ის საცხოვრებელ სახლში მასსა და მამამისს - გ-- კ-–--ეს შორის მომხდარი კონფლიქტის და მის მიერ მამამისისთვის დანის დარტყმის დეტალები, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული ფოტოსურათებით, სადაც აღბეჭდილია მსჯავრდებულის მიერ გ. კ-–--ის მიმართ დანიანი ხელის დარტყმის ტრაექტორია და ადგილი.

თვით პ----- კ-–--ე თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ მამას, ,,მარცხენა ხელი მოჰკიდა მარჯვენა მაჯაში, გამოართვა დანა და იქვე „კუშეტკაზე“ ჩამოჯდა. დანა ხელში ეჭირა. როდესაც დაახლოებით ნახევარ მეტრში მდგომმა გ-- კ-–--ემ შეამჩნია პ-----ს ხელში დანა მისივე მიმართულებით მიმართული, შეაგინა პ-----ს: „რისი დამრტყმელი ხარო და გამოიწია ინერციით“. პ-----მ ვერ მოასწრო დანის შეტრიალება და გ--- მოხვდა დანა, რამაც გამოიწვია შემდეგ მისი გარდაცვალება.

მოწმის მ------ა კ-–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ,,მის მეუღლეს - გ-- კ-–--ეს მოჰკიდა ხელი და სთხოვა დასაწოლად წაჰყოლოდა, მაგრამ გ--მ მეუღლეს ხელი ჰკრა. მას შეეშინდა არ დამარტყასო და წავიდა ზევით, რადგან მეუღლე მასზე ხშირად ძალადობდა. 10-15 წუთის შემდეგ მას შემოესმა პ----- კ-–--ის ხმა, რომელიც მამას გაჩერებისკენ მოუწოდებდა: „გაჩერდი, გაჩერდი, არ ჩერდები შენო!?“. ცოტა ხნის შემდეგ გაიგონა გ--- ხმა: „რა ქენი ესო“.

მოწმის სახით დაკითხული შ------ ჩ----ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე პროკურორის კითხვაზე თუ რამ გამოიწვია გ-- კ-–--ის გარდაცვალება, მიუთითა, რომ ჩხუბისას შვილმა აიღო დანა და მამა წამოეგო ზედ.

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით: ,,...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში გ-- კ-–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილი საშუალო ზომის სამზარეულო ტიპის დანა მოყვითალო და მოშავო ფერის ტარითა და ცალ ლესილი პირით ...’’ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-- კ-–--ეს (ობ. N36; პაკეტი წარწერით: ... გ-- კ-–--ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუშები...’’). ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- კ-–--ეს (ობ. N35; პაკეტი წარწერით: ,,... პ----- კ-–--ის ნერწყვის ნიმუში...’’);

ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ-- კ-–--ის სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული მარცხენა ფილტვიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად.

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეულ, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საერთო ჯაჭვი უტყუარად ადასტურებს იმას, რომ პ----- კ-–--ემ ჩაიდინა გ-- კ-–--ის განზრახ მკვლელობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ პ-----ს გ---თვის დანა არ დაურტყამს, არამედ კონფლიქტის დროს, გ-- თვითონ წამოეგო პ----- კ-–--ის ხელთარსებულ დანაზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, არ დასტურდება სხვა, საქმეში არსებული მასალებით და არსებითად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ურთიერთ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. დაცვის მხარის ამგვარი პოზიცია მიმართულია მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავის არიდებისაკენ. ამასთან დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც გააბათილებდა ბრალდების მხარის ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება პ----- კ-–--ის მიერ გ-- კ-–--ის განზრახ მკვლელობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად არის გამოკვლეული საქმეში არსებული კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები, სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მომხდარ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება. რის გამოც არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ პ----- კ-–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ო----- ხ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

პ----- კ-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

პ----- კ-–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პ----- კ-–--ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 აპრილიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: სამზარეულოს ტიპის დანა, ნიადაგის ზედაპირიდან აღებული ლაქის ნიმუში, ჯამში არსებული სითხის ნიმუში, ოთახის შესავლელში არსებული ლაქის ნიმუში, მაცივრის ზედაპირზე არსებული ლაქის ნიმუში, გ-- კ-–--ის გვამიდან აღებული ხელის ანაწმენდი, ხელის ფრჩხილის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, შ------ ჩ----იდან და პ----- კ-–--იდან აღებული ხელის ანაწმენდები, ხელის ფრჩხილის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს;

- ორი DVD დისკი პ----- კ-–--ის და შ------ ჩ----ის ვიდეო-აუდიო ჩანაწერით, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: მორუხო ფერის სვიტერი, მოწითალო სვიტერი წინა მხარეს დაზიანებით და მოწითალო ლაქებით და ჯინსის მოლურჯო პერანგი, მოწითალო ფერის სპორტული ზედა, მოლურჯო ფერის სვიტერი და შავი ფერის სპორტული შარვალი, გ-- კ-–--ის გვამის დათვალიერების დროს ამოღებული ტანსაცმელი და შ------ ჩ----ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს (უფლებამონაცვლეს) ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

 

მოსამართლეები: მარინა სირაძე

 

ვერა დოლიძე